03 ნოემბერი, 2014
მარიამ როინიშვილმა 12 კილო დაიკლო - ''რაც მეუღლეს დავშორდი, არავინ მყვარებია...''
ვცდილობ, არ გავაბრაზო ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მეხუთე სეზონის ბევრი მონაწილე არცთუ ურიგოდ მოძრაობს სცენაზე. ერთ-ერთ კარგ წყვილად მარიამ როინიშვილსა და ლევან ახვლედიანს მიიჩნევენ. მარიამს ცეკვები ძალიან უყვარს. დიდი სურვილი აქვს, ტანგო კარგად ისწავლოს და იმედი აქვს, პროექტში იმდენ ხანს დარჩება, რომ ამას მოახერხებს.

- მარიამ, დიდხანს ფიქრობდი პროექტში მონაწილეობაზე?
- ბევრი ნამდვილად არ მიფიქრია. ყველა სეზონს ვუყურებდი და სულ მინდოდა, ერთ-ერთი მონაწილე ვყოფილიყავი, ამიტომ წ
ამითაც არ დავფიქრებულვარ. პროფესიული კუთხით რაღაც გეგმები გადავდე. ახლა რომში უნდა ვყოფილიყავი. ამ ეტაპზე ცეკვის სწავლის სურვილმა მძლია. ცეკვაზე არასდროს მივლია და ყოველთვის მინდოდა, რაღაც დონეზე მცოდნოდა. ეს პროექტი მაძლევს საშუალებას ვისწავლო ის, რაც ასე ძალიან მსურდა.
- პროექტში მონაწილეობამდე ძალიან გახდი. ცეკვებში მონაწილეობამ მოგცა სტიმული, წონაში დაგეკლო?
- პროექტში მონაწილეობამდე გაცილებით ადრე დავიწყე დიეტა. ნატა გაგუა ფანტასტიკური დიეტოლოგია. კვებასთან დამოკიდებულება სულ სხვანაირად დამანახვა. ახლა წონის დაკლებაში, რა თქმა უნდა, ცეკვებიც მეხმარება.
- ერთი წლის წინანდელ მარიამზე რამდენი კილოთი ნაკლები ხარ?
- 12 კილო მაქვს დაკლებული. თუ კიდევ დავიკლებ, ძალიან მაგარი იქნება, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, ახლა როგორც გამოვიყურები, ესეც ძალიან მომწონს. რამდენიმე კილოს დაკლება ნამდვილად არ მაწყენდა. იმედი მაქვს, პროექტში დიდხანს დავრჩები და კიდევ უფრო გავხდები.
- როგორ გაფასებენ ოჯახის წევრები?
- არ მახსოვს ჩემი ცხოვრების არც ერთი ეტაპი, როდესაც ჩემი ოჯახი გვერდით არ მედგა. ახლაც გვერდში მიდგანან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მე ცეკვებს მაქსიმალურად ბევრი დრო დავუთმო.
- მოსწონთ შედეგი?
- მგონი, მოსწონთ. თამრიკო და გია პროფესიონალურად ვერ შემაფასებენ. ამბობენ, რომ მთლიანობაში კარგად ვიცეკვე.
- ჟიურიმ აღნიშნა, რომ ჩა-ჩას ცეკვისას შენი იმიჯი დაამსხვრიე და სექსუალობა წარმოაჩინე.
- სიტყვა სექსუალურს რატომღაც საქართველოში ცუდი განმარტება აქვს. სექსუალურობა რაღაც დოზით ყველა ქალში დევს. რასაც ახლა ვაკეთებ, ეს დროებითია. ჩემი პროფესია არაა, თუმცა ცეკვა უსაზღვროდ მიყვარს. ოპერის მომღერლობა აბსოლუტურად სხვა რამაა, თუმცა ოპერაშიც შეიძლება, მეცვას გამომწვევად და სექსუალურად გამოვიყურებოდე, მაგრამ არც ეს იქნება პრობლემა. ჩვენს ოჯახში ეს განხილვის საგანიც არაა. არავინ მეტყვის, მარიამ, ზედმეტად მოღებული რატომ გეცვაო. ძალიან გამიმართლა, ჩემს ოჯახში საღად მოაზროვნე ადამიანები ცხოვრობენ.
- მამა - გია როინიშვილი თამაშობს სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალების'' ახალ სეზონში. ადევნებ თვალს?
- რა თქმა უნდა, ვუყურე და შეიძლება, სუბიექტური ვარ, მაგრამ მამა ძალიან მომწონს. ვამაყობ, რომ არაჩვეულებრივი მშობლები მყავს. მამას სერიალში და ზოგადად, მის პროფესიაში დიდ წარმატებას ვუსურვებ.
- პროექტში საგულშემატკივროდ მხოლოდ დედა დადის, მამას არ გასჩენია კონცერტზე დასწრების სურვილი?
- მამა ზედმეტად ნერვიულობს. გასულ ტურზე დამპირდა მოვალო, მაგრამ მერე არ მოვიდა. თამრიკოც ძალიან ნერვიულობს, მაგრამ ვერ მიმეტებს იმისთვის, რომ მარტო ვიყო. მარტო არ ვიქნები, ჩემი რძალი, ძმა და დეიდაშვილები ყოველ ტურზე მოდიან და მგულშემატკივრობენ. თამრიკო თავს ებრძვის და დიდი ნერვიულობის ფასად არის დარბაზში. მამა ვერ ერევა თავს. რა თქმა უნდა, მე ამაზე არ ვბრაზდები. ორივესი არაჩვეულებრივად მესმის. ბოლოს რომ ვიცეკვე, პირველი მესიჯი მამისგან მომივიდა.
ძალიან დადებითი მესიჯი იყო. მწერდა, ჩემგან ლევანს მიულოცე და დიდი მადლობა გადაუხადეო. ჩემი მშობლები ლევანს ემადლიერებიან, გრძნობენ და იციან, როგორი დიდი საყრდენია ლევანი ჩემთვის. საშინლად ვნერვიულობ, სანამ სცენაზე გავალ, ლამის გული ამომივარდეს, მაგრამ როცა ვგრძნობ, რომ ლევანი დგას ჩემ გვერდით, ვწყნარდები.
- ლევანს რეპეტიციებზე აბრაზებ?
- ვცდილობ, არ გავაბრაზო. ნამდვილად ვერ ვიტყვი, ერთმანეთს ვხოცავთ-მეთქი. ხანდახან მკაცრია და ხანდახან - მომთხოვნი, მაგრამ ამისთვის მზად ვიყავი. ძალიან მკაცრი იყო ჩემი ვოკალის პედაგოგი, ეს ყველაფერი გამოვლილი მაქვს. ლევანისგან ყველაფერი მისაღებია. ჯერ ერთი, ის პროფესიონალია და მეორეც, ეს ყველაფერი ჩემ სასიკეთოდ კეთდება. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მეგობრობა პროექტის მიღმაც გაგრძელდება.
- ყოფილმა მეუღლემ, გიორგი მახარაძემ, რა თქვა, როდესაც გაიგო, რომ პროექტში მონაწილეობდი?
- რატომღაც ყველა მეკითხებოდა, ყოფილ მეუღლეს როგორი რეაქცია ჰქონდა, როცა გაიგო, რომ ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მონაწილეობო. ძალიან გაუხარდა. ვიცოდი, რომ ასეც იქნებოდა. სხვანაირი ადამიანია. მითხრა, აბა, შენ იცი, ფსიქოლოგიურად მოემზადე, რომ ყველაფერი კარგად იყოსო.
- დაგპირდა, რომ დაგიმესიჯებდა?
- არ ვიცი, უნდა ვკითხო, მიმესიჯებს თუ არა (იცინის). იმედი მაქვს, რომ მგულ-შემატკივრობს.
- როგორც ვხვდები, ახერხებთ მეგობრობას.
- რა თქმა უნდა. ცხოვრება იმდენად მოკლეა, რომ ზედმეტი სტრესი არასწორი იქნება. ვცდილობ, ცხოვრება გავაფერადო და რაღაცებს ყურადღება არ მივაქციო. ცხოვრება მართლა წუთისოფელია. ამას ახლა კი არა, ძალიან პატარა ასაკიდან ვგრძნობ და მინდა, ბევრი რამის გაკეთება მოვასწრო.
- პატარა ასაკიდან ამას მშობლების დაშორების გამო ხომ არ ფიქრობ?
- ეს კიდევ სხვა თემაა. მშობლების დაშორება ყველა ბავშვზე მოქმედებს. მე ყოველთვის მქონდა იმის სურვილი, რომ ბევრი კარგი რამის გაკეთება მომესწრო. მინდა, ცხოვრება რაც შეიძლება გავწმინდო ნეგატივისგან. ჩემი და გიორგის ურთიერთობაც არ მინდა, რომ ცუდი და გაურკვე-ველი სიტუაციებით იყოს დატვირთული. ვცდილობ, ელენეს ირგვლივ მე და გიორგიმ ვიტრიალოთ და კარგი ბავშვობა ჰქონდეს.
- იცი, რა ხდება მის პირად ცხოვრებაში?
- ამ თემით არ ვინტერესდები. ჩემს ცხოვრებაში იმდენად ბევრი რამ ხდება, რომ ეს თემა ჩემთვის საინტერესო არაა, ვინ ვისთან იქნება და ვინ ვის შორდება, არ მაინტერესებს და მას თუ აინტერესებს ჩემი პირადი ცხოვრება, არ ვიცი.
- შეყვარებული ხარ?
- რაც მეუღლეს დავშორდი, არავინ მყვარებია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უბედური ქალი ვარ. მაქვს საყვარელი საქმე და იმდენად დატვირთული ვარ, სიყვარულზე ფიქრის დროც არ მრჩება. რომც მყავდეს შეყვარებული, არც ვიცი, მექნებოდა თუ არა დრო, რომ მასთან ერთად ვყოფილიყავი. თუ ჩემს ცხოვრებაში მოვა სიყვარული, ძალიან კარგი იქნება და თუ არ მოვა, არც ესაა პრობლემა. სიყვარულისთვის მზად ყოველთვის ვარ. ეს იმდენად დიდი და კარგი გრძნობაა, მისთვის კარი ყოველთვის ღია უნდა გქონდეს.

პ.ს ინტერვიუში გამოყენებულია გიორგი ცაავას ფოტოები.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
თამო
მარიამი გაიმარჯვებს
22:19 / 13-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ანა
კარგი ქენი რომ დათანხმდი და ეგ ნაბიჯი გადადგი,,,,წარმატეტებებს გისურვებ,,,ქალბატონი თამრიკო ძალიან მიყვარს ნამდვილად მისაბაძი ადამიანია და შეუძლებელია თამრიკოს ნაირ ქალის შვილს წარმატება არ უსურვო,,,რაც სეეხება შენს ოჯახს ეგ არავს საქმე არაა ყველამ თავის ცხოვრებას მიხედოს შეუმთხვეველი არავინ არის და არავინ იცის ცხოვრება ვის რას უმზადებს,,,,
13:13 / 06-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ზაზუკა
მარიამი რაც მეუღლეს დაშორდა არავინ ყვარებია. რა კარგი გამოთქმაა, არა! ძალიან კარგი თუ არავინ ყვარებია! საინტერესოა, რამდენი ხანი გავიდა განშორებიდან? ნუთუ .........თუ ერთ წელზე მეტია გასული, მაშინ როგორც რუსები იტყვიან "პაჩტი კაკ დევუშკა"
12:42 / 06-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
გული დამწყდა რომ გავიგე მეუღლეს დაშორდი. იმიტომ არ ვამბობ რომ სხვისი პირადი ცხოვრება ვინმეს ეხება, მაგრამ იმდენად დადებითი ადამიანი არის თამრიკო და დარწმუნებული ვარ შენც, რომ მყარ, შეკრულ და სამაგალითო ოჯახს იმსახურებ.. იდეალური არავინაა, მაგრამ უბრალო მოკვდავებს გვჭირდება მისაბაძი ადამიანები.. პატრიარქის საგალობლების შემსრულებელს აუცილებლად გაუმართლებს
22:00 / 05-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
მარიამი დზალიან კარგი გოგოა სარმატებები მას
16:25 / 05-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ასტაროჟნა
მარიამ ამ ასაკიდანვე აკონტროლე წონა,თორემ ხომ ხედავ თამრიკოს როგორი გახდა.....
09:16 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთინო
ჩემო საყვარელო მარიამ წარმატებები და აბა შენ იცი. გკოცნი ულევს ჩემო სიხარულო. გისურვებ გამარჯვებით გევლოს.
18:31 / 03-11-2014
გამოხმაურება / 0 /
lel
წარმატებებიიი... :)
14:25 / 03-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნია
წარმატებები მარიამ! მინდა რომ ერთ-ერთი ფინალისტი შენ იყო,იმსახურებ ამას,რადგან ძალიან ნიჭიერი და მშრომელი ხარ!ღმერთმა ყველა ნატვრა აგიხდინოს,რომელიც გაქვს და გინდა ,რომ აგისრულდეს!
12:46 / 03-11-2014
გამოხმაურება / 0 /
nana
კარგი გოგო ხარ მარიამ წარმატებებიიი!!!
10:54 / 03-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS