08 აგვისტო, 2014
ქართველი ვარსკვლავების ტოპ-უკანალები
''რეიტინგი'' მაინც პიონერი გახლდათ, როდესაც ქართველი ვარსკვლავების ყველაზე ლამაზ მკერდსა და გრძელ ფეხებზე გამოვაქვეყნეთ სტატიები უცხოურ ყვითელ პრესაში ყველაზე ხშირად ვარსკვლავების შესახებ სკანდალური ჭორები ქვეყნდება, მაგრამ განსაკუთრებულად პოპულარულია რუბრიკა, სადაც მათი სხეულის პიკანტურ ნაწილებზე იწერება. ჯენიფერ ლოპესმა უკანალი დაიზღვია, ჯულია რობერტსი ბიუსტჰალტერის გარეშე, მაილი საირუსმა სცენაზე სასქესო ორგანო გამოაჩინა, პერის ჰილტონი ქვედა საცვალის გარეშე – კვირა არ გაივლის, რომ ამ ტიპის სათაურით სტატიები სხვადასხვა ჟურნალის ფურცლებსა თუ საიტებზე არ გამოჩნდეს.

თითქმის ყოველ კვირას დებენ რეიტინგებს,
რომელი ქვეყნის მამაკაცი რომელ ცნობილ ქალბატონთან ისურვებდა ღამის გატარებას. ქართულ რეალობაში ასეთი სათაურები და მით უმეტეს სტატიები ჯერჯერობით წარმოუდგენელია. თუმცა ''რეიტინგი'' მაინც პიონერი გახლდათ, როდესაც ქართველი ვარსკვლავების ყველაზე ლამაზ მკერდსა და გრძელ ფეხებზე გამოვაქვეყნეთ სტატიები.

ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ქართულ შოუბიზნესში არ ვართ განებივრებული იმდენი ცნობილი სახით, რომლებიც მსგავს რეიტინგებში მოხვედრას იმსახურებენ. ზოგს მონაცემები არ უწყობს ხელს, ზოგსაც, უბრალოდ, ისე აცვია, რომ მათი სხეულის ფორმები ბოლომდე ამოუხსნელი რჩება.

ამჯერად გადავწყვიტეთ, ყველაზე ლამაზი უკანალის მქონე ქართველი ვარსკვლავები გამოგვევლინა. თუმცა ეს ''მძიმე'' მისია მხოლოდ საკუთარ თავზე არ აგვიღია და ერთგვარი გამოკითხვა ჩავატარეთ. ქუჩაში შემთხვევით გამვლელებს ვკითხეთ, რომელი ქართველი ვარსკვლავის უკანალი მოსწონდათ და მიუხედავად ერთგვარი კომპლექსისა, მაინც სიამოვნებით გვიპასუხეს. თუმცა ისეთებიც აღმოჩნდნენ, ვისაც ჩვენი კითხვა ბოლომდე იუმორისტული გადაცემის თემა ეგონა.

სამწუხაროდ, სია არცთუ ისე დიდი გამოვიდა. რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ისედაც ჩამქრალ შოუბიზნესში ხალხს რომ არ დაავიწყდე, სექსუალური იმიჯით მაინც უნდა შეახსენო თავი.

გამოკითხულების უდავო ფავორიტი შორენა ბეგაშვილი აღმოჩნდა. ამაში გასაკვირი არაფე-რია, რადგან შორენა ნებისმიერ რეიტინგში, რაც ქალის სილამაზესა და სექსუალურობას ეხება, უპირობო ლიდერია. მხოლოდ ერთხელ გაშიშვლება არ კმარა, ტელეწამყვანი და მსახიობი ვიწრო კაბებით მუდმივად უსვამს ხაზს მკერდისა და უკანალის ფორმებს, რაც მის იმიჯს უფრო გამომწვევს ხდის.

Rating

იქ, სადაც ქართულ უკანალებზეა საუბარი, რთულია, პირველი ქართველი ბოდიბილდერი ია უძილაური არ დასახელდეს. ია ნიკა გრიგოლიას ყოფილი ცოლი გახლავთ და თუკი ხალხი მხოლოდ ამ სტატუსით იცნობდა, დღეს მისი ფოტოები სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია. ორწლიანი ვარჯიშის შემდეგ ია ჩვენ წინაშე იდეალური პარამეტრებით წარდგა. ის სხვა ქართველ ცნობილ სახეებს არ ჰგავს, იმდენად თამამია, რომ ფოტოებში არც უკანალის გამოჩენას ერიდება.

Rating

სალომე ჭაჭუა აქამდე არც ერთ რეიტინგში არ მოხვედრილა, მაგრამ, როგორც ჩანს, კონკურსებში მისმა ცეკვებმა და ნახევრად შიშველმა ჩაცმულობამ გულგრილი არავინ დატოვა. მისი გამოჩენა მაყურებელს განსაკუთრებულად დაამახსოვრდა ერთ-ერთ სარეკლამო კლიპში, როდესაც ზღვის პირას სალომე ვნებიანად ცეკვავს.

Rating

სოფია სებისკვერაძე, მიუხედავად პოპულარობისა, არც ერთ სატელევიზიო პროექტსა და სერიალში არ არის დაკავებული. არადა, მსახიობს ადვილად დასამახსოვრებელი გარეგნობა და სექსუალური იმიჯი აქვს, სოფიას კარიერა ისე ვერ განვითარდა, როგორც მისი სხვა კოლეგების. ამის ერთ-ერთი მიზეზი ყოფილი მეგობარი მამაკაცი გიორგო ლიფონავა გახლავთ. დღეს გიორგი ყველაზე წარმატებული რეჟისორია. ამბობენ, რომ საყვარელი ქალბატონის დასაქმებას სერიალებში სწორედ ამ სტატუსის გამო ერიდებოდა. სოფია პოპულარობას მაინც არ კარგავს და სოციალურ ქსელში მისი თამამი ფოტოები ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

Rating

საუკეთესო უკანალის სტატუსის მფლობელი გახდა სამეჯლისო ცეკვების კიდევ ერთი ვარსკვლავი ჯულიანა ბარ-გნარი. გოგონა პროექტ ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ყველა სეზონში მონაწილეობდა, მაგრამ ადრე თუ პარტნიორები არ უწყობდნენ ხელს, ბოლო ორ სეზონზე საკუთარი თავი მაყურებელს კარგად დაანახვა. იმასაც ამბობდნენ, რომ ჯულიანამ ბოლო სეზონზე სალომე ჭაჭუაც კი დაჩრდილა. ჯულიანას ფორმები ჟიურისთან ერთად მაყურებელსაც არ დარჩენია ყურადღების მიღმა და სწორედ ამიტომ აღმოჩნდა ლამაზი უკანალების რეიტინგში.

Rating

ალბათ, არავის გაუკვირდება, თუ რეტინგში ნანუკა გოგიჩაიშვილის სახელსა და გვარს აღმოაჩენს. ის ერთ-ერთია ქართველ მოდელებს შორის, რომელსაც იდეალური პარამეტრები აქვს. გრძელი ფეხები, სიმაღლე და მოდელისთვის იდეალური ფორმის უკანალი, რომლის დემონსტრირებასაც ხშირად ახდენს ფოტოებში.


Rating

მსახიობს რომ რაღაც განსაკუთრებული პარამეტრები არ სჭირდება, ამის ერთ-ერთი მაგალითი თინა მახარაძე გახლავთ. გოგონა არც დიდი მკერდით და არც შთამბეჭდავი უკანალით გამხდარა პოპულარული, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ თინას სკანდალური განცხადებები მისი წარმატების გასაღებად იქცა. დღეს ''ჩემი ცოლის დაქალებში'' ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. ნატაშკას შემდეგ ის მეორე პერსონაჟია, რომლის გმირსაც საზოგადოება ინტერესით უყურებს, მიუხედავად იმისა, რომ სერიალში მეხუთე სეზონზე შევიდა.
თინა ამ ბოლო დროს სა-კუთარი ვნებიანი ფოტოებით საზოგადოებას ხშირად ანებივრებს. ახალგაღვიძებული მსახიობის საწოლში გადაღებული სურათები გახდა ალბათ მიზეზი, რომ მისი უკანალის სექსუალურობა ქართველ მამაკაცებს თვალში მოხვედროდათ.


Rating

მართალია, თამთა გოდუაძე ''X ფაქტორში'' საკუთარ სექსუალურობას მხოლოდ მზერით და მი-მიკებით უსვამდა ხაზს, მაგრამ მისი გამოჩენის შემდეგ ჟურნალისტებმა საბერძნეთის პრესიდან თამთას სექსუალური ფოტოსესია ამოქექეს. საცურაო კოსტიუმში გადაღებული მომღერალი შესანიშნავად გამოიყურება.

Rating

რეიტინგს ქრისტინე იმედაძით დავასრულებთ. მიუხედავად იმისა, რომ მომღერალი მუდამ ფორმაშია და წონის პრობლემა არასოდეს აწუხებს, სცენაზე მისი გამოჩენის დღიდან ქრისტინეს მკერდი და უკანალი მაყურებელს უყურადრებოდ არ დარჩენია. ამას მომღერალი თავისი იმიჯით ხშირად უსვამს ხაზს და არც სოციალურ ქსელში საცურაო კოსტიუმში გადაღებული სურათების გამოქვეყნებაზე ამბობს უარს.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
თქვენ ვერ ხარტ!!!
რომელია აქედან ნორმალური? თან სურათებიც ისეთია, უკანალის მეტი ყველაფერი ჩანს!!!! ფიცარივით ქალების პარადი!
03:22 / 06-08-2015
გამოხმაურება / 0 /
მერაბი
სოფიას უკანალი ყველას ჯობია ნატურსჰი
21:58 / 13-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ენგური
ბარ-გნარს აქვს N 1
17:35 / 12-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანიკო
შორენას ნავარჯიშები უკანალი აქვს და არა სილიკონით,რა ვერ გაიგეთ ყველაფერში რომ სიკიკონს ეძებთ,ვარჯიშის გაგებაში არ ხართ:))
17:54 / 17-08-2014
გამოხმაურება / 0 /
თამრი
ლაშა, შორენას უკანალში სილიკონები უდევს და ეგ მოგწონს?
17:05 / 17-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS