20 აგვისტო, 2014
''ლაპარაკობდნენ, ჯაბას მეტროში სექსი ჰყვარებიაო...''
მე ვირეცხავ სარეცხს, სამოსი ძალიან მიყვარს, მაისური 10-ევროიანი იქნება თუ 100-ევროიანი, ერთნაირად ვუფრთხილდები ჯაბა ქარსელაძე თბილისში ერთი თვით ოჯახისა და ახლობლების მოსანახულებლად ჩამოვიდა. მართალია, წლებია, საქართველოდან სწავლის გამო წასულია, მაგრამ ამბობს, რომ სამუდამოდ საზღვარგარეთ გადასახლებას არ აპირებს. იმედოვნებს, ისეთი სიტუაცია იქნება ჩვენს ქვეყანაში და მისი საქმიანობის სფეროში, რომ დაბრუნდება და ევროპაში მიღებულ ცოდნასა და განათლებას სამშობლოს მოახმარს.

- როგორც ვიცი, ბოლოს საფრანგეთში სწავლობდი დოქტორანტურაში, დაასრულე?
- მომავალი წლის სექტემბერში ვამთავრებ დოქტორანტურის სავალდებულო კურსს, იქიდან 5
წელი მაქვს ვადა დისერტაციის დაცვისთვის, გავითვალისწინე რჩევა, მემუშავა ისეთ საკითხზე, რომელიც გამოსადეგი იქნებოდა ვინმესთვის და დაცვის შემდეგ არ დაიდებოდა თაროზე, ამიტომ თემად შევარჩიე ბიზნესგარემო საქართველოში, გარდა ამისა, ამჟამად წიგნზე ვმუშაობ.
- წიგნს წერ?
- არა. მგონი, წიგნს არასოდეს დავწერ, თუმცა არასოდეს თქვა არასოდეს, მაგრამ როგორც დოქტორანტურის სტუდენტი და ლექტორი სამწლიანი გამოცდილებით, დამარეგისტრირეს ამერიკის ერთ-ერთ ცნობილ გამოცემაში, რის საფუძველზეც შემიძლია, სხვადასხვა პიროვნების დაწერილი წიგნებიდან ამოვკრიბო ჩემთვის საჭირო მასალა და ერთ გამოცემად ვაქციო. მითითებული იქნება მასალის ავტორები, თუმცა იმ კონკრეტული წიგნის შემქმნელი და დამკომპლექტებელი ვიქნები მე. ეს დიდი წინსვლაა, არ ვიცი, რომელიმე სხვა ქართველ ლექტორს მსგავსი რამ თუ აქვს. მართალია, სამი წელი თბილისში ვკითხულობდი ლექციებს, მაგრამ ძალიან მინდა, უცხოეთშიც მივიღო ეს გამოცდილება.
ევროპის თითქმის ყველა დიდ ქალაქში მიცხოვრია, მაგრამ პარიზი არის ის, რასაც ვერასდროს ამოწურავ, თუმცა გამოვტყდები, იქ ცხოვრება ძალიან რთულია. ცუდი და კარგი ყველგანაა, მაგრამ ფრანგი ყველას ზემოდან უყურებს, რადგან ფრანგია, ეს მისთვის სტატუსია, მნიშვნელობა არ აქვს, რას წარმოადგენს, აქვს ფული თუ არა. საბედნიეროდ, მე ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ მათი დიდი ნაწილი არაა ფრანგი. სხვათა შორის, მათთვის ჩვენ ვართ ძალიან რთულები, როცა პირადისკენ იხრება ურთიერთობა, მაშინ ვხვდები, რომ განსხვავებულები ვართ.
ჩვენ მაინც გათამამებულები ვართ. რაც უნდა ვიძახო, რომ ამდენი წელია დამოუკიდებლად ვიკეთებ საჭმელს, ვირეცხავ, ვალაგებ და ა.შ. მშობლის ხელი მაინც მოგვყვება. იქ მართლა არსებობს გენდერული თანასწორობა, დღეს თუ ქალი წავა მარკეტში, ხვალ კაცი იქნება ვალდებული, ეს გააკეთოს, ჩვენთან კი დედა და და ამას არ გეტყვის და არ გააკეთებს. იქ ათი ადამიანი ერთად რომ წავიდეს სავახშმოდ, ქართველების მსგავსად, ერთი კი არ დაპატიჟებს ყველას, თითოეული ან თავისას გადაიხდის, ან კიდევ თანხას თანაბრად გაიყოფენ. იქ ჩვეულებრივი ამბავია, ბიჭი გოგომ დაპატიჟოს სასმელზე, რაც მე არ მესმის. ევროპაში ძალიან გაუფასურებული და გაადვილებულია ქალის ''მოპოვება'', ყველანაირი რომანტიზმი დაკარგულია და რატომ ეძახიან პარიზს სიყვარულის ქალაქს, ვერ ვხვდები.
- მრჩება შთაბეჭდილება, რომ უცხოელ გოგონას არ მოიყვან ცოლად.
- ჩემ ირგვლივ ყველა მამაკაცი ამბობს, ყველაზე დიდი შეცდომაა, ცოლი რომ მოვიყვანეო და თუ ასეთი ცუდია, მე რატომ უნდა მოვიყვანო?!. ეს ხუმრობით. ერთი პერიოდი ვამბობდი, ცოლი თუ არა, შვილი აუცილებლად მინდა-მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ერთ-ერთ მშობელთან გაზრდილი შვილი არაა სრულყოფილი. ვეთანხმები იმას, რომ ადამიანმა ოჯახი 30 წლის შემდეგ უნდა შექმნას, მანამდე ''იგულაოს''ვისთანაც უნდა, მერე კი სიყვარულით დაქორწინდეს. ყველაფერში ნორმაა საჭირო, ზედმეტი არაფერი ვარგა ჯანმრთელობის გარდა, ეს ჩემი ექსკლუზიური გამოთქმაა, ზედმეტი ჯანმრთელობა არ არსებობს.
- ამ დროის განმავლობაში გქონია სერიოზული ურთიერთობა?
- არა. მგონია, რომ შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ, ვიცი ადამიანზე მიჩვევა და შემდეგ მიჭირს განშორება. თუ არ გადავერთე რაღაცაზე, ამას სტრესი მოაქვს, ამიტომაც ვიცი, რა დისტანცია უნდა დავიკავო ადამიანთან და შემდეგ როგორ გადავეჩვიო მას. დანგრეული პირადი ცხოვრების შემდეგ ქალისა და მამაკაცის მეგობრობის არ მჯერა, რადგან არსებობს შანსი, თუნდაც ნასვამ მდგომარეობაში მაინც განახლდეს ინტიმი, განსაკუთრებით ქალის მხრიდან, მე მქონია ასეთი შემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ სასმლის მიმართ ცუდად ვარ განწყობილი.
- მარტო ცხოვრობ და საოჯახო საქმეებსაც თავად უძღვები, როგორ აუღე ალღო ამ ყველაფერს?
- პარიზში მარტო ვცხოვრობ და ეს ძალიან რთულია, აქედან რომ წავედი, ოჯახური საქმიანობის არაფერი გამეგებოდა, მაგრამ ახლა დავიხვეწე, ერთადერთი, რასაც ვერ ვსწავლობ და არ მიყვარს, ესაა გაუთოება, ამისთვის პარიზში არის სპეციალური ქიმწმენდა, სადაც იაფად გიუთოებენ. თავად ვიკეთებ საჭმელს, სარეცხი მანქანა ისე კარგად ''დავამუღამე'', რომ აქაც მე ვირეცხავ სარეცხს, სამოსი ძალიან მიყვარს, მაისური 10-ევროიანი იქნება თუ 100-ევროიანი, ერთნაირად ვუფრთხილდები, ამიტომ ვისწავლე, რამდენ გრადუსზე და როგორ რეჟიმზე უნდა გავრეცხო.
- იმდენად მიჩვეული ხარ მარტო ცხოვრებას, მგონი, გაგიჭირდება ვინმესთან თანაცხოვრება…...
- ეგეცაა, თან მეშინია, მარტო ტიპი არ გავხდე. დედა ხშირად ჩამოდის ჩემთან, რაც ძალიან მახარებს, მაგრამ დაახლოებით 15- 20 დღის შემდეგ უკვე რაღაც უჩვეულოდ ვარ, უცნაურად მეჩვენება, როცა საწოლი ალაგებული მხვდება და ა.შ. სხვათა შორის, ვცადე ინსტიტუტის მეგობართან ერთად ერთ სახლში ცხოვრება, მაგრამ ვერ გავქაჩე და მერე ცალკე გადავედი.
- ყველაზე კომფორტულად რომელი ეროვნების ადამიანთან გრძნობ თავს პირადი ურთიერთობის თვალსაზრისით?
- (ფიქრობს) საერთოდ, სერიოზული ურთიერთობა ბევრი არ მქონია და ასარჩევადაც არ მაქვს საქმე. ქართველთან არ მქონია ასეთი ურთიერთობა, ასე რომ, ეს გამოირიცხა, ალბათ, იტალიელზე შევჩერდები, რასაც ფრანგი ვერ იგებს, იგებს იტალიელი.
- სასიმღერო კარიერის მხრივ რა ხდება?
- მაქვს ახალი სიმღერა, რომელიც ერთადერთხელ ვიმღერე ჩემს დაბადების დღეზე, ესაა სელინ დიონის Mყ Hეარტ ჭილლ Gო Oნ-ის ქავერვერსია, რომელიც არც ერთ მამაკაც მომღერალს არ შეუსრულებია. ქართველი მსმენელი რას შეხვდება კარგად და რას არა, ვერ გაიგებ, მაგრამ საფრანგეთში სასიამოვნო გამოხმაურება მოჰყვა. სიმღერის სიყვარულს მეგობრებში ან კარაოკეში ვიკლავ. საფრანგეთში ძალიან რთულია მომღერლის კარიერის დაწყება, თავიდანვე ამ განხრით რომ წავსულიყავი, შეიძლებოდა მიმეღწია წარმატებისთვის. როგორც ჩვენთან, იქაც არიან ისეთი მომღერლები, ცოტა ხნით რომ ბუმია მათზე და შემდეგ არავის ახსოვს, მაგრამ ალბათ უღირთ დროებითი პოპულარობაც. პრინციპში მე ის მახსენდება დიდი სიამოვნებით, სპორტის სასახლეში რომ ვმღეროდი და ხომ წარმოგიდგენიათ, მათი ემოციები როგორი იქნება? თავის დროზე ამ განხრით რომ წავსულიყავი, მგონია, წარმატებას მივაღწევდი, მიმაჩნია, რომ წარსულში ბევრი შეცდომა დავუშვი.
- კონკრეტულად?
- ბოლო რვა წელიწადში ბევრ რამეს შევცვლიდი, მაგალითად, კარიერას სხვა კუთხით განვავითარებდი, პირველად ვამბობ ამას, მინდოდა, ექიმი გამოვსულიყავი და აუცილებლად ჩავაბარებდი სამედიცინოზე. მიმაჩნია, რომ ჩემი სახით ძალიან დიდი ექიმი დაიკარგა, ცნობილი ექიმები მეუბნებიან, ბევრ დიპლომიან ექიმს სჯობიხარო, მათთან ჩემი დამოკიდებულება და ურთიერთობა მაქვს, ყველა წამლის სახელი ვიცი, ვეცნობი ლიტერატურას. ყოფილა შემთხვევა, ჩემს დას დაურეკავს, ყური მტკივა და რა დავლიოო, უკითხავს და სწორად დამიკვალიანებია. ასევე, ჩემს მთავარ შეცდომად მიმაჩნია, რომ ვარჯიში არ დავიწყე თავის დროზე და ამას სხვადასხვა მიზეზით ვხსნიდი, ასევე არ ვიტყოდი ბევრ რამეს, რაც ნათქვამი მაქვს, მაგალითად, მგონია, შეცდომა დავუშვი, როდესაც ''პროფილში''ვთქვი, რომ მეტროსექსუალიზმი ჰქვია თავის ისეთ მოვლას, როგორც მე ვუვლი-მეთქი, ეს ხალხმა ვერ გაიგო და მერე ლაპარაკობდნენ, ქარსელაძეს მეტროში სექსი ჰყვარებიაო, ჯაბას მეტროში სექსი ჰქონდაო... (იცინის). არადა, მეტროსექსუალი არის ადამიანი, რომელიც თავს უვლის იმაზე მეტად, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი ადამიანი, ასეთია ბექჰემი, დიკაპრიო და ა.შ. მოკლედ, ეს ტერმინი სხვაგვრად გაიგეს, რასაც მითქმა-მოთქმა მოჰყვა.
მე მყავს ყველანაირი მეგობარი, როგორც ორიენტაციის, ასევე, ცხოვრების წესის მხრივ. მაგალითად, საფრანგეთში ერთ-ერთი მძლავრი კომპანის ფინანსური მენეჯერი, თანამდებობის პირი, არის ჩემი მეგობარი, რომელიც დამოკიდებულია წამალზე, მასთან ვურთიერთობ, მაგრამ განსხვავებული ცხოვრების წესი გვაქვს. ასევე მყავს მეგობარი, ულამაზესი შვეიცარიელი მსახიობი, რომელიც ლესბოსელია, მაგრამ რა? ამის გამო უნდა გავწყვიტო კონტაქტი?!. არატრადიციული ორიენტაცია არაა გარყვნილება, ასეთებად იბადებიან. ასეთ ადამიანებს არ განვსჯი და ამასვე ვითხოვ მათგან.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
თიკო
ეს /ლელა/ სავარაუდოდ თვითონ ჯაბაა :))) ცუდი ტიპია და უსინდისო, იმიტომ რომ ზუსტად იცის რომ მომღერლობისგან ისე შორსაა, როგორც საქართველო, სხვა რომელიმე კალაკტიკისგან და მაინც უნდა რო იმღეროს. ცუდი ტიპია. ფუუუუუუუ
03:03 / 23-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ebos
Ikos mere,shen ratom gatsuxebs eg sakitxi?
18:21 / 20-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ეს ბიჭი უბრალოდ ჩვეულებრივ ადამიანებზე( ანუ , პროცენტულ უმრავლესობაზე საქართველოში) ჭკვიანია, სადამდეც თქვენ რომ მიხვიდეთ მინიმუმ შვიდი თაობა უნდა გამოიცალოთ. ამასთან, არამგონია ჯაბას თქვენი "ზებრძნული" შეხედულებები აინტერესედეს.
17:40 / 20-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ებო
ეს ბიჭი გეია!!!!!!!
11:22 / 20-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS