02 სექტემბერი, 2014
"მინდა დავუწვა და გადავუყარო, მაგრამ არაფერი გამომდის"
ლამაზად ჩაცმა ყველას უყვარს, მაგრამ ბოლო დროს ბავშვები ამ საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. თინეიჯერები აქტიურად ადევნებენ თვალს მოდის თანამედროვე ტენდენციებს, ცდილობენ, ბრენდული იყოს მათი გარდერობი და ასევე ხშირად ბაძავენ ფავორიტ მსახიობსა თუ მომღერალს. როგორ ახერხებენ მშობლები მოზარდების მოთხოვნების დაკმაყოფილებას და რის ჩაცმას უკრძალავენ ჩვენი რესპონდენტები საკუთარ შვილებს, ამას ჩვენი საუბრიდან შეიტყობთ.

ნინო ნადირაძე-კუზანოვა: "მთელი ჩემი გარდერობი ათვისებული აქვს"
- ჩემი გოგო 18 წლისაა და, რა თქმა უნდა, ჩაცის საკითხი ძალიან აქტუალურია მისთვის. პატარა რომ იყო
და ახალ სამოსს მოვუტანდი, ერთი კვირა მჭირდებოდა ხვეწნა, რომ ჩაეცვა, ახლა პირიქითაა, მთელი ჩემი გარდერობი ათვისებული აქვს. თავისი არ ჰყოფნის და სულ მოთქვმას, რომ რაღაც უნდა. მაგაში მე დამემსგავსა, ნეტა სწავლაში დამმსგავსებოდა ასე.
- ბრენდებზე თუ აკეთებს აქცენტს?
- უნდა ვთქვა, რომ უკიდურესად გემოვნებიანია, ჩემგან განსხვავებით, გამომწვევად ჩაცმა არ უყვარს, მაგრამ მაინც ახერხებს, ორიგინალური და თვალშისაცმი რაღაცები შეარჩიოს. მშვენივრად იცის, რომ ისეთი რამ არ უნდა ჩაიცვას, რასაც დედა ირგებს და არ აქვს პრეტენზია, რომ ძვირიანი რაღაცები ვუყიდო. ძირითადად ბაბუას ართმევს ფულს და თავად შოპინგობს. თუ რაღაც ბრენდული უნდა, ხან ჩემთან შეთანხმებით და ხან დაუკითხავად ყიდულობს. რჩევებს იღებს ჩემგან და მეც ვეკითხები აზრს, ზოგადად ერთმანეთის შეხედულებებს ვითვალისწინებთ. საყიდლებზე იშვიათად დავდივართ ერთად, რადგან არ მცალია, მაგრამ ერთნაირად ვგიჟდებით ამ პროცესზე და ვუგებთ ერთი მეორეს.

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS