26 ნოემბერი, 2014
საინტერესო დეტალები თამარ ბერუჩაშვილის ცხოვრებიდან
საგარეო საქმეთა მინისტრი ორი შვილის დედაა ''ეს იყო ემოციური, სოლიდარული გაუგებრობა'' - ეს სიტყვები საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობაზე დანიშვნის დროს მაია ფანჯიკიძის მიმართ განაცხადა. სანამ პოლიტიკაში იქნება, თამარ ბერუჩაშვილს ჟურნალისტები ამ ფრაზას ყოველთვის გაუხსენებენ.

2013 წლის 1-ლი აპრილიდან მაია ფანჯიკიძის ერთ-ერთი მოადგილე გახლდათ. ფანჯიკიძემ სიძის, ირაკლი ალასანიას გარშემო ატეხილი სკანდალის გამო თანამდებობა დატოვა. მასთან ერთად, სამინისტროში საკუთარი პოსტები სევდიანი სახეებით დაემშვიდობა რამდენიმე მოადგილე და მათ შორის იყო თამარ ბერუჩაშვილიც, რომელმაც მეორე დღეს ჯერ მოადგილეობიდან წასვლა
გადაიფიქრა, შემდეგ კი ღარიბაშვილის დიდი ნდობით მინისტრად მოგვევლინა. ფანჯიკიძესთან ერთად სამინისტროს დატოვება კი ემოციური და სოლიდარული გაუგებრობით ახსნა.

მინისტრად დანიშვნის შემდეგ, ცხადია, ბერუჩაშვილის მიმართ ყურადღება გაიზარდა. მკითხველს ქალბატონი თამარის პოლიტიკური გზისა და პირადი ცხოვრების რამდენიმე საინტერესო დეტალს გავაცნობთ.

Rating

განათლება

დაიბადა 1961 წლის 9 აპრილს თბილისში. 17 წლის ასაკში სასწავლებლად მოსკოვში გაემგზა-ვრა, სადაც ფიზიკა-მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე სწავლობდა, თუმცა მოსკოვში შვიდწლიანი ცხოვრების პერიოდში კიდევ ერთი პროფესიის დაუფლება შეძლო და უცხო ენათა ფაკულტეტი (ფრანგული ენის სპეციალობა) დაამთავრა. 1996 წელს ინდიანის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორწლიანი სწავლის შემდეგ საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი გახდა. 2006 წელს სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, ასპირანტურის დამთავრების შემდეგ ეკონომიკის დოქტორის კვალიფიკაცია მიიღო.

პოლიტიკური კარიერა

ქალბატონ თამარს ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში ეკავა მნიშვნელოვანი პოსტი. 2000-2003 წლებში მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, შემდეგ მუშაობა სახელ-მწიფო კანცელარიაში სხვადასხვა თანამდებობაზე გააგრძელა.
2004 წლიდან ''ვარდების ხელისუფლებაში'' ევროატლანტიკურ სტრუქტურებსა და ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის პირველი მოადგილე გახდა და 2010 წლამდე ამ პოსტს ინარჩუნებდა.

Rating

''ქართული ოცნების'' ხელისუფლებაში მოსვლის დროს კი ვიცე-პრემიერის მთავარი მრჩეველი იყო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის საკითხებში.

2014 წლის 11 ნოემბრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პორტფელი ჩააბარეს.

პირადი ცხოვრება, ოჯახი

ჯერჯერობით პოლიტიკურ გადაცემებში სტუმრობისგანაც თავს იკავებს. ამ დრომდე მისი პირადი ცხოვრების შესახებაც ნაკლები დეტალი იყო ცნობილი. ბერუჩაშვილი მინისტრად დანიშვნის პერიოდში მეუღლის გამო სკანდალში გაეხვია. თამარ ბერუჩაშვილის ქმარი ცნობილი ონკოლოგი რემა ღვამიჩავაა. სკანდალის მიზეზი ყოფილ პირველ ლედისთან ერთად საქართვე-ლოში გაკეთებული პირველი ეროვნული სკრინინგცენტრი გახდა, ბატონი რემა ამ ცენტრის დირექტორი გახლავთ.

Rating

სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ თუ სანდრას ორგანოებით გაყიდვას და ათას საშინელებას აბრალებდნენ სამედიცინო საქმიანობის გამო, მაშინ რას იტყოდნენ ''ქართული ოცნების'' მხარდამჭერები ახალი მინისტრის მეუღლის საქმიანობაზე.
სოციალურ ქსელში ისიც დაიწერა, რომ ქალბატონი მინისტრი დიდი ხანია, ქმარს დაშორებულია და ისინი ერთად ფორმალურად ცხოვრობენ, თუმცა გავრცელებული ხმები არ დადასტურდა. ქალბატონი თამარისთვის ეს მეორე ქორწინებაა და ექიმ მეუღლესთან ცხოვრობს.

საგარეო საქმეთა მინისტრი ორი შვილის დედაა. პირველი შვილი – გოგა ერაძე, 1983 წელს დაიბადა. დაოჯახებულია და ჰყავს ერთი გოგონა, მინისტრი უკვე ბებიაა. მეორე შვილი – რუსკა ღვამიჩავა, 1998 წელს მეორედ დაოჯახების შემდეგ შეეძინა. რუსკა თინეიჯერია და სკოლაში სწავლობს. გოგას სოციალურ ქსელში სამუშაო ადგილად ბორჯომის რაიონი აქვს მითითებული.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
ნანა
სამინისტრო სკამზე დაჯდომამდე ყველა წუხს,უყვარს თავისი ქვეყანა,ხალხი და ა.შ,მაგრამ მერე?მერე სად მიდის ეს ადროჟებული პატრიოტობა ქვეყნისა და ხალხის მიმართ?
16:48 / 03-12-2014
გამოხმაურება / 0 /
კუკრაჩა
პირველი ქმარი კარგი ადამიანი ჰყავდა,
20:31 / 02-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა მელაძე
ძალიან კარგი პიროვნებაა, გამოცდილია, უყვარს ქვეყანა, ღირსეულია,არ უყვარს ტყუილი,კარგი მეუღლე და კარგი მეგობარია.წარმოშობით ონიდანაა.და რაც მთავარია-აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა.მე მჯერა მისი.
15:07 / 02-12-2014
გამოხმაურება / 0 /
!!!
ეს რუსეთში ნასწავლი ხალხი სანდოა???!!!
13:12 / 02-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ქალი რომელიც თანამდებობისთვის ყველაფერს იკადრებს
00:20 / 02-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ქალი რომელიც თანამდებობის გამო ყველაფერს რომ იკადრებს
00:19 / 02-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
წარმოშვებით ონიდან იქნება,ტყუილად ნუ აბრალებთ ოსობასა და სომხობას.
20:04 / 26-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მცინარი რუბაშვილი
ამოთხარეთ ახლა ეს ოჯახი! შეუმცდარი ვინ დადის ამ ქვეყნად ნეტა? სანდრას ცოდვებიც ამათ ნუ დააბრალეთ, ისე კი ამგელოზების სამსახურის ადგილი ზეცაშია, ამ ქვეყნად ყველა ცოდვილი დაიარება , მით უმეტეს სამედიცინო სფეროში მომსახურე კაცი, თანაც ონკოლოგი! ისე ტატიშვილის ცენტრის გინეკოლოგებს მართლა აქვთ დავალებული რაც შეიძლება მეტ ქალს დამართონ ონკოპრობლემები, ცოცხალმა რომ გამოვაღწიე მაგ სულელური სკრენინგიდან, მადლობას ვწირავ ღმერთს!
19:42 / 26-11-2014
გამოხმაურება / 0 /
Lალა
ზუსტად Vიცი რომ ქალბატონი თამარი ოსია,მისი ნამდვილი გვაარი ვალიევია,მისი ბაბუა სოფელ ტყვიავიდან იყო ჩამოსული.მაგრამ ეგ არაფერი,მთავარია საქმე აკეთოს,რას ერჩით ,მშვენივრად უძღვება საქმეს,რაც მთავარია ქართველები ძალიან უყვარს...
16:55 / 26-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათო
რემა ღვამიჩავა ისეთი არაადამიანია;კიბო რომ არ რქონდეს გაგიჩენს....მე პირადად მქონდა მასთან ურთიერთობა.ყველაზე კარგად უვიცი ექიმების დაცვა ეხერხება...თვითონ უღირსს ცოლიც რა ამაზრზენი ყავს...რით ვერ გამოინახა მისი შემცვლელი სკრინიგ ცენტრში?ისე ძალიან მინდა კიდევ ერთხელ შევხვდე და ვუთხრა, რომ არაადამიანია!!!!!!!!
14:16 / 26-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS