21 ნოემბერი, 2014
''ვისაც ჩემი თეძოები ნანახი აქვს, იცის, რომ ცელულიტი არ მაქვს''
არ ვარ ''ვარსკვლავი'', რომელზეც მუდმივად უნდა ილაპარაკონ მარგო ლუჩკოს სახელისა და გვარის ხსენება უმეტესობას ღიმილს ჰგვრის. ამის მიზეზი ამ უკრაინელი ლამაზმანის ''უნიკალური'' ქართულია. ''შალვა რამიშვილის შოუშიც'' და ''ცეკვავენ ვარსკვლავებშიც'', რომელიც მარგომ ცოტა ხნის წინ დატოვა, მაყურებელი სწორედ მის უცნაურ და სასაცილო გამონათქვამებს იმახსოვრებს. ტელეწამყვანის სიტყვათა თანწყობა,- ''სტალინის სანძრეველა'', ანუ სტალინის სამზარეულო, ორი კვირის განმავლობაში სოციალური ქსელების მომხმარებლის მთავარ თემად იქცა.
მარგო ლუჩკოსა და ირაკლი ჭყოიძეს ცხრაწლიანი ოჯახური თანაცხოვრება აკავშირებთ. წყვილს 5 წლის ნიკოლოზი ჰყავს. ქალაქში
ამბობენ, რომ ცოლ-ქმარს ურთიერთობა გაუფუჭდა. ალბათ, ეს არის მიზეზი იმისა, რომ მარგო დიდი ხნის განმავლობაში ინტერვიუებზე უარს ამბობს. ჩვენც გაგვიგრძელდა მოლაპარაკებები ტელეწამყვანთან, მაგრამ საბოლოოდ ინტერვიუ მაინც შედგა.

- პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ მიხარია, ამ პატარა პაუზის შემდეგ ''რეიტინგს'' რომ ვაძლევ ინტერვიუს და პირადად შენ.
- რატომ გქონდა პაუზა?
- არ მინდა, თავი მოვაბეზრო ხალხს, ისედაც სულ ტელევიზორში ვარ. ასე მგონია, არ აინტერესებს ხალხს მარგო. არ ვარ ''ვარსკვლავი'', რომელზეც მუდმივად უნდა ილაპარაკონ, უბრალო მარგუშა ლუჩკო ვარ (იცინის).
- ამ უბრალო მარგუშამ ''შალვა რამიშვილის შოუს'' წყალობით მთელი საქართველო მოიარა. სად დაგხვდნენ ყველაზე თბილად?
- დიდი მადლობა ამისთვის შალვას. აღმოჩნდა, რომ მე საქართველოს შვილი ვარ. ისე მიყვარს საქართველო და მისი თითოეული კუთხე, იმხელა სითბო დავინახე რაიონებში... თბილისში ხალხი მაინც ''სვეცკია'', სქელკანიანი, სითბოს არ ავლენს, თუნდაც უყვარდე, რცხვენიათ. რაიონებში ისეთი თბილი ხალხი ცხოვრობს, საყვარელი, ძალიან უშნო, ჩემნაირი.
- უშუალო გინდოდა გეთქვა ალბათ.
- (იცინის) ჰო, უშუალო. წინასწარ ბოდიში უნდა მოვიხადო, თუ გინება გამომივა, ან რაიმე უცენზურო ფრაზა, ჩემი ქართულის წყალობით. სულ ასე მემართება, სტალინი და ''სანძრეველა'' უკვე ყველამ ნახა. დღემდე მრცხვენია ამის გამო. საქართველოს კუთხეებზე ვლაპარაკობდი. საოცარი ხალხი დამხვდა სამეგრელოში. სხვათა შორის, ამასობაში კულინარიაშიც დავსპეცდი. სამეგრელოში ელარჯი გავაკეთე, რაჭაში- უგემრიელესი ლობიანი. არ დამავიწყდება ალაზნის ველი, ბათუმშიც ვიყავი, მაგრამ ჯერ აჭარა მთლიანად არ მინახავს, მინდა ვნახო სვანეთი, ქართლი, ყველა კუთხე.
- როგორი რეაქცია აქვთ რაიონებში უკრაინელი ლამაზი ქალის დანახვისას?
- ძირითადად, დადებითი, ბავშვები ჩემთან ფოტოებს იღებენ. გორში პატარებმა განსაკუთრებული სითბო გამოხატეს, გვიშვილეო, მეხვეწებოდნენ. ყველა ვიშვილე. ასე რომ, გორში ყველაზე მეტი შვილი მყავს. კურიოზებიც იყო. გორში მე და ჩემი პროდიუსერი ქუჩაში მივდიოდით. ორი ქალი იდგა, ერთმა მეორეს ჰკითხა, ეს გოგო ვინ არისო. ვინ იქნება, ''ციგანიო'', უპასუხა მეორემ (იცინის). ქათინაურები არ მიმიღია, უფრო სითბოს გამოხატავდნენ.
- ეთერში ბევრ სისულელეს ამბობ, შენი ქართულის წყალობით, ზოგს ჰგონია, რომ ეს დადგმულია...
- სიმართლეს გეტყვი, მე და შალვა არასდროს ვგეგმავთ, წინასწარ რაზე ვილაპარაკებთ, ეს ყველაფერი არის ექსპრომტი, მომზადებული არასდროს ვარ, ამიტომაც გამოდის სასაცილო ჩემი ფრაზები. პირველ გადაცემაში გავაკეთეთ გარკვეული მონახაზი, მაგრამ მაშინაც ყველაფერი დამავიწყდა. ეთერში აჟიოტაჟირებული ვარ ხოლმე და მავიწყდება, რა უნდა ვთქვა.
- აჟიტირებული გინდოდა გეთქვა.
- ჰო, აჟიტირებული. ღმერთო ჩემო (იცინის), აი, ხომ გეუბნები, რაც თავში მომდის, იმას ვამბობ. ძალიან რთულია, რუსულად ვფიქრობ და მერე ქართულად დალაგება მიჭირს, თან ვნერვიულობ. სხვათა შორის, ზურა მანჯავიძემ მოიგონა სიტყვა ლუჩკორიზმები. მის მერე ჩანაწერებს ვაკეთებ, ფაქტობრივად, ჩემი ლექსიკონი მაქვს.
- რამდენიმე ჩვენც გაგვიმხილე.
- ღრმად ჩაცმული- თბილად ჩაცმული, სრული სიხარულის ლოყები- ბედნიერების ღიმილი, შუბლის კითხვა- პირდაპირი შეკითხვა. ეს უკანასკნელი პირდაპირ ვთარგმნე რუსულიდან- ''ვაპროს ვლობ''. გადაცემაში ვუთხარი შალვას, შუბლის კითხვა მაქვს-მეთქი და დაინგრა დარბაზი. ორი წელია, ქართულს აღარ ვსწავლობ. ურთიერთობაც, ძირითადად, რუსულენოვან ხალხთან მიწევს, დედა, მამა, მეგობრები, ამიტომაც გამიჭირდა. შალვა მეცადინეობას არც მაძალებს. ჩანაფიქრიც ეს არის, ხალხმა უნდა გაიცინოს. გარშემო იმდენი პრობლემაა, დადებითი არაფერი ხდება, მეც იმდენი პრობლემა მაქვს, მაგალითად, ბანკის ვალი, ხელფასი არ მყოფნის, ზოგჯერ ვიღაც ავად არის ოჯახში, მაგრამ ცხოვრების ბოლოში რომ მივალთ, რა გაგვახსენდება? ჩვენი კარგი მოგონებები. კოლექციონერი ვარ, კარგ მოგონებებს ვაგროვებ.
- ზოგს მოსწონს ეს შენი შეცდომები, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც გაკრიტიკებს...
- კი არიან, მაგრამ არ ვბრაზდები. ზუსტად ვიცი, იმავეს მე არ გავაკეთებ, სხვას არ გავაკრიტიკებ, მით უმეტეს, სოციალური ქსელის საშუალებით. ადამიანები სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ. მათ მინდა ვუთხრა, ცხოვრება მშვენიერია, ძალან მალე დამთავრდება, გაიღიმეთ და იცხოვრეთ საკუთარი ცხოვრებით.
- ''ცეკვავენ ვარსკვლავებშიც'' გაკრიტიკებდნენ, ამას რა აცეკვებს, ცხენივით არის, ცელულიტიან სხეულს გვიმარიაჟებსო...
- პირველ რიგში, გეტყვით, რომ მე და ცეკვა ერთმანეთისგან შორს ვართ. თავიდან უარიც კი ვთქვი ამ შემოთავაზებაზე, ვინაიდან რომელიმე მონაწილე ''იმედის'' სახე უნდა ყოფილიყო, დავთანხმდი. ვიფიქრე, რატომაც არა, ცეკვას ვისწავლი, გავმხიარულდები-მეთქი. არ მაინტერესებს, ჩემზე რას ამბობენ. ძირითადად, ქალები მაკრიტიკებენ. ამ ყველაფერს ყურადღება რომ მივაქციო, დეპრესიაში ჩავვარდები. მე და დეპრესია? კარგი, რაა (იცინის). მე მიყვარს ჩემი ფეხები, ხელები, ხალები. ცელულიტი არ მაქვს. ეს იცის მან, ვისაც ჩემი თეძოები ნანახი აქვს (იღიმება). ტრენაჟორებზე დავდივარ. ჩემს მწვრთნელს რომ უთხრა, მარგოს ცელულიტი აქვსო, თავს მოიკლავს. არ ვიცი, რა ჩანდა ტელევიზორში, ეკრანი ასუქებს. უფრო გამხდარი ვარ, ვიდრე იქ ვჩანდი. მე არ ვარ იდეალური, მაგრამ კმაყოფლი ვარ იმით, რაც მაქვს.
- შენი ცეკვითაც კმაყოფილი იყავი?
- რაც შემეძლო, გავაკეთე. თუ არ მოგეწონათ, ბოდიშს გიხდით, მაგრამ მე ბედნიერი ვიყავი. ძალიან მიყვარს სოფო შევარდნაძე, ჩვენ დავმეგობრდით, ჩერტკოევიც შემიყვარდა. ერთხელ შემპირდა, რვიანს დაგიწერო, მაგრამ არც ერთხელ არ დამიწერა, უნამუსო ეგ (იცინის). მეგობრები შევიძინე დიმას, ალიონას და საშას სახით. ახლა აქედან მათთან მივდივარ სტუმრად.
- ინგა გრიგოლია გგულშემატკივრობდა...
- საყვარელი. მარგო რომ გაიზრდება და დაჭკვიანდება, იქნება ინგა გრიგოლის მსგავსი ჟურნალისტი.
- პოლიტიკურ ჟურნალისტიკაში აპირებ წასვლას?
- რატომაც არა, პოლიტიკაშიც. თბილისის მერობა არ მომიხდება 40 წლის ასაკში, თუ?! ისე, უკვე რამდენი ღონისძიება გავუშუქე ნარმანიას და ერთხელ არ დამპატიჟა თავის მერიაში. აი, ეს არის ''ქართული ოცნება'', ოცნებობ, ოცნებობ და არ გიხდება ოცნებები (იცინის). ერთი ოცნება მაქვს ახლა, მინდა, ჩემი ნათლია იყოს ბიძინა ივანიშვილი. მართვის მოწმობაც მექნება, აიფონიც, მანქანაც და პატარა ტანკიც (იცინის).
- შენი სიმღერითაც კმაყოფილი ხარ?
- რატომაც არა, საკუთარ თავზე თვითონვე ვხალისობ. ყველამ იცის, რომ ძალიან მხიარული ადამიანი ვარ, თუმცა რასაც გადაცემაში ვაკეთებ, ჩვეულებრივ ცხოვრებაში არ გავაკეთებ. იქ შალვა სრულ თავისუფლებას მაძლევს. პროფესიონალი მომღერალი არ ვარ, როგორიც ლელა წურწუმიაა, მაგრამ ჩემს თავს ვამხიარულებ, იმედი მაქვს, სხვებსაც.
- მარგო, ერთი შუბლის კითხვა მაქვს შენთან...
- (იცინის) გისმენ.
- ამბობენ, მარგო ლუჩკო ქმარს გაშორდაო.
- პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი არ მინდა.
- არც უარყოფ და არც ადასტურებ?
- ნინო, ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ჩემი პირადი ცხოვრება ჩემი მინდა იყოს მხოლოდ. ზოგჯერ ვჩხუბობთ, ზოგჯერ ვშორდებით, ეს არავის საქმე არ არის.
- ნიკოლოზი რამხელაა?
- ხუთი წლის, უცნაური ბავშვია, ქიმიკოსი უნდა გამოვიდეს, გამომგონებელი.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
xa xa.
როგორ დამამსჰვიდეტ რომ ცელულიტი არა აქვს ტუ არა სიზმრად მქონდა ქცეული
21:59 / 02-12-2014
გამოხმაურება / 0 /
joi
პოზიტივის ცანცქერი ხარ, დადებიტი აურა ულევ ნაკადად მოედინება სენგან მარგო.გაიხარე!
01:05 / 28-11-2014
გამოხმაურება / 0 /
daviti
ცელულიტი ტვინში გაქვთ ვინც ამ ქალს სილამაზეს უწუნებთ, ვაი თქვენს პატრონს
14:51 / 27-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მიხო პაპა
მარგო შვილო, მიყვარხარ შვილო, შე ვირიშვილო, ჰაააააააააა. გაგეხუმრე მარგუშა, არ გეწყინოს. ისე მართლა მიყვარხარ.
13:57 / 27-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ირ ინა
მარგო,ძალიან კარგი ხარ,ყველაფრით შემკული,ლამაზი,სათნო,ალალი,უბოროტო,მხიარული.შენ როცა გიყურებ ყველაფერი ცუდი მავიწყდება,გაიხარე.
22:17 / 26-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS