04 აგვისტო, 2014
ნუნუკა თამაზაშვილის პირადი ცხოვრების საინტერესო დეტალები
უმჯობესი იქნება, თუკი მის მაგალითს პრემიერის მეუღლეც მიჰბაძავს და კარჩაკეტილ ცხოვრებას არ განაგრძობს 2013 წლის ორ ნოემბერს, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენის შემდეგ, მომავალ პირველ ლედიდ მისი მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი დაასახელა. საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს ღირსეული პირველი ლედი ეყოლებოდა.
''სკოლის მერხიდან უყვართ ერთმანეთი, ეს ჩემთვის უნიკალურია. ძალიან ღირსეული პირველი ლედი ეყოლება საქართველოს, ტრადიციული ოჯახის შემქმნელი და ძალიან დამსახურებული. ირაკლის მშობლები და სიდედრ-სიმამრი შვებულებას ერთად ატარებენ და ერთად ისვენებენ, ეს ძალიან მისასალმებელია'', - დასძინა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერის ამ განცხადებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, რადგან საქართველოს მოსახლეობა მიჩვეული იყო, რომ აქამდე პირველი ლედი პრეზიდენტის მეუღლე გახლდათ. ბრძოლამ პირველი ლედობისთვის მედიის კულუარებში გადაინაცვლა. პრესამ და ტელევიზიამ ერთგვარი გამოკითხვაც კი მოაწყო თემაზე, ვინ არის საქართველოს პირველი ლედი – მაკა ჩიჩუა თუ ნუნუკა თამაზაშვილი.

მართალია, ამ თემაზე ერთიანი აზრი ჯერ კიდევ არ არსებობს, მაგრამ ფაქტია, 26 სექტემბერს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მისი მეუღლეც იქნება, რომელიც მსოფლიოს პირველი ქალბატონების კონფერენციაზე გახლავთ მიწვეული.

ნუნუკა თამაზაშვილი მეუღლის გაპრემიერების დღიდან ინტერვიუებისგან თავს იკავებს. ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე სოციალურ ქსელში აქტიურობდა, მაგრამ ქვეყანაში პოლიტიკური გუნდის შეცვლის შემდეგ ''ფეისბუქზე'' მხოლოდ მეუღლისა და შვილების ფოტოებს აქვეყნებს.

Rating

პრემიერ-მინისტრის მეუღლე 1983 წლის 6 სექტემბერს დაიბადა. მამა – გენერალი თამაზ თამაზაშვილი, ადრე კახეთის პოლიციის უფროსი გახლდათ. ჰყავს ძმა, რომელიც საქართველოს პარლამენტში ''ქართული ოცნების'' დეპუტატი გახლავთ. ლექსო თამაზაშვილი დასაოჯახებელია და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსების გამო არაერთხელ გაეხვა სკანდალში. ბოლო ცნობილი შემთხვევა გია ნოდიასთან მომხდარ გაუგებრობას უკავშირდება.

Rating

გია ნოდიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითო კილოგრამი გაყიდული კარტოფილიდან 50 თეთრი თამაზაშვილების ოჯახს მიაქვს. ''ამხელა კაცი რამ გამოგა... მაგას თუ ვერ დაამტკიცებ, ღირსი არ იქნები, უკან გაგიკეთონ მთელი კარტოფილის მარაგი'' -ეს ტექსტი პრემიერის ცოლისძმამ პოლიტოლოგს პირადად მისწერა.
ნუნუკას ასევე ჰყავს ორი და. ნათია, რომელიც არჩევნების შემდეგ დაოჯახდა და სოციალურ ქსელში სამუშაო ადგილას მთავრობის კანცელარია აქვს მითითებული, და უმცროსი და – მარიამი. ის სკოლის მოსწავლეა.

მიუხედავად წარმოშობისა, ნუნუკას სკოლა დედოფლისწყაროში არ დაუმთავრებია. მშობლიურ ქალაქში შვიდი წელი სწავლობდა. შემდეგ მამა სამუშაოდ თელავში გადაიყვანეს და შესაბამისად, ოჯახს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუხდა. როგორც ამბობენ, ნუნუკა თელავში პოპულარული გოგონა გახლდათ. გარეგნულად გამოირჩეოდა და ბევრი თაყვანისმცემელიც ჰყავდა, მაგრამ მისი გული მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილმა მოიგო.
მათი სიყვარულის ამბავი დედოფლისწყაროში დღემდე აქტუალური თემაა. ნუნუკა ირაკლიზე ერთი წლით უმცროსია. მომავალი მეუღლე მეცხრე კლასიდან შეუყვარდა. მაშინ ირაკლის რაიონში ყველა იცნობდა, რადგან სკოლაში საუკეთესო და მოწესრიგებულ მოსწავლედ მიიჩნეოდა.

ნუნუკას მრავალრიცხოვან თაყვანისმცემლებს თამაზაშვილების ოჯახი უარით ისტუმრებდა, მაგრამ ირაკლი მათ შორის არ აღმოჩნდა. ქალიშვილის ხელის სათხოვნელად ღარიბაშვილი პირდაპირ სასიმამროს ესტუმრა და თანხმობა მიიღო. ოჯახი წინააღმდეგი აღარ წასულა, 20 წლის ასაკში ნუნუკა გათხოვდა. მაშინ ირაკლი 21 წლის გახლდათ.

საზოგადოებამ მისი სახელი და გვარი პირველად წინასაარჩევნოდ თამაზ თამაზაშვილის დაკავების შემდეგ გაიგო. მაშინ უამრავი სტატია იწერებოდა იმის შესახებ, როგორ დააპატიმრეს ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი.
ნუნუკა ტელევიზიით პირველად მამის გათავისუფლების დღეს გლდანის ციხესთან შვილით ხელში გამოჩნდა. არჩევნებში ''ქართული ოცნების'' გამარჯვების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქ-მეთა მინისტრად დანიშნეს. მაშინ პრესა აქტიურად აშუქებდა ახალი მინისტრთა კაბინეტის პირადი ცხოვრების საინტერესო დეტალებს.


ქვეყნდებოდა მინისტრების ოჯახური ინტერვიუები, მაგრამ რამდენიმე თანამდებობის პირთან ერთად, ამ მხრივ გამონაკლისი აღმოჩნდა ღარიბაშვილი. ნუნუკამ კი სოციალურ ქსელში აქტიურობა შეწყვიტა და როგორც ზევით აღვნიშნეთ, დღემდე მხოლოდ ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს.

სხვადასხვა დროს ქართულ პრესაში თამაზ თამაზაშვილის ინტერვიუები გამოქვეყნდა. ჟურნალისტები შანსს ხელიდან არ უშვებდნენ და შვილის შესახებ უამრავ კითხვას უსვამდნენ. მამის პოზიციიდან გავიგეთ, რომ ნუნუკა წყნარი, ეკლესიური გოგოა, მაგრამ თუ ოჯახს გაუჭირდა, კაცს ცხენიდან ჩამოაგდებს. ასევე ვიცით, რომ კარგი დიასახლისია და ყველანაირი კერძის მომზადება იცის. მეუღლეს კი განსაკუთრებულად მისი გაკეთებული ხინკალი უყვარს.
როგორც დედოფლისწყაროში ამბობენ, მეუღლის გაპრემიერებას ნუნუკა არ შეუცვლია. ის ისევ ძველებურად ურთიერთობს მეზობლებთან. მასზე ძირითადად დადებითად საუბრობენ.
მედიისგან ჩაკეტილი ცხოვრების მიუხედავად, რამდენიმეჯერ სკანდალში მაინც გაეხვია. პირველად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის დღეს. საღამოს საზეიმო მიღებაზე ნუნუკას კაბის ფასს სერიოზული რეზონანსი მოჰყვა.

ოსკარ დე ლა რენტას კოქტეილის კაბის ღირებულება 6490 დოლარი გახლდათ. მაშინ ღარიბაშვილის ცოლის კაბის ფასს დამცველებიც გამოუჩნდნენ, რომლებიც წერდნენ, რომ ეს კაბა, სხვებისგან განსხვავებით, ხალხის ფულით არავის შეუძენია, მინიშნება ''ნაციონალების'' მეორე ნახევრებზე კეთდებოდა, რომლებიც ყოველთვის ბრენდული სამოსით იწონებდნენ თავს, ივანიშვილის მთავრობა კი ხელისუფლებაში ახალი მოსული გახლდათ.

კაბის სილამაზეს ყველა აღნიშნავდა, მაგრამ რამდენად შეეფერებოდა ინაუგურაციის შემდგომ წვეულებას, ესეც კრიტიკის საგანი გახლდათ, თუმცა ფაქტია, რომ ნუნუკამ კაბა ნამდვილად მოიხდინა. და შემდგომშიც ყველა ღონისძიებაზე გემოვნებით ჩაცმული ცხადდება. არ არის გამორიცხული, რომ მას ამ საქმეში მრჩევლებიც ჰყავდეს, რომლებიც ამა თუ იმ ღონისძიების შესაბამის სამოსს ურჩევენ. ყოველ შემთხვევაში, ამ ფაქტის შემდეგ მისი სამოსი ყურადღების ცენტრში აღარ მოხვედრილა.

Rating

მეორედ ის პოლიტიკოს გივი თარგამაძის კრიტიკის ობიექტი გახდა. 17 ივნისს ღარიბაშვილის ერთ-ერთ ვაჟს, ნიკოლოზს, დაბადების დღე ჰქონდა. თარგამაძის განაწყენების მიზეზი კი შემდეგი ფაქტი გახდა:
''16 საათსა და 20 წუთიდან წყნეთის გზატკეცილზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლებთან დაიწყეს რეკვა და მოთხოვნა: ქვემოთ ჩამობრძანდით და მანქანები გადააყენეთო. მცხოვრებთა გაოცებულ შეკითხვაზე, აქ ვცხოვრობთ და ავტომობილებიც აქ გვიყენია, რასთან დაკავშირებით მოითხოვთ ასეთ რამესო, მიუგეს, დაბადების დღეა და დაბეჯითებით მოგიწოდებთ, ასე მოიქეცითო.

კორპუსის პირველ სართულზე საბავშვო ცენტრი მუშაობს. მუშაობს დიდი ხანია, მაგრამ ასეთი მოთხოვნა პირველად გაისმა. ქვემოთ ჩასულ მეზობლებს ცენტრის ადმინისტრაციის ნაცვლად ხელში შერჩათ სახელმწიფო დაცვის სამსახურის მუშაკები, რომლებიც უკვე გაშინაურებულიყვნენ და ''სიტუაციას ალაგებდნენ''. გაწმენდილი ტერიტორია ლენტით შემოფარგლეს, ტრასის ორივე მხარეს დაცვა განალაგეს და უკვე ზუსტად 18 საათზე ცენტრის კარებში სტუმრებს ეგებებოდა ბიძინას მიერ პირველ ლედიდ სახელდებული ქალბატონი ნუნუ! ალბათ უკვე მიხვდით, რომ ზეიმობდნენ ჩემი მე-ზობელი ჰაკიმის ბავშვის დაბადების დღეს.

ბავშვს, რა თქმა უნდა, ვულოცავ და ყოველგვარ სიკეთეს ვუსურვებ, შენ კი, მომისმინე, შვილო: ასე შვილს მთელ შინაგან სამყაროს დაუმახინჯებ და გამოუსწორებელ ტრავმას მიაყენებ. ან ხალხს რატომ აწუხებ? თანაკორპუსელებს ლიფტს უბლოკავ, ქუჩაზე მოსიარულეებს - ტაქსის და ზოგადად, სატრანსპორტო საშუალებებს. მოსაშვილის ქუჩაზე ნაციან-გიჟქოციანად ერთიანად ყველას შეაძულე თავი, დედოფლისწყაროში ბებიას დაცვით დაატარებ და შენს სახლთან ძროხა თუ ჩაივლის, პატრონს აჯარიმებ, ქალაქისა და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეშიც უკვე იღრინებიან შენი მისამართით.

გამოფხიზლდი, აზრზე მოდი, თორემ იმ ბარაბანს რომ დაჰკრავენ, ყველაზე ჭაკად შენ გექნება საქმე. ხო, ერთიც, ბავშვს შენი არითმეტიკა არ ასწავლო, ცოდოა. გაუძელით, თანამემამულენო, ბარაბანს დაჰკრავენ მალე!" - დაწერა მაშინ თარგამაძემ სოციალურ ქსელში. რასაკვირველია, გივი თარგამაძის ეს შეფასებები, რბილად რომ ვთქვათ, ობიექტურობას მოკლებულია, რადგან ჯერჯერობით მის გარდა, არავისგან გვსმენია იმის შესახებ, რომ ნუნუკა თამაზაშვილმა ხალხს თავი შეაძულა, თუმცა ეს მაინც იქცა საზოგადოებაში განხილვის საკითხად.

ფაქტია, რომ სანამ ღარიბაშვილი ქვეყნის სათავეში იქნება, ნუნუკა თამაზაშვილი მუდმივად მოექცევა პრესის ინტერესის ქვეშ. ცნობილია, რომ მინისტრების ცოლებიდან განსაკუთრებულად კახი კალაძის მეუღლესთან – ანუკა არეშიძესთან მეგობრობს. ანუკა ბოლო პერიოდში აღარ გამოირჩევა ინტერვიუების სიყვარულით, თუმცა მაინც ცდილობს, რომ პერიოდულად პრესასა თუ ტელევიზიაში გამოჩნდეს და საქმეზე, შვილებსა და მეუღლეზე ისაუბროს. ალბათ, უმჯობესი იქნება, თუკი მის მაგალითს პრემიერის მეუღლეც მიჰბაძავს და კარჩაკეტილ ცხოვრებას არ განაგრძობს.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 31 /
ანა
ნუნუკა იმსახურებს პირველ ლედობას..... გამეცით პასუხი - რითი.... არის ბატონი ბიძინას ახლობლის მეუღლე.... სხვა რითი მოიხიბლეთ... ერთი ჩვეულებრივი წყვილია, ივანიშვილის ახლობლობით გაქაჩული, სხვა რაიმე განსაკუთრებულობით არ გამოირჩევა... ნორმალური გოგოა და ეს ეპითეტები კაშკაშა და ა.შ ცოტა შამპუნიზმია
23:08 / 04-05-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ძალიან კარგი წყვილია,წესიერი და ღვთისნიერი ოჯახი აქვთ,მიხარია და მსიამოვნებს მათი ყურება!
15:29 / 15-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატალია
კლდემამოსილი და კარგად აღზრდილი ქართველი ქალბატონია...ირაკლის გვერდით კიდე უფრო კაშკაშა და ლამაზია!
12:48 / 15-08-2014
გამოხმაურება / 0 /
მამრი
მარტო მდედრები რო აკომენტებთ რა მაგარია?!
11:02 / 15-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატა
რა კაბაზეა საუბერი ხალხო,ქალი პრემიერის ცოლია თანაც საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან და წესიერი კაბის ყიდვის უფლება არ აქვს? გიხაროდეტ პრემიერიც ნორმალური გვყავს და მისი მეღლეც.
08:26 / 13-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS