11 ნოემბერი, 2014
სოფია სებისკვერაძე: ''გუგა კუზანოვს ჩემი მკერდი და დუნდულების ფორმა მოეწონა''
რთულია, ვინაიდან სულ ქალებთან და მათი სხეულის სხვადასხვა ნაწილთან აქვს ''ურთიერთობა'' ''მარაო რუსთავი 2''-ზე ნიკა გრიგოლია სახალისო გადაცემას უძღვება, ''ერთგულების ტესტი'', ალბათ, უფრო მაყურებლისთვისაა სახალისო და არა იმ წყვილისთვის, რომელმაც გამოცდას უნდა გაუძლოს. ცოლთან შეთანხმებით ქმრის მახეში გაბმას და იმის ყურებას, მოიხიბლება თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში მეუღლე მაცდუნებელი ქალით, ალბათ, კარგი ნერვები სჭირდება, ძირითადად, ცოლის მხრიდან.
გადაცემის პირველი ''საცდელი ობიექტი'' ცნობილი პლასტიკური ქირურგი გუგა კუზანოვი აღმოჩნდა. მის ''შემბმელად'' კი ნიკა გრიგოლიამ სექსუალურ მსახიობ სოფია სებისკვერაძეს
უხმო, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა კუზანოვის მოსახიბლად, თუმცა ღალატი მაინც არ შედგა.
სოფიამ გადაცემის შემდეგ თავისი შთაბეჭდილებები გაგვიმხილა და გვითხრა, რომ მეორედ ასეთ ექსპერიმენტს აღარ დათანხმდება.

- ამ თამამ შემოთავაზებას როგორ შეხვდი?
- დამირეკეს ნიკა გრიგოლიამ და პროდიუსერებმა. მითხრეს, რომ გადაღება იგეგმებოდა და მონაწილეობა შემომთავაზეს, თუმცა ზუსტად არ უთქვამთ, რა ხდებოდა. ნელ-ნელა შემომაპარეს (იღიმის). მითხრეს, რომ გუგა კუზანოვის ''შებმა'' უნდა მეცადა, მაგრამ მისი მეუღლე საქმის კურსში იყო. ეს ამ ამბავს უფრო ამსუბუქებდა, მაგრამ გადაღებების მერე, რომ დავფიქრდი, ცოტა გავბრაზდი კიდეც საკუთარ თავზე. იქ მისულს ისეთი სიტუაცია დამხვდა, რომ ყველაფერი მარტივად უნდა ყოფილიყო. აქ მთავარი მაინც ცოლის ფაქტორი იყო, უფრო მარტივად სწორედ იმის გამო მივიღე, რომ მან იცოდა. რომ არ სცოდნოდა, შესაძლოა, უარი მეთქვა.
- გადაღებები როგორ წარიმართა?
- გადაღებამდე მე და ნინო ნადირაძე შევხვდით ერთმანეთს. დამარიგა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, გუგას რა მოსწონს და რა - არა. საქმე იმან გაართულა, რომ გუგა დაგეგმილზე ნახევარი საათით ადრე მოვიდა, ყველა დაფაცურდა და აღელდა, მათ შორის, მეც. გამოგიტყდებით, რომ ასეთი რამ პირველად გავაკეთე, მიზანდასახულად უნდა ''შემება'' ვიღაც. ამას, როგორც ერთ-ერთ როლს, ისე მივუდექი, მაგრამ მაინც რთული აღმოჩნდა. სასაცილო ის იყო, რომ გადაღების დასრულების შემდეგ ბატონმა გუგამ თქვა, ძალიან გამიკვირდა, რომ მასაჟის დროს ხელები გიკანკალებდაო. ალბათ, ნახეთ, რომ მას განტვირთვის მიზნით, დაძაბულობის მოსახსნელად, მასაჟი გავუკეთე (იცინის).
სხვათა შორის, ძალიან ფრთხილი ადამიანი ყოფილა, ყველაფრის შემოწმება დაიწყო. მოგვიანებით მისმა მეუღლემაც აღნიშნა, რომ ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებს. სხვა რომ ყოფილიყო, შესაძლოა, გადაცემა უფრო მარტივად წარმართულიყო. ბატონი გუგა ძალიან დაღლილი მოვიდა სამსახურიდან, როგორც თვითონ აღნიშნა, მკერდის ორი ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული. საერთოდაც, მისი მოხიბვლა ქალისთვის გაცილებით რთულია, ვინაიდან სულ ქალებთან და მათი სხეულის სხვადასხვა ნაწილთან აქვს ''ურთიერთობა'', მკერდთან, უკანალთან და ა.შ.
- რომ მოსწონებოდა შენი უკანალი და მკერდი და რაიმე დაეპირებინა, მერე სად მიდიოდი?
- (იღიმის) ეს გადაცემა გათვლილია მაყურებელზე, თორემ იქ, რაც უნდა იყოს, არ არის ისეთი გარემო, რომ რაიმე მოხდეს. ცოლი გვერდით ოთახში იყო და თუკი რაიმე მომენტი შეიქმნებოდა, უცბად შემოვიდოდა. რასაკვირველია, რაიმე ასეთი მომენტი რომ შექმნილიყო, ჩემთვის მაინც უხერხული იქნებოდა. ძალიან ვინერვიულე. აღვნიშნე კიდევაც, რომ არც ერთი სპექტაკლის თუ გადაღების დროს არ მინერვიულია ასე. ასეთ შეთავაზებას მეტჯერ აღარ დავთანხმდები. ვფიქრობდი, რაიმე არ შემშლოდა, დამალულ ოპერატორს ხველება არ ასტყდომოდა.… ბატონი გუგა მიადგა ერთ ადგილს, სადაც მეორე კამერა იმალებოდა, იქიდან რაღაცნაირად გამოვიყვანე. ნიკა მესიჯებს მწერდა, ახლა აქ დასვი, ახლა იქ დასვიო, რომ კამერაში კარგად გამოჩენილიყო. ბევრი მოქმედების ჩატარება მომიხდა, რომ კონკრეტულად მისთვის გათვალისწინებულ ადგილას დამჯდარიყო.
- კინოში, ალბათ, ბევრად მარტივია ასეთი როლის შესრულება.
- რა თქმა უნდა, რადგან ორივემ იცის, რა ხდება. აქ კი დაზღვეული არ ხარ. შესაძლოა, ფარული კამერის შემთხვევაში ზოგმა აგრესია გამოავლინოს, ზოგი, პირიქით, გადმოგწვდეს. მაინც თავდაჯერებული ვიყავი, რომ არაფერი მოხდებოდა. თავს ვიმშვიდებდი, ამ კაცს იმდენი მკერდი და უკანალი აქვს ნანახი-მეთქი (იცინის).
- ისე, მკერდითა და უკანალით გუგა კუზანოვის გაკვირვება მართლაც რთული იქნებოდა.
- არ გაჰკვირვებია, რა თქმა უნდა, მაგრამ, სხვათა შორის, ბატონ გუგას ძალიან მოეწონა ჩემი მკერდიც და დუნდულების ფორმაც და მითხრა, რომ არაფრის შესწორება არ მჭირდება. პროპორციების მიხედვით ყველაფერი ადგილზე მაქვს, მთავარია, არ გავსუქდე.
- ფორმის შესანარჩუნებლად რას მიმართავ?
- გაგიკვირდებათ და, მეც მიკვირს, მაგრამ, სამწუხაროდ, არაფერს. ძალიან ჩქარი ცხოვრების ტემპი მაქვს და ალბათ, ამიტომაც არ ვიმატებ. როცა დრო მაქვს, ყოველთვის ვვარჯიშობ, ძალიან მიყვარს ცეკვა. განსაკუთრებულად მივმართავ გარკვეული ადგილების ვარჯიშებს - დუნდულების, მკერდის, მკლავის, ფეხების.
- რეალური შოუდან შენს ცხოვრებაში რომ გადმოვინაცვლოთ, როგორ ხიბლავ მამაკაცებს?
- როგორ ფიქრობთ, ამას გავთქვამ (იცინის)? ალბათ, უფრო იმით, რომ ისეთ რაღაცებს არ ვაკეთებ, რაც გადაცემაში ნახეთ. ჩემთვის ეს ხერხი უფრო მარტივია და გამართლებულიც, როცა ხარ ის, რაც ხარ, არ თამაშობ. ამით უფრო საინტერესო იქნები მეგობრებისთვისაც და სხვებისთვისაც. იმის აღნიშვნაც მინდა, რომ ის, რაც გადაცემაში გავითამაშეთ, ჩემს ცხოვრებაში ვერ მოხდება იმის გამოც, რომ დაკავებული მამაკაცები არ მიზიდავს.
- ქალი, რომელიც ასეთი ფორმით სთავაზობს მამაკაცს თავს…
- ან გიჟია, ან - მთვრალი (იცინის). რა თქმა უნდა, ასეთი ქალები არსებობენ, მაგრამ ჩვენს თვალში ხომ სასაცილოები და ნაკლებად მომხიბვლელები არიან. შესაძლოა, ზოგჯერ მიზანს აღწევენ, მაგრამ გააჩნია ადამიანს, ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი.
- თამამ ექსპერიმენტებში მონაწილე ქალებს ხშირად ხვდებათ კრიტიკა. საზოგადოება ზოგჯერ არასწორად იგებს მათ მიერ მორგებულ როლებს. შენ ინტერესდები უბრალო ხალხის შეფასებებით?
- სასიამოვნოა, როცა დადებითი კომენტარები მესმის, უარყოფითი, ბუნებრივია, არ მსიამოვნებს, მაგრამ ეკრანსა თუ სცენაზე გამორჩეულად გამაღიზიანებელი რამ არ გამიკეთებია. ყოველ შემთხვევაში, სწორად მოაზროვნე ადამიანები ასე აღმიქვამენ. მეორე მხრივ, ვისი აზრიც არ არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ყურადღებას არც ვაქცევ. თავის დროზე ზოგი გააღიზიანა ფილმის სათაურმა ''ჭამა და სექსი'', რომელშიც მონაწილეობა მივიღე. თუმცა შეურაცხყოფა არასდროს მოუყენებიათ.
- საყვარელი ადამიანი რომ გყოლოდა, როგორ შეხვდებოდა ''ერთგულების ტესტში'' შენს მონაწილეობას?
- საყვარელი ადამიანი არ მყავს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ჩემს ექსშეყვარებულს (რეჟისორი გიორგი ლიფონავა - ავტ.), ალბათ, ამას ჩვეულებრივად შეხვდებოდა და შოუს ნაწილად მიიჩნევდა. ეს ჩემი პროფესიაა და ხან რა მომიწევს, ხან - რა. ჩავთვალოთ, რომ ეს ერთ-ერთი როლი იყო.
- სიახლეები გაქვს პროფესიაში?
- პრემიერა ვითამაშეთ, ''ჩრდილოეთის ციალი'', რომელიც ეძღვნება რუსეთის, საქართველოს, უკრაინის ომის თემას. გახლდით ფესტივალზე ესტონეთში. ძირითადად, თეატრით ვარ დატვირთული.
- რატომ არ არის შენს კარიერაში კინოროლები?
- ასე დაემთხვა და მე არ ვარ გამონაკლისი. თითქმის ყველა მსახიობის ცხოვრებაში ხდება, როცა პაუზა აქვს კინოს თვალსაზრისით. ალბათ, ეს პაუზა დროებითია.

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS