08 ოქტომბერი, 2014
გიგი უგულავას საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი სექსუალური მოდელია
საქმეს რომ მთავაზობენ, დიდხანს არ ვფიქრობ, ამის გამო დედა ტერეზასაც მეძახიან ჟურნალისტი, მოდელი და იურისტი - სამივე პროფესია 26 წლის ია სირანაშვილმა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ შეიძინა. 2011 წელს ჩინეთში ჩატარებულ ერთ-ერთ მსოფლიო კონკურსზე ტოპ-6 გოგონას შორის მოხვდა. ბედი ჟურნალისტიკაშიც სცადა, მაგრამ წლების გასვლის შემდეგ საკუთარი თავი იურისპრუდენციაში დაინახა და ადვოკატი გახდა.

- 28 წლის ვარ, რუსეთში დავიბადე. მამა ბიზნესმენი იყო და მთელი ოჯახი იქ ვცხოვრობდით. უნივერსიტეტში ჩაბარების დროს საქართველოში ჩამოვედი, მაშინ ცოტა ენის ბარიერიც მქონდა.
ერთი ძმა მყავს, ის რუსეთში დარჩა. აქ მე და დედა ვცხოვრობთ. მამა დაიკარგა, ხუთი წელია, არ ჩანს, იმედია, გამოჩნდება. არ მინდა ამ თემაზე საუბარი.
- საქართველოში ჩაბარება რატომ გადაწყვიტე?
- პატრიოტი ვარ. თბილისში უნივერსიტეტში ერთდროულად ორ ფაკულტეტზე ჩავაბარე, ჟურნალისტიკასა და იურიდიულზე. მაშინ უფრო ჟურნალისტობა მინდოდა, მაგრამ ახლა იურისპრუდენცია მაინტერესებს. მოდელობაზე არასოდეს მიოცნებია. რამდენჯერმე ერთ-ერთი სააგენტოს დირექტორი შემხვდა და მასთან მისვლას მთხოვდა. ბოლოს დავთანხმდი და ერთი წელი ვსწავლობდი პოდიუმზე სიარულს, შემდეგ სხვაგან გადავედი და ბოლოს საერთოდ დავანებე თავი.

Rating

2009 წელს ''მის ამიერკავკასიის'' კონკურსზე ტოპ 5-ში მოვხვდი. იქ მსოფლიო კონკურსების ორგანიზატორები გავიცანი და 2011 წელს ჩინეთში ''მის მსოფლიო ეროვნებათა კონკურსზე'' მიმიწვიეს. დედას ვთხოვე, არავისთვის ეთქვა, ხუმრობა მეგონა. ჩინეთში ურუმჩიმდე რომ ჩავედი, ერთ საათში უნდა მომეძებნა შემდეგი თვითმფრინავი, რომ შანხაიმდე ჩამეღწია. ინგლისურად ვერ მიპასუხეს, თურმე რუსული უფრო იცოდნენ. ბოლოს თვითმფრინავის გაფრენამდე ხუთი წუთით ადრე ტირილი დავიწყე. უცებ ქართული გინება მომესმა. ცხოვრებაში გინება ასე არ გამხარებია. სწორედ ის ქართველი დამეხმარა თვითმფრინავის მოძებნაში (იცინის). შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი აღმოჩნდა. თავისი კოორდინატები მომცა დასაკავშირებლად, მაგრამ დავკარგე.
- როგორც ვიცი, ამ კონკურსზე წარმატებას მიაღწიე.
- გასართობად და დასასვენებლად წავედი, განსაკუთრებული ამბიცია არ მქონია. ერთ საღამოს ორგანიზატორმა მნახა და მითხრა, მეორე დღეს ტალანტშოუზე ცეკვით უნდა გამოვსულიყავი. სალსა მქონდა წაღებული. ყველა აღფრთოვანდა ჩემი ცეკვით და მთხოვეს, საღამოს უფრო დიდ დარბაზში მეცეკვა. ორი სალსა მქონდა წაღებული - ნელი და ჩქარი, სამწუხაროდ, შეეშალათ და ნელი მუსიკა ჩართეს, მაგრამ ისე ვიცეკვე, მთელი დარბაზი გუგუნებდა, თავი ვარსკვლავი მეგონა (იღიმის).

Rating

ამის შემდეგ უკვე ვფიქრობდი, რომ რამე ნომინაციაში მაინც გავიმარჯვებდი. კონკურსზე გამგზავრებამდე შავი ბერი გავიცანი და ლოცვები მასწავლა. ფინალზე მთელი დღე ვლოცულობდი. ნომინაციების გამოცხადება რომ დამთავრდა და ჩემი გვარი ვერ გავიგე, ძალიან დავიძაბე, ვფიქრობდი, ღმერთო, ასეთი გაღიმებული არ დამტოვო-მეთქი. გვითხრეს, ახლა ყველამ ერთი ფორმა ჩაიცვით და სცენაზე დაბრუნდითო. ტოპ-8 უნდა დაესახელებინათ. პროტესტის ნიშანად სცენაზე აღარ მინდოდა გამოსვლა, მაგრამ საკუთარ თავს ვძლიე. როდესაც გამოცხადების დროს ''ჯორჯია'' გავიგე, ვერ დავიჯერე, წინ გამოსვლა არ მინდოდა. ძალიან ბედნიერი დღე იყო.
- შემდეგ როგორ გაგრძელდა შენი კარიერა?
- ამ ამბის შემდეგ ერთი წელი ''ობიექტივში'' ვმუშაობდი. ეკოლოგიაზე იყო გადაცემა - ''გარემო და ჩვენ''. ვეგეტარიანელი ვარ, ლაშა ჩხარტიშვილმა სტუმრად მიმიწვია და შემდეგ მისი თანაწამყვანი გავხდი.
- დიდი ხანია, რაც ვეგეტარიანელი ხარ?
- ექვსი წლიდან. ეს ცოტა უცნაური ამბავია. პატარა ვიყავი, მამამ მოსკოვში პეტრე პირველის მუზეუმში რომ წამიყვანა, სადაც საოცარი სანახაობაა. კოლბაში ბავშვის თავი და სხვა ორგანოები აწყვია. ძალიან ცუდად იმოქმედა. სასტუმროში რომ დავბრუნდით,Q ქათამი შემიწვა და რომ დავინახე, ცუდად გავხდი. ამის შემდეგ ქათმის ხორცი არ მიჭამია. ცოტა ხანში, ასევე რუსეთში აგარაკზე დიდი ხის ფერმა დაიწვა. ბავშვები ველოსიპედით წავედით, კვამლი რომ დავინახეთ. ცხოველები ცოცხლად იწვოდნენ. მათი ცრემლების დანახვის შემდეგ ყველანაირ ხორცზე ვთქვი უარი.
- ახლა რა ხდება შენს სამოდელო კარიერაში?
- რამდენიმე კონკურსზე ვარ მიწვეული, ერთ წელიწადში ასაკის გამო უფლება არ მექნება და ალბათ, ბოლოს მაინც ვცდი. ასევე ცოტა ხნის წინ საერთაშორისო კონკურსის ''მსოფლიო პრინცესა 2014'' ლიცენზია მომცეს. ახლა ერთ-ერთ კონკურსზე მყავდა კონკურსანტი გაგზავნილი - თათია დონაძე - და ვიცე-მისი გახდა.
- ია, ახლა შენს მეორე პროფესიაზე - ადვოკატობაზე ვისაუბროთ.
- 2010 წლიდან სამოქალაქო ადვოკატი ვარ. სისხლის სამართალზე ცოტა ხნის წინ ჩავაბარე გამოცდები. რამდენიმე ფირმასთან ვთანამშრომლობ, მაგრამ კერძო ადვოკატიც ვარ.
- ბევრი საქმე გქონია ამ წლების განმავლობაში?
- დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელია, სისხლის სამართლის ადვოკატი ვარ, ამ კუთხითაც ბევრი საქმე მაქვს. უფასო საქმეებიც. საკმაოდ ვაჟკაცური ხასიათი მაქვს, მაგრამ სისხლის საქმეებს სამოქალაქო მირჩევნია.
- გიგი უგულავას პროცესზე როგორ მოხვდი?
- ერთ-ერთ საადვოკატო ბიუროში გავიარე სტაჟირება და ახლაც ვთანამშრომლობ მათთან. სწორედ იქიდან მოვხვდი. უგულავას საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულს ვიცავ, კონფიდენციალურობის გამო, სახელსა და გვარს ვერ გეტყვით.
- საკმაოდ რეზონანსული საქმეა, როდესაც შემოგთავაზეს, ადვილად დათანხმდი?
- საქმეს რომ მთავაზობენ, დიდხანს არ ვფიქრობ, ამის გამო დედა ტერეზასაც მეძახიან.ყველა პროცესს ვესწრები. თავიდან ცოტა განცდებში ვიყავი, ძირითადად, კამერების გამო, ყველა პროცესი ხომ შუქდება, ახლა აღარ ვნერვიულობ.
- გიგი უგულავასთან ერთად არის ბრალდებული ის ადამიანი, ვისი ადვოკატიც შენ ხარ, ეს საქმეც უფასოა?
- ამჟამად მხოლოდ გიგი უგულავაა დაკავებული, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებულია, დაკავებული არ არის. რაც შეეხება თანხას, ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, ყველა საქმეს სულითა და გულით ვუდგები.
- მოდელობას როდის ასწრებ?
- ისე ვაწყობ გეგმებს, რომ ერთმანეთს ხელს არ უშლის.
- ხშირად გაგვიგია ადვოკატებისგან, რომ ბრალდებულის დაცვა უფრო საინტერესოა, ვიდრე დაზარალებულის, შენ შემთხვევაშიც ასეა?
- დიახ, ერთადერთი საქმე - გაუპატიურებაა, რასაც არასოდეს ავიღებ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მოსამართლეობა ან პროკურატურაში მუშაობა მინდოდა, მაგრამ რომ წარმოვიდგინე, რომ ადამიანების გასამართლება მომიწევდა, მივხვდი, მთელი ცხოვრება ვერ მოვისვენებდი.
- ბრალდებულებთან როგორი ურთიერთობა გაქვს, როცა ახალგაზრდა, ლამაზ ადვოკატს გხედავენ?
- თავიდან ზოგი მეპრანჭება, მაგრამ შემდეგ მეგობრულად ვესაუბრები. ყოფილა შემთხვევა, მოსამართლეს ან პროკურორს პროცესზე უთქვამთ, რა ლამაზი ადვოკატიაო. ახლახან ადვოკატების კრებაზე ვიყავი და მალე ალბათ ადვოკატები მანტიას ან სპეციალურ ფორმას ჩავიცვამთ.

Rating

- ია, გიგი უგულავას საქმეზე დაკავებულ ადამიანს იცავ, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ახლობლებთან ამის გამო კონფლიქტი ხომ არ მოგსვლია?
- ''ობიექტივიდან'' იქ როგორ მოვხვდი (იცინის)? პოლიტიკური შეხედულება სხვა არის, როდესაც ადამიანი დასაცავია, ამას რა მნიშვნელობა აქვს.
- როგორი უფროსი იყო ''ობიექტივში'' ირმა ინაშვილი?
- ირმა კარგი ადამიანია, მაგრამ იქ რაღაცები მოხდა, რის გამოც მე და ლაშა წამოვედით. ვფიქრობ, ეს ხელისუფლებისა და ენერგეტიკის სამინისტროს მხრიდან მოდიოდა. მე ასე მგონია, არ ვიცი. ხუთი გადაცემა მივუძღვენით ჰუდონჰესის თემას და ენერგეტიკის სამინისტროდან სტუმარი არ მოდიოდა. ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაგვიხურეს გადაცემა.
- თაყვანისმცემლებზე გვესაუბრე, საქართველოში პირველები მოდელები თხოვდებიან.
- (იცინის) იმიტომ ვისწავლე ამდენი, რომ ეს სტერეოტიპი დამენგრია. შეიძლება, გოგონა იყოს მოდელი, მაგრამ თან წარმატებული ადვოკატიც. რაც შეეხება გრძნობას, ხუთი წლის წინ ვიყავი შეყვარებული, მაგრამ ეს ამბავი ცუდად დამთავრდა. ის დაიღუპა. ამ თემაზე ვერ ვლაპარაკობ. სერიოზული ურთიერთობა არ გვქონია, რადგან მისი სიკვდილის შემდეგ მივხვდი, რომ ნამდვილად მიყვარდა. ახლა წლები რომ მომემატა, ძალიან მიჭირს შერჩევა. რთულია, იპოვო კარგი ადამიანი. ადრე თუ გარეგნობას ვაქცევდი ყურადღებას, ახლა სხვა კრიტერიუმები მაქვს.
- ხშირად ადვოკატებსა და ბრალდებულებსაც უყვარდებათ ერთმანეთი.
- არ ვიცი, მე, ძირითადად, პოლიციელები მეპრანჭებიან (იცინის).
- 35 წლის ასაკში როგორ წარმოგიდგენია შენი კარიერა?
- ძალიან მინდა, რომ საკუთარი ცხოველთა თავშესაფარი მქონდეს, ეს არის საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და კარგად ვგრძნობ თავს.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი'' რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
ტეოტეო
თავის თავში ღრმად დარწმუნებული პუტანკა
03:07 / 16-12-2017
გამოხმაურება / 0 /
ანანო
კაცებს იქეთ აბამს ვინ გახედავს ამას მოდებულია ყველას დაყველაფერს ეგ ჩლიფინა
03:03 / 16-12-2017
გამოხმაურება / 0 /
თეო
სოფლია ტურფა , ცხვირით არ გვცემო
09:40 / 05-04-2015
გამოხმაურება / 0 /
მეგოგო
ვა მაგარი ტიპშაა
16:13 / 19-11-2014
გამოხმაურება / 0 /
დადუნას
სომეხი ბებიათქვენია დადუნა და ნიკოლოზ,სუფთა სისხლის ქართველია, ეგ ერთი, პუტანკები კიდე ოჯახში მოიკითხე ნათია.როცა არ იცნობ ადამიანს რატო უნდა გინდოდეს ნორმალურ ადამიანს სიბინძურის წერა?..ამ გოგომ თავისით მიაღწია ყველაფერს,გასკდით ეხლა შურით და ბოგმით,წარმატებები იაკო :)
22:09 / 24-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS