15 ოქტომბერი, 2014
სექსი, პირველი მამაკაცი და ქორწინება საუკეთესო მეგობართან
როდესაც პოპულარული ხარ, შენი პირადი ცხოვრება მუდმივად საზოგადოების განსჯის საგანია ერთი შეხედვით არავისი საქმე არ არის, ვინ ვისზე გათხოვდება ან ცოლად ვის მოიყვანს, მაგრამ როდესაც პოპულარული ხარ, შენი პირადი ცხოვრება მუდმივად საზოგადოების განსჯის საგანია. ხშირად გაიგონებთ სიტყვებს, ''რა შეუფერებელი წყვილია'', ''როგორ იქცევიან'', ''რა აქვთ ამათ საერთო'', ''ეს გოგონა როგორ მოიყვანა ცოლად'' ან ''რატომ გათხოვდა მასზე'', მაგრამ ასეთი ფრაზები ახალშეუღლებულებს ნაკლებად აღელვებთ, ყოველ შემთხვევაში - საზღვარგარეთ მაინც და ბოლო წლებია - საქართველოშიც.
წარმოგიდგენთ წყვილებს, რომლებმაც სხვადასხვა
დროს, ქორწინებითა თუ დაშორების უცნაური ფორმით, საზოგადოება გააოცეს.

საქართველოში პოპულარული სერიალის ''სექსი დიდ ქალაქში'' მსახიობმა სინტია ნიქსონმა 2012 წელს საკუთარ მეგობარზე იქორწინა. უჩვეულო ამ ქორწინებაში ალბათ არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი დეტალი - სინტიას მეგობარი ქალი, ქრისტინა მარინონია გახლავთ. არატრადიციული ორიენტაციის ქალბატონებმა რვაწლიანი ურთიერთობა ქორწინებით დაასრულეს. სინტიას ქორწილში კაროლინა ჰერერას დიზაინით შექმნილი კაბა ეცვა. წყვილს ერთი შვილი მაქს ელინგტონ ნიქსონ-მარინონი ჰყავს, რომელიც ქორწილამდე ერთი წლით ადრე სინტიამ გააჩინა. თუმცა სერიალის ვარსკვლავს კიდევ ორი შვილი ფოტოგრაფ დენი მოზესთან ჰყავს, რომელთანაც 15 წელი იყოფდა სარეცელს და ერთმანეთს 2003 წელს დაშორდნენ.

ფადი ასლისთან დაშორების შემდეგ ვერავინ იფიქრებდა, რომ ია ფარულავას მეოთხე ქმარი – ნიჭიერი გიტარისტი, ქართული საზოგადოებისთვის უცნობი ტარიელი გახდებოდა. ''ნიჭიერის'' სცენიდან ნათხოვი ხელი და სამუდამო სიყვარულის შეფიცვა საზოგადოებას ფარულავას მიერ პოპულარობისთვის ჩატარებული მორიგი ტრიუკი ეგონა, მაგრამ წყვილმა იმ ღამეს ჯვარი დაიწერა. ბედნიერი დასასრულის მიუხედავად, მათი ცხოვრება საკმაოდ უცნაურად წარიმართა. ტარიელის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსებზე ხშირად იას უწევდა თავის მართლება.

Rating

ბოლოს კი ყველამ გაიგო, როგორ წაიკითხა სუარმა მეუღლის მესიჯები, სადაც პარიკმახერი მიშა გასიტაშვილი და ია ტარიელს არც თუ ისე კარგად მოიხსენიებდნენ. ამას მოჰყვა გიტარისტის აღშფოთება, ფანჯრის ჩამტვრევა, დაკარგული კატა – ზუზი, და წყვილის ცხოვრება ერთგვარ სერიალად იქცა.
მართალია, ია და ტარიელი შერიგდნენ, მაგრამ მალე ''ნიჭიერის'' ახალი სეზონი იწყება. ეთერში გამოჩენილ იას მუდმივად თან სდევს პოპულარობის ახალი ტალღა, რაც ტარიელს ხანდახან ზედმეტად ეჩვენება.

რიანასა და კრის ბრაუნის სასიყვარულო ისტორიას სკანდალები ფონად მიჰყვება. ორი წლის წინ კრისისგან ნაცემი რიანას ფოტომ მსოფლიო მედია შეძრა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რიანა ამ სისასტიკეს აპატიებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ბარბადოსელი ლამაზმანის გონებას გულმა აჯობა და მოძალადე შეყვარებულს დაუბრუნდა.

Rating

ამ ფაქტით აღშფოთებულები დარჩნენ როგორც მომღერლის თაყვანისმცემლები, ასევე რიანას ოჯახის წევრები, მაგრამ ქალბატონს არაფრის გაგონება არ უნდოდა. ამ ინციდენტის შემდეგ წყვილი რამდენიმეჯერ დაშორდა და შეურიგდა ერთმანეთს. გაზაფხულზე კი კრისი ციხეშიც მოხვდა, თუმცა ერთწლიანი სასჯელი ბოლომდე არ მოიხადა და გაათავისუფლეს. ბრაუნი და რიანა ერთად აღარ არიან.

''დაკარგულების'' ვარსკვლავმა 53 წლის დაგ ჰატჩინსონმა ცოლად 17 წლის კორტნი სტოდენი სამი წლის წინ მოიყვანა. გოგონა, რომელიც პლასტიკური ოპერაციების წყალობით, ლამის ქმარზე უფროსად გამოიყურება, ხშირად აოცებს საზოგადოებას თავისი სკანდალური გამონათქვამებით. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, ლოგინიდან ადგომის შემდეგ სტრიპტიზიორის ფორმაში გამოეწყობა და სახლში ასე დადის, რადგან მის ქმარს მოსწონს სექსუალური თამაშები.

Rating

როდესაც ერთმანეთი გაიცნეს, გოგონა მაშინ ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო. წყვილი საზოგადოებას ყველაზე ხშირად ფოტოსესიებითა და ლოგინის პიკანტური დეტალების მოყოლით აღიზიანებს. კორტნი ამაყობს, რომ დაგი საწოლში ვეფხვია, დაგი კი იმით არის კმაყოფილი, რომ გოგონასთვის პირველი მამაკაცი იყო.

მაია დარსმელიძემ და სტეფანე მღებრიშვილმა წლების წინ ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს. შვილის შეძენის შემდეგ მათი ცხოვრება თითქოს მშვიდად მიდიოდა, მაგრამ ორი წლის წინ სოციალურ ქსელში მაიამ სტეფანე ექსმეუღლედ მოიხსენია. უჩვეულო ამ ამბავში ის გახლავთ, რომ დაშორების მიუხედავად, წყვილი სტეფანეს სახლში ისევ ერთად ცხოვრობს, თუმცა სხვადასხვა სივრცეში.

Rating

მაია ხშირად გამოირჩევა სკანდალური განცხადებებით, მუდმივად ჩივის, რომ სოციალურ ქსელში ქალები შეურაცხმყოფელ კომენტარებს სწერენ. ამის გამო ექსმეუღლე სოციალური ქსელიდანაც წაშალა, რადგან, როგორ ჩანს, სტეფანეს გულშემატკივრები მაოს განსაკუთრებულად ერჩიან.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
მიხოი
ვენახის ტურფა ვიყავი მკერდზედ ყურძენი მეფარა,რობერტ დენიროს რჩეულსა სუარი შემომეყარა
07:26 / 26-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ბედი-
ჟურნალიტს შეეშალა.იამ ადრე შოუში თავად დაასახელა ყოფილები და სურათებიც კი გამოაკრა ფეისბუქხე გვახსოვს.მისი ჩამონათვალიდან ტარიელი მეოთხე კი არა მეექვსე გამოდის.1.რამაზი,2.ქისი 3.რობერტი.4 ფადი.5.რაჭველი და ეხლა კიდე 6.ტარიელი. ახლა მაინც გაუმართლდეს.ყველა ქალი ყოფილიყოს ბედნიერი
11:40 / 15-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS