04 ნოემბერი, 2014
ცნობილები, რომლებმაც ასაკობრივი სხვაობა დაამარცხეს - სექსი, ვნება და ქალის სურნელი
საჯაროდ გადაუხადა მადლობა იმისთვის, რომ ახალგაზრდა კეტრინთან სექსის წყალობით გაახალგაზრდავდა ''სიყვარულმა ასაკი არ იცის'' - ეს სიტყვები ალბათ ყველას მინიმუმ ერთხელ მაინც მოგვისმენია. სიყვარულმა ბევრი რამ რომ არ იცის, ეს ახალი არ არის. როგორც ასაკით, ასევე გარეგნობით შეუფერებელი ცნობილი წყვილები დღემდე ყველაზე გემრიელ საკბილოდ რჩებიან ყვითელი პრესისთვის.

წლების წინ, ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, მსახიობმა მაიკლ დუგლასმა 28 წლით უმცროს მეუღლეს, კეტრინ ზეტა-ჯონსს, საჯაროდ გადაუხადა მადლობა იმისთვის, რომ ახალგაზრდა კეტრინთან სექსის წყალობით გაახალგაზრდავდა.

ამჯერად როგორც უცხოელ, ისე
ქართველ წყვილებს წარმოგიდგენთ, რომლებმაც ასაკობრივი სხვაობის გამო ბულვარული პრესის გარეკანები დაიპყრეს.

წლების წინ ცნობილი მომღერლისა და პოპულარული სასიძოს ზურა ხაჩიძის დაოჯახება მთელი საქართველოს სალაპარაკო გახდა. ქორწილიდან ორი დღის შემდეგ ყველა ჟურნალის გარეკანი სკანდალური სათაურებით იყო აჭრელებული. მიზეზი კი ერთი გახლდათ – ზურამ მასზე 15 წლით უფროს ხათუნა ჟორდანიაზე იქორწინა. ხათუნას საზოგადოება კარგად იცნობდა და მათი სიყვარულის ამბავზეც ხშირად იწერებოდა, მაგრამ ქორწილს თითქოს არავინ ელოდა. მაშინდელი აჟიოტაჟი ჟორდანიამ საკმაოდ მძიმედ გადაიტანა. მოგვიანებით ამის შესახებ არაერთ სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა. მათი წყვილი ქართული ბომონდის პიონერი აღმოჩნდა, რადგან მათ შემდეგ დაოჯახებული თამუნა ამონაშვილისა და რეზიკო არჩვაძის ქორწინება, ასაკობრივი სხვაობის გამო, საზოგადოებისთვის სიურპრიზი აღარ აღმოჩნდა.

უკვე რამდენიმე წელია, რაც 67 წლის სიუზან სარანდონი თავს უბედნიერეს ქალად გრძნობს 30 წლით უმცროს ჯონათან ბრიკლინთან. წყვილი არასოდეს ერიდება საზოგადოებრივ ადგილებში ერთად გამოჩენას და ასაკით უმცროსი საყვარელი მამაკაცი სიუზანს დისკომფორტს არ უქმნის, პირიქით, როგორც ფოტოებიდან ჩანს, წყვილს ერთმანეთი ვნებიანად უყვარს.

Rating

სუზიმ პირველად 1967 წელს მსახიობ კრის სარანდონზე იქორწინა. მასთან განშორების შემდეგ რეჟისორ ფრანკო ამურისთან ქალიშვილი – ევა შეეძინა. ტიმ რობინსისგან კი ორი ვაჟი ჰყავს. ამ უკანასკნელს მშვენიერი ქალბატონი 2009 წელს დაშორდა.


კაცი, რომელიც ჯერ კიდევ წლების წინ ''ქალის სურნელმა'' გააბრუა, 40 წლით უმცროს ლამაზმან ლუსილა სოლაზე უგონოდ გახლავთ შეყვარებული. ალ პაჩინოს ცხოვრებაში პირველი სერიოზული ურთიერთობა ბევერლი დი ანჯელოსთან ჰქონდა. წყვილს ორი შვილი შეეძინა. მოგვიანებით ბევერლი ხელოვნების პედაგოგ იანა ტერანტიზე გაცვალა და ქვეყანას კიდევ ერთი შვილი – ჯულია-მარი მოევლინა. ლუსილა 2005 წელს გაიცნო.

Rating

ქალი იმდენად შეუყვარდა, რომ გარშემო მყოფების აზრი არ აინტერესებდა. ინტერვიუებში ამბობდა, რომ მისმა სიყვარულმა დაათრო და ლუსილაში ყველაფერი დაინახა, რისი დანახვაც ქალში უნდოდა. ქორწინების იდეა არასოდეს მოსწონდა, მაგრამ ''უსინათლო პოლკოვნიკმა'' ოცნება აისრულა და გენიალური კინოვარსკვლავი დღემდე საყვარელი ქალის სურნელით ტკბება.

თანამედროვე ''რომეო და ჯულიეტა'' - ასე ლიზა ბაგრატიონისა და ალტისტ გიორგი ცაგარელის წყვილს სოციალურ ქსელში ვერონაში გადაღებული ფოტოების გამო უწოდეს. ფოტოებიდან ჩანდა, რომ ლიზას ცხოვრებაში ახალი მამაკაცი გამოჩნდა. ლიზა პრესას არასოდეს ანებივრებს ინტერვიუებით, ამიტომ მისი პირადი ცხოვრების დეტალები ბოლო დროს მხოლოდ ჭორის სახით ვრცელდება.

ცნობილი გვარის გამო, მომღერალს ოჯახში შეზღუდვა არასოდეს ჰქონია. ყოველთვის თავად წყვეტდა პირად ცხოვრებაში ყველაფერს და საზოგადოებრივ აზრზე ყველაზე ნაკლებად ფიქრობდა.

Rating

ლიზას პირველი მეუღლე წლების წინ ''პირველი არხის'' დირექტორი გიორგი ლეონიძე იყო. მეორედ არჩევანი გინეკოლოგ ზაზა სინაურიძეზე გააკეთა. წყვილს ერთი საერთი შვილი ჰყავს. მესამედ მომღერალმა ''შვიდკაცას'' წევრ დათო ნოზაძეზე დაიწერა ჯვარი. ეს ქორწინება განსაკუთრებულად ხმაურიანი გახლდათ, რადგან დათოს მანამდეც ჰყავდა ცოლი და შვილები. მათი დაშორების შემდეგ ამბობდნენ, რომ დათოს სხვა შეუყვარდა, თუმცა როგორც ლიზა, დათოც არასოდეს თანხმდება ინტერვიუზე.

მომღერლის ახალი რჩეული გიორგი ცაგარელი 40 წლის ლიზაზე 12 წლით უმცროსია. ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, ძალიან ბედნიერად გრძნობენ თავს. გიორგი ხშირად აქვეყნებს მომღერალთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და სოციალურ ქსელში სიყვარულის ახსნასაც არ ერიდება.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
Tatia
magdonalds miveci Xma
08:01 / 19-09-2015
გამოხმაურება / 0 /
მზიკო
ძაან არ მიყვარდა ბავშვობიდან ჩემზე პატარები, იმდენად არ მიყვარს რომ ლაწირაკს ვეძახი, არ მაინტერესებს ევროპა აზია ეს ჩემი აზრია, ლაწირაკებს არ გამოუ დგეთ არ შეიძლება? ჟე
20:38 / 09-02-2015
გამოხმაურება / 0 /
lile
sigijemde miyvars chemze patara beqa.miyvars xalxno miyvaaaaaaaaaaaaaaars.
22:00 / 22-11-2014
გამოხმაურება / 0 /
დაე
ვისაც უფროსი დედაკაცები მოგწონთ დაე,თქვენს ოჯახებში ,შვილებსა თუ შვილიშვილებს შეახვედროთ ღმერთმა.კაია ბებერი რძალი ???????
07:29 / 05-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნია
რა მნიშვნელობა აქვს ასაკს როცა გიყვარს და როცა არ გიყვარს თუნდაც პატარა იყოს ქალი კაცზე საზიზღრობა და საძაგლობაა
20:31 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS