10 აგვისტო, 2014
ანრი ჯოხაძე დათო დოიაშვილის ''სვეტების სიაში'' მოხვდა
ათასი სისულელე რომ დაწერონ ინტერნეტსივრცეში, იმდენ დადებითს დაწერს შემდეგ მეორე ნახევარი ანრი ჯოხაძემ პოპულარობის გემო პირველად 2004 წელს იგრძნო, წელიც ზუსტად ახსოვს და ის დღეც, როდესაც ''პირველ სტერეოში'' მისი კლიპების დატრიალებიდან მეორე დღესვე ხალხმა ქუჩაში იცნო. მაშინ მუსიკალურ ტელევიზიებს ჰქონდათ ძალა, მომღერლისთვის პოპულარობა მოეტანათ.
ჩვენი რესპონდენტი მიიჩნევს, რომ მას შემდეგ თავისი პოპულარობის შენარჩუნება შეძლო. იმასაც ამბობს, რომ ამ ყველაფერს მისთვის უარყოფითი არაფერი მოუტანია.

- 2004 წელს მივხვდი, რომ პოპულარული ვიყავი. შემოდგომის პერიოდი იყო. ''პირველი სტერეო''
და ''მაესტრო'' გაიყო და ''პირველმა სტერეომ'' მოითხოვა ყველა ვიდეორგოლი, რაც მქონდა. მანამდე მხოლოდ კულუარულად ვიყავი ცნობილი, იცოდნენ, რომ კარგად მღეროდა ახალგაზრდა ყმაწვილი. ვიდეორგოლების დატრიალების შემდეგ მივხვდი, რომ ბაზარში მწვანილის გამყიდველიც კი მცნობდა. ეს პოპულარობა ზუსტად ერთ დღეში მოვიპოვე. მაშინ ''პირველ სტერეოს'' უყურებდა ხალხი. ამან ძალიან შეუწყო ხელი იმ პერიოდში რამდენიმე ადამიანის გაპოპულარულებას, მათ შორის, ჩემსაც.
- და შენ გინდოდა პოპულარობა.
- რა თქმა უნდა, ეს, პირველ რიგში, ჩემს საქმეს სჭირდებოდა. თუკი მე პოპულარული არ ვიქნებოდი, რისთვის უნდა მეკეთებინა ჩემი საქმე? როცა მომღერალი ხარ და შენი გეგმები დიდ სცენასა და შოუბიზნესს უკავშირდება, არის შენი პროფესია, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იმ მომენტში ჩემთვის ცნობადობის გაზრდა ძალიან დიდ ღირებულებას წარმოადგენდა.
- მერე და მერე ამან გარკვეული უხერხულობები არ მოიტანა? ბევრისგან გვსმენია, როგორ ''დაღალა'' პოპულარობამ.
- არ დაიჯერო, ვინც მაგას გეტყვის, უთხარი, ანრის აზრით, აფერისტები ხართ-თქო. პოპულარობა არ არის დამღლელი, დამღლელია იმ ადამიანების არასწორი მიდგომა პოპულარობისადმი, ვინც მაგას გეუბნება. უნდა შეგეძლოს ამ ყველაფრის მართვა, ისე, რომ საზოგადოება არ დაღალო და არც შენ დაგღალონ.
- ცნობადობის გაზრდამ ნეგატივი არ მოგიტანა?
- არანაირი ნეგატივი არ მოუტანია. ათასი სისულელე რომ დაწერონ ინტერნეტსივრცეში, იმდენ დადებითს დაწერს შემდეგ მეორე ნახევარი, რომელიც მხარს მიჭერს და მგულშემატკივრობს, ევასება ჩემი სიმღერა, ანრი ევასება. როგორ შეიძლება, ვიღაც ასკაციანი დაჯგუფების აზრმა ჩემზე გავლენა მოახდინოს?!. უკაცრავად!..
ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, საზოგადოებისგან დაიმსახუროს პოზიტიური დამოკიდებულება თავისი სწორი საქმიანობით. რა თქმა უნდა, არ არის სწორი, როცა ხშირ შემთხვევაში, მახინჯი ქალები შორენა ბეგაშვილს აკრიტიკებენ ინტერნეტსივრცეში. არ ვიცი, ვის რას უშავებს შორენა. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი ყოფით, ქცევით, საზოგადოებას აღიზიანებენ. ჰგონიათ, რომ პოპულარულები არიან და თავს ''სვეტებად'' მიიჩნევენ, რაც ასე არ არის. ''სვეტების სიას'' ამ ქალაქში ხომ დათო დოიაშვილი აყალიბებს.
- ეს პირველად გავიგე...
- (იცინის) ეს მისი კარმული მისიაა.
- ისე ლაპარაკობ, თითქოს ვერ მოხვდი ამ სიაში.
- რას ლაპარაკობ? დოის უყვარს ჩემი იუმორი. რამდენიმეჯერ თავისი საყვარელი და უძვირფასესი თეატრი კლიპების გადასაღებად უსასყიდლოდ დამითმო. რასაკვირველია, სიაზე ვიხუმრე. ამ სიაში, ალბათ, ვერ მოხვდებიან, პირველ რიგში, უნიჭო ადამიანები.
- ამ სიაში შენთან ერთად ვინ არის?
- კარგი რა, რა ''სვეტების სია'', ვიხუმრე. ზოგადად, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ არიან ''სვეტები''. მათზე დროს მე ვერ დავკარგავ. მე მიყვარს ჯანსაღი, ჯანმრთელი წარმომავლობის, ამბიციისა და ნიჭის ადამიანები. ჩემთვის ''სვეტია'' განათლებული და ნიჭიერი ადამიანი. სამი წიგნი მაინც უნდა ჰქონდეს გადაშლილი, ლეილა აბაშიძე და მედეა ჩახავა ერთმანეთში არ უნდა ერეოდეს და უკვე კაი ტიპია ჩემს თვალში (იცინის).
- დავიჯერო, პოპულარობის გვერდით ეფექტად ჭორები არ მიგაჩნია?
- ჭორები იყო, მაგრამ ნეგატიურად არ აღვიქვამ. არაფერს გავუღიზიანებივარ. თავიდან უხერხულობას მიქმნიდა ის ჭორები, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამებოდა, მერე საერთოდ აღარ მაინტერესებდა. ყოველთვის კარგად ვიცნობდი ადამიანთა ფსიქიკას. არის ხალხი, რომელიც ხარჯავს დროს იმაში, რომ განერვიულოს. არ ჯობია, ჩემი საქმე ვაკეთო და მათ მოვუშალო ნერვები, ვინც ამ ხმებს მივრცელებს (იცინის)?!. არც ჩემი ოჯახის წევრები განიცდიან, ისინი მით უმეტეს. ზუსტად ვიცი, რომ უარყოფითს სხვებისგან ასჯერ მეტი პოზიტივი მოჰყვება.
- ახლა დადებითზე ვისაუბროთ. გაგზარდა თუ არა პოპულარობამ, რა ისწავლე?
- ის, რომ ათი წელია, არათუ ვინარჩუნებ ჩემს პოპულარობას, არამედ ვამყარებ და წინ და წინ მივდივარ, ნიშნავს, რომ ამან გამომაწრთო, მასწავლა ურთიერთობები და უფრო მეტი მეგობარი შემძინა. ეს კიდევ იმას ნიშნავს, რომ სწორად ვცხოვრობ. შესაძლოა, ქვეყნის
მასშტაბები არ მყოფნის, მაგრამ რასაც ვქმნი, ყოველთვის მიფასდება. აინტერესებს მას, ვისაც უნდა აინტერესებდეს და მასაც, ვისაც, წესით, არ უნდა აინტერესებდეს.
- ფასდაკლებებით თუ სარგებლობ, რადგან ცნობილი სახე ხარ?
- ყოველთვის, ამ მხრივ ძალიან განებივრებული ვარ. არ ვიცი, რატომ, ალბათ, ვუყვარვარ ხალხს და უნდათ, რომ მასიამოვნონ. სათვალეების მაღაზიაში რომ შევდივარ, მეათედ ფასში მიკეთებენ ყველაფერს და ზოგჯერ მჩუქნიან კიდეც. ბაზარშიც დავდივარ და მიკლებენ ფასს. თუკი ვინმე ფასს მიმატებს, ვეუბნები ხოლმე, ჩემი სიმღერა არ ღირს მაგხელა თანხა და დროზე დააკელით-მეთქი. იხევიან სიცილით და მიკლებენ (იღიმის).
- ფული მოაქვს პოპულარობას?
- რა თქმა უნდა. მე პოპულარობა მჭირდებოდა იმისთვის, რომ ფული გამომემუშავებინა და ჩემი პროფესიით მეცხოვრა. ამას ვახერხებ. აბა, გაგიგია, ანრის რაიმე ბიზნესი აქვსო? ვცხოვრობ ძალიან ძვირფასად ჩემი საქმიანობით. ვშოულობ იმდენს, რომ საქართველოს დონეზე კარგად ვიცხოვრო და დავეხმარო ჩემი ოჯახის წევრებს. არა მხოლოდ აქ, დასა და დისშვილებს, რომლებიც ჩემთან ცხოვრობენ, არამედ საზღვარგარეთ, იტალიაში, ჩემი ძმის ოჯახსაც. ადრე უფრო მეტი იყო, მაგრამ დღესაც არის ნათელი შუალედები. ალბათ, იმ ბედნიერ მომღერლებს შორის ვარ, რომლებიც რეიტინგთან ერთად, ფინანსებსაც ინარჩუნებენ.
- ამას როგორ ახერხებ?
- პროდუქტიულობით. ჩემი ძირითადი შემოსავალი კორპორატიული საღამოებია, სადაც ძალიან ხშირად გამოვდივარ. ასეთ ღონისძიებებზე ძალიან მაღალი ჰონორარებია. რასაც იქ კომპანიისგან მოვითხოვ, იმავე თანხას ვერ მოვთხოვ ადამიანს, რომელიც ქობულეთში ბუნგალოში კონცერტს მართავს. იქ რამდენი ბილეთი უნდა გაყიდოს, რომ ამით გავმდიდრდე? ყველაფერი ბალანსდება და სხვადასხვა ფასია. სადაც საჭიროა, იქ მამდიდრებენ...
- კლიპების გადაღებას თავად აფინანსებ?
- მეგობრები მეხმარებიან, რადგან არ მაქვს იაფფასიანი კლიპები. თუმცა ყოფილა შე-მთხვევები, რომ ჩემი ჯიბიდანაც გამიღია თანხა, მაგალითად ''ჰავა ნაგილას'' დავასახელებ.
- ოდესმე თუ გიგრძნია შენი კოლეგებისგან შური, რომ შენ უფრო პოპულარული ხარ ან მათზე მეტს იღებ?
- არ ვინტერესდები. რატომ უნდა დავინტერესდე, ვის შურს ჩემი ახალი კლიპები და ჰონორარები. პირიქით, შემეცოდება, ავდგები და მასაც გადავუღებ კლიპს, რომ არ ინერვიულოს და არ შეშურდეს. მე ხომ მჩვევია ასეთი რამეები.
- ავი თვალის არ გჯერა?
- არა, აბსოლუტურად არ მჯერა. რა ენერგეტიკასაც ასხივებ, ის გიბრუნდება. ასეა მოწყობილი სამყარო.
- ყველაზე წარუმატებელი და წარმატებული პერიოდები.
- ახლა მაქვს ყველაზე წარმატებული. თუკი ვინმეს გულს მალამოდ მოედება, ვიტყვი, რომ ''ევროვიზია'' ჩემი ცხოვრების ყველაზე წარუმატებელი პერიოდი იყო, მაგრამ ასე არ მივიჩნევ. არტისტი არ კნინდება, თუ ამ კონკურსზე ათეულში ვერ მოხვდა. საქართველოში ეს ტენდენცია არ არის, უკრაინაში, ვიცი, რომ არის. თუკი მომღერალი ''ევროვიზიაზე'' წარმატებას ვერ მიაღწევს, სერიოზულად ლანძღავენ. მე, ზოგადად, სულ წარმატებული ცხოვრება და კარიერა მაქვს. სულ ვმუშაობ. არ ვკაიფობ ჩემი წარმატებებით, დაიჯერებ?
- არც თავში აგვარდნია?
- არა, რა უნდა ამვარდნოდა?!. ურთიერთობებში არ შევცვლილვარ, პირიქით, უკეთესი გავხდი. ბევრი კომპლექსი მომეხსნა, მათ შორის, მორცხვობის. არავის არ სჯერა, ამას რომ ვამბობ. მესიკვდილებოდა სცენაზე გამოსვლა. სანამ სცენაზე გამოვიდოდი, ვწითლდებოდი.
- შენს პირად ცხოვრებაზე რა გავლენა მოახდინა პოპულარობამ?
- არანაირი.
- რატომ არ ვიცით შენი ისტორიები?
- რაც საჭიროა, ის იცით და მგონი, ისიც, რაც არ არის საჭირო. გაინტერესებთ, ჩემი საბნის ქვეშ რა ხდება? თუმცა, ისეთი საინტერესო რაღაცები ხდება, ყველამ უნდა ილაპარაკოთ (იცინის).
- როგორი ხარ პირად ურთიერთობებში?
- კეთილი (იცინის). მიყვარს სიურპრიზები. ხალხო, დამიჯერეთ, ურთიერთობებში კარგი ტიპი ვარ. ბევრი ამას ვერ მოესწრება და ვერ გაიგებს, მაგრამ მაინც... (იცინის). არავისი ცუდი ენა ჩემს პირადსა თუ შემოქმედებაზე გავლენას არ ახდენს, რადგან მათზე გაცილებით ძლიერი ენა მაქვს. ჩემგან ტყუილიც დაიჯერება უკვე.
- ეს თავდაცვის ინსტინქტია?
- ყველაფერი ერთად, თუმცა მხოლოდ ბოროტ ადამიანებთან მიმართებით. ზოგადად, უტრაკოებს ომს არ ვუცხადებ.
- როგორ ფიქრობ, პოპულარობის შარავანდედით მოსილი რომ ხარ, ადვილია შენთან მეგობრობა?
- ჩემი მეგობრები ამბობენ, რომ მათთან ურთიერთობა სიმღერაზე უკეთ გამომდის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამას მეც ვეთანხმები. ძალიან მიყვარს ჩემი მეგობრები და მათთან ურთიერთობა, მოსმენის კულტურა მაქვს.
- შეგიძლია, დამისახელო საქართველოში დადებითად და უარყოფითად პოპულარული ადამიანები?
- ნანი ბრეგვაძეა დადებითად პოპულარული, ეს მთელი ისტორიაა, წიგნივით, რაც უნდა მოხდეს მის ცხოვრებაში, მასზე საზოგადოება აზრს არ შეიცვლის (ფიქრობს). კესარია აბრამიძე, ალბათ, უარყოფითად, ეს ტრაფარეტული აზრია. პოპინდუსტრიაში ყველაზე ოდიოზური ფიგურაა, თუმცა, 100%-ით დარწმუნებული ვარ, კესარიას გაჟიმვა ნახევარი საქართველოს ბიჭებს უნდათ და ცოლებსა და დედიკოებს უმალავენ.

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ვაჯა
უზრდელი!
00:02 / 11-08-2014
გამოხმაურება / 0 /
იკა პარიზი
ანრი, უჯიგრესი და უძვირფასესი ადამიანი ხარ თანამედროვე ქართულ რეალობაში , ნიჭის და სიხალასის ნაერთი; ეგრე გააგრძელე .
18:32 / 10-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS