06 სექტემბერი, 2014
ანა კოშაძეს საკუთარი შეცდომების რცხვენია
ორჰან ფამუქს დავპატიჟებდი ვახშამზე
სახელი, გვარი: ანა კოშაძე 

ასაკი: 1988 წლის 13 აგვისტო

პროფესია და საქმიანობა:

დამთავრებული მაქვს სამხატვრო აკადემია, მედიახელოვანი გახლავართ, მაგრამ პიარმენეჯერად ვმუშაობ. მიმუშავია, როგორც მოდელს.

საყვარელი ფილმი:

არ მიყვარს ასეთი შეკითხვები, რადგან არ მაქვს პასუხი და გამორჩევაც მიჭირს. მოდი, დაგისახელებ რეჟისორს, რომლის ფილმებიც მომწონს, მაგალითად, ასეთია მარტინ სკორსეზე, მისი ნამუშევრები დინამიკურია და საინტერესო.

წიგნი, რომელიც ბოლოს წაიკითხე:

კნუტ ჰამსუნის ''ვიქტორია''.

სიმღერა, რომელსაც ცუდ ხასიათზე მყოფი უსმენ:

ჯეიმს ბლანტის ''1973''.

რა გიფუჭებს ხასიათს?

საერთოდ, იშვიათად მიფუჭდება ხასიათი, მაგრამ თუ ეს ხდება, მიზეზი ძირითადად სხვების ცუდი საქციელი, უხეშობა ან უზრდელობაა.

რას გამოჰყავხარ წყობიდან?

ზოგადად, არც ისე მარტივია ჩემი წყობიდან გამოყვანა, მაგრამ მოთმინებას ვკარგავ უსამართ-ლობასა და უხეშობაზე. ძალიან მაღიზიანებს მომსახურების სფეროში პერსონალის უტაქტობა და შეუგნებლობა.

შენი პირველი მოგზაურობა...

ეს იყო თურქეთი. მოგზაურობა მიყვარს და სადაც მივდივარ, იქიდან ყოველთვის სასიამოვნო ემოციებით ვბრუნდები. ყველა ქვეყანას თავისი ხიბლი აქვს, საინტერესოა გაეცნო ახალ ხალხს, ახალ კულტურას, ახალ კერძებს...

ქვეყანა, რომელშიც დიდი სიამოვნებით იმოგზაურებდი:

ავსტრალია.
უკაცრიელ კუნძულზე მყოფი რას ინატრებდი?

წიგნებს.

ოქროს თევზი რომ გყავდეს, რას თხოვდი?

დროს, დროს და დროს. იმიტომ, რომ არასდროს მყოფნის დრო, მინდა დღე-ღამეში მქონდეს 2-3 საათით მეტი და კვირაში ერთი დამატებითი დღე.

საქართველოს გარდა რომელ ქვეყანაში იცხოვრებდი?

თურქეთში, კერძოდ სტამბოლში. განსაკუთრებული ენრგეტიკა აქვს ამ ქალაქს, გამორჩეულია რაღაცით.
გადაცემა, რომელშიც დიდი სიამოვნებით მიიღებდი მონაწილეობას?

''ფორტი ბოიარდი''.

რისი გეშინია?

გამოკვეთილად არაფრის, თუმცა ბუმბული არ მიყვარს და ბუმბულიანი არსებებიც გულზე დიდად არ მეხატება. მიუხედავად ამისა, ჩემთვის ასეთი რაღაცების გადალახვა ერთგვარი გასარ-თობია და იმავე ბუმბულს განზრახ ვეხები. ამ დროს ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩემს თავს ვჯობნი.

რისი გრცხვენია?

შეცდომების, რომელიც დამიშვია.

შეცვლიდი რამეს საკუთარ ცხოვრებაში?

არაფერს. მგონი არ არსებობს ადამიანი, რომელიც თავისი განვლილი ცხოვრებიდან რაღაცას მაინც არ ნანობდეს, მაგრამ, ჩემი აზრით, ბედნიერება არასწორი ნაბიჯების შეცვლაში არ არის, ცვლილების შემთხვევაშიც შეიძლება ინანო, ამიტომ ჯობია, ყველაფერი ისე დავტოვოთ, როგორც არის.

ბოლოს რის გამო იტირე?

ბოლოს ვიტირე, როდესაც დავამთავრე კუნდერას წიგნი ''ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე''. ზოგადად, სენტიმენტალური ვარ და ჩემი ატირება სულაც არაა რთული.

მსოფლიო დონის ადამიანებიდან ვის დაპატიჟებდი ვახშამზე და სად?

ორჰან ფამუქს დავპატიჟებდი ვახშამზე, მაგრამ იმ საღამოს ჩემს ადგილს დავუთმობდი მამიდაჩემს, რადგან მისთვის ეს იქნება ახდენილი ოცნება, რომელიც მთელი ცხოვრება ემახსოვრება.

ერთი კითხვა შინაგან საქმეთა მინისტრს ანასგან...

მაინტერესებს, აქციის ფარგლებში გადაისხა თუ არა წყალი, ვიცი, რომ ვიღაცამ გამოიწვია.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მსოფლიოს საუკეთესო მამაკაცთა ასეული
ანი არის ყველაზე სანატრელი ქალი, ნამდვილი პრინცესა
16:31 / 09-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS