03 სექტემბერი, 2014
ცნობილები, რომლებიც ყველაზე მეტად აღიზიანებთ
სიმართლე რომ ითქვას, მხარდამჭერების გუნდი მათაც ჰყავთ ''წვიმს'', ''ქარი ამოვარდა'', ''სინათლე წავიდა'', ''წყალი არ მაქვს''- ამ შინაარსის სტატუსების წერა უკვე დიდი ხანია ''ფეისბუქის'' ქართველი მომხმარებლებისთვის ყოველდღიურობად იქცა. წლებია, რაც მსოფლიო და მათ შორის საქართველოც იმდენად მიეჯაჭვა სოციალურ ქსელს, რომ ''ფეისბუქი'' ჟურნალისტებისთვის ახალი ამბების გემრიელ ლუკმად იქცა.
დღის განმავლობაში საიტები და სააგენტოები მუდმივად ადევნებენ თვალს ცნობილი ადამიანების სტატუსებს, ყოველდღიურობას და მათ მიერ ატვირთულ ფოტოებს, თუმცა ამ შემთხვევაში გამორჩეული სახეებიც გვყავს, რომლებიც სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევიან
და მათი პოსტები ყველაზე მეტ უარყოფით შეფასებას იმსახურებს. სიმართლე რომ ითქვას, მხარდამჭერების გუნდი მათაც ჰყავთ, ზოგს უფრო მეტად, ზოგს- ნაკლებად.

თინა მახარაძე პიონერია, რომელზეც ერთგვარი ნადირობაა გამოცხადებული. მსახიობის ინტერვიუები და სკანდალური სტატუსები ყოველთვის ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. თინას მიერ გამოქვეყნებული ნებისმიერი სტატუსი და ფოტო მუდმივად განხილვის თემაა. მსახიობს ხშირად პირად მიმოწერაშიც ესხმიან თავს და თინას სითამამე სოციალური ქსელის მომხმარებლების დიდ ნაწილს განსაკუთრებულად აღიზიანებს, თუმცა გამონაკლისია იმ კუთხით, რომ ამას ყველაზე ნაკლებად განიცდის და ხშირად აქვეყნებს უცნობების მიერ მისთვის გაგზავნილ სალანძღავ გზავნილებს. მკითხველის გაღიზიანება ბოლოს თინას ფოტომ გამოიწვია, სადაც მას ინტიმური ადგილი საქართველოს დროშით აქვს დაფარული. 

ნანუკა ჟორჟოლიანი უკვე დიდი ხანია სოციალური ქსელით ცხოვრობს. სად არის, რას აკეთებს, რას ჭამს, როდის ხვდება ქმარს, როგორია მისი დიეტა, ძალიან მარტივად შეგიძლია გაიგო, თუ ყოველდღე ეწვევი ჟორჟოლიანის პროფილს ''ფეისბუქზე''. ნანუკას ნებისმიერ სტატუსს საიტები ანიუსებენ და საინტერესოა, რომ მიუხედავად თაყვანისმცემლების დიდი არმიისა, მისი პოსტები ბევრს აღიზიანებს და ეს ძირითადად ნანუკას პოლიტიკური სიმპათიებით  არის გამოწვეული. ნანუკა ბოლო დროს აქტიურად ეწევა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ეს კარგადაც გამოსდის. ის არაერთი ადამიანის სტიმული გახდა. ტელეწამყვანი თავად შესაშურ ფორმაშია და მას ასეთი გარეგნობა არასდროს ჰქონია. 



გიორგი ნაზღაიძეც
''ფეისბუქით'' ცხოვრობს. თბილისს ისე არ დატოვებს, რომ მეგობრებს არ გააგებინოს. მისი სტატუსები ხშირად უცენზუროა, რაც საზოგადოებას განსაკუთრებულად აღიზიანებს. აგინებს ახალ მთავრობას, ქართულ დემოკრატიას და რეალურ ცხოვრებაშიც ხშირად ეხვევა სკანდალებში, რაც შემდეგ სოციალურ ქსელში განხილვის თემა ხდება. ბოლოს ნაცემი ნაზღაიძე საავადმყოფოშიც მოხვდა. ხუთამდე მამაკაცი მას ფიზიკურად გაუსწორდა. საქმის აღძვრის შემდეგ სკანდალურმა სახემ ერთი დამნაშავე ამოიცნო, დანარჩენებზე ძებნა გაგრძელდა. გიორგი ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობს. 

თაკო სალაყაია ქართულ საზოგადოებაში განსაკუთრებული სიმპათიით არასოდეს სარგებლობდა, ამის მიზეზი კი სანდრო გირგვლიანის მკვლელობა გახლდათ, გავრცელებული აზრით, სანდროს ცემის ერთ-ერთი დამკვეთი სწორედ სალაყაია იყო. მაღალჩინოსნის მეუღლე ვანო მერაბიშვილის დაკავების შემდეგ სოციალურ ქსელში გააქტიურდა, მაგრამ ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილისგან განსხვავებით, ვერ შემოიკრიბა მხარდამჭერების არმია. სალაყაიას სტატუსები და გამოქვეყნებული ფოტოები ხშირად ხდება აგრესიის საგანი. განსაკუთრებულად კი- მისი ევროპული ვოიაჟები. საქართველოდან მის ყოველ გასვლაზე წერენ, რომ სალაყაია გაიქცა, მაგრამ ჯერჯერობით ყველა ტური სამშობლოში დაბრუნებით დასრულდა.

თიკო სადუნიშვილი შოუბიზნესში გამოჩენის დღიდან სკანდალურ პერსონად იქცა, ამიტომ წლებმა მის პოპულარობას არაფერი დააკლო და ტელევიზიაში დიდი ხნის პაუზის შემდეგ ორი წლის წინ დაბრუნებული სადუნიშვილი დღემდე აქტუალურ სახედ რჩება. სოციალური ქსელი თიკოს ყოველდღიურობაა. არ ერიდება ახალი მთავრობის კრიტიკას და მისი სტატუსები ხშირად ცენზურისგან დაცლილია. მაგალითად: ''დიქტატურაა როცა გჟიმავენ, დემოკრატიაა როდესაც შენ ირჩევ, ვინ გაგჟიმავს'' და მრავალი სხვა. ''ნაციონალების'' მხარდამჭერები სიამოვნებით აზიარებენ მის სტატუსებს, რასაც ვერ ვიტყვით ''ოცნების'' მხარდამჭერებზე, რომლებიც ბოლო დროს, ბუნებრივია, გაცილებით მეტნი არიან.

ალბათ მშვენიერი შორენა ბეგაშვილის ამ სიაში მოხვედრა გაგაკვირვებთ, მაგრამ სულაც არ არის ასე, რადგან მსახიობსა და ტელეწამყვანს განსაკუთრებულად ქალბატონები ემტერებიან. ეს სექსსიმბოლოს არაერთხელ აღუნიშნავს ინტერვიუებშიც. მისი თქმით, ქალები საკუთარ ქმრებზე ეჭვიანობენ, რომელთაც შორენას სილამაზე გულგრილს ვერ ტოვებს. ამიტომ შორენა ნებისმიერი ფოტოსა და სტატუსის გამოქვეყნების შემდეგ მომენტალურად ხდება თავდასხმის ობიექტი. ხშირად ახსენებენ პლასტიკურ ოპერაციებს, რასაც მის მიერ გასაჯაროებულმა თინეიჯერობის დროინდელმა ფოტოებმაც ვერ უშველა.

ბოლო წლებია ქართულ პრესაში ყველაზე მეტი ნინა წკრიალაშვილზე იწერება. ამას მომღერლის სკანდალური ცხოვრებაც უწყობს ხელს. გარდა იმისა, რომ ბოლო დროს პირად ცხოვრებაში დიდი ტრაგედია გადაიტანა, პოლიტიკური კუთვნილების გამო მომღერალი ხშირად ხდება თავდასხმის ობიექტი. მართალია, ცდილობს, სოციალურ ქსელში პოლიტიკური სტატუსები აღარ დაწეროს, მაგრამ, ''ოცნების'' მხარდამჭერებს მისი ნებისმიერი აქტიურობა აღიზიანებთ და ყოველთვის ახსენებენ სიტყვებს, ''ნაციონალების'' დამარცხების შემთხვევაში თავის მოკვლას რომ აპირებდა.


თამარ ჩერგოლეიშვილის ''შავი იუმორი'' სოციალურ ქსელში ყველაზე ხშირად ხდება გაღიზიანების საგანი. ჟურნალისტი მუდმივად აკრიტიკებს ხელისუფლებას, სასულიერო პირებს და იმის გამო, რომ ''ფეისბუქის'' კედელი ღია აქვს, მუდმივად ომშია ''ქართული ოცნების'' მხარდამჭერებთან, რაც ბოლოს მათი დაბლოკვით მთავრდება.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
xmali
ბადურასჰვილი ამატზე მეტად ეჯავრება ხალხს მარა სჰუბლი არ ააქვს და დზარგვი სად ექნება..ალბატ ერტ ადგილასს.ეს კველაპერი ამ ახვარი ვიტომ ჯურნალისტების ბრალიააა.
10:35 / 03-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ყველა ფეხზე მკიდია, არც ერთი არ მაღიზიანებს, ბენდუქიძის მიმართ კი პირიქით სიმპატიებიც კი მაქვს, ღადაობა კაცია
10:11 / 03-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ვ-ასო
ზოოპარკია რაღა, ბემურაზი ვიყო!
09:36 / 03-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS