29 სექტემბერი, 2014
გიორგისა და სალომეს სკანდალად ქცეული ტუჩებში კოცნა
'ცეკვავენ ვარსკვლავების'' ახალ სეზონშიც ვმონაწილეობ ოქტომბრის პირველი რიცხვებიდან მაყურებელს, განსაკუთრებით კი ქალბატონებს, ახალი საყვარელი არხი ექნებათ. მაია ასათიანის დირექტორობით''მარაო რუსთავი 2'' მაუწყებლობას მალე დაიწყებს, თუმცა, რასაკვირველია, მოსამზადებელი სამუშაოები მთელი ტემპით მიდის, უკვე იწერება გადაცემები. ერთ-ერთ მათგანს კი, სახელად''ცეკვის გაკვეთილები'', ალბათ, არ გაგიკვირდებათ ამის გაგება და, წაიყვანს გიორგი ვარდოსანიძისა და სალომე ჭაჭუას ტანდემი. ცნობილ ადამიანს ცეკვას სალომე ასწავლის, გადაცემის ბოლოს ვნახავთ, როგორ გამოიყურება ის ცეკვა სინამდვილეში, როცა მას პროფესიონალი წყვილი შემოგვთავაზებს, მანამდე კი შევეცდებით, ერთად გავიმეოროთ
ილეთები, რასაც ეკრანზე დავინახავთ.

- შემოთავაზება მოულოდნელი იქნებოდა სალომესთვის.
სალომე:
- რასაკვირველია, გადაცემის წაყვანა სულ სხვა რამ არის.''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მხოლოდ ვცეკვავდი და საუბარი საერთოდ არ მიწევდა, თან, ლაპარაკი დიდად არ მიყვარს, ამიტომაც ცოტა ვინერვიულე. საპასუხისმგებლოა, რადგან მაყურებელი მიცნობს ცეკვით და არა ტელეწამყვანობით, ამიტომაც გიორგი ცოტა შევაწუხე. მამეცადინებდა, ენის გასატეხებს მაზეპირებინებდა...
გიორგი:
- ივლისში''პროფილის'' პროდიუსერმა ნიკუშა ხაჩიძემ დაგვირეკა და გვითხრა, რომ ახალი არხის გახსნა იგეგმებოდა. მე კი ვუთხარი, პრობლემა არ მაქვს-მეთქი, მაგრამ მეგონა, სალომეს გაუჭირდებოდა. სიმართლე გითხრა, ვინანე, რომ ენის გასატეხები ვასწავლე (იცინის). 24 საათი ამ ენის გასატეხებს ამბობდა. ძალიან სწრაფად მაყრიდა და არაფერი მესმოდა (იღიმის), მაგრამ ისწავლა და კარგად გამოუვიდა. თურმე, მეტყველების პედაგოგობაც შემძლებია.
- სალომე, გარდა მეტყველებისა, კიდევ კამერასთან მუშაობაა მნიშვნელოვანი.
- ვერ გეტყვი, რომ ძალიან გამიჭირდა. პილოტზე ვინერვიულე, შემდეგ - ნაკლებად. ჩვენ შემთხვევაში კარგი ისაა, რომ დაწერილი ტექსტი არ გვაქვს.
გიორგი:
- ფორმატი ამას არ ითვალისწინებს. ზოგადად, მიყვარს იმპროვიზაცია და არა დაწერილი ტექსტები და აქაც ასეა. სალომეს ვუთხარი, დამშვიდდი-მეთქი, რასაც სალომე ასწავლის, ის საქმე ხომ კარგად იცის. უკვე მეორე გადაცემა, ჩემი აზრით, ნორმალური იყო, მგონია, რომ ისწავლის და დაიხვეწება. პილოტზე რა შენიშვნებიც ვუთხარი, ყველაფერი გაითვალისწინა.
სალომე:
- რადგან ჩემს საქმეს უკავშირდება, ისე არ გამჭირვებია. მაგალითად, ზაფხულში მქონდა შემოთავაზება უფრო მასშტაბური შოუს წაყვანაზე,''X ფაქტორს'' ვგულისხმობ. როცა დამირეკეს და შემომთავაზეს, რომ გადაცემა ღია ეთერში უნდა გასულიყო და მე წამეყვანა, ვკითხე, სხვაგან ხომ არ მოხვდით-მეთქი (იცინის)?!. მაინც ვცადოთო. რომ მივედი, დამახვე-დრეს ტექსტი, სანამ მივიდოდი, ღამით გავაგიჟე გიორგი, მამეცადინე-მეთქი.
გიორგი:
- ამ შემოთავაზების შესახებ რომ გავიგე, ძალიან ბევრი ვიცინე, ჩავბჟირდი. სახლში''ჯეოსტარი'',''X ფაქტორი'' და ყველაფერი მომიწყო.
სალომე:
- ასე თუ ისე, კასტინგზე მისულმა თავი გავართვი ტექსტის თქმას, მაგრამ როგორც კი იმპროვიზაციაზე მიდგა საქმე, რაშიც ნული გამოცდილება მაქვს, აი, იქ უკვე აღარ გამომივიდა. არც არასდროს მქონია პრეტენზია ასეთი მასშტაბური შოუს წაყვანაზე. მოკლედ, თავადაც დარწმუნდნენ, რომ სხვაგან მოხვდნენ და მეც (იღიმის).
- ისევ''ცეკვის გაკვეთილებს'' დავუბრუნდეთ.
გიორგი:
- იდეაში ორივემ უნდა ვასწავლოთ ცეკვა, მაგრამ ცოტა სასაცილოა, რომ სალომეს გვერდით მე ვინმეს ცეკვა ვასწავლო. ამიტომაც სალომე აჩვენებს ილეთებს, მე კომენტარებს ვაკეთებ, ერთადერთი დამრჩა, რომ ხელი შევუშალო. ბევრს ვლაპარაკობ, ვხუმრობ, დავცინი, მეც დამცინის სალომე. თანაც, მოწვეულ ცნობილ სახეს სხვა რაღაცებზეც ველაპარაკები, რა გეგმები აქვს, ახალი რა არის და ა.შ. პირველ გადაცემაში სტუმრად გიორგი ბახუტაშვილი და მისი მეუღლე გვყავდნენ. საინტერესო კიდევ ისაა, რომ გადაცემის ბოლოს პროფესიონალები ასრულებენ იმ ცეკვას, რომელსაც მთელი გადაცემის განმავლობაში ვასწავლიდით.
სალომე:
- სერიოზული სახე ამ ყველაფრისთვის არც მე არ მაქვს მიცემული. გადაცემა სულ 20-წუთიანია, ყველა ილეთის სწავლებას და ამ ილეთების დახვეწას, გაშლას ვერ მოვასწრებთ, ამიტომაც უფრო სახალისო გაკვეთილებია, ვიდრე სერიოზული. ძირითადად იქნება სამეჯლისო ცეკვები, მაგრამ შევურევთ ქართულსაც, ჰიპ-ჰოპის თუ სხვა ჟანრებსაც, რასაც უკვე არა მე, არამედ იმ კონკრეტული ცეკვის სპეციალისტი ასწავლის, მეც ვუყურებ და ილეთებს გავიმეორებ ჩვენს სტუმართან ერთად. ახლა''სუხიშვილების'' სოლისტი გვყავდა, ნინა წკრიალაშვილსა და ჩვენ''კინტაური'' გვასწავლა.
- რა არის ამ გადაცემის მიზანი, რომ რიგითი მაყურებელი ააცეკვოს, პოპულარიზაცია გაუწიოს ზოგადად ცეკვას?
გიორგი:
- ილეთებს აუცილებლად აითვისებ, თუმცა, ზოგადად, მთელი დღეც რომ გავიდეს ეს გადაცემა, ერთ დღეში ცეკვას მთლიანად ვერ ისწავლი. თუმცა, ვინაიდან გადაცემა გავა დილის საათებში და შემდეგ
შუადღეს გამეორდება, უფრო ადვილი იქნება დასამახსოვრებლად. გეძლევა საშუალება, რომ ძირითადი ილეთები აითვისო, შეხედო, როგორ ცეკვავენ მას პროფესიონალები, უყურო და გაერთო საყვარელ ცნობილ სახეებთან ერთად...
სალომე:
- რასაკვირველია, ცეკვების პოპულარიზაციასაც შეუწყობს ხელს. ბოლო წელია, რაც აქტიურად ჩაებნენ ბიჭებიც და გოგონებიც ცხოვრების აქტიურ წესში, ზოგი ვარჯიშობს, ზოგი - ცეკვავს.
- სულ ამბობენ, ცოლ-ქმარი ერთად არ უნდა მუშაობდესო.
გიორგი:
- ჩვენს რეჟიმში ეს ძალიან კარგია. სალომე, ფაქტობრივად, თავის ცეკვის სტუდიაში ცხოვრობს, მე - ხან''რუსთავი 2''-ში, ხან - თეატრში, ხან - გადაღებებზე. ერთი საქმე რომ გვაქვს, ღამისა და დილის გარდა, კიდევ ვნახულობთ ერთმანეთს. ვისაც გსურთ, კიდევ მოგვეცით გადაცემის ერთად წაყვანის საშუალება, არ არის პრობლემა (იცინიან).
_''მარაო რუსთავი 2''-ის ანონსებმა აჟიოტაჟი გამოიწვია. ერთ-ერთში თქვენ მაკარონს ერთად მიირთმევთ და ეს ყოველივე ტუჩებში კოცნით სრულდება. ზოგიერთმა ამაზე დაწერა, რა უმსგავსობააო.
სალომე:
- საერთოდ, არც მიფიქრია, რომ ეს ვინმეს არ ესიამოვნებოდა. რატომ არ უნდა ვაკოცო ჩემს მეუღლეს? არ მესმის. არ ვიცი, რატომ გამოიწვია ამ ანონსმა აზრთა სხვადასხვაობა. შესაძლოა, ჰგონიათ, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთს არ კოცნის?
გიორგი:
- როგორ არა, ხდება ხოლმე ასეც - ვიღაცამ პირველად იყიდა ტელევიზორი, ჩართო და ნახა, რომ ორი ადამიანი კოცნის ერთმანეთს. რა თქმა უნდა, იფიქრებდა, ეს რა უბედურებააო (იღიმის). სერიოზულად თუ ვიტყვი, გამეცინა. ინტერნეტში ვნახე, სკანდალიო, ამ ანონსზე ეწერა. ვიფიქრე, ხომ არ ავცდი და ვერ ვაკოცე-მეთქი. ცოლი რომ ქმარს აკოცებს, არ არის ეს სკანდალი.
- თქვენი წყვილია თვითონ რეზონანსული და ალბათ, მაგიტომ შეაფასეს სკანდალურად ეს კოცნა.
- ერთ დროს ზედმეტად ყურადღების ცენტრში ვიყავით. ახლა, ეტყობა, რომ დავქორწინდით, ბეჭდები გავიკეთეთ და ჩვენმა ურთიერთობამ ოჯახის სახე მიიღო, იმდენს აღარ ლაპარაკობენ. ვინმეს თუ აინტერესებს, ვიტყვი, ერთადაც ვმუშაობთ, ცალ-ცალკეც და ყველაფერი კარგად არის. ერთადერთი პრობლემა გვაქვს, ძაღლი გავუშვით რამდენიმე თვით მწვრთნელთან და ის გვენატრება. ისიც რომ დაბრუნდება, ოჯახი ოჯახს დაემსგავსება.
- ოჯახიო, ახსენეთ და სალომეს სამზარეულოში ტრიალი როგორ გამოსდის?
სალომე:
- რეალურად ახლა შევუკვეთეთ სამზარეულო, აქამდე არ გვქონდა. სხვათა შორის, დროის ფაქტორია, თორემ სამზარეულოში ტრიალი ძალიან მიყვარს. კულინარიის კურსებზე სიარულსაც ვაპირებ, თუკი დრო გამომიჩნდება. ცეკვის სტუდიიდან ზოგჯერ გვიან ღამით გავდივარ, ამიტომაც ძირითადად მზა კვებაზე ვართ გადასულები.
გიორგი:
- მაგრამ სალომეს გამოსდის ძალიან მაგარი სტეიკები, ამზადებს უგემრიელეს სოუსებს, ქონდარ-შმონდარს და რაღაცებს ურევს. ამის გარდა, აკეთებს კარტოფილს მექსიკურად. დესერტებიც ეხერხება და გამოვყოფდი ბრაუნს, თუმცა დედამისი ასჯერ უფრო გენიალურ ბრაუნს ამზადებს.
- თავისუფალი დრო გრჩებათ?
სალომე:
- არა. სტუდია, გადაცემა და''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ახალ სეზონშიც ვმონაწილეობ.
გიორგი:
- თან, ჩემი მეუღლეა და ამას ატანა ხომ უნდა? მაგალითად, ტანსაცმელს გავიხდი და დავაგდებ. აიღე, შე კაი კაცო, და კალათაში ჩააგდე (იცინის). ვხუმრობ. რაც ცალკე გადავედით, დედაჩემის ხელი დამაკლდა. სალომეს ნერვებს ვუფრთხილდები და გასარეცხ სამოსს კალათაში ყოველთვის ვაგდებ, ჭურჭელსაც ერთად ვაგროვებ, რომ აქეთ-იქით არ იყოს მოფანტული. სალომეს ჩემზე უარესი გრაფიკი აქვს. ნაგავი, ძირითადად, მე გამაქვს.
სალომე:
- კართან გააქვს, შორს კი არა (იცინის). გვყავს ქალი, რომელიც ოჯახურ საქმეებში გვეხმარება.
- როგორ ხედავთ თქვენს მომავალს ერთი ათი წლის შემდეგ?
გიორგი:
- 36 წლის ვიქნები. გვეყოლება შვილები, ბიჭი და გოგო. სალომეს მხოლოდ ერთი შვილი უნდა, მაგრამ ვინ ეკითხება. გვეყოლება ძაღლი. ასევე დაგეგმილი მაქვს, რომ 40 წლამდე მილიონერი უნდა გავხდე, უეჭველი. მგონია, რომ 36 წლამდეც მივაღწევ. ბევრი ფილმი, სპექტაკლი, ძალიან ბევრი ფული უნდა ვიშოვო, რადგან დიდი ვალი მაქვს, სულ რაღაც 200 000. როგორ მძინავს? მარტივია - გულის მხარეს არ ვწვები (იცინის). ვიწყებ ბიზნესს. მე და ჩემი მეგობრები ვხსნით ძალიან საინტერესო კაფეს - პირველად ვამბობ ამას თქვენთან, ამ კაფეს ანალოგი არ ექნება, კარგი სამზარეულოს გარდა, ისეთი ჩაი და ყავა გვექნება და იმდენი სახეობის, რაც საქართველოში არასდროს დაგილევიათ.
სალომე:
- მე ამდენი გეგმა არ მაქვს, მინდა, მქონდეს ერთ-ერთი ძლიერი სტუდია ბავშვებისთვის. ამის გაკეთებას ვცდილობ, ახლაც ასეა და მინდა, უფრო მეტად დაიმკვიდროს სახელი. ტელეწამყვანობის კუთხით როგორ განვვითარდები, ამაზე ჯერ არ მიფიქრია. მე მაინც უფრო ცეკვაზე მაქვს ორიენტირი აღებული. ასევე ძალიან მინდა, ვიცეკვო აქტიურად, როგორც სპორტსმენმა, მაგრამ მეწყვილის პრობლემა მაქვს. არავის უნდა საქართველოში ჩამოსვლა. მაინც არ ვნებდები. შესაძლოა, ვიპოვო მეწყვილე. აქტიურ ცეკვას არ შევეშვები.
- თავისუფალ დროზე გკითხეთ და სიურპრიზებზე როგორ ხართ?
გიორგი:
- ერთი მწყერი რომ მოვიტანე სახლში, ეს სიურპრიზად არ მიიჩნევა? ძალიან მიყვარს ნადირობა და თევზაობა. ამას წინათ სალომე სათევზაოდ წავიყვანე და ჩვენზე მეტი თევზი დაიჭირა (იცინის). რაც შეეხება სიურპრიზებს, ეს ჩვენს ცხოვრებაში მრავლადაა. ხშირად ვჩუქნი მის საყვარელ სუნამოებს...
სალომე:
- მე გავუკეთე სიურპრიზი, როდესაც ძაღლი ვაჩუქე ვალენტინობას. არ ელოდებოდა და გადაცემაში ღია ეთერში სიურპრიზად გამოვუყვანეთ.
გიორგი:
- თეთრი, ცისფერთვალება ჰასკი შემოიყვანეს. მე ასეთი შოკი არასდროს მიმიღია, ძალიან დიდი ხანი ვიყავი გაკვირვებული. არადა, მანამდე ძაღლის თემაზე ვიჩხუბეთ, სალომე მეუბნებოდა, ჰასკი არა, ბო ვიყიდოთო. ეს ბო საერთოდ არ მომწონს. სალომემ მაგრად''შემისრულა''. თურმე, ადრე უყიდია და თავის მეგობართან ჰყავდა დამალული (იცინის). ამ სიურპრიზს ვერასდროს დავივიწყებ!..

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ქართველი
34 წლის მაკა ძაგანია მასზე 9 წლით უმცროს 25 წლის ბიჭუნას გაჰყვა ცოლად
16:18 / 24-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მზიკო
კი მაგრამ რატომ იყო მათი კოცნა უმსგავსობა და სკანდალური? ეს არის ბრენდი წყვილი! მათ ყველაფერი უხდებათ! მითუმეტეს ეს იყო ულამაზესი ცოლ-ქმრის სასაიამოვნო ამბორი, მაკარონი კი საინტერესო დეტალი
13:33 / 08-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მზიკო
კი მაგრამ რატომ იყო მათი კოცნა უმსგავსობა და სკანდალური? ეს არის ბრენდი წყვილი! მათ ყველაფერი უხდებათ! მითუმეტეს ეს იყო ულამაზესი ცოლ-ქმრის სასაიამოვნო ამბორი, მაკარონი კი საინტერესო დეტალი
13:24 / 08-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნწწ
რატომ იდიოტი? მოგეწონება საქვრყნოდ ცოლ-ქმარმა ჟიმაობა გამართოს? კი, ვიცით რომ არის სხვაობა ჟიმაობასა და კოცნას შორის, მაგრამ თქვენი ვნებები სახლში მიიძღეთ
13:31 / 30-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
მხოლოდ იდიოტი და მხოლოდ საქართველოში თუ უწოდებს ცოლ-ქმრის ტუჩებში კოცნას,თუნდაც ტელევიზიით,არ აქვს მნიშვნელობა,სკანდალურს! :) :) :) იხარეთ ორთავემ,საუკეთესო წყვილად გთვლით,შეგსრულებოდეთ ყველა ნატვრა და სურვილი,რომელიც გულში გაქვთ!
22:05 / 29-09-2014
გამოხმაურება / 0 /
don't worry, be happy:)
მადლობა,რომ იყავი .. :):):):):):)
20:04 / 29-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS