24 ივნისი, 2013
მაია ასათიანს ხელის მთხოვნელებმა ტელევიზიაში მიაკითხეს
დღეს არის მაია ასათიანის მოედნის გახსნის დღე. დღეიდან ეს მოედანი მაია ასათიანის მოედანი გახდა და „რუსთავი 2“ -ის ყველა თანამშრომელს ვთხოვთ, პატივი სცენ ამ მოედანს. „რუსთავი 2“ -ში „საქართველოს ვარსკვლავის“ მონაწილის, ლევან მასპინძელაშვილის ჩასაწერად მივედი. ეზოში დიდი ჟრიამული დამხვდა. ტრანსპარანტებით, რუპორითა და მაია ასათიანის ფოტოებით შეიარაღებული ბიჭები ხმამაღლა სკანდირებდნენ „მაია, მაიას“ . ერთ-ერთ ტრანსპარანტზე „მაია გამომყევი ცოლად“ ეწერა. ბიჭები „ჯიდიესის“ გადაცემა „მზეების“ მონაწილეები აღმოჩნდნენ. ბუნებრივია, მათი ვინაობით დავინტერესდი.

- ვინ ხარ, რას მოითხოვ?
- სოკო კაცი.
ეს არის ჩემი სახელი და გვარი. მე მიყვარს მაია. ვითხოვ, ცოლად გამომყვეს.
- მაშინ ძახილის ნიშანი აკლია ამ ტრანსპარანტს.
- არ აკლია, მოსძვრა... თუ ცოლად არ გამომყვება, ყავაზე მაინც გამომყვეს კაფეში.
- პირდაპირი კომუნიკაცია არ გიცდია, სატელეფონო მაინც?
- ვერ მოვახერხე, მემალება.

მერე მის გვერდით მჯდარ ბიჭს მივადექი:
- შენ რაღას ითხოვ, ვინ ხარ?
- ტიმკერი ვარ, მეც მიყვარს მაია.
- ეგ როგორ, ყველას გიყვართ, „პროფილის“ საერთაშორისო დღეა თუ რა ხდება?

საუბარში თემო მჟავია ჩაგვერთო, რომელსაც ყავარჯნები უკვე გადაუყრია და გადაცემა „მზეების“ მომზადებაშიც აქტიურად ჩართულა:
- დღეს არის მაია ასათიანის მოედნის გახსნის დღე. დღეიდან ეს მოედანი მაია ასათიანის მოედანი გახდა და „რუსთავი 2“ -ის ყველა თანამშრომელს ვთხოვთ, პატივი სცენ ამ მოედანს. დღეს შეგვაქვს მერიაში განაცხადი, მოედნის სახელთან და-კავშირებით.
- რა დამსახურებისთვის ითხოვთ მაიას მოედნის გახსნას?
- იმხელა დამსახურება აქვს მაიას ერის წინაშე, რამდენი ადამიანი დაღვარა ცრემლად?!
- ხუმრობთ, თუ მართლა მიდიხართ აქედან მერიაში?
- არ ვხუმრობთ, მართლა მივდივართ. ახლა ტრაფარეტსაც ვამზადებთ, რომელიც მიანიშნებს, სად არის მაიას მოედანი.
- რატომ მაინცდამაინც მაია ასათიანი, ამ ტელევიზიაში ბევრი სხვა ცნობილი სახე მუშაობს საკუთარი გადაცემებით.
- მაია არის „ბესტი“ , საუკეთესო მათ შორის.
Rating
სოკო კაცი:
- მაიამ ბებია დამიბრუნა.
- როგორ?
- ბებიაჩემი ავღანეთში იბრძოდა 1989 წელს. ნაღმზე დაკარგა ფეხი და ცალი ფეხით ვეღარ ჩამოვიდა. მაიას გადაცემამ ჩამომიყვანა.
ტიმკერი:
- მე უბრალოდ მიყვარს მაია. რომ ვხედავ, ცუდად ვხდები, თვალებიდან ცრემლები მომდის, კუჭში პეპლები დაფრინავენ.
ამასობაში ჰორიზონტზე ვახო ბიჭიკაშვილიც გამოჩნდა.
- ვახო, ეთანხმები ბიჭების მოთხოვნებს, მაიას სახელობის მოედნის შესახებ?
- თავი გამანებე, ინტრიგანო (სიცილით მომაძახა და გაიქცა - ავტ.).
- ბიჭებო, დიდხანს აპირებთ აქ ყოფნას?
ტიმკერი:
- სანამ არ მოვა მაია, მანამ ვიქნებით, რას გიშლით, ჩვენთვის ვართ...

ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ამ ყველაფრის მიმართ მაია ასათიანის დამოკიდებულება გვინდოდა გაგვეგო.
- მაია, „რუსთავი 2“ -ში სრულიად უწყინარ ინტერვიუზე მივდიოდი, როცა შენს „ფანებს“ გადავაწყდი...
- კი, ვიცი, ვნახე ეს ბიჭები, გავესაუბრე, სიყვარულს მიხსნიდნენ, რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამაზე, ძალიან ვიხალისე. ყველა ხელოვანს ვაფასებ და წარმატებებს ვუსურვებ.
- ჰო, მაგრამ მათ თავისი მოთხოვნები აქვთ, შენი სახელობის მოედნის გახსნა უნდათ, ერთ-ერთი ცოლობასაც კი გთხოვს.
- სასაცილოა, ამ თემაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, სწორად გამიგეთ.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 26 /
თენგიზი
ვაი თქვენს უტვინო თავს ქართველებო...........რა თქვენი ტრ....საქმეა მაია რას გავს?მტავარია კარგი წამკვანია.ვისაც არ მოგწონთ ნუ აქილიკებთ.
00:12 / 26-06-2013
გამოხმაურება / 0 /
~!!!
პიროვნულად რატომ ეხებით ადამიანს, რა მნიშვნელობა აქვს მაია ლამაზია თუ არა, არ მოგწონთ მისი გადაცემა და გააკრიტიკეთ როგორც ჟურნალისტი, ეს რა ქაჯობაა რა!!!
20:21 / 25-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
რა მაგრად აჟუილებენ ეს უბედურები
17:56 / 25-06-2013
გამოხმაურება / 0 /
კნატო
არ ვარ მაიას ფანი მაგრამ მარაზმია ეს ყველაფერი,მჟავიამ ვის უნდა დასცინოს,სასაცილოა და საერთოდარც ვინც მაიას ლანძღავთ არამგონია მინიმუმ ჯულია რობერთსი იყოთ ფიზიკურად და მაქსიმუმ ანჯელინა ჯოლი.დეგენერატებო ჟურნალისტიკასი პროფესიონალიზმია საჭირო და არა მოდელი იყო ფიზიკურად.
16:53 / 25-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ტასო
მეგონა მართლა სერიოზული მთხოვნელი თუ ყავდა
16:31 / 25-06-2013
გამოხმაურება / 0 /
თემ
მაიას ლანძღვა "კარგ ტონად" ითვლება. ვაი თქვენს პატრონს. რატომ არის მახინჯი? მაინცდამაინც მოდელის გარეგნობა უნდა ქონდეს წამყვანს და თავში არაფერი ედოს რომ თქვენ აღიაროთ?ნიჭიერი და განათლებული გოგოა. ვისაც მისი გადაცემა არ მოგწონთ,პულტი ექნება თქვენს ტელევიზორებს და გამოყენება თუ არ იცით, ვინმეს თხოვეთ, იქნებ გასწავლოთ.
16:25 / 25-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
რას არ დააწერინებს ადამიანს შური, რა გჭირთ ქართველებო? ვისაც არ მოგწონთ და ლანძღავთ იმათში ერთი გამომეხმაურეთ, ვისაც მეტი გაქვთ მიღწეული და ნაშრომი, მესმის ყველას ყველა ვერ მოეწონება მაგრამ რა საჭიროა ამდენი სიბოროტე და ბოღმა?
14:44 / 25-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
დასაცინი ტავადაა ვინც მაიას დასცინის, სრული იდიოტები
13:23 / 25-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ტინა
მაია ძალიან კარგი გოგოა ღმერთმ ბედნიერი ამყოფოს
13:18 / 25-06-2013
გამოხმაურება / 0 /
რეზი
აუ რა მაგარი უშნოა ეგ მაია.პროფილს აღირსეთ ლამაზი ქალიიიიი........ხალხნო
12:43 / 25-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS