23 სექტემბერი, 2014
რამაზ ნოზაძემ მეუღლეს მესამე გოგონასთვის ბრილიანტის სამეული უსახსოვრა
საღამოს ბავშვებს აძინებს, ზღაპრებს უყვება, ეს მგონი, ის ფუნქციაა, რაც დედას უნდა დაეკისროს ხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძე მშობლები მესამედ გახდნენ, მესამეც გოგოა, ევანგელია. ხატიას ძალიან მოსწონს ეს სახელი, რომელიც მისმა დედამთილმა შესთავაზა. ხატიას სახლში ვესტუმრეთ, ევას, როგორც მას მშობლები ეძახიან, მთელი ჩვენი სტუმრობის განმავლობაში ტკბილად ეძინა, არც ფოტოების გადაღებამ შეაშფოთა და არც სხვა რამემ.

- გილოცავ მესამე ქალიშვილის შეძენას. მახსოვს, გეგონა, რომ ბიჭი გეყოლებოდა.
- მერე გავიგეთ, რომ გოგონა იყო. პირველად ბიჭი მითხრეს, მერე
- გოგონა. დავიძაბე, როცა მითხრეს, გოგონააო. სახეზე რომ შემეტყო შეწუხება, ექიმმა მიზეზი მკითხა და ვუპასუხე, მესამე გოგონაა უკვე-მეთქი. მერე მითხრეს, რომ შესაძლოა, დაგეგმვის შედეგად ბიჭი შეგეძინოს. ახლა გადავწყვიტე, რომ მეოთხეს აუცილებლად დავგეგმავ. პირველი სამი დაუგეგმავი იყო. ჩემს მეუღლეს არა აქვს მაინცდამაინც ის მოთხოვნა, რომ ბიჭი გვყავდეს, გოგონებით ძალიან გა-ნებივრებულია, მე მაქვს სურვილი, რომ მას ბიჭი ვაჩუქო. დილა-საღამოს მაკოკოს გაიძახიან, ანუ მამიკოს, კოცნიან, ძალიან უყვართ. მითი იმის შესახებ, რომ გოგონები მამებზე გიჟდებიან, ჩემს ოჯახში გამოვცადე, მე ცოტა დავიჩაგრე, ბიჭს გავაჩენ და მერე ვნახავთ (იღიმის). სამი წელია უკვე, ორსულად ვარ. არანაირი გართულება არ მაქვს, უბრალოდ, მუცელი მებერება. ამას წინათ მეგობრებს ვეუბნებოდი, ნეტავ, ორსულობას სამი თვე სჭირდებოდეს-მეთქი, გამომხედეს და მიპასუხეს, აუ, შენ რამდენი შვილი გეყოლებოდაო (იცინის).
პირველი შვილი 30 წლისამ გავაჩინე, ასეთ დროს სრულიად მზად ხარ. ის მომენტი აღარ გაქვს, რომ გართობა გინდა და შვილი ხელს გიშლის. შვილის სიყვარულზე მაგარი ამქვეყნად არაფერია. ძალიან გაბრაზებული რომ იყო ან დიდი პრობლემა გქონდეს, როგორც კი გაიგებ სიტყვებს, დედიკო, მიყვარხარ, არანაირი ტკივილი აღარ გახსოვს. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ოჯახის შექმნა 30 წლამდე არ ღირს. უნდა ნახო ცხოვრება, ისწავლო, გაერთო. არ ვიცი, სხვები როგორ აზროვნებენ, მაგრამ გათხოვების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ქმარი არაფერს მიკრძალავს, რაღაცებში თავად ვიზღუდავ თავს. მეგობრებთან ერთად ღამის ორ საათამდე ვიჯექი ხოლმე ბარში, ვსვამდი, ვცეკვავდი, ვერთობოდი. პირველი შვილის გაჩენის შემდეგ, მეო-თხე წელია, საერთოდ არ ვიცი, სასმელი რა არის. ჩემდა უნებურად კომპლექსი გამიჩნდა, რომ ალკოჰოლის სუნით ჩემს შვილებს შევაწუხებ. შესაძლოა, ჩემს დაქალებთან ჯდომაც მინდოდეს, მაგრამ 12 საათი არის მაქსიმუმი, კონკიასავით ვარ სწორედ ამ დროს სახლში. ისეთი აღარ ვარ, როგორიც გათხოვებამდე ვიყავი. ამით იმას არ ვამბობ, რომ ყველა ასე იქცევა. კარგი გავაკეთე, რომ 30 წლის გავთხოვდი და არა, ვთქვათ, 25-ის. ჩემს შვილებსაც ავუხსნი, რომ ადრე გათხოვება არ არის კარგი.
- რამაზიც, ალბათ, ამ აზრზე იქნება.
- (იცინის) რამაზს ვეუბნები, ცალი თვალით შემახედა, ჩვენი შვილი თავის შეყვარებულს რომ მოგიყვანს გასაცნობად-მეთქი.
- ხატია, ევას სახელი როგორ შეურჩიე?
- როცა გავიგე, რომ გოგონა მეყოლებოდა, დავურეკე ჩემს ქმარს, რომელიც ყაზახეთში იყო და ვუთხარი, ესეც გოგოა და გინდა ბიჭის სახელი დაარქვი, გინდა გოგონასი-მეთქი (იცინის). რომ ჩამოვიდა, ჩემს დედამთილს ვესტუმრეთ და დიდი ბებიის სახელი შემოგვთავაზა. ვიფიქრე, ნეტავ, რა ერქვა დიდ ბებიას-მეთქი, ფიქრებში წავედი. მაგრამ როცა თქვა, ევანგელიაო, ძალიან გამიხარდა. იშვიათი სახელია და ძალიან მომეწონა, ჩემს გოგონებს უცხო სახელები ჰქვიათ. ვიფიქრე, მესამე შვილი არ დამეჩაგროს-მეთქი.
ჩემი სამივე შვილი ერთმანეთისგან როგორც ხასიათით, ასევე ფიზიკურად, ძალიან განსხვავდება. მგონია, რომ ევა რამაზს დაემსგავსება, ფერებით, ყოველ შემთხვევაში, მამისკენ არის. პირველი არის თეთრი და მუქი თმა აქვს, მეორე შავგვრემანია. ძალიან მიხარია, რომ მშობლებსაც არ გვგვანან ერთი ერთში. მაინცდამაინც არ მხიბლავს, როცა ძალიან ჰგვანან მშობლებს, მე დედასაც ძალიან ვგავარ და დეიდასაც.
საოცრება მოხდა ჩემს ცხოვრებაში და ევა ხასიათით მშვიდია, ჩემს პირველ-ორ შვილს არც დღე ეძინათ, არც ღამე. მეორეს დღემდე არ სძინავს ღამე. არ ვიცი, მგონია, ასაკია ასეთი, ოთხი წლიდან ეზარებათ დილას გაღვიძება და ამ დროს ველოდები. ევას შემთხვევაში ღმერთმა დამინდო (იღიმის).
- დამხმარეები გყავს?
- ორი ძიძა, ერთი პატარას უვლის, მეორე - ორ დიდს.
- რამაზი, როგორც მივხვდი, კარგი მამაა.
- საღამოს ბავშვებს აძინებს, ზღაპრებს უყვება, ეს მგონი, ის ფუნქციაა, რაც დედას უნდა დაეკისროს, მაგრამ ჩემმა შვილებმა გადაწყვიტეს, რომ მამის მოყოლილი ზღაპრები ურჩევნიათ (იცინის). დღის განმავლობაში აქეთ მიყვებიან მამის მოყოლილ ზღაპრებს. რამაზი ცდილობს, მისმა შვილებმა ბავშვურად იცხოვრონ. დღეს კომპიუტერული თაობა გვყავს, მცირე ასაკის ბავშვები უყურებენ სერიალებს, რაც არ მესმის. ჩემები მხოლოდ საბავშვო არხს უყურებენ, ძალიან უყვართ სიმღერა და ცეკვა. მხიარულად ვატარებთ დროს. არანაირი აგრესიული კომპიუტერული თამაშები, სადაც სისხლისმსმელი პერსონაჟები დადიან. ჩემი მეგობრის შვილები შედიან ინტერნეტში და უყურებენ ფილმებს ვამპირებსა და ზომბებზე, არა მგონია, რომ რეკომენ-დებული იყოს ბავშვების ასე დატვირთვა ფსიქოლოგიურად.
- შენ და რამაზი შვილების მომავალზე თუ ფიქრობთ, ანაბრები ხომ არ გაგიხსნიათ მათთვის?
- მახსოვს მწარე გამოცდილება, ბავშვობაში ჩემს სახელზე ანაბარი ბებიამ გახსნა და ფულის გაუფასურების შემდეგ მთელი თანხა დაიკარგა. ამიტომაც ვიფიქრე და მე და ჩემმა ქმარმა მოვილაპარაკეთ, რომ ოქრო შევუგროვოთ. არსებობს ოქროს ანაბარი, შეგიძლია სეიფის აღება და იქ დაგროვება, ოქრო არ ფუჭდება, არ იკარგება. ფულად ანაბარს ეს ვარჩიე. დოლარს ებრძვიან და ჩვენ საერთოდ სად ვართ. აქედანვე რომ დავიწყო, 18 წლამდე ალბათ რაღაც დაუგროვდებათ.
- ამას წინათ ჩვენთან ინტერვიუში ამბობდი, რამაზმა ორივე ბავშვზე მანქანა მაჩუქა და ახლა აღარ მინდაო.
- ევაზე აღარ უჩუქებია, რადგან ვთხოვე, არ მინდა-მეთქი. ეტყობა, ასაკმა მოიტანა ასეთი დამოკიდებულება, მაგრამ ძალიან ძვირიან ნივთებზე გართულება არ მაქვს. ახლახან ''აიფონ ექვსი'' გამოვიდა, რომელიც 2500 ლარი ღირს. იმიტომ არა, რომ ფული არა მაქვს, უბრალოდ, ვერ ვხვდები, რატომ უნდა შევცვალო სასწრაფოდ ჩემი ტელეფონი, რომელიც მომწონს. მირჩევნია, იმ ფულით ჩემს შვილებს ვუყიდო რამე. ჩემი ქმარი სასტიკად გავაფრთხილე, რომ არ მინდა ახალი მანქანა. ევას დაბადების შემდეგ მიყიდა თეთრი ოქროს სამეული ბრილიანტებით, სამაჯური, ძეწკვი და საყურეები. მაგრამ საქართველოში ისეთი სიტუაციაა შექმნილი, საერთოდ ვერ გავიგე, რის გამო აუთოებენ ხალხს... გადავწყვიტე, რომ ასეთი ძვირფასეულობა არ გავიკეთო. ძალიან მეშინია. კოლიესა და ამხელა საყურეების ასხმა ყოველ-დღიურად ისედაც არაადეკვატურია. რომ მომიტანა, ვუთხარი, პრემიერთან თუ წავალ შეხვედრაზე, მხოლოდ მაშინ თუ გავიკეთებ-მეთქი (იღიმის).
ჩემმა მეუღლემ სულ რომ ქუჩაში ნაპოვნი ნივთი მომიტანოს, მაინც გამიხარდება. რამაზი თითქმის ყოველდღე მიწყობს სიურპრიზებს. ყურადღებას აქვს მნიშვნელობა და არა ნივთის ფასს. ალბათ, ამიტომაც შევინარჩუნეთ ოჯახი, მეექვსე წელია, ერთად ვართ და მეოთხე წელია, ცოლ-ქმარი ვართ.
- მეოთხე შვილს როდის აპირებთ?
- იცი, რომ პირდაპირ საოპერაციო მაგიდაზე ვიკითხე, როდის შეიძლება მეოთხის გაჩენა-მეთქი? საკეისრო გამიკეთეს და სამი წელი არ დაგინახოთო, გამაფრთხილეს (იცინის). მეორეც საკეისრო კვეთით გავაჩინე, რაც ჩემი მატრაკვეცობის ბრალია. პირველი ჩემით გავაჩინე, სიმწარე მახსოვდა და მეორე ზამთარს მეორე შვილი შემეძინა. ვიფიქრე, საკეისრო იქნებოდა კარგი გამოსავალი, მაგრამ ნარკოზით გავიკეთე და ორგანიზმისთვის თვითმკვლელობის ტოლფასია. წინა საკეისროს შემდეგ შვიდი თვე დამჭირდა ფორმაში ჩასადგომად. ახლა ასე არ გამიჭირდა, რადგან სპინალური გაუტკივარება გამიკეთეს. ძალიან ვნერვიულობდი ამაზეც. ძლიერი ფსიქიკა უნდა გქონდეს, როცა იცი, რომ ფარდის იქით გჭრიან. კინაღამ გავიპარე და აზრზე მოდიო, შემომილაწუნეს, ლამის გული წამივიდა.
- რამაზი არ დაესწრო მშობიარობას?
- არ ასწრებენ და ისედაც არ ჰქონია სურვილი არც მას, არც მე. არა მგონია, გაფატრული ცოლი კარგი სანახავი იყოს. ცოლისა და ქმრის ურთიერთობას ესთეტიკურად ვუყურებ. სანამ ფორმაში არ ჩავდგები, ისედაც ვერიდები და მე და რამაზი კუკუ-დამალობანას ვთამაშობთ ხოლმე. ახლა მაქვს მენჯისა და მუცლის პრობლემა, რომ ფორმაში ჩადგეს. დაახლოებით ერთი თვე მჭირდება, წონის პრობლემა არ მაქვს. ბოლოს სახეზე ვიყავი დასივებული, გოგონამ ასე იცის. ნარკოზის გამო კი, მეორე შვილის შემდეგ, თვეების განმავლობაში ვერ ჩავიცხრე დასივება.
- ვიცი, რომ წინა ორსულობაზე მძიმე შემთხვევაც გქონდა.
- მე და ჩემი მული ლიფტით ჩავდიოდით, შვიდი თვის ფეხმძიმე გახლდით. ლიფტის ერთი ტროსი ჩაწყდა და ისეთ სართულზე გაჩერდა, სადაც კარი არ იღებოდა. ამასობაში ტროსებს ცეცხლი წაეკიდა. მთელი სახლი ფეხზე დადგა. მიკვირს, იქვე რომ არ ვიმშობიარე. გამოცვივდა ხალხი და ძალით გააღეს ლიფტის კარი. კიდევ კარგი, რომ ასეთ სიტუაციებში არასდროს ვიბნევი. ფაქტობრივად, გადავრჩით. ჩემს ყველა ორსულობას ახლავს ასეთი ისტორიები. ახლა, ხუთი თვის ფეხმძიმეს, ფეხზე გადამესხა ადუღებული ბიოეპილაციის საშუალება. ეგრევე საავადმყოფოში გავიქეცი, შემეშინდა, ბავშვს ხომ არაფერი მოუვა-მეთქი, მაგრამ დამამშვიდეს. მე კი მქონდა საშინელი დამწვრობა. რვა თვისა საზამთრომ მომწამლა, ისე ცუდად გავხდი, რომ გადასხმები დამჭირდა. საზამთროს საშინელი მოწამვლა სცოდნია.
- სამი შვილით გქონდა წარმოდგენილი შენი თავი?
- ყველას ეგონა, რომ მხოლოდ ერთ შვილს გავაჩენდი. არც მე წარმომედგინა ჩემი თავი სამი ან ოთხი შვილით. უკვე მეკითხებიან, რომელზე აპირებ გაჩერებასო. წინასწარ ასეთ რამეს ვერ დაგეგმავ. ნონ-სტოპი გვაქვს. რადგან ასე ხდება, ე.ი. ღმერთს უნდა. სამი გოგონათი ძალიან ბედნიერი ვარ. რაც შენ გაკლია, გინდა, მათში დაინახო. მართალი გითხრა, როგორ უნდა გავზარდო ბიჭი, არ ვიცი, მაგრამ ალბათ, ავუღებ ალღოს. 

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 62 /
ნინი
უმახინჯესი ქალია და ვინც იცის ამის წარსული საშინელი გათახსირებული ეს კაცი ან დებილია ან თავი დაიდებილა ეს რომ ცოლად მოიყვანა ! თავის ბედნიერების თვითონ უკვირს ამ ქალს არც გარეგნობა აქვს არც სინდისი არც სისუფთავე ! ფუ რა საზიზღრობაა ეს რომ რაღაცაზე დაიწყებს საუბარს ეს მუმია !
18:33 / 23-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინი
უმახინჯესი ქალია და ვინც იცის ამის წარსული საშინელი გათახსირებული ეს კაცი ან დებილია ან თავი დაიდებილა ეს რომ ცოლად მოიყვანა ! თავის ბედნიერების თვითონ უკვირს ამ ქალს არც გარეგნობა აქვს არც სინდისი არც სისუფთავე ! ფუ რა საზიზღრობაა ეს რომ რაღაცაზე დაიწყებს საუბარს ეს მუმია !
18:33 / 23-09-2014
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
კარგ კომენტარს თუ წააწყდებით ხატუნები უწერს თავის თავს :D :Dხატია დაგინახეთ :D : ტუჩი არ გაგისკდეს ამდენი დასიებით :D :D :D :D
18:26 / 23-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნენო
ხალხო საიდან ასეთი შური და ბოღმა.ღმერთმა დაგლოცოს ხატია შენ და შენი ქმარ-შვილი.გამრავლდით და გაიხარეთ
18:07 / 23-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნენე
ზალიან საყვარელი ხარ ხატია ღმერთმა სულ ბედნიერი გამყოფოს ბედნიერება ოჯახშია და შვილებში.მეც შენსავით ვფიქრობ, ყველა სურვილი აგიხდეს,ამ ბოღმიანებსაც სიმშვიდე მისცემოდეთ.
17:54 / 23-09-2014
გამოხმაურება / 0 /
pipi
Rogori gaborotebulebi xart...gogo tavis axalshedenil shvilze laparakobs da tqven ra simaxinjeebs wert...uimeee me viglebi amdeni negativi komentatebit da am cnobadebs ra mouvay warmomidgenia
17:50 / 23-09-2014
გამოხმაურება / 0 /
NINA
როგორ არ გრცხვენიათ, როგორი დაბოღმილები ხართ ხალხო, რა გჭირთ, მეტი საქმე რომ არ გაქვთ, აღარ იცით ადამიანებს როგორ მიაყენოთ შეურაწყოფა. ღმეღთმა ამრავლოთ და აბედნიეროთ, აბა თქვენ ხომ არ დაგემსგავსებათ ყველა, თქვენ თქვენს ლამაზ შთამომავლობას მიხედეთ...
17:16 / 23-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნონა
ღმერთმა გამრავლოთ, ძალიან კარგები ხართ!!! ნინოს და 00-ს მინდა რომ უთხრა, რამ გაგაბოროტათ, ჭკუას მოუხმეთ, რას ილამძღბით სოფლელი დედაკაცივით, გრცხვენოდეთ!!!!!
17:15 / 23-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ამ ჟურნალისტებისა რა მიკვირს იცით?ამ ბანძი ქალის ინტერვიუს რა წარა-მარა ბეჭდავენ?ამ გატახსირებულ ქალს თვითონ უკვირს თავისი ბედნიერების,გასაკვირია აბა,რა იგლავა და გათხოვდა,ახლა სხვებს არიგებს ჭკუას.ღმერთი რატომ არ გაიცინებს....
16:52 / 23-09-2014
გამოხმაურება / 0 /
სასაცილო
ისა და დრო მაინც გამოტოვე მიკოლებიტ რომ გაქვს კომენტარები ავადმყოფო )))))
15:54 / 23-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS