30 ივლისი, 2014
როგორ ''მოუტეხა'' ფული ებრაელ ბიზნესმენს გია სურამელაშვილმა
ჩემს დანახვაზე სასწაული ავარიები ხდება. მერე მომდევენ, გია, გენაცვალეო, ყვირიან
გია სურამელაშვილს ინტერვიუსთვის სწორედ მაშინ შევხვდით, როცა გასამგზავრებლად ბარგს მანქანაში ალაგებდა. მომღერალი ათი დღე ქობულეთში ერთ-ერთ რესტორანში იმღერებს. საკმაოდ პრეტენზიულ მომღერალს რესტორნის მენეჯერი ქობულეთში სხვა კომფორტთან ერთად თურმე პირად დაცვასაც ახვედრებს. ჩვენი საუბრის მთავარი თემა მანქანის მართვა უნდა ყოფილიყო, მაგრამ მომღერალთან სხვა საინტერესო თემებზეც ვილაპარაკეთ.
ჩემს ბედზე, ვიღაც კაცს გულმა დაარტყა საჭესთან, ჩემი გზა იყო, მაგ
რამ ვერ გააკონტროლა შემხვედრმა და შევეჯახეთ. 

- გია, პირველად საჭეს რა ასაკში მიუჯექი?
- ძალიან პატარა. მამაჩემს ყოველთვის კარგი მანქანა ჰყავდა, მოდური, მაგრამ არასდროს მქონია მანქანის მართვის ინტერესი. ერთხელ სოფელში დამსვა საჭესთან, მაშინ შვიდი წლის ვიქნებოდი და ხეს დავეჯახე. არ დავზიანებულვარ, მაგრამ შემეშინდა და საჭესთან დიდი ხნის განმავლობაში აღარ ვჯდებოდი. ყოველთვის მემსახურებოდა მანქანა, მძღოლი, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში არც მანქანის ყიდვის სურვილი მქონია და არც მართვის სწავლის. დაახლოებით 7-8 წლის წინ მაჩუქეს პირველი მანქანა.
- ვინ გაჩუქა?
- შავი სამყაროს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობდა. წლების წინ ის ჩემი შემოქმედების თაყვანისმცემელი იყო. დიდი ხნის განმავლობაში არ გვყავდა ერთმანეთი ნანახი. საქართველოში რომ ჩამოვიდა, მეგობრებმა სიურპრიზი გაუკეთეს, ფული გადამიხადეს და ჩამიყვანეს ქუთაისში. არ ვიცი, ლაპარაკს მოჰკრა ყური, თუ როგორ გაიგო, გაოცებულმა მკითხა, გია, შენ რა, მანქანა არ გყავსო? არა-მეთქი, ვუპასუხე. მაგარი ''ბუხოი'' ვარ, უკვე ნამღერი მაქვს, ფულიც გადახდილი აქვთ. ჩემ თვალწინ აიღო ტელეფონი, დაურეკა ვიღაც ვაჭარს, რომელიც მანქანებს ყიდდა და ეუბნება, ხვალ შენთან მოვა გია სურამელაშვილი და რომელ მანქანასაც დაადებს ხელს, ის გაატანე, ფულს მე ვიხდიო. გამოვშტერდი, მეგონა, სიზმარში ვიყავი.
მივედი მეორე დღეს იმ კაცთან. ჰყავდა ორი ჯიპი, ჩემს ბედზე ორივე გაყიდული, და ძალიან მაგარი ოქროსფერი ''მაზდა'', ოქროსფერივე სავარძლებით. წამოვიყვანე ეს ''მაზდა'' და წამოვედი. რვა ათასი დოლარი გადაიხადა იმ კაცმა. ამ მანქანის ხათრით გადავწყვიტე მართვის სწავლაც. წავიყვანე ჩემი მძღოლი და წავედი თბილისის ზღვაზე. დავარტყი ერთი წრე, ორი და ისეთ მუღამში შევედი, ზღვიდან პირდაპირ ქალაქში წამოვედი.
- მართვის მოწმობა არ გქონდა?
- რად მინდოდა მართვის მოწმობა, სულ ''პრავა'' არა ვარ, ეს ანგელოზივით, შხვართი ბიჭი ვზივარ მანქანაში, ჩართული მაქვს ჩემი სიმღერები, აწეული ბოლო ხმაზე. ხალხი ჩემს დანახვაზე ყვირის, ქვეყანა ჩემი მგონია (იცინის). საჭესთან აქამდე არავის ვენახე. მოკლედ, მაგრად დამევასა საჭესთან ჯდომა. მის მერე ორი თვე ვმართავდი მანქანას მართვის მოწმობის გარეშე.
ერთხელ მძღოლმა მთვრალი მომიყვანა სახლში, სადაც კვლავ გავაგრძელეთ დალევა და თვითონ წავიდა. ცოტა ხანში ჩემი დაქალების წაყვანა მოვინდომე სახლებში. ჩავჯექი მანქანაში მართვის მოწმობის გარეშე, თან მთვრალი და წავედი. ერთი მივიყვანე სახლში, მეორე მიმყავს და მუშთაიდის ბაღთან, ჩემს ბედზე, ვიღაც კაცს გულმა დაარტყა საჭესთან, ჩემი გზა იყო, მაგრამ ვერ გააკონტროლა შემხვედრმა და შევეჯახეთ. მას მერე მანქანის მართვის ისევ შემეშინდა…. მერე ერთმა ებრაელმა ბიზნესმენმა მიყიდა თაგვისფერი ''პრადო''. საქართველოში გავიცანი, სხვათა შორის. თვითონ არ წამოსულა ბაზრობაზე, თავად აარჩიეო, მითხრა. 25 ათასი დოლარი ღირდა მანქანა და ისე გადავეკიდე გამყიდველებს, ჩვიდმეტი ათასად ვიყიდე.
- ვაჭრობაც გამოგდის ხომ?
- გამომდის ის სიტყვა არ არის (იცინის).
- რას დაეძებდი იმ ებრაელი ბიზნესმენის ფულს?
- იმას 25 ათასი ვუთხარი. დანარჩენი მე დამრჩა (იცინის). ახლა ცოცხალი აღარ არის, თორემ არ მოვყვებოდი.
- დანარჩენი ფულით რა იყიდე?
- რა ვიცი, ''შმოტკები'', ოქროები.… მიერთგულა მანქანამ, მაგრამ ყოველთვის მძღოლს დავყავდი. ეს მანქანა უკვე ჩემით ვიყიდე. ნაჩუქარი ''პრადო'' გავყიდე, სწორედ იმ დროს სამი კონცერტი მქონდა ისრაელში. ქორწილში კი არა, სამ ქალაქში დონე კონცერტები ჩავატარე. კარგი ფული ავიღე, დავამატე და დეკემბერში შევიძინე ეს მანქანა. ეს არის ''მურანოს'' ჯიპი.
- გია, ზოგი მანქანებს სქესის მიხედვით ყოფს, შენი მანქანა გოგოა?
- ძალიან ლამაზია, გოგოს არ ჰგავს, მგონი, ბიჭია.
- მთელი ცხოვრება მძღოლები გემსახურებიან, როგორ გრძნობ თავს მათ გვერდით?
- ბოლო მძღოლთან ვიკამათე და იმის მერე, რომ აღარ მენერვიულა, მეგობრებს დავყავარ. ახლა გიორგი მემსახურება და ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. ისე, მძღოლებზე კასტინგი მაქვს გამოცხადებული. მსურველები გამომეხმაურონ.
- ქობულეთში აპირებ გამგზავრებას, კონტრაქტით მიდიხარ თუ დასასვენებლად?
- ათდღიანი კონტრაქტი გავაფორმე ერთ-ერთ რესტორანთან. თუ კმაყოფილი დავრჩი, გავაგრძელებ. ბათუმშიც მაქვს რამდენიმე კონცერტი.
- იქ იციან შენი პრეტენზიული ხასიათის შესახებ?
- ყველაფერი იციან. იქ დამხვდება პირადი დაცვა, რომელიც მათ გამომიყვეს და ამ ხნის განმავლობაში მომემსახურება. ყოველ წუთას ჩემთან იქნება, ღამის გარდა. შეიძლება, ღამე კართანაც დავაყენო, არ ვიცი, როგორ მოითხოვს სიტუაცია. ვიცხოვრებ სახლში და არა სასტუმროში და მექნება სრული კომფორტი.
- კიდევ რა გეგმები გაქვს ამ ზაფხულს?
- ზაფხულში არ ვიცი, მაგრამ სექტემბერში მიწვევები მაქვს ბელგიიდან და ამერიკიდან. ამერიკაში უკვე მესამედ მიმიწვიეს, მაგრამ რატომღაც ვერ წავედი. მეზარებოდა, დიდი გზაა. ახლა წასვლა გადავწყვიტე. საკმაოდ მაღალ ჰონორარს მიხდიან.
- გია, შენზე ამბობენ, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალიაო, თუ საიდუმლო არ არის, რა ღირს შენი ერთი კონცერტი?
- საქართველოში… არ ვიტყვი. ამერიკაში ორ კონცერტში შეღავათით 15 ათასი მოვითხოვე.
- მანქანას დავუბრუნდეთ. რა არის შენთვის მთავარი კომფორტი მანქანაში?
- კონდიციონერი და სიმარტოვე. არ მიყვარს, როცა მანქანაში მძღოლის გარდა ვინმე ზის. დაცვასაც ვთხოვ ხოლმე, რომ უკან გამომყვეს თავისი მანქანით. უკან ვჯდები. წინ არ შემიძლია. სმა მიყვარს მანქანაში, თავისუფლად ყოფნა, წამოკოტრიალება. წინ ხალხს ვერ ვაყურებინებ ამას. ჩემს დანახვაზე სასწაული ავარიები ხდება. მერე მომდევენ, გია, გენაცვალეო, ყვირიან. სხვათა შორის, შვილიშვილს გეფიცები, უარყოფით დამოკიდებულებას ვერ ვგრძნობ. დიდი მადლობა ხალხს, რომ ვუყვარვარ.
- უკანა მინები დაბურულია?
- კი.
- რომ არ შეიძლება?
- ჩემთვის ყველაფერი შეიძლება (იცინის).
- გია, როცა საჭეს უზიხარ, მოძრაობის წესებს იცავ?
- არა, საშინელი მძღოლი ვარ, წესებს ვარღვევ, ვიგინები. მოკლედ, არ არის საჭე ჩემი საქმე. მე სხვა ცხოვრებით ვცხოვრობ, სმა მიყვარს, დროსტარება. მძღოლი მუდმივად მობილიზებული უნდა იყოს, ფხიზელი, სად შემიძლია….
- რა არის მთავარი ნივთი, რაც აუცილებლად უნდა გქონდეს მანქანაში?
- ბევრია ასეთი: სცენის სკამი, შამპანური, კოსტიუმების შალითა, მიკროფონი, სიგარეტი, ჩემი დისკი, ოთხი სათვალე: ორი მზის და ორი მხედველობის.
- ახალი სათვალე გიკეთია, ესეც ნაჩუქარია?
- კი და ძალიან გახარებული ვარ. ათას ხუთას დოლარს სათვალეში ნამდვილად არ მივცემდი.
- ვინ დაგასაჩუქრა?
- კანადელმა ქალბატონმა, რომელმაც ქართული კი არა, რუსულიც დამტვრეულად იცის. ჩამოსული იყო საქართველოში. ორ რესტორანში მოვიდა ჩემს კონცერტზე და მესამე შეხვედრაზე ეს სათვალე მომიტანა. მილიონერია. სპილოს ძვლისგანაა სათვალე დამზადებული, მოოქრულია და ძვირფასი ქვებით გაწყობილი.
- ისე როგორ დავამთავრო ინტერვიუ, შენს პირადზე რომ არაფერი გკითხო?
- ძალიან ბევრი შეყვარებული მყავს, მე კი არ მიყვარს, როგორ ჰქვიათ მაგათ, მთხოვნელები?
- ეგ რა თქვი, გია, მერე სათაურად გამოვიტან, - ''გია სურამელაშვილს მთხოვნელები გამოუჩნდნენ'' და ჟურნალისტს დააბრალებ. შენ ვისაც გულისხმობ, მაგათ თაყვანისმცემლები ჰქვიათ.
- არ გადამრიო, ეგ სათაური არ გააკეთო! ჰო, თაყვანისმცემლები მინდოდა მეთქვა. კარგი ''სასტავია'', რომ ვუკვირდები, ალბათ, არჩევანს გავაკეთებ. მაგრამ ისე დავიღალე ამ ეჭვიანობებით და მსგავსი სცენებით, აღარ მინდა, თავისუფლება გამიტკბა. ვნახოთ, იქნებ, ამერიკელსაც გამოვკრა ხელი (იცინის).

ჟურნალი ''რეიტინგი''
ნინო მჭედლიშვილი




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
ჰოო
აი რას ნიშნას ეპილაციის ძალა. ბალნიანში აღარ იხდის ბიზნესი დიდ ფულა
00:19 / 23-09-2018
გამოხმაურება / 0 /
გაგო
მაგრათ გეტყობა ბავშობაში ხეს რო მიეჯახე ნეტა ის ხალხი მაჩვენა შენ რო მართლა უყვარხარ მე კიდე იმათ გაჩვენებ მაგრად რო ჰკიდიხარშე სირო
04:03 / 11-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ოტტო-ს
კაცი
12:01 / 31-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ოტტო
..გამაგებინეთ ხალხნო,ეს კაცია თუ ქალი?
17:34 / 30-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ეთა-ს
ვაი შენს პატრონს.....
17:19 / 30-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS