27 ოქტომბერი, 2014
თითო კვირა თითო მამაკაცთან - შორენა ბეგაშვილმა გორის ბაზარში''სტაიანშიკი'' გააბრაზა
შორენასთვისაც ეს წინადადება ძალიან საინტერესო აღმოჩნდა `მარაო რუსთავი 2''-ის ანონსმა, სადაც შორენა ბეგაშვილს ქუჩიდან მანქანით რამდენიმე მამაკაცი იტაცებს და მსახიობ ლევან სუხიტაშვილის სახლში, გორში მიჰყავთ, ინტერნეტსივრცე უკვე მოიარა.

ცნობილ მამაკაცებთან ერთად გატარებული შორენას თითო კვირა ყოველ ხუთშაბათს ახალი გადაცემის თემა გახდება. ეს ცნობილი ფორმატია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ტელევიზიაშია აპრობირებული და ერთ-ერთი რეიტინგული გადაცემაც გახლავთ. ცნობილი ქალი ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა პოპულარულ მამაკაცს''ცოლად მოჰყავს'' და მაყურებელი ინტერესით ადევნებს თვალს, რა მოხდება ამ პერიოდის განმავლობაში. ეჭვი არ
გვეპარება, რომ შორენას ერთკვირიანი დაწყვილება ამა თუ იმ ცნობილ, უცოლო თუ ცოლიან მამაკაცთან, ყოველ კვირას ახალ-ახალ საჭორაო თემასაც გააჩენს. შორენასთვისაც ეს წინადადება ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და მაქსიმალურად იხარჯება, რომ მაყურებელს რაც შეიძლება სახალისო შოუ შესთავაზოს.

გადაცემაში ბევრი მხიარული მომენტიც იქნება, ვინაიდან ყველა მონაწილე თავისი ხასიათითა და ქალებისადმი მიდგომით გამოირჩევა. გააჩნია, ვინ რას მოსთხოვს ცოლის ამპლუაში მყოფ შორენას და, მეორე მხრივ, თავად შორენა როგორი შემსრულებელი გამოდგება. რასაკვირველია, გადაცემა არ ითვალისწინებს ინტიმურ ურთიერთობას რეალური შოუს მონაწილეებს შორის და ქართული ვერსიაც არ იქნება ამ მხრივ გამონაკლისი. მოკლედ, გადაცემის დიდი ჯგუფისთვის საინტერესოა ცოლქმრული ურთიერთობის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც ლოგინს სცილდება.

პროდიუსერებმა გადაცემის ფორმატი ქართულ რეალობაში გადმოიტანეს. ისინი ეცდებიან, თითოეულ მონაწილეს''მოარგონ'' შორენას პერსონაჟი და შემდეგ ეკრანზე საინტერესოდ წარმოგვიდგინონ. პოტენციურ მეუღლეებს შორის არიან როგორც ხელოვანები, ასევე პოლიტიკოსებიც და სხვა პროფესიის წარმომად-გენლებიც.

პირველ გადაცემაში მაყურებელი შორენას ისეთ ამპლუაში იხილავს, როგორშიც არასდროს უნახავს. ანუ როგორ მოირგო სოფლის ცხოვრება და ხალათი, გაპუტა ქათამი, მოწველა ძროხა და როგორ მიიღეს ის რძლად გორის ერთ-ერთ სოფელში. გარდა ამისა, გადაცემის მიმდინარეობისას ნახავთ საკმაოდ პიკანტურ სცენას, თუ როგორ შემოსვეს ლამაზმანი მანქანაზე და გაუყენეს გორის ბაზრის გზას, სადაც მან ვაშლის გაყიდვა ითავა. შორენამ თავის ვაშლს, სხვა მოვაჭრეებისგან განსხვავებით, ოთხმაგი ფასი დაადო. თუკი მის გვერდით მდგომები ერთ კილოგრამ ვაშლს 50 თეთრად ყიდდნენ, მან 2 ლარი დააფასა.

თქვენ წარმოიდგინეთ, დაინტერესებული მყიდველი, რომელიც გაოგნებული იყო შორენას ბაზარში გამოჩენით და თანაც, სრულიად წარმოუდგენელ ამპლუაში, მაინც ლამაზმანის ვაშლებს ეტანებოდა და ამრიგად, შორენამ ოჯახში შემომტანის ფუნქციაც შეითავსა. თუმცა გორის ბაზარში მის გამოჩენას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. 50-თეთრიანი ვაშლის ორ ლარად გაყიდვის გამო, შორენამ იქვე მდგომი''სტაიანშიკის'' ყურადღება მიიპყრო, რომელიც აქტიურად მოითხოვდა მისგან, ვაშლი შესაბამის ფასში გაეყიდა. ბოლოს ცოტა ბახუსის ზემოქმედების ქვეშ მყოფ დაჟინებულ''სტაიანშიკს'' პროდიუსერები გაუმკლავდნენ და სთხოვეს, მათთვის მუშაობაში ხელი არ შეეშალა. ინციდენტის ამოწურვის შემდეგ ყიდვა-გაყიდვის ამბავი გაგრძელდა და წარმა-ტებით დასრულდა. ამ ამბავს ბევრი ადამიანი შეესწრო და შემდეგ, ჩვენთან საუბრისას სიცილით იხსენებდნენ, როგორი კომიკური სიტუაცია შეიქმნა შორენას გარშემო.

როგორც გავიგეთ, შორენა თავადაც ძალიან აქტიურია და უამრავი დირექტივაც შეაქვს ამა თუ იმ ცნობილი მამაკაცის ცხოვრების წესში. ნახავთ მორჩილ და ძალიან საყვარელ შორენას, მეორე მხრივ, ძალიან გადარეულს,''სტერვული'' შენიშვნების მქონე ქალს, რომელიც არ ეგუება მეუღლის პრეტენზიებს. მსახიობის მხოლოდ სექსუალური იმიჯი დაიმსხვრევა, იმდენად სხვადასხვა ამპლუაში იხილავთ მას''მარაო რუსთავი 2''-ის ეთერში.

დავინტერესდით, როგორ არჩევენ მამაკაცებს ამ შოუსთვის. რასაკვირველია, პირველი კრიტერიუმი მათი პოპულარობაა. მაყურებელი ნაწილობრივ უნდა იყოს ჩახედული მის ცხოვრებაში, მაგალითად, ჰქონდეს ინფორმაცია, ჰყავს თუ არა მონაწილეს მეუღლე, შვილები და ა.შ. ასევე შევიტყვეთ, რომ პირველი გადაცემების რამდენიმე მონაწილემ საქართველოსთვის ამ ნოვაციურ პროექტს და შორენას საკმაოდ კარგად აუწყვეს ფეხი. სხვათა შორის, არც ერთ პოპულარულ კაცს, რომელსაც ცოლი ჰყავს, შოუში მონაწილეობაზე ჯერჯერობით უარი არ უთქვამს. პროდიუსინგს თავიდან ეშინოდა მხოლოდ ერთი რამის, რომ ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, არა მხოლოდ ცოლიანი, არამედ უცოლო მამაკაცებისგანაც უარს მიიღებდნენ, თუმცა ჯერ არც ერთი ასეთი შემთხვევა არ ყოფილა.

გადაცემაში მარტივად ამოიცნობთ ქართველი მამაკაცის ამა თუ იმ ტიპაჟს, რადგან ემოციები ძალიან ცოცხალია როგორც''ქმრის'', ასევე''ცოლის'' მხრიდან.''ქმრებს'' ერთი საერთო შტრიხი აერთიანებთ _ ერთი მხრივ, ძალიან სიამოვნებთ, რომ ლამაზ და ცნობილ ქალთან აქვთ თუნდაც ეს ერთკვირიანი შეხება, მეორე მხრივ კი, ზოგი ამის გამო იბოჭე-ბა. მონაწილეებს შორის არის ერთი ისეთი მამაკაცი, რომელიც ქართველი ქალების ცნობილ გულთამპყრობელად მიიჩნევა და ყველა ასაკის ქალბატონებს მოსწონთ.
ალბათ, გაინტერესებთ, რა შეიძლება დაუწუნოს მამაკაცმა შორენას და ამის ნახვის სიამოვნებასაც არ მოგაკლებენ _ თურმე, ნუ იტყვით და, ერთმა მონაწილემ მსახიობს ჩაცმულობა დაუწუნა, მეორემ კი სახლში გაკეთებული საქმე არ მოუწონა.

მოკლედ, სანახაობა ნამდვილად არ მოგვაკლდება, ასე რომ, შეგიძლიათ, ჩაუსხდეთ ტელევიზორებს და ჩართოთ''მარაო რუსთავი 2''.

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS