04 აგვისტო, 2014
ნუნუკა თამაზაშვილის პირადი ცხოვრების საინტერესო დეტალები
უმჯობესი იქნება, თუკი მის მაგალითს პრემიერის მეუღლეც მიჰბაძავს და კარჩაკეტილ ცხოვრებას არ განაგრძობს 2013 წლის ორ ნოემბერს, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენის შემდეგ, მომავალ პირველ ლედიდ მისი მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი დაასახელა. საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს ღირსეული პირველი ლედი ეყოლებოდა.
''სკოლის მერხიდან უყვართ ერთმანეთი, ეს ჩემთვის უნიკალურია. ძალიან ღირსეული პირველი ლედი ეყოლება საქართველოს, ტრადიციული ოჯახის შემქმნელი და ძალიან დამსახურებული. ირაკლის მშობლები და სიდედრ-სიმამრი შვებულებას ერთად ატარებენ და ერთად ისვენებენ, ეს ძალიან მისასალმებელია'', - დასძინა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერის ამ განცხადებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, რადგან საქართველოს მოსახლეობა მიჩვეული იყო, რომ აქამდე პირველი ლედი პრეზიდენტის მეუღლე გახლდათ. ბრძოლამ პირველი ლედობისთვის მედიის კულუარებში გადაინაცვლა. პრესამ და ტელევიზიამ ერთგვარი გამოკითხვაც კი მოაწყო თემაზე, ვინ არის საქართველოს პირველი ლედი – მაკა ჩიჩუა თუ ნუნუკა თამაზაშვილი.

მართალია, ამ თემაზე ერთიანი აზრი ჯერ კიდევ არ არსებობს, მაგრამ ფაქტია, 26 სექტემბერს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მისი მეუღლეც იქნება, რომელიც მსოფლიოს პირველი ქალბატონების კონფერენციაზე გახლავთ მიწვეული.

ნუნუკა თამაზაშვილი მეუღლის გაპრემიერების დღიდან ინტერვიუებისგან თავს იკავებს. ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე სოციალურ ქსელში აქტიურობდა, მაგრამ ქვეყანაში პოლიტიკური გუნდის შეცვლის შემდეგ ''ფეისბუქზე'' მხოლოდ მეუღლისა და შვილების ფოტოებს აქვეყნებს.

Rating

პრემიერ-მინისტრის მეუღლე 1983 წლის 6 სექტემბერს დაიბადა. მამა – გენერალი თამაზ თამაზაშვილი, ადრე კახეთის პოლიციის უფროსი გახლდათ. ჰყავს ძმა, რომელიც საქართველოს პარლამენტში ''ქართული ოცნების'' დეპუტატი გახლავთ. ლექსო თამაზაშვილი დასაოჯახებელია და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსების გამო არაერთხელ გაეხვა სკანდალში. ბოლო ცნობილი შემთხვევა გია ნოდიასთან მომხდარ გაუგებრობას უკავშირდება.

Rating

გია ნოდიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითო კილოგრამი გაყიდული კარტოფილიდან 50 თეთრი თამაზაშვილების ოჯახს მიაქვს. ''ამხელა კაცი რამ გამოგა... მაგას თუ ვერ დაამტკიცებ, ღირსი არ იქნები, უკან გაგიკეთონ მთელი კარტოფილის მარაგი'' -ეს ტექსტი პრემიერის ცოლისძმამ პოლიტოლოგს პირადად მისწერა.
ნუნუკას ასევე ჰყავს ორი და. ნათია, რომელიც არჩევნების შემდეგ დაოჯახდა და სოციალურ ქსელში სამუშაო ადგილას მთავრობის კანცელარია აქვს მითითებული, და უმცროსი და – მარიამი. ის სკოლის მოსწავლეა.

მიუხედავად წარმოშობისა, ნუნუკას სკოლა დედოფლისწყაროში არ დაუმთავრებია. მშობლიურ ქალაქში შვიდი წელი სწავლობდა. შემდეგ მამა სამუშაოდ თელავში გადაიყვანეს და შესაბამისად, ოჯახს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუხდა. როგორც ამბობენ, ნუნუკა თელავში პოპულარული გოგონა გახლდათ. გარეგნულად გამოირჩეოდა და ბევრი თაყვანისმცემელიც ჰყავდა, მაგრამ მისი გული მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილმა მოიგო.
მათი სიყვარულის ამბავი დედოფლისწყაროში დღემდე აქტუალური თემაა. ნუნუკა ირაკლიზე ერთი წლით უმცროსია. მომავალი მეუღლე მეცხრე კლასიდან შეუყვარდა. მაშინ ირაკლის რაიონში ყველა იცნობდა, რადგან სკოლაში საუკეთესო და მოწესრიგებულ მოსწავლედ მიიჩნეოდა.

ნუნუკას მრავალრიცხოვან თაყვანისმცემლებს თამაზაშვილების ოჯახი უარით ისტუმრებდა, მაგრამ ირაკლი მათ შორის არ აღმოჩნდა. ქალიშვილის ხელის სათხოვნელად ღარიბაშვილი პირდაპირ სასიმამროს ესტუმრა და თანხმობა მიიღო. ოჯახი წინააღმდეგი აღარ წასულა, 20 წლის ასაკში ნუნუკა გათხოვდა. მაშინ ირაკლი 21 წლის გახლდათ.

საზოგადოებამ მისი სახელი და გვარი პირველად წინასაარჩევნოდ თამაზ თამაზაშვილის დაკავების შემდეგ გაიგო. მაშინ უამრავი სტატია იწერებოდა იმის შესახებ, როგორ დააპატიმრეს ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი.
ნუნუკა ტელევიზიით პირველად მამის გათავისუფლების დღეს გლდანის ციხესთან შვილით ხელში გამოჩნდა. არჩევნებში ''ქართული ოცნების'' გამარჯვების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქ-მეთა მინისტრად დანიშნეს. მაშინ პრესა აქტიურად აშუქებდა ახალი მინისტრთა კაბინეტის პირადი ცხოვრების საინტერესო დეტალებს.


ქვეყნდებოდა მინისტრების ოჯახური ინტერვიუები, მაგრამ რამდენიმე თანამდებობის პირთან ერთად, ამ მხრივ გამონაკლისი აღმოჩნდა ღარიბაშვილი. ნუნუკამ კი სოციალურ ქსელში აქტიურობა შეწყვიტა და როგორც ზევით აღვნიშნეთ, დღემდე მხოლოდ ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს.

სხვადასხვა დროს ქართულ პრესაში თამაზ თამაზაშვილის ინტერვიუები გამოქვეყნდა. ჟურნალისტები შანსს ხელიდან არ უშვებდნენ და შვილის შესახებ უამრავ კითხვას უსვამდნენ. მამის პოზიციიდან გავიგეთ, რომ ნუნუკა წყნარი, ეკლესიური გოგოა, მაგრამ თუ ოჯახს გაუჭირდა, კაცს ცხენიდან ჩამოაგდებს. ასევე ვიცით, რომ კარგი დიასახლისია და ყველანაირი კერძის მომზადება იცის. მეუღლეს კი განსაკუთრებულად მისი გაკეთებული ხინკალი უყვარს.
როგორც დედოფლისწყაროში ამბობენ, მეუღლის გაპრემიერებას ნუნუკა არ შეუცვლია. ის ისევ ძველებურად ურთიერთობს მეზობლებთან. მასზე ძირითადად დადებითად საუბრობენ.
მედიისგან ჩაკეტილი ცხოვრების მიუხედავად, რამდენიმეჯერ სკანდალში მაინც გაეხვია. პირველად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის დღეს. საღამოს საზეიმო მიღებაზე ნუნუკას კაბის ფასს სერიოზული რეზონანსი მოჰყვა.

ოსკარ დე ლა რენტას კოქტეილის კაბის ღირებულება 6490 დოლარი გახლდათ. მაშინ ღარიბაშვილის ცოლის კაბის ფასს დამცველებიც გამოუჩნდნენ, რომლებიც წერდნენ, რომ ეს კაბა, სხვებისგან განსხვავებით, ხალხის ფულით არავის შეუძენია, მინიშნება ''ნაციონალების'' მეორე ნახევრებზე კეთდებოდა, რომლებიც ყოველთვის ბრენდული სამოსით იწონებდნენ თავს, ივანიშვილის მთავრობა კი ხელისუფლებაში ახალი მოსული გახლდათ.

კაბის სილამაზეს ყველა აღნიშნავდა, მაგრამ რამდენად შეეფერებოდა ინაუგურაციის შემდგომ წვეულებას, ესეც კრიტიკის საგანი გახლდათ, თუმცა ფაქტია, რომ ნუნუკამ კაბა ნამდვილად მოიხდინა. და შემდგომშიც ყველა ღონისძიებაზე გემოვნებით ჩაცმული ცხადდება. არ არის გამორიცხული, რომ მას ამ საქმეში მრჩევლებიც ჰყავდეს, რომლებიც ამა თუ იმ ღონისძიების შესაბამის სამოსს ურჩევენ. ყოველ შემთხვევაში, ამ ფაქტის შემდეგ მისი სამოსი ყურადღების ცენტრში აღარ მოხვედრილა.

Rating

მეორედ ის პოლიტიკოს გივი თარგამაძის კრიტიკის ობიექტი გახდა. 17 ივნისს ღარიბაშვილის ერთ-ერთ ვაჟს, ნიკოლოზს, დაბადების დღე ჰქონდა. თარგამაძის განაწყენების მიზეზი კი შემდეგი ფაქტი გახდა:
''16 საათსა და 20 წუთიდან წყნეთის გზატკეცილზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლებთან დაიწყეს რეკვა და მოთხოვნა: ქვემოთ ჩამობრძანდით და მანქანები გადააყენეთო. მცხოვრებთა გაოცებულ შეკითხვაზე, აქ ვცხოვრობთ და ავტომობილებიც აქ გვიყენია, რასთან დაკავშირებით მოითხოვთ ასეთ რამესო, მიუგეს, დაბადების დღეა და დაბეჯითებით მოგიწოდებთ, ასე მოიქეცითო.

კორპუსის პირველ სართულზე საბავშვო ცენტრი მუშაობს. მუშაობს დიდი ხანია, მაგრამ ასეთი მოთხოვნა პირველად გაისმა. ქვემოთ ჩასულ მეზობლებს ცენტრის ადმინისტრაციის ნაცვლად ხელში შერჩათ სახელმწიფო დაცვის სამსახურის მუშაკები, რომლებიც უკვე გაშინაურებულიყვნენ და ''სიტუაციას ალაგებდნენ''. გაწმენდილი ტერიტორია ლენტით შემოფარგლეს, ტრასის ორივე მხარეს დაცვა განალაგეს და უკვე ზუსტად 18 საათზე ცენტრის კარებში სტუმრებს ეგებებოდა ბიძინას მიერ პირველ ლედიდ სახელდებული ქალბატონი ნუნუ! ალბათ უკვე მიხვდით, რომ ზეიმობდნენ ჩემი მე-ზობელი ჰაკიმის ბავშვის დაბადების დღეს.

ბავშვს, რა თქმა უნდა, ვულოცავ და ყოველგვარ სიკეთეს ვუსურვებ, შენ კი, მომისმინე, შვილო: ასე შვილს მთელ შინაგან სამყაროს დაუმახინჯებ და გამოუსწორებელ ტრავმას მიაყენებ. ან ხალხს რატომ აწუხებ? თანაკორპუსელებს ლიფტს უბლოკავ, ქუჩაზე მოსიარულეებს - ტაქსის და ზოგადად, სატრანსპორტო საშუალებებს. მოსაშვილის ქუჩაზე ნაციან-გიჟქოციანად ერთიანად ყველას შეაძულე თავი, დედოფლისწყაროში ბებიას დაცვით დაატარებ და შენს სახლთან ძროხა თუ ჩაივლის, პატრონს აჯარიმებ, ქალაქისა და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეშიც უკვე იღრინებიან შენი მისამართით.

გამოფხიზლდი, აზრზე მოდი, თორემ იმ ბარაბანს რომ დაჰკრავენ, ყველაზე ჭაკად შენ გექნება საქმე. ხო, ერთიც, ბავშვს შენი არითმეტიკა არ ასწავლო, ცოდოა. გაუძელით, თანამემამულენო, ბარაბანს დაჰკრავენ მალე!" - დაწერა მაშინ თარგამაძემ სოციალურ ქსელში. რასაკვირველია, გივი თარგამაძის ეს შეფასებები, რბილად რომ ვთქვათ, ობიექტურობას მოკლებულია, რადგან ჯერჯერობით მის გარდა, არავისგან გვსმენია იმის შესახებ, რომ ნუნუკა თამაზაშვილმა ხალხს თავი შეაძულა, თუმცა ეს მაინც იქცა საზოგადოებაში განხილვის საკითხად.

ფაქტია, რომ სანამ ღარიბაშვილი ქვეყნის სათავეში იქნება, ნუნუკა თამაზაშვილი მუდმივად მოექცევა პრესის ინტერესის ქვეშ. ცნობილია, რომ მინისტრების ცოლებიდან განსაკუთრებულად კახი კალაძის მეუღლესთან – ანუკა არეშიძესთან მეგობრობს. ანუკა ბოლო პერიოდში აღარ გამოირჩევა ინტერვიუების სიყვარულით, თუმცა მაინც ცდილობს, რომ პერიოდულად პრესასა თუ ტელევიზიაში გამოჩნდეს და საქმეზე, შვილებსა და მეუღლეზე ისაუბროს. ალბათ, უმჯობესი იქნება, თუკი მის მაგალითს პრემიერის მეუღლეც მიჰბაძავს და კარჩაკეტილ ცხოვრებას არ განაგრძობს.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 31 /
ნანა
კაბის ტარებას დამსახურება კი არა ფული უნდა,აქვს,იყიდა.
14:06 / 10-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატალია
ისე ეს კარტველები საკმეზე უპრო მეტს ვილაპარაკებდეტ ვიდრე ვიცჰორიკნებტ უკეტესი იკნება.
13:52 / 10-08-2014
გამოხმაურება / 0 /
უცნობი
ის რატოარ დაწერეთ თამაზაშვილის გოგოს თაყვანის მცემელი პოლიციის შენობაში წამებით რო მოკლეს
23:18 / 07-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
რა დამსახურება აქვს 7000 დოლარიანი კაბა ჩაიცვას,,,,რა გაუკეთებია გარდა იმისა რომ კრეტინი და ჟონგლიორი ქმარი ყავს, რომელმაც პირველ პირად მოსვლის დღიდან თავიან უვიც და დახარბებულ ვითომ მეგობრებს პრემიები და ხელფასები გაუზარდა... დიახაც რომ საცოდავი ქართველი ხალხის ფულით არის ნაყიდი ეს კაბა ასე არ არის?
16:50 / 07-08-2014
გამოხმაურება / 0 /
luba
axla es gogo shechamet ra shurianebi xart rato unda shevadarot sandras sandra erti maklierebis ojaxidanaa da es nunuka ganatlebuli ojaxisshvilia ratkma unda metic moetxoveba da girseuli kalbatonicaa. rac sheexeba targamadzes eg isea gaborotebuli, magis natkvams kuradgeba ar miekceva, kovlad ugirsi pirovnebaa.
07:20 / 07-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინი
რა გჭირთ ხალხო.რამდენი შურიანი და ბოროტი ადამიანია...
12:05 / 06-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ირინკას
რამ გაგაბოროტა :D
10:51 / 05-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ირინკა
უშნო, ცხვირა, სტოლბა ფეხებით ეგაა მაგის "გამორჩეულობა", სანდრას ქართული ვარიანტი, ვითომ წყნარი, სოფლელი და სინამდვილეში რა იქნება წარმომიდგენია, ასი იმდენი იმალება მასში
05:23 / 05-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატა
მინდა გითხრათ , რომ საშინელი კაცთმოძულე ხალხი ვართ...ძალიან დიდი ღვარძლით და ბოღმით ... :( ასე მართლა ვერ წავალთ შორს...სრულიად აპოლიტიკურად მიიღეთ ჩემი მოკრძალებული კომენტარი --- რამ გაგაღიზიანათ ამ ქალბატონის მხრიდან სრულიად გაუგებარიააა..უბრალოდ ჩვენ ვართ უსაქმური და შურიანი ხალხი... :( არც სიმპატიას გამოვხატავ ცჰემი გამოსვლით და არც ანტიპატიას :( სირცხვილია!
02:37 / 05-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანას (ქათამს)
რა თქმა უნდა ვერ შეედრება სანდრას, ეს ხომ არც ბავშვებით ვაჭრობს და არც ორგანოებით :))
00:17 / 05-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS