16 სექტემბერი, 2014
მარიამ კუბლაშვილს ტირილისთვის დრო არ რჩება - 'ქმარს ყოველთვის ვაღიარებ ოჯახის უფროსად...''
დედაჩემი მართლაც ძლიერი ქალია, რკინის ლედიც შეიძლება დაარქვა 29 წლის მარიამ კუბლაშვილის ძლიერი ხასიათი მთის, გენეტიკისა და დედის დამსახურებაა, რომელმაც, როგორც მარიამი ამბობს, მკაცრად გაზარდა, შრომისა და სწავლის ფასი ასწავლა. ახალგაზრდა ადვოკატს ცხოვრებაში ბევრი პრობლემა შეხვდა. მამა ბავშვობაში ავტოკატასტროფას შეეწირა და მთელი ბავშვობა უყურებდა დედას, როგორ აკეთებდა ყველაფერს, რომ შვილებისთვის არაფერი მოეკლო. თავად მალე დაენგრა ოჯახი და მარტო დარჩა შვილთან ერთად, ვერ ააწყო ურთიერთობა ძმასთან. ერთი სიტყვით, ბედი მარიამს არ უღიმოდა.
ახლა მიიჩნევს, რომ ძლიერი
ქალია, პრობლემებმა გააძლიერა, მამაკაცის გამო აღარ იტირებს და თუ წაიქცევა, სხვას არ დაელოდება, როდის გაუწვდიან ხელს.

- მარი, ''რეიტინგში'' დედაშენთან ინტერვიუ გამოქვეყნდა, საკმაოდ ძლიერი ქალის შთაბეჭდილება დატოვა. შენც ასეთად გზრდიდა?
- დედაჩემი მართლაც ძლიერი ქალია, რკინის ლედიც შეიძლება დაარქვა, ოთარაანთ ქვრივივით რკინის ქალამნებს ჩაიცვამდა და შვილებს არასდროს არაფერს გაგვიჭირვებდა. ადრე დარჩა უქმროდ და ძალიან ბევრ პრობლემას მარტო შეეჭიდა. სამაგალითო ადამიანია. მეც მისი დამსახურებით ძლიერი თვისებები ჩამომიყალიბდა.
შრომას ბავშვობიდან შემაჩვია, მეუბნებოდა, ადრე დედოფლებსა და პრინცესებს ისე ზრდიდნენ, რომ მიწასთან ურთიერთობა აუცილებლად უნდა ჰქონოდათო. თვითონ მიწაზე მუშაობდა, ყველამ უნდა ნახოს, როგორი მოვლილი ბაღნარი გვაქვსო. მეც მამუშავებდა. ეზოში ჩემი კუთხე მქონდა, სადაც ყვავილებს ვუვლიდი. თუ არ ვმუშაობდი, წიგნით ხელში ვიჯექი და ხმამაღლა ვკითხულობდი ''ლაშარელას'', ჟან-ჟაკ რუსოს ''ახალ ელოიზას''. ახლა ვეკითხები ხოლმე დედას, მეხუთე კლასში ამ საოცრებას რატომ მაკითხებდი-მეთქი. სანამ სამსახურიდან მოვიდოდა, უნდა დამეხვედრებინა დალაგებული სახლი, ნასწავლი ერთი ლექსი მაინც. ერთხელ, მახსოვს, მთელ აივანს წყალი მოასხა და სანამ მოვალ, ეს მოწმენდილი დამახვედრეო, დამიბარა.
- კონკია იყავი?
- (იღიმება) როგორ გითხრა, დედა ძალიან მკაცრი იყო, აღზრდის ჩვეულ მეთოდებს არ იყენებდა, არაჩვეულებრივი მეთოდებით მზრდიდა. სხვა ბავშვები რომ ეზოში თამაშობდნენ, მე წიგნებს ვკითხულობდი, სახლს ვალაგებდი.
- ასეთმა აღზრდამ რა მოგცა?
- პირველ რიგში, შრომისუნარიანობა. არანაირი სამსახური არ მეთაკილება. ყველანაირი საჭმლის მომ-ზადება ვიცი, დედამ ამასაც ბავშვობიდან შემაჩვია. სამსახურიდან რომ ბრუნდებოდა, სადილს ვახვედრებდი. დროის ფასი მასწავლა. მაწუხებს, თუ ჩემი შვილი დიდხანს ერთობა და წიგნს არ კითხულობს, იმავეს ვითხოვ ახლა შვილისგან, რასაც დედა ითხოვდა ჩემგან.
- დამოუკიდებლობის სურვილი პირველად რა ასაკში გაგიჩნდა?
- შინაგანად ძალიან თავისუფალი ვარ. ვინაიდან ბავშვობიდან გარკვეული შეზღუდვები მქონდა, ადრეულ ასაკში გამიჩნდა სურვილი, საკუთარი ბედი თავად განმეგო, გადაწყვეტილებები თავად მიმეღო. ბავშვობაში ჩემი საყვარელი წიგნი იყო ''პეპი გრძელიწინდა''. ჩემს შვილსა და ძმისშვილს ვუყვები ხოლმე ამ წიგნის შინაარსს. პეპი ძალიან მომწონდა, მარტო რომ ცხოვრობდა, რაც უნდოდა, იმას აკეთებდა, სხვენში სკივრით ფული ჰქონდა და ძლიერი იყო, მეგობრებს ანებივრებდა. მეც ძალიან მიყვარდა და მიყვარს ჩემი მეგობრები, მათთან ერთად ყოფნა. ამიტომ ადრეულ ასაკში გამიჩნდა მარტო ცხოვრების სურვილი. ბავშვობიდან მსახიობობაზე, სცენაზე, გადაღებებზე ვოცნებობდი, ვგრძნობდი, რომ ჩემი ცხოვრება აქეთ მიდიოდა. მერე პრინციპულად გადავწყვიტე, ის პროფესია ამერჩია, რაც ჩემს ცხოვრებას უფრო სტაბილურსა და მყარს გახდიდა.
- არ ნანობ?
- არა, რადგან გამიმართლა და მაინც მოვახერხე, ხალხისთვის თავი გამეცნო. ფაქტობრივად, ოცნება ავიხდინე.
- მაშინ, როცა შენ ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' ერთ-ერთ ვარსკვლავად წარგადგინეს, საზოგადოების ნაწილი კრიტიკას არ გაკლებდა, რანაირი ვარსკვლავიაო. ეს გაღიზიანებდა?
- მაღიზიანებდა, თუმცა მესმოდა, რომ ადვოკატობა და ვარსკვლავობა ერთმანეთს მაინცდამაინც არ შეესაბამებოდა. მაგრამ თუ მეც ვარ ერთ-ერთი წარმატებული ადვოკატი, რატომ არ შეიძლებოდა, ვყოფილიყავი თუნდაც ამ პროექტში? საზოგადოება უნდა შეეჩვიოს, რომ ტელევიზიამ კი არ უნდა შემაყვაროს და გამივარსკვლავოს ესა თუ ის ადამიანი, თავად უნდა გადავწყვიტო, ვინ ჩავთვალო ვარსკვლავად და ვინ - არა.
- მიეჩვიე კრიტიკას, თუ ისევ გაღიზიანებს?
- შეიძლება, ვარსკვლავი არ ვიყავი, მაგრამ ყოველთვის ყურადღების ცენტრში გახლდით. სკოლაშიც გამოვირჩეოდი, ჩემზე ყოველთვის ლაპარაკობდნენ. ჩემი გაკვეთილიდან ადრე გასვლა უფრო თვალ-შისაცემი იყო, ვიდრე სხვისი მთლიანად გაკვეთილის გაცდენა ან რაიმე ხულიგნობა.
- გათხოვების გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღე?
- 18 წლის, პირველი კურსის სტუდენტი გახლდით, როდესაც მომიტაცეს. მანამდე ჩემი მომავალი მეუღლე ორჯერ მყავდა ნანახი. სიმპათიები იყო ჩვენ შორის. მესამე შეხვედრაზე, მითხრა, ჩემი და უნდა გაგაცნოო. ჩემს დეიდაშვილთან ერთად მივედი. ისიც ნათესავებთან ერთად იყო მოსული. ეს გოგო ახლა სახლში თუ გაუშვი, დაკარგავო, ''ააგდეს'' ნათესავებმა და... გზაში კი ავტეხე ერთი ამბავი, მაგრამ... მერე წამოსვლა არ გამოდიოდა. ოჯახი ძალიან გავაბრაზე. არ მიჯერებდნენ, რომ მომიტაცეს.
- დედამ რა გითხრა?
- საშინელ დეპრესიაში იყო. დღესაც ამბობს, რომ ეს იყო ყველაზე მძიმე დღე მის ცხოვრებაში.
- შენთვის რომელია ყველაზე მძიმე დღე?
- მამა რომ გარდაიცვალა, ის დღე. მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ დღემდე მახსოვს მისი დასახიჩრებული სახე, როცა გადასაფარებელი თავიდან მოხსნეს. საშინელი ავარია მოხდა, მამაჩემი დალეწილი იყო...
- გქონია ისეთი მომენტი ცხოვრებაში, როცა ხელი ჩაგიქნევია?
- ალბათ, ბავშვობაში, როცა გაჭირვების პერიოდი იყო, როცა ვფიქრობდი, რომ გამოსავალი აღარ მაქვს, მაგრამ როგორც კი წამოვიზარდე და ოჯახური პრობლემაც დავძლიე, ქმართან განშორებას ვგულისხმობ, გავძლიერდი. პრობლემები მართლა გაძლიერებს.
- როცა ოჯახი დაგენგრა, სუსტი იყავი?
- ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ კი, ვიყავი.
- ახლა როგორ ფიქრობ, რომელიმე მამაკაცი შენი ცრემლების ფასად ღირს?
- არასოდეს თქვა არასოდესო, ნათქვამია, მაგრამ ვფიქრობ, ქალმა მამაკაცის გამო არ უნდა იტიროს. კაცი, რომელიც აგატირებს, შენი ცრემლების ფასად არ ღირს. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მე ასეთი რამ დამემართებოდა, ოჯახი დამენგრეოდა.
- როდის მიხვდი, რომ ცხოვრება გრძელდება, რომ ძლიერი ხარ?
- როცა მარტო დავრჩი შვილთან ერთად. დედა ძლიერი ხდება, როცა შვილზე უნდა იზრუნოს.
- დედა გვერდით დაგიდგა?
- დედამ ყველაფერი გააკეთა, რომ ოჯახი არ დამენგრია. არ მოვყავდი, სულ იმას მეჩიჩინებოდა, ოჯახის დანგრევა არ შეიძლებაო, მაგრამ მე არანაირი დანაშაული არ მიმიძღოდა, ვერ გამკიცხავდნენ, ყველაფერი დედაჩემის თვალწინ მოხდა. კონფლიქტიც არ გვქონია. წავიდა და აღარ ჩამოვიდა. რა უნდა გვექნა, მე ხომ არ გამაგზავნიდნენ იქ (იცინის)?!
- ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მონაწილეობის გამო უთანხმოება გქონდა ოჯახის წევრებ-თან, ძმასთან, დედასთან. ახლა დაალაგე ურთიერთობა?
- უთანხმოება არ მქონია, უბრალოდ, ეშინოდათ, რომ არ დამეკარგა ჩემი საადვოკატო სახე, რისთვის გადიხარ, რას შეჰმატებს ეს შენს კარიერასო, მეჩიჩინებოდნენ. 29 წლის ვხდები, ახლა მიხარია და მომწონს ცეკვა, რატომაც არა? გამიმართლა და გავიმარჯვე. რომ წამეგო, არ ვიცი, რა მოხდებოდა, ალბათ კიდევ დამცინებდნენ, მეტყოდნენ, რომ ტყუილად ვიტინგიცე.
- ახლა ოჯახთან ერთად ცხოვრობ?
- მე ჩემს სახლში ვარ დედასთან ერთად. ჩემი ძმა ცალკე ცხოვრობს ნაქირავებში.
- მოგებული სახლის გაყოფას აპირებ, შენს მეწყვილეს როგორ უნდა გაუყო ბინა?
- უკვე ვნახე ის ბინა, რომელიც, როგორც დამპირდნენ, ერთ წელიწადში იქნება მზად. გასაყიდად მართლა მენანება, უკვე მიყვარს. ამ ერთი წლის განმავლობაში ვიმუშავებ იმისთვის, რომ ვიქტორს ამ ბინის ღირებულების ნახევარი გადავუხადო, 5 ათასი ლარი უკვე გადავურიცხე.
- მარიამ, როდის ტირი?
- ძირითადად, არ ვტირი. ინსტინქტები გამომიმუშავდა, პრობლემის შემთხვევაში მაშინვე გამოსავალს ვეძებ, ტირილისა და ვაი-ვიშისთვის დრო სად მაქვს. რომ ვიტირო, ვინ მიშველის? უბრალო რაღაცებზე ვტირი. მაგალითად, გუშინ თურქეთიდან ჩამოვედი და აღმოვაჩინე, რომ ერთი ჩემოდანი, სადაც ჩემი ტანსაცმელი და საყვარელი ნივთები მელაგა, სასტუმროში დამრჩა. არ დამიბრუნეს და ვიტირე. დღემდე ვერ მომინელებია, როგორ დავკარგე (იღიმება).
- გენდერულ თანასწორობაზე რას ფიქრობ, გირჩევნია, სუსტი იყო თუ..?
- ჩემი პასუხით ალბათ ბევრს გავაღიზიანებ, იტყვიან, რომ იურისტმა ასეთი რამ არ უნდა თქვას, მაგრამ მიმაჩნია, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს, სად ვცხოვრობთ. ქალის დაჩაგვრას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები, მივესალმები ქალების აქტიურობას ბიზნესშიც, პოლიტიკაშიც, მაგრამ ოჯახში მამაკაცი თავის ადგილას უნდა იდგეს. ხომ ამბობს ილია მეორე, არ უნდა გეთაკილებოდეთ, ქმარს სუფრა გაუშალოთ და თუ საჭიროა, ფეხებიც დაბანოთო.
- შენ უშლიდი ქმარს სუფრას?
- ყოველთვის. ზედმეტიც კი მომდიოდა ეს ყველაფერი. კარგი მამაკაცი ამას დაინახავს და დააფასებს კიდეც. მე არ დამიფასეს.
- დღეს იმავეს გააკეთებ, მეორედ რომ შექმნა ოჯახი?
- ჩვენ ფეხზე ვუდგებით მამაკაცებს, ოთახში რომ შემოდიან, ასე გამზარდეს. ამიტომ ქმარს ყოველთვის ვაღიარებ ოჯახის უფროსად, მაგრამ რამდენად გავათამამებ, ან დავურეკავ ყოველ წუთს, სად ხარ და როდის მოხვალ-მეთქი, არ ვიცი. ესეც ზედმეტი იყო, ამ გადასახედიდან ასე ვფიქრობ.
- ეჭვიანი ხარ?
- არა. ეჭვიანი რომ ვყოფილიყავი, ქმარს ამდენი ხნით საზღვარგარეთ არ გავუშვებდი. ამ ყველაფრიდან კიდევ ერთი რამ ვისწავლე, თუ მამაკაცის დაკავება გიწევს, თუ ატყობ, რომ მას წასვლა უნდა, უნდა გაუშვა.
- თურქეთში ვისთან ერთად დაისვენე?
- შვილსა და ძმისშვილთან ერთად. ვაჟიკა მამაჩემის მოსახელეა, არანორმალურად მიყვარს, იმდენად, რომ ჩემი შვილი ეჭვიანობს კიდეც.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 20 /
ლელა
აუუუუ, ვინ არის ეს მმმ, მე შენი მმმ მართლა :)))) დაბოღმილო ქალო!!!!!!!! მარიამი ძალიამ მაგარია, გარდა იმისა რომ ლამაზი და ჭკვიანი, ძალიან მოსიყვარულე და ერთგული. რათქმაუნდა დათოსგან განსხვავებით, დათო არც ჭკვიანია (არც კაშკაშებს) არც ერთგული და საერთოდ ჩემი აზრით არც კაცი!!!!!!!! მარი ყოჩაღ შენ რომ მართლა რაც არის დათოს რეალური სახე იმას საჯაროდ არ ყვები, დათო აქ არის ახლოს ჩემთან ამერიკაში და ირგვლივ სულ იმას გაიძახის მე და მარი შერიგებულები ვართ და ესეთ სისულელეებს, გონია ხალხს აბოლებს, არა და დათო ყველამ გაიცნო აქაც. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მაგის ნაშოჩკაც მინახავს და მომისმენია რას ლაპარაკობს. ძალიან კარგი გააკეთე რომ ამ ადამიანს თავი დაახწიე ის ნამდვილად არ იყო შენი ღირსი!!!!!!!!!!!!!!
17:35 / 16-09-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
დათო ნადარაიას ისე ქონდა აგდებული თავი რომ საკუთარი ცოლს და შვილს საყვარელი ურეკავდა და გაბერილ მუცელს ანახებდა, აი დათოსგან ფეხმძიმედ ვარო, ყოველ დღე მარის ურეკავდა და ისეთ ისტორიებს უყვებოდა რაც მხოლოდ წესით მარის და დათოს უნდა ცოდნოდათ, დათო მაგარი გაგდებული ყავდა საყვარელს, სხვათასორის იმ საყვარელმაც ნაბიჭვარი გაუჩინა და იმანაც დაადო დათოს :))
17:17 / 16-09-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
მარიამ ან თავიდან რამ დაგიბრმავა თვალები? ანგელოზივით გოგო ხარ და დათოს რამ გაგაყოლა?
17:14 / 16-09-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
მარის შვილი ბაბუას გაუზრდია :)) რომც გაეზარდა რა არ ეკუთვნოდა? მამა არ ურეკავდა შვილს და წლები არ უნახავს და კიდე მარის ემართლებით? უსირცხვილოები ხართ ვინც მარიზე აუგს ამბობთ, დაუნახავებო. ეგ ბაბუა შვილის საქციელს-საყვარელს, ნაბიჭვარს, ყველაფრის გაპრავებას ცდილობდა, "საყვარელი მული" კი იდგა და ტელეფონით დათოს საყვარელს სიყვარულს უხდნიდა და ეუბნებოდა რომ შენ ჩვენი რძალი ხარო მაშინ როცა მარი ჯერ კიდევ მათ სახლში ცხოვრობდა. სხვათაშორის მარის X დედამთილ X მამამთილი მარის ეუბნებიან დათო ჩვენი შვილი აღარ არისოოოოო
17:12 / 16-09-2014
გამოხმაურება / 0 /
სოფო
მ-ს: რატომ არ უნდა იქოს თავი?? ნუთუ თქვენს ირგვლივ ბევრს იცნობთ ისეთს, ვინც თავისი შრომით და ჭკუით მიაღწია ამდენს?? მმმ-ს: ვინაა მარის ქმარი? დღეს მას ვინმე იცნობს?? მარი ძალიან კარგი გოგოა და მე პრირიქით ვიტყოდი: დათოა თუ ვიღაც, იმან გაუშვა ხელიდან ეს ვარსკვლავივით გოგო! ჭკვიანი და ლამაზი! არ ვიცი, ქალი ხარ თუ მამაკაცი, მგონია, რომ ქალი... და რატომ იბოღმებით ხოლმე, როცა წარმატებულ ქალებს უყურებთ? რატომაა ქალი დამნაშავე? 18 წლის გათხოვდა, პირველ კურსზე... ძალიან დიდი დანაშაულია, თუ ბავშვს ბებია-ბაბუა ზრდიდა და თვითონ უნივერსიტეტში დადიოდა?? მართლა სირცხვილია!
17:11 / 16-09-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
მარიამი ძალიან მოზომილია და დათოს კიდე ინდობს და არ საუბრობს იმაზე რასაც ეგ ტიპი წარმოადგენს. უკრაინელი გაიჩინა "ნაშოჩკა" (მარის ფეხის სიგრძე არ არის თავი ბოლო) იმასთან შვილი გააცინა და ამას ატყუებდა საბუთებს ვიკეთებო, ეს კაცობაა? ეს არის მაგარი ქმარი? ხო და იყოს თვაისთვის მაგარი და კარგი, კი ყავს ახალი ქალი და შვილი არავინ ახევს კალთებს მარიმ დიხაც გაუშვა, გასაშვები უნდა გაუშვა!
17:07 / 16-09-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
მარიამი ძალიან მოზომილია და დათოს კიდე ინდობს და არ საუბრობს იმაზე რასაც ეგ ტიპი წარმოადგენს. უკრაინელი გაიჩინა "ნაშოჩკა" (მარის ფეხის სიგრძე არ არის თავი ბოლო) იმასთან შვილი გააცინა და ამას ატყუებდა საბუთებს ვიკეთებო, ეს კაცობაა? ეს არის მაგარი ქმარი? ხო და იყოს თვაისთვის მაგარი და კარგი, კი ყავს ახალი ქალი და შვილი არავინ ახევს კალთებს მარიმ დიხაც გაუშვა, გასაშვები უნდა გაუშვა!
17:06 / 16-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინი
მაგარი გოგო ხარ! ქმარი შენი ღირსი არ ყოფილა და არც იდარდო. ამერიკაში ჩამოსული კაცები 99% აქ გულაობს და ცოლებიც მიატოვეს. ძალიანაც კარგი კარიერა თუ გაიკეთე! აბა მოღალატე ქმრისთვის უნდა გელოდა?!და ბაბუამ თუ რამე გაუკეთა შვილიშვილს ის მარიზე წამოსაძახები და დასაყვედრი არაა , არ ეკუთვნოდა ბავშვს?! მაგრამ დედის ამაგს მაინც ვერ გადაფარავს,ვერავის მოწყალება. ღმერთმა გაგაძლიეროს, კარგი ბედი და იღბალი მოგცეს, იხარე და იბედნიერე!!! პ.ს არავის ნათესავი :)
14:19 / 16-09-2014
გამოხმაურება / 0 /
მმმ
ეხ მარი კარგი ქმარი გაუშვი ხელიდან, რატო აჩვენებ თავს თითქოს ყველაფერში დამნაშავე დათო იყო? კარგი გოგო ხარ მაგრამ ისიც თქვი რომ შენი შვილი გაზარდა ბაბუამ რომელზეც გიჟდება და შენ ამ დროს კარიერას იკეთებდი, დააფასე მათი ამაგი, ეს სირცხვილი არ არის პირიქით კარგ ქალად გამოგაჩენს, კეთილისმსურველი ნათესავი ქმრის მხრიდან
12:48 / 16-09-2014
გამოხმაურება / 0 /
სულ თავს იქებს, არ ეზარება :)
12:06 / 16-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS