24 ნოემბერი, 2014
დაშორდა თუ არა მეუღლეს ია ფარულავა -''ორ მაგარ ქალთან ერთად გამოვიდა...''
''ცოცარი'', ძალიან გამაღიზიანებელი იყო, იმდენად, რომ სახე შემეცვალა ამ ქალბატონის გარშემო სკანდალები სულ არის. მთელი საქართველო განიხილავს მის პირად ცხოვრებას. ეს ნაწილობრივ თავად მსახიობისა და ტელეწამყვანის დამსახურებაცაა. ია ფარულავა''ფეისბუქის'' აქტიური მომხმარებელია და ხშირად ახალ-ახალი პოსტებით გვანებივრებს, თუმცა ბოლო''ფეისბუქპოსტი'', რომელმაც ცოლ-ქმარი ერთმანეთს დაუპირისპირა, იას დაწერილი არ ყოფილა.''ნიჭიერის'' ჟიურის წევრი ამბობს, რომ სოციალური ქსელის პირადი გვერდი გაუტეხეს და ტარიელის მისამართით სალანძღავი სიტყვებიც სხვა ადამიანის ნამოქმედარია.

- ია,''ნიჭიერით'' დავიწყოთ, ყველაზე მკაცრი ჟიურის წევრი ხართ...
- როგორ გეკადრებათ, ცნობილი
ფაქტია, რომ ყველაზე მკაცრი ნიკაა.
- კონკურსანტის შეფასებებში მაინც გამოირჩევით...
- არ შეგეკამათებით, მაგრამ ერთი ცხადია, ნიკას ყოველთვის ხელი უსწრებს წინ. კონკურსანტის სცენაზე გამოსვლამდე ერთი წუთიც არ არის გასული, რომ იქსის ღილაკს აჭერს ხელს. ეს ძალიან მაღიზიანებს. ამის გამო მე და გვარამიას შეხლა-შემოხლაც კი გვქონია. ამ მხრივ ძალიან კეთილია ჭოლა, რაც უნდა ცუდი ნომერი იყოს, არ აპროტესტებს. ხელოვანი კაცია, სხვის შრომას აფასებს და ნომერს ბოლომდე უყურებს.
- წინასწარ თუ გაქვთ მცირე ინფორმაცია მაინც კონკურსანტზე, რომელიც სცენაზე გამოდის?
- წინ გვიდევს ანკეტა, სადაც არის მონაწილის ფოტო, რაც არაფრის მთქმელია, სახელი, გვარი, ასაკი, პროფესია. პროდიუსერები გამომსვლელებზე წინასწარ სხვა ინფორმაციას არ გვაწვდიან. მე ვფიქრობ, ეს ცუდია. წინასწარ რომ ვიცოდეთ ამა თუ იმ კონკურსანტის შესახებ, უკეთესი შოუს მოფიქრება შეიძლება. ამ მხრივ ჩვენი პროდიუსერები მკაცრები არიან. თუმცა ისე ამონტაჟებენ გადაცემას, თითქოს წინასწარ ვიცით ამა თუ იმ გამომსვლელის შესახებ. თუნდათ ყურძნის თემა გაიხსენეთ. შესვენების შემდეგ ხელახლა რომ განვთავსდით ჟიურისთვის განკუთვნილ ადგილებზე, ყურძენი ვინატრე. ამ დროს სცენაზე გამოვიდა ორი მონაწილე, რომლებმაც ყურძენი გამოიტანეს, ერთმანეთს ესროდნენ მარცვლებს და ისე გეახლებოდნენ. მართალია, ეს ნომერი დავიწუნეთ, მაგრამ პირი კი ჩავიტკბარუნე ყურძნით. ისე გამოვიდა, თითქოს წინასწარ ვიცოდი, რომ კონკურსანტები ყურძენს გამოიტანდნენ. არადა, ეს მხოლოდ დამთხვევა იყო. ალბათ, მომავალ წელს პროდიუსერები გაითვალისწინებენ, რომ უკეთესი შოუსთვის საჭიროა, გამომსვლელებზე პატარა ინფორმაცია გვქონდეს.
- ისეთი კონკურსანტი თუ გახსენდებათ, რომელმაც ძალიან გაგაღიზიანათ?
- კი. ეს იყო''ცოცარი'', ძალიან გამაღიზიანებელი იყო, იმდენად, რომ სახე შემეცვალა. უფრო მეტად არ დავაკონკრეტებ, განვლილი ეტაპია, მაგრამ თავიდან ფეხებამდე გამაღიზიანებელი ბიჭი იყო.
- მისი სტრიპტიზიც არ მოგეწონათ?
- რა მოსაწონი იყო?! ნორმალური შოუ გააკეთეს პირსახოციანმა ბიჭებმა. მართალია, მე უარი ვუთხარი, მაგრამ ჟიურის დანარჩენი სამი წევრი კმაყოფილი იყო. სხვათა შორის, ბევრი რამ აღარ მახსოვს. მეც კი ინტერესით ვუყურებ''ნიჭიერის'' სერიებს, ჩემთვისაც ბევრი რამ სიურპრიზია, აღარ მახსოვს, ვის რა ვუთხარი, როგორ შევაფასე.
- წინა სერიაში პავლოვიჩისგან კოცნა აიცდინეთ...
- ღმერთო ჩემო, ეს კაცი უკვე ამაზრზენია. წელს ორ მაგარ ქალთან ერთად გამოვიდა, მაგრამ არც ერთი არ შეიშნოვა. ვკითხე კიდეც, ფული იშოვე, ქალებთან ერთად რომ მოსულხარ-მეთქი და რატომღაც ეს ფრაზა ამომიჭრეს. იცი, სად გაფუჭდა პავლოვიჩი? ქუდი რომ მოიხადა, ცარიელი''ტუფლები'' დარჩა, ეგ ბიჭი ჩემ თვალში გაბანძდა. ქუდით გარკვეულ''ობრაზში'' იყო, მერე ტილი გახდა. კი დაინგრა დარბაზი პავლოვიჩის გამოჩენაზე. უყვარს ხალხს და იყოს, რას მიშლის.
-''ბრავოში'' გამოჩნდით. მანამდე არ ვიცოდით, თუ ცეკვავდით...
- სად იყო მანდ ცეკვა? სიმართლე გითხრათ, არც ვიცოდი, რას ნიშნავდა ეს ლობისტობა. პირდაპირ გეტყვით, არ მიყვარს სცენაზე გამოსვლა. მიყვარს კამერა, მაყურებელი, მაგრამ საჯაროდ მაყურებლის წინაშე გამოსვლა ჩემი კომპლექსია. მსახიობი ვარ, თუმცა არასდროს მითამაშია სცენაზე, არ მინდა, ჩემი შემოქმედება ვინმეს შესაფასებელი გახდეს. რომ მითხრეს, უნდა იცეკვოო, გადავირიე, ვიჯაჯღანე, გავაპროტესტე, მაგრამ…ვერაფერს გავხდი. თან ვფიქრობ, ჟიურიში ვზივარ, სხვების ცეკვას ვაკრიტიკებ, ცუდად რომ ვიცეკვო, მაგრად''გავპაზორდები''-მეთქი. დავიწყე ელენთან სიარული, დღეში 7 საათი ვმეცადინეობდი. გარკვეული მონახაზი გავაკეთეთ. წუთ-ნახევარი ფარულავამ სცენაზე ვერ იცეკვოს, უბრალოდ სირცხვილია. მაგრამ ერთ-ერთი რეპეტიციის დროს ფეხი დამეჭიმა. თან გამიხარდა, თან ვითომ გული დამწყდა. მეგონა, ცეკვიდან მომხსნიდნენ, მაგრამ მაინც არ დამინდეს. სოლოღაშვილმა დამიდგა ცეკვა, რომლის შესრულებაც ნაღრძობი ფეხით შევძელი. დარბაზის აყოლიება კი მოვახერხე, მაგრამ რატომღაც გეგას არ მოეწონა. ეს კიდევ არაფერი, მეორე ნომერი, დენს რომ გვირტყამდნენ კითხვის დროს, იყო საშინელება. რეპეტიციაზე ეს დენის სამაჯური ყელზე გავიკეთე, უფრო მიმიხდება-მეთქი. ამ''ჭკვიანმა'' ტექნიკოსმა დამიტოვა დენის სამაჯური ყელზე. ვკითხულობ სონეტს, სულ ცოტა ვერიკო ანჯაფარიძესავით, გამოთქმით, მოდულაციებით, ნელ-ნელა ვუწევ ხმას. თურმე ეს სამაჯური ხმაზე რეაგირებს და საძილე არტერიაში სამჯერ მგლიჯა. უკან გადამაგდო. უბედურება ის იყო, რომ ვერ ვიხსნიდი. იცით, როგორი სტრესი მივიღე, დამიჯერეთ, სხვა ადამიანი ჩემ ადგილზე - ფეხნაღრძობი და დენდარტყმული, იტყოდა, თქვენი დედაც, ჯეკ, მე წავედი სახლში, ამ სტრესს ვერ გადავიტანო. მაგრამ ჩემი მაყურებლის, გულშემატკივრის და ჩემი ლენკა ზვიადაძის ხათრით დავრჩი.
- თუმცა, სამწუხაროდ, მაინც დამარცხდით მოროშკინასთან.
- სამწუხაროდ კი არა, საბედნიეროდ. ისე გამიხარდა წასვლა, ამ კლოუნადაში მონაწილეობას ვეღარ მივიღებდი. იმ დღეს ძალიან დასტრესილი ვიყავი, ამ და კიდევ სხვა მიზეზების გამო, რომელსაც ახლა თქვენს ინტერვიუში არ განვიხილავ.
-''ფეისბუქის'' გატეხვის თემას გულისხმობთ?
- არ განვიხილავ-მეთქი!
-''ბრავოს'' წამყვანმა, თინა მახარაძემ პირდაპირ ეთერში თქვა, რომ კარგი ურთიერთობა არ გაქვთ, რას გულისხმობდა?
- თინა ძალიან ნიჭიერი, განათლებული გოგოა, მისი ასაკის გოგოებიდან ამხელა''ბაგაჟის'' პატრონი იშვიათია. მაგრამ არასდროს მომწონდა მისი თმა. ნევროზიანი გოგო თმას რომ დაიგლეჯს, ასეთ შთაბეჭდილებას მიტოვებს. ერთ-ერთ გადაცემაში თინას დავარცხნილი თმა ჰქონდა. სტეფანეს ფოტო ედო''ფეისბუქზე'' და იქ დავუკომენტარე, ძლივს არ დაივარცხნა თმა ამ გოგომ-მეთქი. ჩემმა კომენტარმა ბევრი ლაიქი დააგროვა, ვიღაცებმა კიდეც გამლანძღეს. ეს გაიხსენა ზუსტად თინამ გადაცემაში. თინა ლამაზი ქალია და ქალმა თმას უნდა მოუაროს. მას ასე მოსწონს ალბათ, მე - არა.
-''ნიჭიერს'' დავუბრუნდეთ, თამამად რომ აფასებთ, განსაკუთრებით შიშველ ან ნახევრად შიშველ მამაკაცებს, მეუღლე როგორ რეაგირებს?
- ამ კითხვას უკომენტაროდ დავტოვებ.
- მას არ მოეწონება თუ თავად არ გსურთ კომენტირება?
- ამ ეტაპზე პირად საკითხებზე არ მინდა ლაპარაკი.
- თქვენი ნებაა... რა სანახაობა ელის წინ''ნიჭიერის'' მაყურებელს? კიდევ ახვალთ სცენაზე?
- არა, სცენაზე ასულს ვეღარ მნახავთ.
- იყო კონკურსანტი, რომელმაც გაგაოცათ?
- სომეხი ტაქსისიტი, ორშაბათს ნახავს მაყურებელი, ჩემი უსაყვარლესი არია, პუჩინის არია იმღერა ძალიან მაღალ დონეზე.
- თქვენი პროგნოზი როგორია?
- მართალია, ხშირად გვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ მომღერლები არიან წინა პლანზე, მაგრამ ეს ჩვენი ბრალი არ არის, მაყურებელს მოსწონს ისინი. ძალიან დიდი შანსი აქვს ამალია ჯიბლაძეს, რომ გახდეს გამარჯვებული.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
მაია
იას ძალიან ბუნებრივი ემოციები აქვს,ეგ რომ არ ოყოს ძალიან მოსაწყენი იქნებოდა შოუ!!!
21:50 / 03-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ბლეფი
იას წელიწადის ოთხივე სეზონზე უტეხს ჰაკერი ფეისბუქს და სახლში შუშებს.გაზაფხულზე გატყდა,შემოდგომაზე გატყდა,ზამთარსა და ზაფხულშიც ველოდებით მორიგ გატეხვებს.ასეტ ბლეფს ბავშვიც კი არ დაიჯერებს
22:59 / 27-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
რა შუაშია ამ სტატიასთან ეს სათაური სადაც დაშორებაზეა ლაპარაკი? მაგარი შეუტავსებლობაა სათაურსა და სტატიას შორის რა გამაღიზიანებელია ძალიან.
15:06 / 26-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ფოტო
ამ ფოტოზე ია აბოტოქსებულა...არ ვარგა ვაფშე
11:58 / 26-11-2014
გამოხმაურება / 0 /
კახა
ე ბიჭო,ამოვიდა კისერში ეს ქალი! დაგვასვენეთ ამისგან და ნინასგან! ბიჯოოოოს!!!!! :)
17:16 / 25-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS