21 ოქტომბერი, 2014
ქართველი "გაქცეული პატარძლები" - ცნობილები, რომლებმაც ქორწინებაზე გადამწყვეტ მომენტში თქვეს "არა!"
დაქორწინების გადაწყვეტილებას ზოგი დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, ზოგიც ნაჩქარევად იღებს. არჩევანის გაკეთება ადამიანზე, რომელთანაც მთელი ცხოვრება უნდა გავატაროთ, ყველაზე რთულია. არის შემთხვევები, როცა სწორედ გადამწყვეტ მომენტში ამბობს ადამიანი უარს ქორწინებაზე. Aმბები.გე ამ სტატიაში სწორედ ასეთ ცნობილ ქართველებზე მოგითხრობთ.

ნინო დარასელი

ნინო დარასელის ჩაშლილი ქორწინების ისტორია მთელმა თბილისმა იცის. ჟურნალისტი სტუდენტობის დროს შეყვარებული იყო, დაქორწინებასაც გეგმავდა, თუმცა მოულოდნელად ქორწინება გადაიფიქრა და ნიკა ბერიძეზე იქორწინა. წყვილს ახლა ორი შვილი, ზაზუკა და მარიტა ჰყავს. ნიკას და ნინოს ქორწინება
მყარი გამოდგა და ახლაც ბედნიერი ოჯახი აქვთ.

სალომე ჭაჭუა და გიგი გაჩეჩილაძე

სალომე ჭაჭუას და გიგი გაჩეჩილაძეს მრავალწლიანი სიყვარული აკავშირებდათ. ორივე მოცეკვავეა, ერთმანეთი სტუდია "თელაში" გაიცნეს. მათი სიყვარულის ისტორია ოჯახებმაც იცოდნენ და არც წყვილი ერიდებოდა საკუთარ გრძნობებზე საჯაროდ საუბარს, მაგრამ... მათი სიყვარული მოულოდნელად დასრულდა.
ამბობდნენ, რომ გიგი სალომემ მიატოვა და მსახიობ გიორგი ვარდოსანიძეში გაცვალაო. სალომემ და გიორგიმ ერთმანეთი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გაიცნეს. მაშინ გიორგიც შეყვარებული იყო. მსახიობი თამთა შალამბერიძეს ხვდებოდა. თავდაპირველად სალომე და გიორგი მათ შესახებ გავრცელებულ ჭორებს უარყოფდნენ, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ სიყვარულის ამბავი საჯაროდ განაცხადეს და იქორწინეს კიდეც. ამბობენ, რომ გიგი გაჩეჩილაძემ სალომეს დაკარგვა მძიმედ გადაიტანა, დეპრესიაში იყო, ცეკვაც აღარ უნდოდა, მაგრამ რთული ეტაპი მალე გადალახა და სცენასაც დაუბრუნდა, სალომემ და გიორგიმ კი იქორწინეს.

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS