28 ივლისი, 2014
პრეზიდენტის მეამბოხე ქალიშვილი ანა მარგველაშვილის სკანდალები და პიკანტური ამბები
პრეზიდენტის შვილი რომ ვიყო, კი არ ვიმღერებ, გადავილეწავ თავზე მანქანასაც და სპორტის სასახლესაც მსოფლიო ლიდერების პირადი ცხოვრება ყოველთვის საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს მისი ოჯახის წევრების ინტერვიუები ქართულ პრესაში თითქმის ყოველ კვირას იბეჭდებოდა.

დღემდე აქტუალურია მისი შვილიშვილი სოფო შევარდნაძე, რომელიც ბოლო დროს საქართველოს, ძირითადად, ცეკვის კონკურსის ჟიურის ამპლუაში სტუმრობს. 

მიხეილ სააკაშვილის ოჯახიც ყოველთვის იყო ყურადღების ცენტრში. მართალია, სანდრა რულოვსი პრესასთან ურთიერთობისგან თავს იკავებდა, მაგრამ პირველ
ქალბატონზე ყოველთვის იბეჭდებოდა სხვადასხვა შინაარსის ინფორმაცია.

რაც შეეხება სააკაშვილს, გარდა პოლიტიკური თემებისა, მედია მუდმივად ინტერესდებოდა მისი ურთიერთობებით სხვადასხვა ცნობილ ქალბატონთან, რაზეც ხმები განუწყვეტლივ ვრცელდებოდა. მაშინდელ პრეზიდენტთან ნაცნობობის ან ერთხელ გადაღებული ფოტოს გამო არაერთი გოგონა მოხვედრილა ჭორების ეპიცენტრში.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის პირადი ცხოვრება ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში გახდა სალაპარაკო. გიორგი მარგველაშვილი ოფიციალურად დაქორწინებული არ გახლავთ, ამიტომ მისი ურთიერთობა მაკა ჩიჩუასთან დღემდე განსჯის საგანია.

მხარდამჭერების ნაწილი მარგველაშვილისგან პირდაპირ ითხოვდა, რომ საყვარელ ქალბატონთან ხელი მოეწერა, მაგრამ ჩიჩუა-მარგველაშვილის წყვილს დღემდე არ შეუსრულებია მათი თხოვნა. მაკა ოფიციალურ ღონისძიებებზე მუდმივად ჩნდება პრეზიდენტის გვერდით, თუმცა დღემდე გასარკვევია, ვინ არის პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა თუ პრემიერ-მინისტრის მეუღლე – ნუნუკა თამაზაშვილი.

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაკა ჩიჩუა ბავშვს ელოდება, თუმცა ეს ამბავი დღემდე მხოლოდ ჭორის დონეზე დარჩა. შესაძლოა, პრეზიდენტმა და მისმა საყვარელმა ქალმა ახლა მაინც მოისურვონ თავიანთი ურთიერთობის დაკანონება, თუკი ჭორი მათი ერთობლივი შვილის შესახებ სიმართლეს შეესაბამება...

Rating

გიორგი მარგველაშვილსა და მაკა ჩიჩუას პირველი ქორწინებებიდან თითო ქალიშვილი ჰყავთ. მაკას გოგონა არასოდეს ჩნდება კამერების წინ, განსხვავებით ანა მარგველაშვილისგან.
20 წლის ანა, მშობლების დაშორების შემდეგ, წლების განმავლობაში მოსკოვში დედასთან ერთად ცხოვრობდა და დღემდე რუსეთის მოქალაქეა. ამის შესახებ ცნობილი ანას ერთ-ერთი ფოტოდან გახდა, როდესაც თბილისი-მოსკოვის რეისის ბილეთებისა და პასპორტის ფოტო გამოაქვეყნა.

კამერების წინ პირველად წინასაარჩევნო პერიოდში მამის გვერდზე გამოჩნდა. ქართული მედიის ინტერესი მხოლოდ მამისადმი საოცარმა მსგავსებამ არ დააკმაყოფილა და ჟურნალისტებმა ანას სოციალურ ქსელში დარეგისტრირებულ პირად გვერდებს შეუტიეს.
სხვადასხვა საიტზე მისი პიკანტური ფოტოები გამოჩნდა, მათ შორის ლუდის ბოთლით ხელში, შეყვარებულთან ერთად კოცნის სცენა, სელფები მამასა და მაკა ჩიჩუასთან.

მამის გაპრეზიდენტების შემდეგ ანას თავისუფალი ცხოვრების სტილი ''ყველას საქმე გახდა''. მართალია, სოციალურ ქსელში პირადი გვერდები უცხო ადამიანებისთვის დახურა, მაგრამ, როგორც ჩანს, ნაცნობებში მაინც არიან ისეთები, ვინც მის გამოქვეყნებულ ფოტოებსა და ვიდეოებს პერიოდულად ჟურნალისტებს აწვდიან.

პირველი სერიოზული სკანდალი ანას და მისი შეყვარებულის, ბაჩო სირაძის, გარშემო აგორდა. ''ანა მარგველაშვილის გამო მომხდარი სისხლიანი დაპირსპირება'' _ ამ სათაურით გავრცელებულ სტატიაში ჟურნალისტი წერდა, რომ ინტერნეტში წყვილის საერთო ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ისინი უკვე დიდი ხნის დაშორებულები იყვნენ. ამის მიზეზი ბაჩოსა და მაკა ჩიჩუას სიძის, მინდია გოგოჭურს შორის არსებული კონფლიქტი იყო.

Rating

ბაჩომ და მინდიამ ანას გამო იჩხუბეს. ამბობდნენ, რომ ანასა და ბაჩოს ურთიერთობა დაეძაბათ და სისხლიანი გარჩევის დროს გოგოჭურმა სირაძე ფეხში დაჭრა. ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 118-ე მუხლით იყო აღძრული, მაგრამ როგორ განვითარდა მოვლენები, უცნობია.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ანამ ყველაფერი გააკეთა, რომ მის შესახებ მედიაში ნაკლები დაწერილიყო. პრეზიდენტის ქალიშვილს დღემდე არც ერთი ინტერვიუ არ მიუცია და საჯაროდ არასოდეს უსაუბრია მამის შესახებ. პერიოდულად ვრცელდებოდა ''უწყინარი'' ნიუსები, რომ ანა თბილისის ცირკში ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მორიგ ტურს დაესწრო, მიზეზი კი ერთ-ერთი მონაწილის, ლევან ჩიჩუას გულშემატკივრობა გახლდათ.

თუმცა, როგორც ჩანს, პრეზიდენტის ქალიშვილი თავის მეამბოხე ხასიათს დიდხანს ვერ ამწყვდევს გალიაში... ანა ახალ სკანდალში მაინც გაეხვია. კლუბ ''სენატში'' მეგობრებთან ერთად მისულმა პრეზიდენტის ქალიშვილმა მაგიდიდან ფეხი არ ჩამოიღო და დაცვის შენიშვნის შემდეგ მათთან კონფლიქტსაც არ მოერიდა. ხმაურიანი ინციდენტი მედიას არ გამორჩენია და ამის შესახებ თითქმის ყველა ყვითელი ინტერნეტგამოცემა წერდა. ამბობენ, რომ ეს ინციდენტი მშვიდობიანად დასრულდა და გაზიანი სასმლით ხელში მარგველაშვილმა კლუბი დატოვა.

გიორგი მარგველაშვილის გოგონამ გასულ კვირას პრესას კიდევ ერთხელ მისცა მისით დაინტერესების საბაბი. ანას მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეომ ინტერნეტმომხმარებლის გარკვეული ნაწილი აღაშფოთა. ვიდეოში მან თავისი მუსიკალური შესაძლებლობები გაგვაცნო. მანქანაში ორ მეგობარ ბიჭთან ერთად თემო რცხილაძის რუსული სიმღერა შეასრულა და ვიდეო ინტერნეტში განათავსა.

ამ ვიდეოში უჩვეულო თითქოს არაფერია, მაგრამ მოსახლეობის ნაწილი სხვადასხვა მიზეზმა აღაშფოთა. ნაწილს ანას ვოკალური მონაცემები არ მოეწონა. იმასაც კი წერდნენ, რომ მის ადგილას, აბაზანის გარდა, არსად იმღერებდნენ.

Rating

როგორც აღმოჩნდა, მანქანა, რომელშიც ტრიო მღერის, პრეზიდენტის ესკორტის კუთვნილებაა. ვიდეოში ჩანს სპეციალური ციმციმები, რომლებიც მხოლოდ ესკორტისთვის არის დაშვებული. გაბრა-ზების მიზეზი ასევე გახდა რუსული სიმღერა, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ რესტორნებში დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს რუსულენოვანი რეპერტუარი.

ნანუკა ჟორჟოლიანი ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე ანას გართობის ვიდეოს გამოეხმაურა. როგორც ჟურნალისტი წერს, კარგი იქნებოდა, გოგონასთვის ვინმეს აეხსნა, რომ ის პრეზიდენტის შვილია და ასეთი ვიდეოები არ უნდა გაავრცელოს. ნანუკამ ანას მისი სტატუსი შეახსენა.

ტელეწამყვანს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. მათ შორის ძალიან ბევრი დაეთანხმა კიდეც, მაგრამ მათ, ვინც ანას საქციელში უცნაური ვერაფერი დაინახა, ჟურნალისტს გიგი უგულავას სტრიპტიზბარში გადაღებული ფოტოები შეახსენეს.

''პრეზიდენტის შვილი რომ ვიყო, კი არ ვიმღერებ, გადავილეწავ თავზე მანქანასაც და სპორტის სასახლესაც, თქვენც იმავეს იზამთ და არ არის საჭირო ეს კდემამოსილება, რა'' _ ამ სტატუსის ავტორი კი ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე გახლავთ.

ფაქტია, რომ ანა მარგველაშვილის მიმართ ინტერესი არ იკლებს, ამას აშკარად უწყობს ხელს თავისი საქციელით და სავარაუდოდ, კიდევ ბევრჯერ მოხვდება საზოგადოებისა და მედიის ყურადღების ცენტრში. ანას ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის უმცროს ქალიშვილ ჯენა ბუშსაც ადარებენ, რომელიც ყვითელი პრესისთვის გემრიელი საკბილო გახლდათ.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
...
არა რა, ამ მუსერიძემ თავისი გონებაშეზღუდულობა ყველა სიტუაციაში როგორ უნდა გამოამჟღავნოს, ამ საკითხში მაინც ვის აინტერესებდა მაგის ვიწრო ტვინით ნააზრევი კომენტარი
14:05 / 07-08-2014
გამოხმაურება / 0 /
მირა
კარგი ქცევა ყველა გოგოს ამშვენებს,მითუმეტეს პრეზიდენტის ქალიშვილს,თუმცა მუსერიძისთანა მჩეველი რომ გეყოლება....?
14:26 / 01-08-2014
გამოხმაურება / 0 /
თამუნა მუსერიძე უზნეოა და არაფერი უკვირს. ხამია და არ გამიკვირდება თავში თუ აუვარდება. რაც შეეხება ანას, ეს საქციელი მისსაზოგადოებრის სტატუსს და მდგომარეობას არ უხდება და მეტი თვითკონტრლი სჭირდება თორე უმრავლესობა ჩვენგანს უარესები გვიკეთებია და არაა სწორი ამ გოგოს განსჯა
21:33 / 29-07-2014
გამოხმაურება / 0 /
გიო
რა ჯანდაბა გინდატ ხალხო შეესვიტ აა წადით ძროხები გკავთ მოსაწველი რას ცხოვრობტ სხვისი ცხოვრების ჯიჯგნით მარგველაშვილს რა ვუტხარი მიშასავით რომ არ გხდით სულს თურმე მიშა მართალი კოპილა ისე ქართველნო მოგხსნეს ნამორნიკები და აბლატავდით არააა კარგია?! ქართველი ვარ მეც უბრალოდ ტქვენ მახათი რომ არ გელევათ ეგ მიკვირს დდდდდდდდდდდდდდდ ბუკი დიდი ხანია კომპი ნახე ისე არცერთისტი არ ვარ კველა მტავრობა მკიდია უბრალოდ გაბოროტებულებს ვერ ვიტან და სხვაზე ჯევრის ამოკრა არ მიკვარს მიტუმეტეს უსამარტლოდ ოჯახზე შეხება
19:24 / 29-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ლოლა
კაი ახლ, არ მითხრათ ბუშის ქალიშვილს ედრებაო.ბუშის დონემდე ჯერ მამა მივიდეს და მერე ჯენამდე ჩვენი ანა
20:20 / 28-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS