27 აპრილი, 2013
როგორი ადამიანი სჭირდება გვერდით გიორგი ვარდოსანიძეს
მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე ფართო მასებმა სერიალში ''გოგონა გარეუბნიდან'' შესრულებული როლით - ლევან ხომერიკით გაიცნო და შეიყვარა. ცოტა ხანში გიორგი ''კომედი არხზე'' გამოჩნდება ახალ სერიალში, სადაც მექალთანე ბიჭი უნდა განასახიეროს. როგორც თავად ამბობს, ცდას არ დააკლებს ახალ გმირს, რათა ისიც ლევან ხომერიკივით დასამახსოვრებელი იყოს მაყურებლისთვის.ცოტა ხნის წინ გიორგი შეყვარებულს, თამთა შალამბერიძეს დაშორდა, ამჟამად მის პირად ცხოვრებაში განსაკუთრებული არაფერი ხდება, თუმცა ამბობს, რომ დღემდე ცხოვრებაში ნამდვილი სიყვარული ერთხელ ეწვია და ამაში სწორედ თამთასთან
ურთიერთობას გულისხმობს.


- ადრე გაღვიძება საშინლად არ მიყვრს, ეს კოშმარია ჩემთვის, საზიზღარ ხასიათზე ვდგები და დაახლოებით ერთი საათი მჭირდება აზრზე მოსასვლელად: ნეტა იცოდეთ, დილის გადაცემებში რომ მიწვევენ, რამხელა ხათრის გამო მივდივარ, ნახევრად მძინარე სახით ვზივარ ხოლმე ეთერში. გამოფხიზლებაში ვერც ყავა მეხმარება და ვერც სხვა რამ, საუზმობაც არ მიყვარს, თუ დედაჩემი უცებ წვავს ან ხარშავს რაღაცას, მაგ შემთხვევაში შეიძლება ვჭამო, თორემ, როგორც წესი, 2-3 საათზე ვიკმაყოფილებ შიმშილს.
ვარჯიში, ჩაცმა,

შოპინგი...

- სახლიდან გასასვლელად რამდენიმე წუთში ვემზადები, ვიცვამ, ვწესრიგდები და მივდივარ. რაც მთავარია, მანქანის გასაღები არ უნდა დამრჩეს, ბევრჯერ მივბრუნებულვარ უკან ამის გამო. საკუთარ თავზე ზედმეტი ზრუნვით არ ვარ დაკავებული, მთავარია, ჰიგიენის ნორმები არ დაირღვეს და მქონდეს ნორმალური აღნაგობა, ამისთვის კი ვცდილობ ვივარჯიშო, ფიტნესკლუბში თუ არ მივდივარ, სახლში მაინც ვაკეთებ პრესის ვარჯიშს და აზიდვებს.
...რაც უფრო მოჩაჩული და თავისუფალი სამოსი მაცვია, თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ. ჩაცმისას არ ვაქცევ ყურადღებას, უხდება თუ არა ფერები, ქსოვილები და სხვა დეტალები ერთმანეთს, მთავარია, მეცვას ისე, რომ წაქცევა და ფორთხიალი ჩემთვის დისკომფორტს არ წარმოადგენდეს.
...მაღაზიებში ბოდიალი და რაღაცების ყიდვა ძალიან მიყვარს. როგორც წესი, მივდივარ ერთი რაღაცის საყიდლად, მაგრამ სულ სხვა ნივთით ვბრუნდები უკან. თუ ფეხსაცმლის შესაძენად გავდივარ, უკან ქუდით ან ქამრით შეიძლება დავბრუნდე. მთავარია, ფინანსები მიწყობდეს ხელს, რაც მომეწონება, იმას გამოვიყოლებ. ამოჩემებული მაღაზიებიც მაქვს, სადაც, როცა უნდა მივიდე, ვიცი, რომ ჩემთვის საინტერესო ნივთი აუცილებლად დამხვდება, თან იქ შეძენილ სამოსს გემრიელად ვხმარობ. რაც შეეხება ცნობადობას, რა თქმა უნდა, ეს მეხმარება შოპინგის დროს, ბევრჯერ საჩუქრითაც გამოვუშვივართ, სოლიდურ მაღაზიებს ნისიად მოუციათ სამოსი, არადა, საერთოდ არ ველოდი ამას, მადლიერი ვარ ასეთი დამოკიდებულების გამო.

საყვარელი გმირები

- მსახიობობა ძალიან შრომატევადი საქმეა. თუ გინდა, კარგი და დასამახსოვრებელი გმირი შექმნა, უნდა დაივიწყო ოჯახი, მეგობრები და თავი გადადო ამ საქმისთვის. მსახიობობა ერთ-ერთი ურთულესი პროფესიაა, გარედან შეიძლება ყველაფერი მარტივად ჩანს, მაგრამ რეალურად ბევრი მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ ხარისხიანი როლი შექმნა. მე მაქსიმალურად ვცდილობ, კარგი ნამუშევარი შევთავაზო მაყურებელს და შეფასება მათთვის მიმინდვია. ტყუილი იქნება, თუ ვიტყვი, ჩემ მიერ განსახიერებული გმირებიდან ყველა ერთნაირად მიყვარს-მეთქი, რასაკვირველია, ზოგიერთი მათგანის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, შეიძლება იმიტომ, რომ მასში მეტი შრომა ჩავდე, მეტად გავიაზრე... გამორჩეულად მიყვარს ჩემ მიერ ნათამაშები ასაპ სახაროვი სპექტაკლიდან ''აკრძალული თამაშები'', ბევრი შრომა ჩავდე ამ გმირში, ''სირანო დე ბერჟერაკში'' ნათამაშები კრისტიანო კი ძალიან კარგ დროს მახსენებს.

სცენაზე გასვლის წინ...

- გულზე ხელს ვიკიდებ, საკუთარ თავს შევუძახებ, აბა შენ იცი, გამაგრდი, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი, სამჯერ მარცხენა ძუძუზე ძლიერად მივირტყამ ხელს და გავდივარ (იღიმის). კარგად მაქვს ეს ქმედება დაცდილი.
კინო და სერიალები
- კინო ძალიან მიყვარს, მაგრამ თეატრი მაინც სულ სხვაა. თეატრის ხერხით კინოში რომ ითამაშო, სასაცილო იქნები, კამერის წინ უნდა იყო რაფინირებული, ბუნებრივი და ემოცია იმ დოზით უნდა გამოხატო, რაც კამერისთვის არ იქნება ზედმეტი. თეატრში კი კინოს ხერხით თამაშისას ვერავინ ვერაფერს გაიგებს, სცენა შორსაა, მაყურებელი შორიდან გიყურებს და თუ ემოცია მძაფრად არ გადმოეცი, დაიკარგები. აქედან გამომდინარე, უნდა მოზომო, ერთგან სხვაგვარად უნდა ითამაშო, მეორეგან - სხვანაირად. რაც შეეხება სერიალებს, ''გოგონა გარეუბნიდან'' ჩემთვის საწყისი ეტაპი იყო, მაგრამ ლევან ხომერიკმა ბევრი კარგი გამიკეთა, ამ სიკეთეს ნამდვილად ვერ დავუვიწყებ. ამჟამად ''კომედი არხზე'' ვმუშაობ ახალ სერიალზე, რომელიც, წესით, მალე უნდა გავიდეს ეთერში, ამის მეტს ვერაფერს გეტყვით, უფლება არ მაქვს. რაც შეეხება ჩემს გმირს, ის ლევან ხომერიკისგან განსხვავებული, მექალთანე ბიჭუნაა, ვეცდები, ეს პერსონაჟიც ისეთივე დასამახსოვრებელი გახდეს, როგორიც ლევან ხომერიკი იყო, რამდენად გამომივა არ ვიცი, მაგრამ მცდელობას არ დავაკლებ.

რადიო
- ''აფხაზეთის ხმაზე'' ვუძღვები გადაცემა ''რადიომანიას'', რომელიც ორშაბათობით გადის ეთერში. უკვე ორი წელიწადია ვურეკავ ადამიანებს და ვაშაყირებ, აქამდე სალომე გოგიაშვილთან ერთად მიმყავდა გადაცემა, ახლა მარტო ვარ. მსმენელები მიგზავნიან იმ ადამიანის ნომერს, რომლის გაშაყირებაც უნდათ და მეც მეტი რა მინდა?!. ერთ-ერთი გამორჩეული იყო გადაცემა, სადაც მსახიობ დონარა გვრიტიშვილს დავურეკე, ხმა შევიცვალე და ვითომ ინტერვიუს ვართმევდი, დავუსვი რამდენიმე კითხვა, მანაც მიპასუხა. ბევრი ვიცინეთ, მაგრამ ბოლოს მაინც არ ვუთხარი ვინ ვიყავი და რეალურად რა ხდებოდა, ახლა თქვენი ჟურნალიდან გაიგებს სიმართლეს, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს და თუ ეწყინა ჩემი ეს საქციელი, ბოდიშს ვუხდი, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ არ სწყენია (იღიმის).

ქალები და წრფელი გრძნობები...
- მექალთანე არ ვარ, არ ვიცი, რამდენჯერ ვყოფილვარ შეყვარებული, თუმცა ერთხელ და ძლიერად რომ განვიცადე ეს გრძნობა, ფაქტია, ჩემს ბოლო ურთიერთობას ვგულისხმობ. მიმაჩნია, რომ ნამდვილი სიყვარული დღემდე მხოლოდ ერთხელ მეწვია. ჩემი აზრით, გრძნობის სიძლიერეს დრო განსაზღვრავს, სამი წელი გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა და, რასაკვირველია, მტკივნეული იყო დასრულება, მაგრამ ხანდახან ადამიანს გიწევს მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება, რადგან ჯობს იმ მომენტში გეტკინოს, ვიდრე უარესად განიცადო მომავალში.
- შესაძლებელია თქვენი ურთიერთობის აღდგენა?
- ამაზე ლაპარაკი ძნელია, წარმოდგენა არ მაქვს, რა იქნება შემდეგ. ახლა მაგაზე არ ვფიქრობ, დინებას მივყვები და თავით ვარ გადაშვებული საქმეში.
...ჩემ გვერდით ვერ წარმომიდგენია ადამიანი განსხვავებული ფასეულობებით. ჩემთვის ადამიანში მთავარია უბრალოება და იუმორი, შეიძლება თვითონ ვერ ხუმრობდეს, მაგრამ სხვისი იუმორი მაინც უნდა ესმოდეს. ჩემთან მყოფი ადამიანი არ უნდა იყოს ''მეშჩანკა'', მეწვრილმანე, ნივთებსა და ბრენდებზე გადარეული, მარტივი მსოფლმხედველობის პიროვნება მჭირდება.

შეზღუდვები
- როდესაც პოპულარული ხარ, ნაწილობრივ საკუთარ თავს აღარ ეკუთვნი, თუ ძალიან არ დათვერი და ყველაფერი არ დაგავიწყდა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შენს გემოზე ვერ მოქმედებ, პირადად მე ვცდილობ, გარკვეული შეზღუდვები დავუწესო საკუთარ თავს, თუნდაც იმიტომ, რომ იმ 7-10 წლის ბავშვს, რომელსაც დადებითი ემოციები აქვს ჩემ მიმართ, არ დავენახვო ''ბომჟივით'' გალეწილი მთვრალი, რათა არ წაუხდეს კერპის აღქმა. ტყუილი იქნება, რომ ვთქვა, დიდი მსმელი ვარ-მეთქი, მეგობრების წრეში მიყვარს მოწრუპვა, უბრალოდ, ცოტა მჭირდება, რომ გავითიშო, მაგრამ ისეთი მთვრალი არასდროს ვყოფილვარ, მეორე დღეს რომ არ მხსომებოდა წინა დღის ამბები, თუმცა ხანდახან მინანია კიდეც რაღაც-რაღაცები, მაგალითად, როცა ვიღაცას ვუყვირე, ვეჩხუბე, ამის გამო მრცხვენია, მაგრამ... მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და ხანდახან ვილეშები ხოლმე (იცინის).

სუფრა და ტრადიციები
- სუფრის ტრადიციები ნაწილობრივ მომწონს, არც ძალიან ტრადიციული და არც ძალიან თანამედროვე სუფრის მომხრე არ ვარ, სამეგობრო წრეში ვამბობთ სადღეგრძელოებს, ოღონდ მათ რიგითობას ნამდვილად არ ვიცავთ. რაც შეხება თამადობას, ყველაზე სასაცილო თამადა ვიქნებოდი, რადგან წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა ვაკეთო ამ დროს, დავიწყებ იდიოტობების ლაპარაკს, ბევრი სმა მე არ შემიძლია და ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში აღმოვჩნდები?

გართობა
- ტყიური გართობა მიყვარს, არ მიზიდავს კლუბები და ხალხმრავალი ადგილები. ჩემი გართობა არის ქალაქგარეთ სათევზაოდ ან სანადიროდ გაპარვა, ან უბრალოდ, შეიძლება ჩანთა ავიკიდო და ტყე-ტყე ვიბოდიალო მეგობრებთან ერთად. ცეცხლის სუნი, ტყეში გაღვიძება - ჩემთვის ესაა გართობა. თუ არსად მივდივარ, მაშინ სახლში ყოფნა მიყვარს, ძილზე ვგიჟდები, ამიტომ, თუ მაქვს საშუალება, რომ დავიძინო, ამ სიამოვნებას არ ვიკლებ, ჩემს ოთახში ჩემი პატარა სამყარო მაქვს შექმნილი, სადაც ვიკეტები და ვისვენებ.

ციცი ომანიძე

ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 24 /
ქეთი
"სალომე მგონი მართლა მიყვარხარ. ყოველ დგე ვნახულობ შენ სურათს."----- ვინც რა უნდა ის დაიჯეროს,მე ხომ ზუტად ვიცი რო ვინმე "გელა" შენ ბრძანდებოდი,აი ზუსტააააააააააააააააააააად!!! რა ვქნა,არც გამოძიება მჭირდება და არც არაფერი...ინტუცია მაქვს არაბუნებრივიიიიიიიიი...მგონი,მგონიო...და რა ქენი გოგა დაადგინე საბოლოოდ გიყვარს თუ ჯერ კიდევ ძველი სიყვარული გახსენებს თავს ??? ვაიმე როგორ მეცოდები რომ იცოდე და რატო იცი?! ხო ვითომ Fეისი ხარ,იქ ახალი მანქანაო,იქ ახალი გელფრენდიო,იქ როლიო,იქ ოცნების სპექტაკლებიოოო,მაგრამ შინაგანად და სიღრმისეულად რა მაგრად ხარ გოგა დაკომპლექსებული,შენ თავადაც არ ხარ აზრზე...აი მე ხო მოყვარულის დონეზე ვარ ვითომ ფსიქოლოგი...გეუბნები უბრალოდ ისეთი შებოჭილი ტიპი როგორიც შენ ხარ შინაგანად,მე იშვიათად შემხვედრია და ამ დროს...რა საოცარია...ვინც ტვ-ში დაგინახავს შორიდან ამას ვერც კი წარმოიდგენს,ვერასოდეეეეს,მათ შორს ვიყავი მეც,ვისაც აფსოლიტურად სხვა კატეგორიის ადამიანი ეგონე...აი,მე ხო ასე ვთქვათ,შენთან შედარებით,არც Fეისი ვარ,არც პრინციპში შენთვის აგრერიგად მნიშვნელოვანი უსულო ძვირფასი პიპია არ მყავს ამ ეტაპზე(თორე ვინ იცის ხვალ,ზეგ რა ხდება), არც ტვ-ში ვჩანვარ და ასე შემდეგ მაგრამ ბევრააააად თავისუფალი და უკომპლექსო ვარ შინაგანად...სულ მკიდია ვინ რას იტყვის,რას არ იტყვის ჩემზე...ჩასაფრებული კი არ ვარ შენსავით საწყლად! ერთხელ ერთი მეზობელი მეუბნება:ვაიმე რას გავს შენი საქმროოო,რა ჯანდაბა გინდა მაგასთანო(აი ჩემ პირველ სიყვარულზე,არადა ძაანაც მამაკაცური და სიმპო იყო მაგრამ იმ ქალმა 'წამკბინა' ალბათ,ეგონა გამამწარებდა...)ამიტყდა ისტერიკული სიცილი,უაზროდ ბევრი ვიცინე და ვუთხარი:უი,რა კაი:)ასე მაქვს გაგონილი-ქალი კაცს ყოველთვის უნდა ჯობდეს ვიზუალურადო...არც მიფიქრია მაგაზე,არც დავბოღმილვარ....არ მკიდია თან ძაააან ალალად და გულით ვამბობ....პროსტა ვაფშე არ შეხვიდე ამ ტიპის საიტებზე,აი ვაბშეეეე რა,დაიკიდე,დატკბი,შე კაცო სულ რაღაც 2 თვის(თუმცა მე ძაან მეეჭვება მაგრამ ვითომ მჯერა)სიყვარული----ეს არის ყველაზეეეე სიგიჟიიიიიის პერიოდი...:) ხომ ხედავ რა დაუნდობელია სამყარო? რა არამკითხეთა ქვეყანაში ვცხოვრობთ არა ?! ყველას ხო ვერ გამოეკიდები და ახანჯლავ...ადექი შვილო შეირგე ეს ნამეტნავად ძვირფასი პერიოდი თორეეემ,შენ და სალომე ჭაჭუა კი არა, დედამიწაზე არ არსებობს წყვილი ვისაც 3-4 წელიწადზე მეტ ხანს გაუგრძელდეს ის ტკბობის პერიოდი... ე ს უკვე მეცნიერულად არის დადასტურებული...მითუმეტეს შენ ისეეეეეეეთი სეყვარებული იყავი ასე 2 წლის უკან,ეგ თუ დაიკიდე შე დალოცვილო,ეს ერთ 3 წელიწადში შეიძლება არც გახსოვდეს საერთოდ და ამიტომ გირჩევ-გამოდღლიზო ეგ კომპი გაქვს თუ დელლის ტოპი თუ რა ჯანდაბაც გაქვს და შეირგე ცხოვრება რაა...ამ ხალხს კიდევ ნუ გაუხურეეეეე! ასეა ძმაო,რას იზავ?! ვიღაცას სალომე გოგიაშვილი ეზიზღება(ალბათ "ნამიოკი" მიღებულია) ვიღაცას ჭაჭუა და ა.შ და ა.შ ამიტომ მიიღე ჩემი ბრძნული რჩევები და მგონი მონასტერში იმიტომ არ მიდის ადამიანი რო ვიღაცას რჩევა მოეწონა, ეგ თავად უნდა გინდოდეს...მე კი მგონია ჯერ შენთვის ადრეა და მონასტერზე მეტად შენ შენი ტურფას ალერსი გირჩევნია ჯერ-ჯერობით...გული იჯერე და მერე იფიქრე მონასტრებზე და სულის მარადისობაზე...'კაროჩე' წავედი რაა...არ ინერვიულო! 100% ვიცი აქ ჩვენს გარდა არავინ შემოვა,ძაააან ტრ...შია უკვე ეს სტატია, ისედაც ეს საიტია არაა ისეთი რეიტინგული....მოკლედ დაწყნარდი,ჩათვალე რო პირადში მოგწერე:D
01:59 / 29-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
გოგა ბიჭო მომისმინე შე მართლა ნაძირალა! რას მოერიდები ბიჭო,რას,რა გაქვს ჩემზე სათქმელი შე ახვარო მართლა???!!! გეუბნები დაიმახსოვრე შენ ჩემთვის ხარ გვამიიიიიიიიიიიიიიიი!!!!! მე შენთვის ვარ გვამიიიიიიიიიიიიიიიი!!!!! შე უნამუსო კაცო მართლა,კიდე ადამიანი მეგონე და ადამიანი კი არა ცხოველზე უარესი ხარ,გული კი არა, ქვა გაქვს გულის მაგივრად,სისხლი კი არა,წყალი გაქვს სისხლის მაგივრად შე არაკაცო მართლა რო შეგრჩა და არ ვწერ სიმართლეს,შეირგე და იქ აღარ შემოყო თავი,ეზიზღები ყველას უკლებლივ!!! არ შეგვჭამა თავის ჭაჭუა-ვარდოსანიძით მართლა და მართლა...ერთსაც გავკარი და მეორესაც რაა! შეეთრიონ თავის საძინებელში და რაც უნდა ის უკეთებიათ,რა საქმეებს ურჩევ ხალხს გამაგებინე ერთი,რას ურჩევ სააქმეებს?! შეეშვი რა ყველას თავის არჩევანი აქვს.ახლა ანგელოზად მონათლე კიდევ ეგ დეგენერატკა გოგო და მერე ხომ არ მოითხოვ ჩვენგან - წმინდანად ვაღიაროთ ?????!!!!!!!!!!!! რა გაააააახუუურე საქმე ბოლოს და ბოლოს ?! რას ჩაბუდებულხარ ამ კომპში ჰააა??? და ლანძღავ ყველას ვისაც ეგ შლუშკა არ მოსწონს??? გამაგებინეეე რას ხარ მომჯდარი კომპთან ბიჭო??????????!!!!!!!!!!!!!!!! მე და შენ ხო მაინც ვიცით ყველაფერი სხვამ თუ არა, შეათრიე ეგ ქალი მასე ძაან რო გიზიდავს და გასკდიიიიიიიიიიიიიიიიით ტ........ით... რას აქცევთ ყურადღებას სხვების აზრებს?! ააააა, თუ არ ცალია ახლა შენთვის მის უკანალს ??? გასაგებია გოგა,ეგრეც ვიფიქრე,აგვისტოში იმიტომ არ ჩანდი რო ჩაბუდებულები იყავით ცოდვების მორევში თან რა ტკბილია არა გიორგი,როცა დამალულია?! დამალული და აკრძალული ბევრად ტკბილია...ახლა კი როცა გამოგიაშკარავდა ვეღარ ხარ ძველებურ განწყობაზე და თან მის პრიმა დაკავებულია,აბა ტლანქი ბოისა ხომ უნდა ავარჯიშოს...შენ კიდე დაძვრომიალობ და ხარ ერთ ამბავში,ყველას პასუხებს სცემ.......ფუუუუფ რა კაცის გარდა ყველაფერი ხარ იცოდე! შენ თავმოყვარე გოგომ ,თუ ცხოვრებაში (შენს ლაივში)ყურადღება მოგაქციოს,აი რაც გინდა ის თქვიიი რაააა,იმდენად შელახული რეპუტაცია გაქვს იცოდე შენ და იმაზე აღარ არის საუბარი! მორჩა ნახვამდის მისტერ-ფეისო !!!
00:53 / 29-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ანა
არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს ბიჭი არ მომწონს, რაღაცნაირი ყალბი მგონია. ვერც იმას ვიგებ რატომ გიჯდებიან გოგოები.
00:16 / 27-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
gocha (ეს სახელი მამაჩემს ქვია, მაგრამ შენ ხარ თუ არა გოჩა პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში,ეგ არ ვიცი , მე კი ნამდვილად ქეთი მქვია) რა მცირე მიმოწერა გინდოდა , რამ დაგაინტერესა გასაოცარია პირდაპირ ! ფოტოების გადაღება საერთოდ არც მიყვარს, თან მირჩევნია მხოლოდ, ძალიან ახლობელ ადამიანებთან გადავიღო ფოტო ვიდრე ე.წ სელებრითებთან. გიორგის რაც შეეხება, მე ის სხვაგვარად მიყვარს აფსოლიტურად, არა ისე,როგორც მის 15-18 წლის ფანებს ... ასახსნელად რთულია ძალიან, ან შენ რაში უნდა გაინტერესებდეს საერთოდ ვერ წარმომიდგენია... მეც წარმატებებს გისურვებ და აქვე დაგემშვიდობები.
18:00 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
gocha
არა ქეთი არასწორად გამიგე,მე გაცნობაში მცირე ვირტუალური მიწერ-მოწერა ვიგულისხმე მარა თუ სურვილი არ გაქვს არც უმაგისობაა! სიყვარულით შეწუხება ნამეტანია,მარა მისი მხრიდანაც დიდი სითბო ვიგრძენი როცა 2 თვის წინ მუსკომედიაში სურათის გადაღება ვთხოვე! წარმატებებს გისურვებთ ცხოვრებაში და რაც შეიძლება მეტი როლებით გავენებივრებინეთ ამ უსაყვარლეს ადამიანს მისი თავგადაკლული და მის გამო ყველაფერზე წამსვლელი გულშემატკივრები!
14:25 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
Gocha აგრესიული სულაც არ ვარ, მაგრამ არც არავის გაცნობის სურვილი არ მაქვს,მათ შორის არც თქვენი! ძალიან მოხარული ვარ თუ ასეთი პერსო-ფანი ბრძანდები გიორგისი,მაგრამ შენი პოსტები რაში მჭირდება , მჯერა ბატონო ისედაც... გასაგებია,რატომაც დაინტერესდი-რო მივისაკუთრე გიო, გაგიკვირდა ალბათ! დიახ, გიორგი ჩემია-ჩემთვის და მიყვარს ჩემთვის,არათუ საზოგადოდ! არც არასდროს შევაწუხებ ჩემი სიყვარულით,როგორც ზოგიერთი, ცალსახა, კრეტინი ფანი იქცევა ხოლმე, ასე რომ დამშვიდდი Gocha, არასოდეს, არავის მოვახვევ თავს ჩემს სიყვარულს!
01:32 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
gocha
ქეთი რატო ასე აგრესიულად? ძალიანაც მიხარია თუ ამ უნიჭიერესი და უსაყვარლესი ადამიანის რაც შეიძლება მეტ თაყვანისმცემელს გავიცნობ! შეგიძლიათ შებრძანდეთ ამბები.ჯი-ზე და ჩემი ნიკით დაწერილი კომენტარები ნახოთ და იმწამსვე მიხვდებით თუ რაოდენ დიდი სიყვარული და პატივისცემა გამოსჭვივის ჩემი პოსტებიდან! გიორგის პერსო-ფანი ვარ მისი გოგონა გარეუბნიდანში გამოჩენის დღიდან,ხელების გადატყავებამდე და თითების გადამტვრევამდე ვუმესიჯებდი ცეკვავენ ვარსკვლავებში(თუმცაღა ვერ ვუშველე)და ანგარიშის ჩაბარება ნამდვილად არ მჭირდება იმ ადამიანისგან რომელთან ერთადაც ნათელი საერთო აზრი გამაჩნია მსოფლიო დონის ტალანტზე!
23:23 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
Gocha მეც უკაცრავად ვარ, მაგრამ თქვენ რატომ უნდა ჩაგაბაროთ ანგარიში,ჩემამდე არ დადის... გიორგის ნათესავი არ ვარ,უფრო მეტიც,მხოლოდ შორიდან ვიცნობ. მისი თაყვანისმცემელი და გულშემატკივარი ვარ უბრალოდ! მსურს, რომ ყველაზე ბედნიერი და წარმატებული ადამიანი იყოს სამყაროში და ასეც იქნება,დარწმუნებული ვარ !!!
18:27 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
gocha
უკაცრავად ქეთი,გიორგი თქვენი ნათესავია?
16:40 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
როგორი ნიჭიერი მყავს და როგორ ძლიერად მიყვარს ჩემი ამბიციური(თუმცა სრულიად ჯანსაღად) და ცოტათი ცრუპენტელა! ჩემიაააააა, ჩემიიიიი!
22:52 / 20-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS