ასაკი: 1985 წლის 16 აგვისტო
პროფესია და საქმიანობა:
დამთავრებული მაქვს ფარმაცევტული და ასევე დრამისა და კინოს ფაკულტეტი თეატრალურ უნივერსიტეტში, ვმუშაობ როგორც მსახიობი და ასევე ერთ-ერთ მედიაჰოლდინგში ვარ გაყიდვებისა და ივენთ მენეჯერი.
საყვარელი ფილმი და მსახიობი:
ფილმი ''მოდილიანი'', მსახიობის გამორჩევა კი მიჭირს, იმდენია, მაგრამ მაინც ალ პაჩინოს გამოვყოფდი.
სიმღერა, რომელსაც ცუდ ხასიათზე მყოფი უსმენ:
მაიკლ ჯეკსონისა და ჯასტინ ტიმბერლეიკის - Love never felt so good.
წიგნი, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდიელბა
შტეფან ცვაიგის ''უცნობი ქალის წერილი'', ბავშვობაში წავიკითხე და შოკში ვიყავი.
რაზე ოცნებობ?
ჯანმრთელობასა და კარგად ყოფნაზე. კიდევ ვოცნებობ გავხსნა ბაბუის - მიხეილ ვარდიშვილის გალერეა, მას ჰქონდა სახელოსნო, მაგრამ მინდა, თანამედროვე, კარგი გალერეა გავაკეთო თავისი კაფეთი.
რისი გეშინია?
სიმაღლის ფობია მაქვს, ამას წინათ ულამაზეს ვერანდაზე ვისხედით, ისე შემეშინდა, კიბეზე დავჯექი და ისე ჩამოვედი, ყველა მე დამცინოდა.
რისი გრცხვენია?
რაღაცები რომ არ ვიცი, მრცხვენია, მაგალითად, ცურვა არ ვიცი და მრცხვენია.
დღე, რომელსაც გაიმეორებდი...
ჩემი ქორწილის დღე.
რას გამოჰყავხარ წყობიდან?
პირფერ ადამიანებს, უსამართლობაზე ხომ საერთოდ ვგიჟდები, ვყვირი და ვერ ვჩერდები.
რა გიფუჭებს ხასიათს?
წონაში მომატება.
მტირალა ხარ?
არა, არ ვარ მტირალა, დედა მიყვება, პატარა რომ იყავი და ისეთი სიტუაცია იყო, უნდა გეტირა, იცინოდი და ნერვები მეშლებოდაო. ემოციური ვარ, მაგრამ ტირილი არ მახასიათებს.
სირთულე, რომელიც ბოლოს გადალახე...
ოჯახში მქონდა რთული პერიოდი და ძალიან კარგად გადავლახე.
იდეალი თუ გყავს?
ჩემი ქმარია ჩემი იდეალი.
საოცნებო ვახშამი მსოფლიო დონის ადამიანთან...
(ფიქრობს) ბრედ პიტთან ვივახშმებდი, რომელსაც ქართულ გარემოში დავპატიჟებდი, მისთვის ყველაზე უცხო ეს იქნებოდა.
ვისთან ერთად გაემგზავრებოდი უკაცრიელ კუნძულზე?
მარტო.
და რომელ სამ ნივთს ინატრებდი ამ კუნძულზე მყოფი?
აიფონს ან აიპადს ინტერნეტითურთ, ბევრ გემრიელ სასუსნავს და კოსმეტიკას.
რჩევა და კითხვა სალომესგან ბიძინა ივანიშვილს...
კი, ეხმარება ადამიანებს, მაგრამ ვურჩევდი, უფრო მეტი გააკეთოს ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის, ჩამოაყალიბოს ფონდი, რომ ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარდეს, ასევე ააშენოს ისეთი საავადმყოფო, რომელიც აღჭურვილი იქნება უახლესი აპარატურით და კვალიფიციური ექიმებით, რათა ადამიანებს აღარ დასჭირდეთ საზღვარგარეთ გამგზავრება. კითხვით კი ასეთ კითხვას დავუსვამდი: რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მილიონი გვაჩუქოს? (იცინის)
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''