04 სექტემბერი, 2014
ქართველი სპორტსმენების ელეგანტური მეორე ნახევრები
ამჯერად ქართველი მოქმედი სპორტსმენების მეუღლეებს გაგაცნობთ ანუკა არეშიძე, სალომე ღვინიაშვილი, თეონა თავართქილაძე - ყოფილი და ახლანდელი სპორტსმენების ცოლებიდან მათ ყველაზე კარგად იცნობს საზოგადოება. მიუხედავად იმისა, რომ სამივეს თავისი საქმე აქვს და გათხოვებამდეც ასე იყო, მათ ხშირად მაინც ფეხბურთელების მეუღლეებად მოიხსენიებდნენ.

ამჯერად ქართველი მოქმედი სპორტსმენების მეუღლეებს გაგაცნობთ. ისინი ხშირად არ ჩანან, მაგრამ მათი მეუღლეები სპორტულ სამყაროში ვარსკვლავებად ითვლებიან. სალომესგან განსხვავებით, თავის დროზე კარიერაზე უარი თქვეს. ეს, რა თქმა უნდა, არასრული ჩამონათვალია, რადგან, საბედნიეროდ, ბევრი ცნობილი ქართველი
სპორტსმენი მოღვაწეობს საზღვარგარეთ, თუმცა ამჯერად ხუთ ელეგანტურ, გამორჩეულ ქალბატონს გაგაცნობთ.

გიორგი ჭანტურია და მირანდა შელია
– მათ იდეალურ წყვილსაც კი უწოდებენ, რადგან ჭანტურია ძალიან არის შეყვარებული ულამაზეს მეუღლეზე, რომელსაც სოციალურ ქსელში ქართველ ირინა შეიკსაც უწოდებენ. გიორგი ჭანტურია საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი და რუმინეთის პირველი ლიგის კლუბ ''კლუჯის'' ფეხბურთელია.
მირანდა წლებია მშობლებთან ერთად მოსკოვში ცხოვრობს. წყვილმა ერთმანეთი სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნო. ვირტუალური ნაცნობობიდან ორ კვირაში ჭანტურია მომავალი მეუღლის გასაცნობად მოსკოვში ჩაფრინდა. მალე ისე დაახლოვდნენ, რომ სამ თვეში ოჯახი შექმნეს.
მირანდა ქეთა თოფურიას უახლოესი მეგობარია და ხშირად ჩნდება მოსკოვურ ბომონდურ წვეულებებზე. როგორც აღვნიშნეთ, მირანდას ძალიან ამსგავსებენ ირინა შეიკს და რამდენიმე თვის წინ უკრაინაში ანუკა არეშიძის ჩვენებაზე ირინამ და მირანდამ ერთმანეთი გაიცნეს კიდეც.

Rating

ნინი ზარქუა და ალექსანდრე ამისულაშვილი - წლებია, რაც დაქორწინებულები არიან. წყვილს ორი შვილი - საბა და ანანო ჰყავს და იმის გამო, რომ ალექსანდრე რუსეთში თამაშობს, საქართველოში წელიწადში ორჯერ, ზაფხულსა და ზამთარში ჩამოდის. როგორც ნინი ინტერვიუებში აღნიშნავს, ხშირი განშორება მათ სიყვარულს უფრო აძლიერებს. პროფესიით დიპლომატია, თუმცა წლების წინ მოდელობითაც იყო გატაცებული. თბილისური მოდური წვეულებების ხშირი სტუმარია, ასევე ყოველთვის ესწრება მეუღლის თამაშს და ყველა დეტალს ნამდვილი გულშემატკივრის შემართებით განიცდის.

Rating

სალომე ჯუღელი და თორნიკე შენგელია – ულამაზესი დამწყები მოდელი სალომე ჯუღელი ერთი წლის წინ ცნობილ კალათბურთელ თორნიკე შენგელიას გაჰყვა ცოლად. წყვილმა გრან-დიოზული ქორწილი 22 სექტემბერს გადაიხადა და ჯვარი სამებაში დაიწერა. სალომე გათხოვებამდე საფრანგეთში მუშაობდა, დაოჯახების შემდეგ კი მეუღლესთან ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად. უბედნიერესი წყვილი ამერიკაში მარტო ცხოვრობს, მაგრამ ცოტა ხნის წინ მათ ლელა მებურიშვილი და ბაჩო საგანელიძე ესტუმრნენ. ცნობილია, რომ ლელამ ამერიკაში იმშობიარა. ერთი კვირით ადრე კი თორნიკესა და სალომეს შეეძინათ პირველი ვაჟი.

Rating

თიკა ალავიძე და ზაზა ფაჩულია - უკვე წლებია, რაც ამერიკაში ცხოვრობენ. წყვილი სამ შვილს ზრდის და საქართველოში დასასვენებლად ან ზაზას ნაკრებში თამაშის დროს ჩამოდიან. სანამ ზაზას გაჰყვებოდა ცოლად, თიკა სუხიშვილების მოცეკვავე გახლდათ. თიკას და ზაზას ორი ვაჟი - დათა და საბა და ერთი გოგონა ჰყავთ. ზაზა ხშირად აცხადებდა ინტერვიუებში, რომ მისი მიზანი ხუთი ვაჟი გახლდათ, საკალათბურთო გუნდის ძირითადი შემადგენლობის შესავსებად. მიუხედავად სამი მშობიარობისა, თიკა ისევ იდეალურ ფორმაშია და როგორც ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, ამერიკაში ცეკვის სტუდიის გახსნას აპირებს.

Rating

ნიკა ცქიტიშვილი და სოფო გოგებაშვილი - კალათბურთელ ნიკა ცქიტიშვილის გარშემო მუდმივად იყო თაყვანისმცემელ გოგონათა არმია, მაგრამ ნიკამ რამდენიმე წლის წინ არჩევანი ულამაზეს სოფო გოგებაშვილზე გააკეთა. მას შემდეგ წყვილი მუდმივად ''ჩემოდნებზე'' ცხოვრობს, რადგან კარიერის გამო ნიკა ხშირად იცვლის საცხოვრებელ ადგილს. გათხოვების შემდეგ სოფომ სცენა დათმო, არადა, ქართულ ცეკვაში უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. მომავალი კარიერა ცნობილი კალათბურთელის მეუღლეობით ჩაანაცვლა და წყვილს ორი გოგონა - ლიზი და ელენე ჰყავს.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
მაკომაკო
ისეთი კომენტარებს წერენ რომ თითქოს შურისაგან სკდება ეს ხალხი. რა არის არ გრცხვენიათ?
18:05 / 13-09-2014
გამოხმაურება / 0 /
/
შელია მაგარი ნაშა იყო და დარჩა ნაშად
00:52 / 09-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ელენე
შელია კარგი გოგოა. ხომ არ იცით,ცხვირი ვისთან აქვს გაკეთებული?
22:32 / 08-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ნუ, იღლიაში ჩანთის ამოჩრა უკვე ელეგანტურობაა, ასე ასწავლეს ამ ჟურნალისტს.
11:56 / 05-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ვაი ჟურნალისტები
ჭანტურია ცოლს გაშორდა))) და თან მირანდას და ირინას ანუკის ჩვენებაზე არ გაუცნიათ ერთმანეთი)))
10:02 / 05-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS