11 ნოემბერი, 2014
ცოცრებზე პირსახოცაფარებული ბიჭები სცენაზე მთვრალები გამოვიდნენ - '' პაპუნას დაესვარა პირსახოცი...''
ხომ გაგაფრთხილეთ, ჩამჭრელი შეკითხვები არ ყოფილიყო სანამ ''ნიჭიერის'' სცენას დაიკავებდნენ, გიორგი ბუკია და პაპუნა სანთელაძე კულისებში ვნახეთ. ხალათებსა და ოთახის ჩუსტებში იყვნენ გამოწყობილნი. ცნობისმოყვარეობამ გვძლია და დავინტერესდით, რის გაკეთებას აპირებდნენ. უნდა ვიბანაოთო, გვიპასუხეს. თურმე, ბიჭები მაშინ მთვრალები ყოფილან, აბა, საღ გონებაზე ფილარმონიაში როგორ გავიხდიდითო. მათი ნომერი 10 ნოემბრის გადაცემაში ჩაჯდა.

გიორგი:
- პროფესიით ჯერ არავინ ვარ. ისე, მსახიობი მინდა ვიყო, რეჟისორიც, ასე გადავწყვიტე (იცინის). სკოლა რომ დავამთავრე, ''კარის თეატრში'' მივედი, კასტინგი იყო, როლზე დამამტკიცეს და
მას მერე დავრჩი. მერე ''სამეფო უბნის თეატრში'' გადავედი, მერე ისევ ''კარის თეატრში'' დავბრუნდი. ვმუშაობდი ''რუსთავი 2''-შიც, ''კლაბ შოუში'' ვიყავი სცენარისტადაც და მსახიობადაც. ჯიმ ქერის პაროდიას ვაკეთებდი, თუ გახსოვთ. ახლა სტუდენტი ვარ, ოღონდ იმ ფაკულტეტზე არ ვსწავლობ, რომელზეც მინდა ვსწავლობდე. საერთოდ, არ ვიცი, რა ფაკულტეტზე ვსწავლობ. უბრალოდ, სტუდენტობა მჭირდებოდა.
- რისთვის?
- ფილმს ვიღებ ''ბი-ბი-სი''-სთვის, მაფინანსებენ. ჯარში წასვლა მიწევდა და ფილმის გადაღებას ვეღარ გავაგრძელებდი, ამიტომ ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე.
- რით დაიმსახურე, ''ბი-ბი-სი'' შენს ფილმს რომ აფინანსებს?
- პროექტი აქვს, სადაც აგზავნი სცენარს და თუ მოიწონეს, გიფინანსებენ. ჩემი სცენარი მოეწონათ და ახალ ტრილერს ვიღებ.
პაპუნა:
- მეც უდიპლომო სასიძო ვარ. სასიძო რა, სიძე. ერთი წელია, ცოლი მოვიყვანე. თვე-ნახევრის შვილიც მყავს.
- არ გინდოდა, პროფესია გქონოდა, თუ ვერ მოახერხე ჩაბარება?
- აქ სწავლის იმდენად დაბალი დონეა და იმხელა თანხებს უკავშირდება, ვარჩიე, ის თანხა ჩემთვის მომეხმარა, ცოლი მომეყვანა და ერი გამემრავლებინა (იცინის).
- მეგობრები ხართ, ალბათ….
- მეგობრებიც, ნათესავებიც. მე გიორგის ბიძა ვარ.
- ეგ როგორ?
- ხომ გაგაფრთხილეთ, ჩამჭრელი შეკითხვები არ ყოფილიყო (იცინიან). ბიძად ვეკუთვნი და მორჩა. ახლო ნათესავები ვართ, რაღაც პროცენტით ერთი სისხლი გვიჩქეფს ძარღვებში.
- ე.ი. ის დუეტი, ''ნიჭიერში'' რომ ვნახეთ, ნათესაურ-მეგობრული იყო?
- ასე გამოდის.… ვისხედით, ვისხედით უსაქმოდ, გიორგი აბაზანიდან გამოვიდა, მე ვიდეოებს ვუყურებდი, ფრანგული ''ნიჭიერის'' ნომერი მომხვდა თვალში, სწორედ ისეთი, როგორიც ჩვენ გავაკეთეთ. აქედან გაჩნდა იდეა, მოგვემზადებინა მსგავსი ნომერი და მივსულიყავით კასტინგზე.
- საინტერესო იქნებოდა მეცადინეობის პროცესი...
- ჰო, ნამდვილად სახალისო პროცესი იყო. პირსახოცები ვიყიდეთ და დავიწყეთ მეცადინეობა. მიგვაჩნია, რომ 70%-ით მაინც გავაკეთეთ ის, რისი გაკეთებაც გვინდოდა.
გიორგი:
- ჩვენ არ გვითქვამს, რომ ნიჭიერები ვართ. ეს ისედაც ვიცით. ამის აფიშირება რა საჭირო იყო (იცინიან).
- საკმაოდ სახალისო, მაგრამ იმავდროულად სარისკო ნომერი გქონდათ. რაიმე ''ჩეპე'' გქონდათ სცენაზე გასვლის წინ?
- გამოსვლის წინ რაღაცები აგვერია, თან, ცოტა ნასვამები ვიყავით. პირსახოცები დაიკარგა, მოგვპარეს. მერე ვიღაცის პირსახოცი დავჭერით, მეორე დღის ნომრისთვის იყო განკუთვნილი და ის გამოვიყენეთ.
- თქვენი პირსახოცები გაჭრილს არ ჰგავდა….
- ძირს რომელიც იყო, ის პირსახოცი იყო გაჭრილი. კიდევ პაპუნას დაესვარა პირსახოცი, გასვლის წინ გადაღებისთვის ამით უნდა გაემშრალებინა თავი. თეთრ პირსახოცს გრიმი მიეცხო და სცენიდან წითელი ლაქები მოჩანდა.
- მახსოვს, ია ფარულავამ კითხვაც კი დაგისვათ, რამე მარცხი ხომ არ მოგივიდათ, ეს რა ლაქები აქვს თქვენს პირსახოცსო?
პაპუნა:

- ბევრი გაუთვალისწინებელი რამ მოხდა, მთლიანობაში, ნომერი გამოგვივიდა. რაც მთავარია, არ შევრცხვით, არაფერი გამოგვიჩნდა, თუმცა ეგეც გათვალისწინებული გვქონდა, მაყურებელი ვერ მიხვდა, მაგრამ ჩვენ ხორცისფერი ტრუსები გვეცვა. ასე რომ, მარცხიც რომ მოგვსვლოდა, არ შევრცხვებოდით. იქ ჩვენი მეგობრებიც იყვნენ, პირსახოცი რომ ჩაგვარდნოდა და რამე გამოჩენილიყო, ძალიან შეგვრცხვებოდა.
- მეუღლეც წამოგყვა ალბათ საგულშემატკივროდ, მოგიწონა გამოსვლა?
- არ ვიცი, თვალები ჰქონდა დახუჭული, ძალიან ნერვიულობდა (იცინის).
გიორგი:
- ზოგადად, ჩემი მეგობრები მაფრთხილებდნენ, არ გინდა ეს ნომერი, დაფიქრდი, რა მოჰყვებაო. პრინციპის ამბავი იყო, სცენაზე მათ ჯიბრზე გამოვედი.
- თქვენს ნომერს როგორი გამოხმაურება მოჰყვა?
პაპუნა:

- არც ისე კარგი. არ ვიცი, რა სჭირს ამ ხალხს, აგრესიულები, გაბოროტებულები არიან, ერთმანეთის კარგი არ უხარიათ. ჩვენი ხუმრობა ვერ გაიგეს.
გიორგი:
- ჯერ რა იცი, რომ ვერ გაგიგეს?
პაპუნა:
- დარბაზიდანაც იყო წამოყვირებები, სოციალურ ქსელებშიც წავიკითხე ''ტკბილი'' კომენტარები და დადგეს ორშაბათი, ნახავ დანარჩენ გამოხმაურებას! იქნებ, მეტროშიც ვეღარ ჩავიდეთ. არა უშავს, მე კუ ნინძას სათვალე მაქვს, შენ იდარდე.
- ე.ი. აგრესიისთვის მზად ხართ?
- გოგონებისგან წამოვიდეს აგრესია, არ არის პრობლემა (იცინიან).
- პაპუნა, ამ ინტერვიუს შენი მეუღლეც წაიკითხავს, ალბათ.
პაპუნა:

- ჰოდა, ეს სიტყვები გიორგის ''შეტენეთ''.
გიორგი:
- არ ვიტენი მე არაფერს!
- შემდეგ ტურში რას აპირებთ?
- სულ სხვა ნომრის გატანა გვინდა. უფრო მსახიობობაზე გათვლილი და არა სიშიშვლეზე. ეს უკვე იყო, ხომ არ გავიმეორებთ. იქაც იუმორი და ხალისი იქნება. ღიმილი აუცილებელია. ჩვენ ერის ბედნიერ ღიმილზე ვზრუნავთ. აბა, სხვანაირად ''ნატოში'' არ გვიშვებენ და (იცინიან).


ნინო მჭედლიშვილი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
მირანდა
მათი იუმორი კარგი იყო:)
18:59 / 12-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ცოცორონი
ცოცრის ტარია ბრაცი?
17:55 / 12-11-2014
გამოხმაურება / 0 /
კისო
რატომ არიან ცოცრები?რა ბოროტი ხარ მის!!!!!!!!!!
17:55 / 12-11-2014
გამოხმაურება / 0 /
კისო
ცოცრები რატომ არიან?მე პირადად კარგად ვიხალისეჩემტვის ის უფრო ამაზრზენი იყო,მკერდით ქილების და საზამთროს ლეწვა ვიდრე ის ცოცორა ბიჭი და ეს მხიარული ყმაწვილები :)
17:54 / 12-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მის
ცოცრები ხაართ,მეტი არაფერი
17:55 / 11-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ტომას ჯალაკი
გიო და პაპუნა, თქვენს გვერდით ვარ და ბოლომდე ითამაშეთ...მეც მასე დამცინეს,გამათახსირა ხალხმა..ეპატაჟი არიციან რაა არის ცოცორზე, გამხნევება გინდათ ეს აუცილებელია...ჯობია იმოქმედო და ინანო, ვიდრე უმოქმედობას ნანობდეთ..მაგრები ხართ ამას მე გეუბნებით... მყრალი ენის პატრონებს არუსმინოთ,ისინი გაგანადგურებენ.. ჩათვალეთ თვენხართ მათზე მნიშველოვნები, ვისაც ჩვენ არდავევასეთ, გამოვიდნენ და უკეთესად გააკეთონ!
16:42 / 11-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ლეკრო
მე ამათი იუმორი მომეწონა, წარმატებები ბიჭებო
16:12 / 11-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ძაან მაგარი ტიპები არიან :))) მიდით ბიჭებო,გააგრძელეთ,არ უსმინოთ დაბოღმილ ერს :)
16:08 / 11-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS