22 აგვისტო, 2014
სასურველი ქართველი სასიძოები განათლება, ფინანსები, პოპულარობა თუ ყველაფერი ერთად?..
სასიძოები 24 წლის ზევით უნდა იყოს, ჯერჯერობით ჩამონათვალიდან როსტო ლიდერობს, რადგან ამ ასაკს გადასცდა ''მალე დაოჯახდი'', ''შვილები ხომ გინდა'', ''მე 30 წლისას უკვე სამი შვილი მყავდა'' - ამ ფრაზების მოსმენა ყველაზე ხშირად საქართველოში დასაოჯახებელ მამაკაცებს უწევთ. მართალია, ბოლო დროს მოდაში აღარ არის ადრეულ ასაკში დაოჯახება, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, ამაზე მხოლოდ ლაპარაკობენ, რეალურად კი ოჯახები ხშირ შემთხვევაში ისევ ადრეულ ასაკში იქმნება. განსაკუთრებით რეგიონებში.

ამჯერად გა
დავწყვიტეთ, გაგაცნოთ ყველაზე სასურველი ქართველი სასიძოები. კრიტერიუმი რამდენიმენაირია – გარეგნობა, ფინანსური მდგომარეობა და პოპულარობა.
სასიძოების შეფასება ტელეწამყვანსა და პოპულარულ სახეს ნუკი კოშკელიშვილს ვთხოვეთ, მან ჩვენ მიერ შედგენილ სიას კიდევ რამდენიმე მამაკაცი დაამატა.

მაშ ასე, თქვენ წინაშეა სასურველი სასიძოების ათეული. აქვე გეტყვით, რომ თანმიმდევრობა პირობითია, მათთვის ადგილები არ მიგვინიჭებია, უბრალოდ, ჩვენ მიერ შერჩეული სამი კრიტერიუმი-დან ერთი მაინც უნდა დაეკმაყოფილებინა.

ლევან როსტოშვილი – იგივე როსტო, პოპულარული ''ნანუკას შოუდან'' გახდა. გამორჩეული გარეგნობით მალე თინეიჯერი გოგონების გული მოიგო. შოუში მის ფუნქციაზე დღემდე ხუმრობენ, რადგან გადაცემის მიმდინარეობისას კადრში პერიოდულად ჩნდება და იშვიათად ლაპარაკობს.
მალე ცნობილი გახდა მისი პირადი ცხოვრების პიკანტური დეტალები. უკრაინელ ოლიმპიურ ჩემპიონ იანა კლოჩკოვასთან ვაჟი – საშა შეეძინა, მაგრამ წყვილს არ უქორწინია, რის გამოც როსტო დღემდე რჩება სასურველ სასიძოდ. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი გული თავისუფალია და იმ ერთადერთს ელოდება.

Rating

ნიკა ალასანია თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ერთადერთი ვაჟია. ალასანიას კიდევ ერთი შვილი – გოგონა ჰყავს. როდესაც ნიკაზე საუბრობენ, ხშირად გაიგონებთ, რომ სიმპათიურ მამას გარეგნობით შვილი სჯობს. ნიკა ოცი წლისაა და ამერიკაში სწავლობს. სამშობლოში ზაფხულობით ჩამოდის, მაგრამ, როგორც ამბობენ, თბილისელ გოგონებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. არ უყვარს საჯარო ცხოვრება და ინტერვიუებსაც ერიდება.

Rating

ბერა ივანიშვილმა გოგონების გული ჯერ კიდევ მამის პოლიტიკაში გამოჩენამდე მოინადირა. განსხვავე-ბული იმიჯით, გარეგნობით ერთგვარი რევოლუცია მოახდინა. როგორც ამბობენ, მილიარდერის საყვარელ ვაჟსა და მომღერალ თაკო გაჩეჩილაძეს რომანი ჰქონდათ, მაგრამ ივანიშვილმა შვილის ნაადრევი დაოჯახება არ ისურვა.
ახლა ბერა ამერიკაშია და აპირებს, ქართველ მსმენელს სიახლეები მუსიკალური კუთხით შესთავაზოს. ფაქტია, რომ ის მართლაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გამორჩეული სასიძოა საქართველოში.

Rating

სიაში მოხვდა ''კიკეთის კნიაზი'', ირაკლი ვასაძე – სწორედ ასეა დარე გისტრირებული ბიზნესმენ ლევან ვასაძის უფროსი ვაჟი სოციალურ ქსელში. ჯერჯერობით ირაკლი მამასავით პოპულარული არ არის, მაგრამ მისი ოჯახი მუდმივად ყურადღების ცენტრშია. თავად ირაკლი მორაგბეა. მართალია, დასაოჯახებლად ჯერ პატარაა, მაგრამ პოტენციურ სასიძოთა რიცხვში საპატიო ადგილს იკავებს.

Rating

კალათბურთელი ვიკა სანიკიძე სპორტსმენებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია საქართველოში, მას ყველა იცნობს. ვიქტორი მხოლოდ კარგი თამაშით არ გამხდარა ცნობილი, მასზე ხშირად იწერება ყვითელ პრესაში. ჯერ კიდევ წლების წინ მისი და თამუნა მუსერიძის არშემდგარ ''ლავ სთორიზე'' წერდნენ. დიდხანს ლაპარაკობდნენ მისი და ქრისტინე იმედაძის ურთიერთობაზეც. ბოლო დროს კალათბურთელმა წვერი უჩვეულოდ გაიზარდა, რაც ძალიან არ მოსწონთ მის თაყვანისმცემლებს.

Rating

ქალების გულთამპყრობელზე, ბიზნესმენ გენო მალაზონიაზე დასაწერი იმდენია, რომ ჟურნალის ერთი გვერდი არ ეყოფა. 2010 წელს მალაზონიას გადასახადების დამალვასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დასდეს ბრალი და დააკავეს. იგი ყვითელი პრესის ერთ-ერთი გემრიელი საკბილო გახლავთ. როგორც ქალაქში ჭორაობენ, უამრავ ცნობილ ქალბატონთან ჰქონდა რომანი. მათ შორის თიკო სადუნიშვილსა და შორენა ბეგაშვილს ასახელებდნენ. ამბობენ, რომ თავის დროზე ორ ქალბატონს შორის დაპირისპირებაც სწორედ ამით გახლდათ გამოწვეული.
ბოლოს გენოსა და ტელესახე ლიკა ლაბაძის რომანზე საუბრობდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ეს საქმეც ჩაიშალა. მოკლედ ჩვენს სასიძოს ფუტკრებივით ეხვევიან თბილისის ცნობილი ლამაზმანები, მაგრამ 40 წელს გადაცილებული მალაზონია ჯერჯერობით ცოლის მოყვანას არ ჩქარობს.

Rating

ნიკა მელია პოლიტიკური მოღვაწეობით გავიცანით. იმ პერიოდში ''ნაციონალური მოძრაობის'' მიმართ აგრესია დიდი იყო, მაგრამ მელია მაინც გახდა სასურველი სასიძო. უცხოეთში მიღებული განათლებით, სიმპათიური, კარგი ოჯახის შვილი – მელიას, ალბათ, სასიდედრო-სასიმამრო არ დაიწუნებენ, თუკი ''ნაციონალური მოძრაობის'' საწინააღმდეგო არ ექნებათ არაფერი...

Rating

ფეხბურთელმა გიორგი დემეტრაძემ ძველი ხელისუფლების პერიოდში წლები გაატარა ციხეში. მაშინ სპორტსმენი ''მაზავშიკების'' საქმეზე დააკავეს. ჯერ კიდევ პატიმრობამდე გოგონებში პოპულარული დემეტრაძე ციხის დატოვების შემდეგ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. ბოლო დროს ხშირად ხდება ყვითელი პრესის ინტერესის ობიექტი. ცოტა ხნის წინ მისი და ქრისტინე იმედაძის აუზზე გადაღებული პიკანტური ფოტოები გავრცელდა. მოგვიანებით კი - მაკა შალიკაშვილსა და კრისტი ყიფშიძესთან ერთად გადაღებული.

Rating

ანზორიკო ბიწაძე ნინო ბურჯანაძეს უფროსი ვაჟია. ის ჯერ კიდევ დედის პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს გახლდათ პოპულარული. მაშინ ხშირად იწერებოდა მისი და მოდელ ლიკა ქორქიას რომანზე, მაგრამ, როგორც ჩანს, მათი ურთიერთობა არ გაგრძელდა ან ჭორი სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მოგვიანებით სოციალურ ქსელში ანზორიკო ბიწაძესა და ჯაბა ქარსელაძის ჩახუტებული ფოტო გამოჩნდა. ამან ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერები ძალიან გააღიზიანა და მიზანმიმართულ ანტიპიარად შეაფასეს. ანზორიკო დედას პოლიტიკურ პროცესებში ეხმარება და დღემდე რჩება სასურველ სასიძოდ.

Rating

დაბოლოს, გიგი გაჩეჩილაძე ''ცეკვავენ ვარსკვლავებიდან'' გახდა პოპულარული. გოგონების გული მალევე დაიპყრო, მაგრამ გიგი მაშინ სალომე ჭაჭუაზე უგონოდ გახლდათ შეყვარებული. წყვილის დაშორება ალბათ უამრავ გოგონას გაუხარდა, რადგან მას შემდეგ გიგის სულ სხვადასხვა გოგონასთან ერთად ხედავენ. თუმცა ამ ეტაპზე მოცეკვავე სერიოზულად შეყვარებული არ არის.

Rating

სასიძოების ჩამონათვალის შეფასება, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ნუკი კოშკელიშვილს ვთხოვეთ. ამ სახალისო წინადადებაზე სიამოვნებით დაგვთანხმდა და მიმდევრობით შეაფასა სასიძოები.
- მახსოვს, როსტოს გამოჩენის შემდეგ როგორი ბუმი ატყდა გოგონებში. დღესაც ძალიან ბევრ გოგონას მოსწონს. რატომაც არა, სპორტსმენი, სიმპათიური, იუმორის მქონე, ძალიან საყვარელი ბიჭია და მე ვმეგობრობ მასთან. რატომაც არა, შეიძლება ვთქვათ, რომ ის არის სასურველი სასიძო. რაც შეეხება ნიკა ალასანიას, არ ვიცი, გარეგნულად როგორ გამოიყურება. რამდენი წლის არის?
- 20-ის...
- მაშინ ჯერ არ არის სასურველი სასიძო, ბავშვია. ახლა რომ ცოლი მოიყვანოს, სამ წელიწადში გაშორდება. გოგონებს გავაფრთხილებ, რომ ადრეულ ასაკში ნუ გათხოვდებიან. ისე ბერაც ბავშვია. სასიძოები 24 წლის ზევით უნდა იყოს, ჯერჯერობით ჩამონათვალიდან როსტო ლიდერობს, რადგან ამ ასაკს გადასცდა. იმავეს თქმა შემიძლია ლევან ვასაძის ვაჟზე. ცოტა გულდასაწყვეტია, რომ გავლენიანი ოჯახის შვილები ხდებიან სასურველი სასიძოები და არა პირადი მიღწევების მქონე ბიჭები. თუმცა, რასაკვირველია, როდესაც ოჯახი ხელს გიწყობს, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
- საქართველოში ხომ ადრე დაოჯახება ჩვეულებრივი ამბავია.
- ასეთივე ჩვეულებრივია მალევე განქორწინება. ვაგრძელებ... ვიქტორ სანიკიძე, ვიცი, რომ ასაკითY უფროსია, წარმატებული, პერსპექტიული. ვისაც მაღალი და სპორტსმენი ბიჭები მოსწონს, ვურჩევ.
- შემდეგია გენო მალაზონია...
- ის მართლაც სასურველი სასიძო იქნება ბევრისთვის. რადგან დაქორწინება უჭირს, ცოტა მძიმე პიროვნება ყოფილა და ეს ცუდი არ არის. როდესაც დაოჯახებას გადაწყვეტს, კარგ არჩევანს გააკეთებს. ვიცი, რომ გენო განათლებული და საინტერესოა, თან წუნია, რაც კარგია. თუ მის გულს დაიპყრობთ, თქვენ იქნებით მისთვის ერთადერთი.
- ნიკა მელიაზე რას გვეტყვი?
- ასაკიდან გამომდინარე, ნიკაც შეიძლება, სასურველ სასიძოთა სიაში შევიყვანოთ. ნებისმიერი პოლიტიკოსი, ცოტა იმპოზანტური თუ არის, გარკვეული ასაკის გოგონებს მოსწონთ. ამიტომ რატომაც არა. მით უმეტეს, თუ დაოჯახებული არ არის. საქართველოში მოდაა, რომ ახალგაზრდა, ლამაზი გოგონები ცოლიან კაცებს ხვდებიან, იმას არ სჯობს, პერსპექტიული მეუღლე გყავდეს? ამიტომ ვფიქრობ, რომ ნიკა მელია შევიყვანოთ სასურველ სასიძოთა სიაში. გიორგი დემეტრაძე არ ვიცი ვინ არის, სპორტთან ახლოს არ ვარ. ქრისტინე თუ მეგობრობს მასთან, მაშინ კარგი ბიჭია.
- ანზორიკო ბიწაძე?..
- ვიცი, რომ სასურველი სასიძოა. რას საქმიანობს?
- თუ არ ვცდები, დედას ეხმარება პოლიტიკაში.
- ეგ არ მომწონს, რომ გეთქვათ, ნინო ბურჯანაძე – გეტყოდით, რომ წარმატებული პოლიტიკოსია, მაგრამ შვილებმა ჯერ რაღაცას მიაღწიონ, როგორც როსტომ, ვიკა სანიკიძემ, გენო მალაზონიამ. როცა მათზე ვსაუბრობთ, როგორც პოტენციურ სასიძოებზე, არ ვითვალისწინებთ მათ გარემოცვას. ანზორიკოს მოღვაწეობაზე არაფერი მსმენია. როცა ისეთ მამაკაცს მიჰყვები ცოლად, რომლის გავლენაც ოჯახით განისაზღვრება, ისინი ახდენენ შემდეგ გავლენას შენს ცხოვრებაზე. არ ჯობია, რომ ერთად განვითარდეთ?
- გიგი გაჩეჩილაძე...
- ძალიან კარგი ბიჭია. ფანტასტიკური მოცეკვავეა, ასაკიც ხელს უწყობს დასაოჯახებლად. განათლებული ბიჭია და როგორც ვიცი, მსაჯის ხარისხიც აქვს. მოცეკვავეები ცეცხლოვანი, ალერსიანი და ფანტასტიკური მამაკაცები არიან. გიგის კარგად ვიცნობ და კარგი მეგობარია.
- ვის დაამატებდი ამ სიას?
- ნოდიკო ტატიშვილს... უნიჭიერესი მომღერალია. ძალიან მიყვარს მისი სიმღერა, მსიამოვნებს რომ მღერის. ჩემი უახლოესი მეგობარია. ძალიან მესიამოვნებოდა ჩემ გვერდით, 18-19 წლის რომ ვიყო. ასევე დავასახელებდი საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მუსიკოს ირაკლი კახიძეს, რომელიც არ ვიცი, დაოჯახებულია თუ არა. ინტელექტუალური მამაკაცები მომწონს.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
...
გენომ თვითონ იშოვა ფული,მამიკოსგან არ აქვს
22:43 / 18-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატო
ამ როსტოს სურათი რომ დადეთ სტატიის სათაურად, ხალხი აღარც შედის და აღარ კითხულობს სტატიას, უბრალოდ ვერ ხვდებიან რაზეა. გამოცვალეთ ეგ სურათი და სხვა "სასიძოების" სურათები გამოდეთ სათაურთან თუ გინდათ რომ ხალხმა წაიკითხოს, თორემ სულ ორი კაცი ნახავს ამ სტატიას.
09:46 / 23-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანას
გენო მალაზონია, როსტო, დემე, მელია, სანიკიძე რომელი მამიკოების შვილები არიან, ხომ არ აგვიხსნი?
09:44 / 23-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ელენე
რატომ გგონიატ სასურველი სასიძოები მარტო ცნობილი და მდიდარი ოჯახისშვილები არიან, ძალიან ბევრი ვიცი მაგათზე უკეთესი გარეგნობის, უფრო განათლებულები და საკმაოდ შეძლებულები, რომლებსაც საზოგადოება არ იცნობს და არც აქვთ მათ სურვილი რომ ყველა მაგათზე ლაპარაკობდეს და განიხილავდნენ მათ ცხოვრებას და მემგონი ძალიანაც ჭკვიანურად იქცევიან.
19:15 / 22-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ნუთუ საქართველოში ერთი კაციც კი არ მოიძებნა ვისაც თავისი ტვინით აქვს ნაშოვნი ფულიდა არა მამიკოების ფოლებით არიან"სასურველი" სასიძოები?
17:29 / 22-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS