27 აგვისტო, 2014
რას პასუხობს მამა ანთიმოზი მათ, ვინც სამღვდელოებას ჯიპების გამო აკრიტიკებს
მანამდე ძალიან სწრაფად დავდიოდი, ავარიის შემდეგ სიჩქარეს მოვუკელი არქიმანდრიტი ანთიმოზი, ერისკაცობაში თამაზ ბიჩინაშვილი, რამდენჯერმე პრესის ფურცლებზე სკანდალური განცხადებების გამო მოხვდა. ის იმ ცნობილი მღვდლების რიცხვშია, რომელთა წინააღმდეგაც გვერდები კეთდება. თავადაც აქტიურია ''ფეისბუქზე''. დღეს არქიმანდრიტს მანქანებზე, საგზაო წესებზე ვესაუბრეთ, თუმცა სოციალურ ქსელში საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე საუბარსაც ვერ ავცდით.

- 52 წლის ვარ და 18 წლიდან საჭესთან ვზივარ. მანქანის მართვა ჩემმა ძმამ, აწ გარდაცვლილმა გრიგოლმა მასწავლა. გრიშა აფხაზეთის ომში დაიღუპა. 22 წლის იყო, პირველად საჭესთან რომ
დამსვა, მე 18 წლის ვიყავი. კარგი მოსწავლე აღმოვჩნდი. ''011'' ჰყავდა, მის მანქანაზე ვისწავლე მართვა. მალე მამაჩემმა გრიშას ''06'' უყიდა და მისი მანქანა მე დამრჩა.
- მაშინ მართვის მოწმობის აღება არ იყო რთული, ფაქტობრივად იყიდებოდა...
- ჰო, ასე იყო, მაგრამ მე პატიოსნად ვიარე ერთი თვე და ვისწავლე პრაქტიკაც და თეორიაც. პირველ ხანებში ავტოსაგზაო შემთხვევებსაც ვერ ავცდი. ერთი-ორი მძიმე ავარიაც მომიხდა. მადლობა ღმერთს, გადავრჩით. მაშინ შავი ''24'' მყავდა. გორისკენ მივდიოდი, ხიდზე უნდა გადავსულიყავით, ქვიშის გორა იდგა ხიდზე. დიდი სიჩქარით მივდიოდი და გვიან დავინახე. შემხვედრი მანქანისთვისაც უნდა ამეცილებინა და ამივარდა მანქანა ამ ქვიშის გორაზე. 100 მეტრიდან დავვარდით. მანქანა ბევრჯერ ამოტრალდა. საოცრად გადავრჩით. მაშინ ერისკაცი ვიყავი, დაახლოებით 28 წლის. გააჩერა ხალხმა მანქანები და ამოგვიყვანეს. სამშობიარო ყოფილა ყველაზე ახლოს (იცინის) და ეს სამი დაბეჟილი ახალგაზრდა ბიჭი სამშობიაროში მოგვათავსეს, გამაყუჩებლები გაგვიკეთეს. მერე მშობლებმაც ჩამოგვაკითხეს, ის მანქანა გადასაგდები გახდა.
- მალევე მიუჯექით საჭეს ავარიის მერე?
- კი, მაგრამ შიში მაინც მქონდა. მანამდე ძალიან სწრაფად დავდიოდი, ავარიის შემდეგ სიჩქარეს მოვუკელი. მერე თეთრი ''07'' ვიყიდე. მაშინ ''წითელ ხიდზე'' საბაჟოზე ვმუშაობდი. მამაჩემიც შეძლებული იყო, მშენებელი ინჟინერი გახლდათ. 60 სკოლა აქვს თბილისში აშენებული.
- ნასვამი მჯდარხართ საჭესთან?
- ძალიან ბევრჯერ. თუმცა ეს არასდროს გამხდარა ავარიის მიზეზი.
- მამაო, ხშირად გაკრიტიკებენ, ჯიპიან მამაოს გეძახიან...
- ჰო, სისულელეებს წერენ. ძვირად ღირებული ჯიპი ჰყავდაო, მერე ვიღაცას აჩუქაო, ასეთი ძვირად ღირებული მანქანით არ უნდა დადიოდეს მღვდელიო. არც ვიცი, რა მანქანაზე ლაპარაკობენ. დავით გარეჯაში რომ ვიყავი, მონასტრის მანქანით ვმოძრაობდი. თვეში ერთი დღე თუ ჩამოვიდოდი თბილისში. მონასტერში ჯერ ''ნივა'' გვყავდა და მერე ჯიპი. თბილისში რომ გადმოვედი, ორი თვე ფეხით დავდიოდი. ჩემი ფეხით სიარული არ შეიძლება, პრობლემა მაქვს ფეხებზე, მალე ვიღლები. ბანკიდან სესხი ავიღე და ''მერსედესი'' შევიძინე. ვისაც არ სჯერა ჩემი სესხის ამბავი, ადვილია ამის გადამოწმება. თვეში 120 დოლარს ვიხდიდი 2 წლის განმავლობაში. მთლიანად 3900 დოლარი დამიჯდა. მერე გამიფუჭდა, მარცხენა ''გიტარა'' გამიტყდა. ''მერსედესის'' ცენტრში მივიყვანე. მითხრეს, ძალიან ძვირია აქ ყველაფერი, ვერ გაგიკეთებთო. ავდექი და ''მერსედესის'' ცენტრს ვაჩუქე ეს მანქანა.
- რატომ?
- არ ვიცი, მეწყინა, გავბრაზდი და ვაჩუქე. მეორე დღეს პასპორტიც მივუტანე, გაოცდნენ, რა უნდა ამ მამაოს, რას გვერჩისო. არაფერს გერჩით, გაჩუქეთ-მეთქი, ვუთხარი. მეორე დღეს დამირეკეს, კლიენტი გამოჩნდა, გადაუფორმე და ბავშვთა ფონდში გადავრიცხავთ თანხას, ჩვენ ამ საჩუქარს ვერ მივიღებთო. გადავუფორმე. მერე ცოტა ხანს მეგობრის მანქანით დავდიოდი, შემდეგ ''მერსედესი'' მაჩუქეს და დღემდე ამით დავდივარ.
- ვინ გაჩუქათ?
- მაგას ვერ გეტყვით, ამის თქმა არ შეიძლება. მარცხენასაჭიანია, კიდევ კარგი, თორემ დამღალა მარჯვენასაჭიანმა მანქანამ. 15 წლის ''მერსედესია''. ეტყობა, ჩემი მანქანა რომ გავაჩუქე, უფალმა საჩუქარი იმ ადამიანის ხელით გამომიგზავნა.
- და მაინც, არ განიცდით, როცა სამღვდელოებას სოციალურ ქსელებში აკრიტიკებენ?
- სამღვდელოების წინააღმდეგ ორგანიზაციები მუშაობენ, მათ ფულს უხდიან იმისთვის, რომ შავი პიარი ააგორონ ჩვენ წინააღმდეგ, რომ ჩვენ ''მერსედესებით'', ჯიპებით დავდივართ, რომ ეს ფუფუნებაა და არ შეიძლება. თბილისში არიან მღვდლები, რომელთაც 12 შვილი ჰყავთ, მრევლი ჰყავთ და ეს ადამიანები უყვართ. როგორც მე მაჩუქეს, მათაც ჩუქნიან მანქანებს. ეს არის ჩვენი სიმდიდრე, რასაც ხალხი გვჩუქნის, მეტი შემოსავალი არ გვაქვს. ხელფასი მაქვს, რომელსაც ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის კათედრიდან ვიღებ. ეს არის და ეს. მრევლი ცოტა მყავს, ვერიდები, ბერი ვარ და იმიტომ. მრევლით დაკავებულობა თეთრი სამღვდელოების საქმეა.
- ამას წინათ ტელეწამყვან ნატალი ტყეშელაშვილთან გადაღებული ფოტოს გამოც გაგაკრიტიკეს ''ფეისბუქზე''...
- (იღიმება) ჰო, ეს საოცრება იყო. ნატალი ჩემი ახლო მეგობარია. ''პალიტრა ტვ''-ის წამყვანია. ვმეგობრობ მასთანაც და მაკა შალიკაშვილთანაც, მართლა გულით ვმეგობრობ. ფოტო საპატრიარქოსთან, ''ქალაქურის'' წინ, ღია კაფეში გადავიღეთ. მაკა შალიკაშვილმა გადაგვიღო. ფოტოსთვის გვერდით მივუჯექი ნატალის. აბა, ცალ-ცალკე ხომ არ გადავიღებდით ფოტოს. რამდენი მღვდელია, მანდილოსანთან ფოტო რომ აქვს გადაღებული. რა სისულელეა, რისთვის ააგორეს ეს შავი პიარი, არ მესმის. ზუსტად ვიცი, ვინც მებრძვის. ეს არის ''ნაციონალური მოძრაობის'' ''ელგებეტე'' ფრთა. ამ პოლიტიკურ პარტიაში არიან კაცები, თბილისელები, კარგი ადამიანები და სულ მიკვირს, რატომ არ ემიჯნებიან ამ ''ელგებეტე'' ფრთას. გვერდებს აკეთებენ ჩემ წინააღმდეგ. პატრიარქს აქილიკებენ და მე ვინ ვარ, მამა ანთიმოზი, რომ ჩემი ლანძღვა გამიკვირდეს?
- თქვენი ოჯახის წევრები ალბათ განიცდიან, ასე რომ გებრძვიან...
- აღარავინ მყავს ოჯახში, მშობლები გარდაიცვალნენ, ძმაც, როგორც გითხარით, აფხაზეთის ომში დაიღუპა. სამოთახიან ბინაში სრულიად მარტო ვცხოვრობ. ჩემს საცხოვრებელში ჩაკეტილი სისტემაა, იშვიათად, რომ ვინმე შემოვიდეს. მწარე გამოცდილება მაქვს. ''ნაციონა-ლების'' დროს დამდევდნენ, მიღებდნენ, მისმენდნენ, კომპრომატებს ეძებდნენ ჩემ წინააღმდეგ.
- ნათესავები, მეგობრები ხომ გყავთ?
- როგორ არ მყავს, მაგრამ ამას სერიოზულად როგორ უნდა შეხედონ. იუმორით უყურებენ. ვინც მე მლანძღავს და მაკრიტიკებს, უსახელო ტროლები არიან. ლანძღავენ ეკლესიას და ''ქართულ ოცნებას''. მათ ხელფასებს უხდიან, რა უნდა ელაპარაკო.
- კარგი, მანქანას დავუბრუნდეთ, რამდენად კანონმორჩილი მძღოლი ხართ?
- ვცდილობ, მოძრაობის წესები არ დავარღვიო. პატრულისთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. 2 წელია რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია, პატივს მცემენ. ''ნაციონალების'' დროს მქონდა ერთი შემთხვევა. სამი წლით ჩამომართვეს მართვის უფლება, მანქანა წამართვეს.
- რატომ?
- ღამის პირველი საათი იყო, რესტორნიდან გამოვედი, წინ მანქანამ უცბად დამიმუხრუჭა. ოდნავ მივარტყი. პატრულის 5 მანქანა მოვარდა. ერთ-ერთი მობილურით მიღებდა, ნუ მიღებ-მეთქი, ხელი ავუფარე კამერაზე. ავარიას დაუმორჩილებლობა დაამატეს და... ზოგადად საშინელება ხდება ქალაქში, ფეხით მოსიარულეებიც ძალიან ბევრს აშავებენ. 18 წლის გოგონები მართავენ მანქანას და ხშირად საავარიო სიტუაციებს ქმნიან. ამ ასაკის გოგონები 80-ათასიანი მანქანებით დადიან. ეს შეიძლება და ეპისკოპოსი, რომელსაც მთელი რაიონი პატივს სცემს, რომ საჭეს უჯდეს, არ შეიძლება?! მდაბიო აზროვნებაა, კომუნისტური იდეოლოგიის გადმონაშთია.
- რა არის მთავარი კომფორტი თქვენთვის მანქანაში?
- მანქანა გადაადგილების საშუალებაა და არა მარიაჟობის. ესაა მთავარი კომფორტი, კარგად უნდა გადაადგილდებოდეს.
- მამაო, აქტიური ხართ ''ფეისბუქზე''...
- ეს სოციალური ქსელი ხალხთან ურთიერთობის საუკეთესო საშუალებაა. 1500 ვირტუალური მეგობარი მყავს, აქედან 100 უკვე რეალური მეგობარი გახდა. ვინც მოყვარესა არ ეძებს... ხომ გახსოვთ, რა თქვა შოთამ.
- აღსარებასაც ხომ არ იბარებთ ''ფეისბუქით'', როგორც ერთი ცნობილი მღვდელი?
- არა, ვინ იბარებს აღსარებას ''ფეისბუქით''?
- არის ერთი ცნობილი მამაო.
- შეეშალა ალბათ რაღაც, ეს როგორ შეიძლება, ''ფეისბუქით'' აღსარება სად გაგონილა, მაგრამ არ გავკიცხავ მაინც. ისიც ჩემიანია და ყოველთვის დავიცავ.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 31 /
ანა
შავ პიარს თავის თავს თვითონ უგორებს თავისი საუბრით.
14:19 / 29-08-2014
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
როცა იქნება ყველა ღმერთის წინაშე დადგება ....თავისი სინდისით და ნამუსით....
02:20 / 29-08-2014
გამოხმაურება / 0 /
მღვდლები ძვირიანი მანქანებით დადიან ამაში არაფერია ცუდი.ცუდი ისაა მე რომ შარვალი არ უნდა ჩავიცვა, უთავშლოთ ეკლესიაში არ უნდა შევიდე,სანთელი აუცილებლად ეკლესიაში უნდა შევიძინო.მარხვა უნდა დავიცვადა ა.შ უამრავი ფარისევლური კანონები: ეს არ შეიძლება, ის არ შეიძლება და ა. შ. მღვდლებისთვის 21 საუკუნეა და ჩემთვის??..
23:51 / 28-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ლაშა
ვინც მანქანას ყიდულობს ან ბანკის სესხი გამოაქვს არაპატიოსანია?
16:40 / 28-08-2014
გამოხმაურება / 0 /
მამაოა თუ ძველი ბიჭი?! "ქვიშის გორა იდგა ხიდზე. დიდი სიჩქარით მივდიოდი და გვიან დავინახე. შემხვედრი მანქანისთვისაც უნდა ამეცილებინა და ამივარდა მანქანა ამ ქვიშის გორაზე. 100 მეტრიდან დავვარდით. მანქანა ბევრჯერ ამოტრალდა."- ფანტაზიორიც რომაა, ას მეტრიანი ქვიშის გორა ხიდზე, მდააა
18:28 / 27-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ბოკვერი
მარტა მინდა გიტხრა ნებისმიერისტვის ადამიანისტვის ბევრი რამე სჰეიდზლება, მაგრამ ხვტის მსახურებისტვის კი არა.ჯორიტ არუნდა იარონ ნამდვილად,მაგრამ 25 და 30 000 ან ჯიპებიტ ნამდვილად ზედმეტია.ხვტის მსახურს ფუფუნება არ სჰესჰვენის.
16:16 / 27-08-2014
გამოხმაურება / 0 /
მართა-ს
ჯორებით არა, მართა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უნდა დადიოდეს. ანუ პატიოსანი ცხოვრებით ამდენის შეძენას ვერ უნდა ახერხებდეს, ბოლოს და ბოლოს მამაოა.
15:58 / 27-08-2014
გამოხმაურება / 0 /
მართა-ს
ჯორებით არა, მართა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უნდა დადიოდეს. ანუ პატიოსანი ცხოვრებით ამდენის შეძენას ვერ უნდა ახერხებდეს, ბოლოს და ბოლოს მამაოა.
15:58 / 27-08-2014
გამოხმაურება / 0 /
lado
მეცინება ამას კიდე ვინმე რაღაცით რომ ამართლებს.......
15:28 / 27-08-2014
გამოხმაურება / 0 /
თორნიკე
ბოლნისის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელმსახური, მამა ილია ჭიღლაძე მიიჩნევს, რომ სასულიერო პირს არ უნდა ჰყავდეს ათიათასობით დოლარის ღირებულების მანქანა და მომხრეა, რომ წმინდა სინოდმა სასულიერო პირის კუთვნილი მანქანის ღირებულების ზედა ზღვარი დააწესოს. ამის შესახებ მამა ილია ჭიღლაძემ საგამომცემლო სახლ „ქართულ ელიტასთან“ საუბარში განაცხადა. მისი თქმით, როცა სასულიერო პირი ძვირადღირებულიმანქანით დადის, გარედან კი დამშეული საზოგადოება შესცქერის, ამორალურია: „ვფიქრობ, არცერთი საღი ჭკუის ადამიანი არ იტყვის რომ სასულიერო პირს არ ყავდეს ავტომობილი, იგი ხომ სწრაფი და პრაქტიკული გადაადგილების საშუალებაა, ე.წ. ჯიპის ტიპის მანქანა კი განსაკუთრებით პრაქტიკულია მთიან ადგილებში სასიარულოდ, სადაც ძირითადად არის მონასტრები და სხვა ძველი ტაძრები. ვფიქრობ, პრობლემა ჯიპში კი არაა, არამედ იმაში, რომ ზოგიერთი სამღვდელო პირის საკუთრებაში ზედმეტად ძვირი მანქანები აღმოჩნდა. სრული სინდისით ქრისტეში, შემიძლია ვთქვა, რომ სასულიერო პირი არ შეიძლება ათიათასობით დოლარის ღირებულების მანქანით დადიოდეს და მას გარედან დამშეული საზოგადოება შესცქეროდეს, ეს ამორალიზმია! ვფიქრობ წმინდა სინოდმა უნდა განსაზღვროს ზედა ზღვარი სასულიერო პირის მანქანის ღირებულებისა“, - ამბობს მამა ილია ჭიღლაძე. მისივე თქმით, სასულიერო პირებს არა აქვთ უფლება, მდიდარი კომერსანტივით, ან სახელმწიფო ჩინოვნიკივით იცხოვრონ: „სამღვდელო პირი ვალდებულია იყოს უფალ იესო ქრისტეს მიმბაძველნი, მისი ხატი და მსგავსი. ამდენად, ჩვენ არ გავქვს უფლება ისე ვიცხოვროთ, როგორც, მაგალითად, მდიდარი კომერსანტი, ან დიდი სახელმწიფო ჩინოვნიკი. უბრალოება და სიწმინდე უნდა იყოს სასულიერო პირის სახე და ქონება, და არა ძვირადღირებული მანქანები, თუ სხვა ქონებრივი აქსესუარები.სამწუხაროა, რომ ამაზე განმარტება გვიწევს“, - აცხადებს ინტერვიუში მამა ილია ჭიღლაძე.
15:19 / 27-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS