24 ივნისი, 2013
მაია ასათიანს ხელის მთხოვნელებმა ტელევიზიაში მიაკითხეს
დღეს არის მაია ასათიანის მოედნის გახსნის დღე. დღეიდან ეს მოედანი მაია ასათიანის მოედანი გახდა და „რუსთავი 2“ -ის ყველა თანამშრომელს ვთხოვთ, პატივი სცენ ამ მოედანს. „რუსთავი 2“ -ში „საქართველოს ვარსკვლავის“ მონაწილის, ლევან მასპინძელაშვილის ჩასაწერად მივედი. ეზოში დიდი ჟრიამული დამხვდა. ტრანსპარანტებით, რუპორითა და მაია ასათიანის ფოტოებით შეიარაღებული ბიჭები ხმამაღლა სკანდირებდნენ „მაია, მაიას“ . ერთ-ერთ ტრანსპარანტზე „მაია გამომყევი ცოლად“ ეწერა. ბიჭები „ჯიდიესის“ გადაცემა „მზეების“ მონაწილეები აღმოჩნდნენ. ბუნებრივია, მათი ვინაობით დავინტერესდი.

- ვინ ხარ, რას მოითხოვ?
- სოკო კაცი.
ეს არის ჩემი სახელი და გვარი. მე მიყვარს მაია. ვითხოვ, ცოლად გამომყვეს.
- მაშინ ძახილის ნიშანი აკლია ამ ტრანსპარანტს.
- არ აკლია, მოსძვრა... თუ ცოლად არ გამომყვება, ყავაზე მაინც გამომყვეს კაფეში.
- პირდაპირი კომუნიკაცია არ გიცდია, სატელეფონო მაინც?
- ვერ მოვახერხე, მემალება.

მერე მის გვერდით მჯდარ ბიჭს მივადექი:
- შენ რაღას ითხოვ, ვინ ხარ?
- ტიმკერი ვარ, მეც მიყვარს მაია.
- ეგ როგორ, ყველას გიყვართ, „პროფილის“ საერთაშორისო დღეა თუ რა ხდება?

საუბარში თემო მჟავია ჩაგვერთო, რომელსაც ყავარჯნები უკვე გადაუყრია და გადაცემა „მზეების“ მომზადებაშიც აქტიურად ჩართულა:
- დღეს არის მაია ასათიანის მოედნის გახსნის დღე. დღეიდან ეს მოედანი მაია ასათიანის მოედანი გახდა და „რუსთავი 2“ -ის ყველა თანამშრომელს ვთხოვთ, პატივი სცენ ამ მოედანს. დღეს შეგვაქვს მერიაში განაცხადი, მოედნის სახელთან და-კავშირებით.
- რა დამსახურებისთვის ითხოვთ მაიას მოედნის გახსნას?
- იმხელა დამსახურება აქვს მაიას ერის წინაშე, რამდენი ადამიანი დაღვარა ცრემლად?!
- ხუმრობთ, თუ მართლა მიდიხართ აქედან მერიაში?
- არ ვხუმრობთ, მართლა მივდივართ. ახლა ტრაფარეტსაც ვამზადებთ, რომელიც მიანიშნებს, სად არის მაიას მოედანი.
- რატომ მაინცდამაინც მაია ასათიანი, ამ ტელევიზიაში ბევრი სხვა ცნობილი სახე მუშაობს საკუთარი გადაცემებით.
- მაია არის „ბესტი“ , საუკეთესო მათ შორის.
Rating
სოკო კაცი:
- მაიამ ბებია დამიბრუნა.
- როგორ?
- ბებიაჩემი ავღანეთში იბრძოდა 1989 წელს. ნაღმზე დაკარგა ფეხი და ცალი ფეხით ვეღარ ჩამოვიდა. მაიას გადაცემამ ჩამომიყვანა.
ტიმკერი:
- მე უბრალოდ მიყვარს მაია. რომ ვხედავ, ცუდად ვხდები, თვალებიდან ცრემლები მომდის, კუჭში პეპლები დაფრინავენ.
ამასობაში ჰორიზონტზე ვახო ბიჭიკაშვილიც გამოჩნდა.
- ვახო, ეთანხმები ბიჭების მოთხოვნებს, მაიას სახელობის მოედნის შესახებ?
- თავი გამანებე, ინტრიგანო (სიცილით მომაძახა და გაიქცა - ავტ.).
- ბიჭებო, დიდხანს აპირებთ აქ ყოფნას?
ტიმკერი:
- სანამ არ მოვა მაია, მანამ ვიქნებით, რას გიშლით, ჩვენთვის ვართ...

ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ამ ყველაფრის მიმართ მაია ასათიანის დამოკიდებულება გვინდოდა გაგვეგო.
- მაია, „რუსთავი 2“ -ში სრულიად უწყინარ ინტერვიუზე მივდიოდი, როცა შენს „ფანებს“ გადავაწყდი...
- კი, ვიცი, ვნახე ეს ბიჭები, გავესაუბრე, სიყვარულს მიხსნიდნენ, რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამაზე, ძალიან ვიხალისე. ყველა ხელოვანს ვაფასებ და წარმატებებს ვუსურვებ.
- ჰო, მაგრამ მათ თავისი მოთხოვნები აქვთ, შენი სახელობის მოედნის გახსნა უნდათ, ერთ-ერთი ცოლობასაც კი გთხოვს.
- სასაცილოა, ამ თემაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, სწორად გამიგეთ.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 26 /
ნინია
ვერ გავიგე ვერაფერი რა ცოლობას ტხოვენ ეს ცოლიანი კაცები
00:58 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ბენო
პიდარასტი კაცის სახე აქვს ამ მაიას.გული მერევა.რომ იცის მაშინ ხომ საშინელებაა
12:59 / 11-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მაიას თაყვანისმცემელი
შესანიშნავი ქალი ბრძანდები ქალბატონო მაია, მაღალი რანგის ჟურნალისტი და ცოტა ქალური სისუსტეებით.ყველას გვიყვარხართ.
20:09 / 28-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ფოფო
არავინ არ ლანძღავს.არა ლამაზი ,უშნოა და ეს თავადაც იცის.
17:04 / 28-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ანინელი
მაია სალანძღავი გოგო არ არის.სწორედ შური და ბოროტება ღუპავს საქართველოს.მაიას დონემდე ბევრი გაკლიათ.
15:02 / 22-07-2013
გამოხმაურება / 0 /
გეგეგეგეგ
რასა გავს ეგ პლასტმასის ყბებიანი მაია.....რომ იცინის საშინელებაა.
15:47 / 12-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელე
გადაცემა არ მიყვარს, მაგრამ ეს არ ნისნავს რომ წამყვანს შეურაცხყოფა მივაყენო. ვეღარ გადაეჩვია ეს ხალხი ყველაფრის ერთმანეთში არევას.
16:52 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ჯეჯელო
მაიამ რა არ იცის რომ უშნოა.მაია კი არა მახოაია ეგ.
08:33 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ციცი
რა შეუგნებლობაა ადამიანის ასე მოხსენიება. მაია უდავოდ ნიჭიერია და მშვენიერიც. გადაცემაც საინტერესოა და კარგი წამყვანიც არის. ვის მოეწონება, ვის არა. ვისაც არ მოსწონს გადართოს სხვა არხებზე. იქნებ არც მაიას მოწონს ვინმე, მაგრამ ხომ არავის აწუხებს. ისე ნურავინ მიწყენს, მაგრამ თავისუფლება, დემოკრატია, უზრდელობას ნამდვილად არ ნიშნავს და არ შეიძლება პიროვნების ასე შეურაცხყოფა.
12:08 / 26-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ბონდო
ვაი ტქვენ პატრონს
08:35 / 26-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS