29 ნოემბერი, 2014
''ნიჭიერ'' ტაქსისტს ცოლის დაბრუნება სურს
არ მეგონა, ჩემს სიმღერას ასეთი გამოხმაურება თუ მოჰყვებოდა 36 წლის გევორქ პეტროსიანმა ''ნიჭიერის'' მაყურებელს კიდევ ერთი სალაპარაკო თემა მისცა. კონსერვატორიის დი პლომიანი ტაქსის მძღოლი მაყურებლისთვის მისი პირადი ისტორიით გახდა საინტერესო. მომღერალმა პირდაპირ სცენიდან გამოაცხადა, იეღოველი ვიყავი და სიმღერისთვის ამიტომ არ მეცალაო.

- ცოტა აჟიტირებული ვარ. არ მეგონა, ჩემს სიმღერას ასეთი გამოხმაურება თუ მოჰყვებოდა. საქართველოში ყველა მღერის, მერე რა, რომ ტაქსისტი ვარ. მე მაინც მგონია, რომ ხალხი ჩემი ამბით დაინტერესდა. თავისი ნებით იეღოვას სექტიდან არავინ მოდის.
ჩემი ''ნიჭიერში'' გამოსვლით მინდოდა, ხალხისთვის მეთქვა, თუ როგორი ტოტალიტარულია იეღოვას სექტა. იქ ადამიანის საუკეთესო თვისებებს ახშობენ. სიმღერის უფლებაც კი არ გაქვს.
- რა მიზეზით არის აკრძალული სიმღერა?
- იმ მიზეზით, რომ ხვალ იქნება არმაგედონი და აღარ იარსებებს საზოგადოება, რომლისთვისაც შენ მღერი. ზოგადად, კარიერის გაკეთება არ შეიძლება. ასეთ შემთხვევაში აღარ გრჩება დრო, იყო ამ ორგანიზაციის აქტიური წარმომადგენელი.
- კიდევ რა იკრძალება?
- დაბადების დღის, ახალი წლის აღნიშვნა.
- რამდენ ხანს იყავი ამ გაერთიანებაში?
- გაერთიანება (იღიმება)? კარგად ჟღერს, მომწონს. გაერთიანება რომ იყოს, კიდევ ჰო, ეს სექტაა და თავისი კანონები აქვს. ათი წელი ვიყავი ამ სექტაში და ერთ-ერთი ლიდერი გახლდით.
- როგორ იზიდავენ ადამიანებს, მხოლოდ რწმენით? ფინანსური დაინტერესება არ არის?
- ამ სექტის წარმომადგენლები ვერ სარგებლობენ შემწეობებით, თუ დამთავრებული არ აქვთ სამისიონერო სკოლა ბრუკლინში. ასეთ შემთხვევაში ორგანიზაცია მოღვაწეობას გისპონსორებს. ამისთვის საჭიროა ორგანიზაციის ისტორიის, დოქტრინების, ინგლისურის ზედმიწევნით ცოდნა და მთავარი, ჯანმრთელობა უნდა გიწყობდეს ხელს შემდგომი მოღვაწეობისთვის.
- შენ რა დაინტერესება გქონდა?
- ფინანსური ნამდვილად არ ყოფილა. პირიქით, მე იქით ვყრიდი ფულს შესაწირ ყულაბაში. პირდაპირ გიპასუხებთ, მეგონა, რომ ეს იყო ჭეშმარიტება.
- როდის მიხვდი, რომ შეგეშალა?
- როცა დამოუკიდებლად დავიწყე კვლევა. არ დავჯერდი ბრუკლინის წიგნებს და წმინდა მამების ნაშრომების კითხვა დავიწყე.
- ოჯახი გვიან შექმენი?
- სკოლა რომ დავამთავრე, ვულკანიზაციაში ვმუშაობდი, იქ აღმოვაჩინე, რომ სიმღერის ნიჭი მქონდა. ლუჩანო პავაროტი მღეროდა რადიოში და ავყევი. ჩავაბარე კონსერვატორიაში. რომ მკი-თხეს, რა ნოტს ხურავო, ვერ გავიგე. ჩემთვის ეს მუსიკალური ტერმინოლოგია უცხო იყო. მერე მქონდა სპექტაკლებიც. კონსერვატორია რომ დავამთავრე, სექტაში მოვხვდი. იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე. ათი წელი ვიცხოვრეთ ერთად. 7 წლის შვილი გვყავს.
- შენს სექტიდან წამოსვლას მეუღლე როგორ შეხვდა?
- ძალიან რთულად, ეს ეტაპობრივად მოხდა, მეუღლეს ფსიქოლოგიურად ვამზადებდი. კარდაკარ ქადაგება მინიმუმამდე დავიყვანე, მაგრამ ვერ ვუმხელდი რატომ. რომ მეთქვა, აღარ მწამს ეს სარწმუნოება-მეთქი, განდგომილის იარლიყს მომაკრავდნენ. განდგომილთან ცხოვრება არ შეიძლება. მე მისთვის საფრთხეს წარმოვადგენ, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, დადგა დრო, როცა უნდა მეთქვა. ხუთი წუთი ვთხოვე ყველაფრის ასახსნელად, რომ მისგან კი არა, ორგანიზაციიდან მივდიოდი. ეს ერთი და იგივე არ არის, მე არ ვეთანხმები მათ, მაგრამ შენ მიყვარხარ-მეთქი, ვუთხარი. ყურებზე ხელი აიფარა, არაფრის გაგონება არ მინდაო. 6 დღის მერე წავიდა.
- შვილთან ურთიერთობა გაქვს?
- როგორ არა, დღესაც მე წავიყვანე სკოლაში. ვესაუბრები რელიგიაზეც. არაფერში არ მადანაშაულებს. მეუბნება, ერთ გაკვეთილზე მაინც დარჩი, რომ სკოლაში იცოდნენ, მარტო დედა კი არა, მამაც მყავსო.
- ტაქსის მძღოლობა როდიდან დაიწყე?
- 7 წელია, ოჯახს ამით ვარჩენ. მანამდე ცოტა ხანს რესტორანში ვმღეროდი. მერე მივხვდი, რომ ასე ოჯახს ვერ შევინახავდი და ტაქსაობა დავიწყე. თვეში 100 დოლარს ვიხდი ალიმენტში.
- ალიმენტამდე რატომ მივიდა საქმე, ბავშვს ნებით არ ეხმარებოდი?
- როგორ არა, უბრალოდ, ჩემს ყო-ფილ მეუღლეს ეშინოდა, მე ხომ მონას-ტერშიც ვიყავი, მოკლე ჩართვა მქონდა თავში. ზედმეტად კარგად ვიცოდი მათი დოქტრინები, ერთ-ერთი ლიდერი ვიყავი, რომ გამოვდიოდი კრებებზე, ხა-ლხი ყურადღებით მისმენდა. და უცბად ყველაფერი თავდაყირა დავაყენე. მო-ნასტერში წავედი. ჩემს მეუღლეს შეე- შინდა, რომ ქმრისა და ფულის გარეშე რჩებოდა.
- საყვარელი ადამიანი დაკარ-გე...
- (გვაწყვეტინებს. - ავტ.) არ დამიკარგავს, იმედს არ ვკარგავ, რომ დავიბრუნებ. დღესაც ველაპარაკე და დამპირდა, ვიფიქრებო. აჟიტირებულია, სომხური ტელევიზიის ეთერით მნახა, იფიქრა, რომ მალე მთელი მსოფლიო გამიცნობს, ამიტომ თუ არ გამაჩუმებს, უხუცესები გაბრაზდებიან...
- გამოდის, რომ შესაძლოა, მხო-ლოდ გასაჩუმებლად დაგიბრუნდეს?
- შეიძლება და უნდა მივხვდე, გულწრფელია თუ არა მარგარიტა.
- როგორ გგონია, მარგარიტა გგულშემატკივრობს ''ნიჭიერში''?
- რა თქმა უნდა, წმინდა ფინანსური მომენტია. რაც უფრო მეტი ფული მექ-ნება, ჩვენს შვილს წაადგება. იცის, რომ ბავშვს ფულის გარეშე არ დავტოვებ, მე ხომ ქრისტიანი ვარ. ცოლი არ მომიყვა-ნია, მას ველოდები.
- 7 თვეა, რაც ერთმანეთს დაშორდით, ასე უცებ როგორ მოი-ყვანდი ცოლს?
- ჯიბრზე მოვიყვანდი, მაგრამ მე ასე არ ვცხოვრობ. მითხრეს, თუ ''ნიჭიერს'' მოვიგებ და ფული მექნება, შემიძლია, სასამართლოში შვილის დასა-ბრუნებლად სარჩელი შევიტანო, მაგრამ ამისთვის მჭირდება მეუღლე, რომელიც ჩემს შვილს მეურვეობას გაუწევს. ყო-ფილა მსგავსი პრეცედენტები, მოუგიათ მამებს პროცესები. მარტო ამისთვის შე-მეძლო მომეყვანა ცოლი, მაგრამ არ მოვიყვანე. მარტო ვცხოვრობ ქირით, ჩემს პატარა კელიაში, საჭმლის გაკეთებაც ვისწავლე. ვლოცულობ, ვმარხულობ.
- სახლი არ გაქვს?
- თაღლითობის მსხვერპლი გავხდი, ნაგირავებში ვცხოვრობდით და ცნო-ბილმა თაღლითმა, იზოლდა ძაძამიამ გირაოს ფული გამომძალა. მე არ ვარ მარტო, ამ ქალმა 25 ოჯახი დააზარალა.
- როგორ გგონია, რა შანსები გაქვს ''ნიჭიერში''?
- ჩემი გამარჯვება შედგა, ჩემი ამ პროექტში მონაწილეობა პატრიარქ-მა აკურთხა. ამაზე მეტი გამარჯვება არსებობს? ხალხმა გამიცნო, როგორც ქრისტიანი, ფული მექნება თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს. თუ ფულსაც მოვი-გებ, შვილს დავიბრუნებ. ჩემთვის არ მჭირდება ფული, ტანსაცმელსაც კი არ ვყიდულობ, ყველაფერი შვილისთ-ვის მინდა. ვისაც ასეთი ტრაგედია არ გამოუცდია, ის ვერ გამიგებს. ჩვენი ყოველი შეხვედრა და მერე განშორება ორივესთვის სტრესია.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 28 /
ჯონი
ამას რომელი ქალი დაუბრუნდება ამ მატყუარას და აფერისტს
21:11 / 22-01-2015
გამოხმაურება / 0 /
მე
წარმატებებს გისურვებთ! ნეტავ კიდევ ბევრმა იეღოველმა გადახედოს თავის თავს და ცოტა მეტი წაიკითხოს და არა მარტო ის, რასაც კრებებზე უტენიან თავში
01:30 / 08-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ემიგრანტი
კაი კაცი ხარ გევორქ,ჯიგარი და ნამდვილი თბილისელი. მიდი მიაწექი წინ ვინ ან რა დაგიდგება აწი?!.
01:05 / 02-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ინაინა
გამოხვედი და ხალხს ტავი მოაწონე ნახეტ სექტიდან გამოვიქეციო,ისე ვერ იმგერებდი?რა სჰუასჰი იყო სექტა ვინ აგიკრდზალა სიმგერა უტვინო ტავსჰი განსაკუტრებული ხმა გაქვს და ვერაფერს მიაგწევ ტორე გამოცჰნდება
19:57 / 01-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ავლაბრელი
გევორქ,კაცი ხარ კაცური....მიდი მიაწექ ამ ცხოვრებას,მაგის დედაც.....
13:10 / 30-11-2014
გამოხმაურება / 0 /
Aრ გააქტიურდიტ იეჰოვას მოწმეები
11:50 / 30-11-2014
გამოხმაურება / 0 /
გზა
იეჰოვას მოწმეეი კი არა რასელის დასაგმობი მოწმეები ხართ მწვალებელნო.გევორქ ნუ გეშინია.ნათელ გზაზე დგახარ.ცოლშვილიც დაგიბრუნდება.აღარ გაიხსენო ეგ წყეული სექტა
10:08 / 30-11-2014
გამოხმაურება / 0 /
223
''ქრისტიანს'' რა პიარს უკეთებთ თქვენ სექტას და კიდე ქრისტიანობის სახელს ეფარებით რა თავხედობაა ეს კაცი რას იტყუება და რას არა ცალკე საკითხია შენ კიდე ქრისტიანობას რო ეფარები აპირებ შენ სექტას მაგას რა ქვია?თვითმარქვია ხარ მეტი გზა ვერ ნახე ან არ დაგეზარა ამდენის წერა ვითომ ქრისტიანი ფუფ
23:33 / 29-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ისე მაინც მოიტყუე ცოტა შენც რო დაიჯერო როცა პირველობა მოინდომე განდიდება და ამას ვერ მიაღწიე მაშინ გაგახსენდა წმინდა მამების წიგნის გამოკვლევაა ანდა იეჰოვას მოწმეები არავის აბამენზ ორგანიზაციაში ვისაც წასვლა უნდა მიდის შენ "ნიჭიერი" ხარ შენი მხრივ კარგი მეზგაპრე ხარ მარა სიმართლე გითხრა ამის ნიჭიც ნაკლებად გაქ
22:30 / 29-11-2014
გამოხმაურება / 0 /
რასელისტებს
ვითომ ქრისტიანო დიდი ნოტაციებით რომ გვმოძღვრავ რასელისტური დოქტრინით,რამდენიც გინდა იმდენი ლანძღე გოვრქი და იბუტბუტე.რაც იყო,იყო.ეს კაცი დაემხო ეკლესიის წინ და დააჩოქა თავისი ბავშვიც.მოექცა მართლმადიდებლურად.იბღავლე რამდენიც გინდათ სექტანტებო.ნეტა ყველა ის თქვენი წევრი რომელიც ხუცესობას მოინდომებს და არ მისცემენ ყველა ეკლესიას დაუბრუნდეს.გევორქ დიდი წარმატებებიş და სიხარული.ცოლის დაგიბრუნდება ნუ გესინია.
22:01 / 29-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS