29 ოქტომბერი, 2014
ყოფილი მანდატური, რომელმაც ''ნიჭიერში''როიალზე სასქესო ორგანოთი დაუკრა
ეს ხელოვნებაა, უბრალოდ, ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს ტომას ჯალაკი, - ამ სახელითა და გვარით ''ნიჭიერის''სცენაზე 23 წლის ბიჭი გამოვიდა. როილზე ცოცრით უნდა დავუკრაო, რომ თქვა, ჟიურიმ რამდენჯერმე გაამეორებინა ეს სიტყვა. აღმოჩნდა, რომ ტომასს კარგად სცოდნია ძველი ქართული და ისიც, რომ ეს სიტყვა ძველ ქართულად მამაკაცის სასქესო ორგანოს ნიშნავს. სწორედ ფალოსით სცადა როიალის დაკვრა, თუმცა შემდეგ ტურში არ გადაიყვანეს. ტყავის შარვალსა და თეთრ პერანგში გამოწყობილმა ტომასმა ჯერ სტრიპტიზის ცეკვა სცადა, თეთრი პერანგი ტანზე შემოიხია, მერე შარვალი გაიხადა,
ახდილ როიალს ამოეფარა, ხელები მაღლა ასწია და სხეული ჩართულ ფონოგრამას ააყოლა, იმ იმედით, რომ ყველას დაგვარწმუნებდა, რომ როიალზე სწორედ მამაკაცური ღირსებით უკრავდა.
ჩემი სათქმელი მაქვს, არ გამაწყვეტინოთ, შეკითხვებს მერე ვუპასუხებო, გვითხრა ინტერვიუს წინ.

- მე მაინტერესებს, ვინ არის საზოგადოება და სად არის საზოგადოება. ვინც ეპოქას ქმნის, თუ ვინც საქართველოს ისტორიას წერს? საზოგადოებას ორ ფენად ვყოფ, ლოიალური მაყურებელი, რომელიც ბოლომდე გისმენს და ესმის შენი და სკეპტიკური, ჩასაფრებული საზოგადოება, რომელიც ძირს გითხრის. ზუსტად ვიცი, რომ მაყურებელს ძალიან ბევრი შეკითხვა გაუჩნდება ''ნიჭიერში''ჩემი ნომრის ნახვის შემდეგ. ამიტომ მინდა, პასუხი გავცე მათ, ვინც ჩაკეტილია და 24 საათი, საჯდომის დაბუჟებამდე ზის კომპიუტერთან მხოლოდ ერთი მიზნით, რომ სხვა გააკრიტიკოს. ასეთი ხალხის აზრი არ მაინტერესებს. უამრავი კრიტიკული, სალანძღავი კომენტარი წავიკითხე ჩემ შესახებ, ბევრმა ტრადიციები შემახსენა. რომელ ტრადი-ციებზე მელაპარაკებიან, საქართველოს ისტორია არ იციან! მაგათ ტრადიციები ღვინის სმა, გათიშვა და მეორე დღეს ვინ სად აღებინა, იმის მოყოლა ჰგონია.
მე სპორტსმენი ვარ, ბოდიბილდერი. არ ვსვამ, არ ვეწევი, ვვარჯიშობ. პროფესიით ტელეოპერატორი ვარ. ''მაესტროზე''ვმუშაობდი. გადაღებული მაქვს ფილმი ''განწირულები''. და-ვამთავრე პოლიციის აკადემია. ვიყავი პირველი მანდატური რუსთავის ერთ-ერთ სკოლაში. კარგად ვიცი, ბავშვის და დიდის ფსიქოლოგიაც. ფსიქოლოგიაში არსებობს ტერმინი ''ჰალოეფექტი'', რაც ნიშნავს ერთი თვისებით ადამიანის განზოგადებას. როცა ადამიანი კარგად მღერის, იმას არ ნიშნავს, რომ მას კარგი ხასიათიც აქვს, ან კარგი კულინარიც არის. ერთი თვისებით, ნიჭით ან ქმედებით ადამიანის შეფასება არ შეიძლება.
- როგორ გგონია, ვინ გაგაკრიტიკებს?
- ცხოვრებაზე გამწარებული, დაბოღმილი ადამიანები, ''დევკა''გეები, რომლებსაც ცხოვრებაში არ გაუმართლათ.
- მართლა ასე ფიქრობ, რომ მხოლოდ ეს ნაწილი გაგაკრიტიკებს?
- ვინც მომისმენს და მიხვდება, რისი თქმა მინდოდა ამით, ნაკლებად კრიტიკული იქნება.
- რისი თქმა გინდოდა?
- ეს იყო ჩემი პროტესტი. ამით ვთქვი ახალგაზრდობის სათქმელი, რომ ახალგაზრდობა იმედგაცრუებულია, დაბნეულია. ზოგი ''ბირჟაზე''დგას, ზოგი ნარკომანია, ზოგი ალკოჰოლს ეძალება, ფსიქიკურად ვერ არის. მათ მიხედვა, დახმარება სჭირდება. მე დავამსხვრიე სტერეოტიპი, რომელიც პროვინციულ საზოგადოებაში, მათ დამჭკნარ, დაობებულ ჩარჩოებში არსებობს, რომ არ შეიძლება, ქართველი კაცი შოუს დგამდეს სცენაზე. რატომ არ შეიძლება? ეს ხელოვნებაა, უბრალოდ, ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს.
- ძალიან გაბრაზებული, გაღიზიანებული ჩანხარ. არ ელოდი ამ გამოხმაურებას
- ველოდი, რომ არ მომიწონებდნენ, რომ შენ გენაცვალეო, არ მეტყოდნენ და არც ჩემს სადღეგრძელოს დალევენ ხვალ, მაგრამ მე ეს უნდა გამეკეთებინა. საქართველო ერთი პატარა სოფელია, რომელშიც ძალიან ბევრი სოფლელი ცხოვრობს და მათ თავისებურად უნდა მიაწოდო შენი ხელოვნება. მე ეს ვცადე. სამყარო თეატრია, ჩვენ მსახიობები ვართ. თეატრში მაყურებელიც არის, ზოგი ტაშს გვიკრავს, ზოგი გვაფურთხებს, გვაგინებს. მე მზად ვიყავი ამისთვის. უბრალოდ, გული მწყდება, უმრავლესობა ფარისეველი, ჭორიკანა რომ არის, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, რა არის ხელოვნება.
- ჟიურიმაც არ მოგიწონა გამოსვლა, არ გადაგიყვანეს შემდეგ ტურში...
- არ მომიწონებდა, იმიტომ რომ არასრულწლოვნებით იყო დარბაზი სავსე. ასე რომ არ ყოფილიყო, ზუსტად ვიცი, გადამიყვანდნენ შემდეგ ტურში. ერთი რამ გამკვირვებია, ''რუსთავი 2''-ს რატომ ადანაშაულებენ ამ ნომერში. ეს მთლიანად ჩემი მოფიქრებული ნომერი იყო. ძირითადად, ქალბატონები მაკრიტიკებენ და გეებ
მე ვარ ტომას ჯალაკი, რომელიც ქართულ შოუბიზნესში სკანდალით შემოვედი, დავდე ბომბი და ვისთვის როგორ აფეთქდება, არავინ იცის. საქართველოში კარგად რომ მიხდიდნენ, პორნოვარსკვლავიც კი გავხდები. არავის აზრი არ მაინტერესებს. ასე აკრიტიკებდნენ შორენა ბეგაშვილსაც, რუსთაველი ვარ მეც და ვიცი, რა გამოიარა შორენამ, მაგრამ მიაღწია მიზანს და გახდა ვარსკვლავი. სიამოვნებს ის, რასაც აკეთებს. მეც დიდი სიამოვნება მივიღე, როცა ჩემი ცოცრით როიალზე დავუკარი.
- შენი ოჯახი როგორ შეხვდა შენს ამ შოუს?
- ჩემი ძმები ამიმხედრდნენ, სამი ძმა მყავს. რას იტყვის ხალხიო, მითხრეს. არავინ არ იცოდა ოჯახში, რასაც ვაპირებდი. არავინ წამიყვანია ჩაწერაზე. იცით, რა ვუპასუხე ძმებს? ყველამ თავის ბოზ მამიდას მოუაროს-მეთქი.
- მშობლებმა რა თქვეს?
- მამა გარდაცვლილი მყავს. დედა ყოველთვის მიგებდა და ვფიქრობ, ამასაც გაიგებს.
- რამდენჯერმე არც ისე კარგ კონტექსტში ახსენე არატრადიცული ორიენტაციის ადამიანები. როგორია შენი სექსუალური ორიენტაცია?
- მე ვარ ჰეტეროსექსუალი.
- ორშაბათის შემდეგ, ეს შენი ნაღმი რომ აფეთქდება, რას აპირებ, დაიმალები თუ პასუხს გასცემ ყველას, ვისაც აგრესია გაუჩნდება?
- დამალვას არ ვაპირებ. მტრის ჯინაზე არ ჩავიკეტები. ემპათია ყოველთვის იქნება. ისეთებიც იქნებიან, ვინც ამას მომიწონებს. მე ვჭირდები შოუბიზნესს, შემოთავაზებებს დაველოდები. ნათქვამია, რომ სხვა სხვის ომში ბრძენია, ვისაც ჩემი გამოსვლა გააღიზიანებს, მინდა, მათ ვურჩიო, გადართეთ სხვა არხზე!..

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 21 /
ვაი ჩვენს პატრონს...
კიდევ კარგი მკვდარია მამაშენი,საწყალი ალბათ რა ბედნიერი იყო 4 ბიჭის მამა ვარო,შენ დაბადებაზე თოფიც დაცალა ალბათ.. ვაი რა გეშველება,სხვა რამით გამოგეხატა პროტესტი შე უბედურო,ისევ თემო ლოლაძე გჯობდა ყვერები რომ ჩაინგრიაა...
16:23 / 29-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მადონა
....რაღას ვიზავთ ახლა? ეს დაბნეული საზოგადოება ამ ბომბმა აგვაფორიაქა.”მიზანი ამართლებს საშუალებასო”გაგიმარჯოს შენს გზაზე იქნებ მაგალითი იყო კიდეც ვიღაცისთვის.... -”როგორ არ უნდა მოიქცეს ცოცარი სცენაზე!”-არასოდეს არ გამოიყენოთ ცოცარი ამ დანიშნულებით!”-ან-”ცოცარი ცოცარია თუ გაცოცრდა როიალი გადამალეთო :)”-”არამკითხე ცოცარიო მიტყეპე როიალზეო”-ცოცარმა ცოცარს როიალი არ დაუთმოო”-”ავი ცოცარი არც თვონ უკრავს და არც სხვას აკვრევინებსოოოო”-
16:20 / 29-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია
მაგარი იყო.ძალიან ბევრი ვიცინეთ მე და ჩემმა შვილებმა.საღოლ.ყველას ვერ მოეწონები და დაიკიდე რა
15:47 / 29-10-2014
გამოხმაურება / 0 /
;)
ისე არ იყო აუცილებელი მაინცდამაინც ეს ნომერი შეგესრულებინა. თუ ამდენი პროფესია გაქვს მაშინ სხვა რამით გამოსულიყავი და არც ხალხი გაგაკრიტიკებდა. სიმართლე რომ გითხრა კაცი რომ ვიყო მაგრა გცემდი მაგრამ არ გამიმართლა. დიდი ბოდიშით მაგრამ მაგარი სირი ხარ!
15:34 / 29-10-2014
გამოხმაურება / 0 /
სოფო
რომ ვთქვა უი რა ნიჭიერია, გადავირიეთქო სასაცილო იქნება:D თუმცაღა არც ისეთი ნომერი იყო როგორც ჩაქოლა ხალხმა:D ყველამ გავიცინეთ და თვითონ რაც უნდოდა, იმას მიაღწია, ცნობადი სახე გახდა და რა მნიშვნელობა აქვს როგორ?! ერთია რომ დიდი გამბედაობა უნდოდა და გარისკა :D ასე რომ წარმატებები :D მე კარგად ვიცინე :D
15:32 / 29-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
მამგარი მატყუარააა
15:27 / 29-10-2014
გამოხმაურება / 0 /
სად ხარ?
რაღაც მინდა გირჩიო ეთერს მიღმა
13:41 / 29-10-2014
გამოხმაურება / 0 /
guri
ყველამ თავის ტრაკს მიხედოს და თავის საქციელები აკონტროლოს ნუ განიკითხავ და არ განიკითხები
12:04 / 29-10-2014
გამოხმაურება / 0 /
კეთილის მსურველი
შენი ძმები მართლები არიან,დაუჯერე ხანდახან შენ გამოსირებულო....
11:40 / 29-10-2014
გამოხმაურება / 0 /
კეს
ეხ!სადღა არიან ნამდვილი კაცები თორე მაგარი საცემი ხარ შენ!
11:26 / 29-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS