10 ივნისი, 2013
ანი ნადარეიშვილი: ''ახალ ხელისუფლებას ძალიან ეჩქარებოდა ბაჩოს დაკავება''
დიდი სანაცნობო წრე და ბევრი მეგობარი მყავს, მაშინ ვფიქრობდი, რომ ხალხს ეცოდინებოდა, არ ვიყავით მონსტრები, მაგრამ ასე არ ყოფილა. არასოდეს ვჩნდებოდი საზოგადოებრივ ადგილებში, არსად დავდიოდი. ბაჩო ახალაიას სისასტიკეზე უამრავი ჭორი თუ მართალი ვრცელდებოდა. ის არასოდეს კონტაქტობდა მედიასთან. მისი ოჯახის შესახებაც თითქმის არაფერი იყო ცნობილი. არჩევნებში ''ქართული ოცნების'' გამარჯვების შემდეგ საზოგადოების დიდ ნაწილს ტარიფების განახევრებაზე მეტად ახალაიას დაკავება ეჩქარებოდა. საქართველოში დაბრუნებული ახალაია 7 ნოემბერს დაიჭირეს. სწორედ ამის შემდეგ გაიცნო საზოგადოებამ მისი მეუღლე, ანი ნადარეიშვილი. ბაჩოს პირველი
მეუღლე ირინა ჰეიბელი გახლდათ. წყვილს საერთო შვილი, 13 წლის მაქსი ჰყავს. მეორე მეუღლე - ანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, გარდაცვლილი თამაზ ნადარეიშვილის შვილი გახლავთ. წყვილი 2009 წელს დაოჯახდა, ჰყავთ წლის და ორი თვის კესო, ანის პირველი ქორწინებიდან - 13 წლის მარიამ კერესელიძე.
- ბოლო დროს ხშირად ლაპარაკობენ, რომ ვიღაცას აწყობდა ბაჩო ახალაიასთვის ცუდი იმიჯის შექმნა, თქვენ, როგორც მეუღლე, არ ურჩევდით მედიასთან უფრო აქტიურად კონტაქტს?
- ბაჩო ქურდული სამყაროს სახით უდიდეს მონსტრს ებრძოდა, რაც კარგად გამოუვიდა და წელში გატეხა ისინი. მათი სახით ძალიან დიდი მტერი ჰყავდა და ამიტომ გასაკვირი არ არის, ვინ ავრცელებდა ამ ჭორებს. რაც შეეხება რჩევებს, ბავშვობიდან მიჩვეული ვარ ჭორებს, ჩემს ოჯახზე, მამაზეც ბევრს ჭორაობენ და ვიცი, რომ შური ქართველების ყველაზე დიდი დამახასიათებელი ნიშანია. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ რვა თვე გავიდა, შვიდი თვეა, რაც ბაჩო ციხეშია, ამ ხნის განმავლობაში უამრავ ადამიანთან მაქვს კონტაქტი, პარტიული ნიშნის მიუხედავად. თავიდან, როდესაც ბაჩო დაიჭირეს, მწერდნენ, მეუბნებოდნენ, აი, ხომ დაიჭირეს შენი ქმარი, აწი, მთელი ცხოვრება ციხეში იქნებაო. არავის ვბლოკავ სოციალურ ქსელში, ყოველთვის მაინტერესებს მათი აზრი, თან, როდესაც მართალი ხარ და ამის დამტკიცება შეგიძლია. ის აგრესიული ხალხი, რომელიც პირველ ხანებში მემუქრებოდა, რომ ჩემს ქმარს ვერასოდეს ვნახავდი, ახლა მწერს, ქართველი კაცის ბუნება ისეთია, რომ არ ჩივიან, თორემ დანაშაული ბევრი აქვსო.
- მძიმე არ იყო მეუღლის შესახებ მსგავსი ჭორების მოსმენა?
- რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მისთვის ხშირად გვითქვამს, რომ რაღაცაზე მაინც გაეცა პასუხი, ურთიერთობა ჰქონოდა მედიასთან, მაგრამ ამბობდა, რომ არ ეცალა რეკლამისთვის, მაიმუნობებისთვის, საქმე უნდა ეკეთებინა და ეს ყოველთვის გამოჩნდებოდა.
- სახელმწიფო მაშინ მუდმივად ზრუნავდა სამინისტროებისა და მინისტრების პიარზე, მაგრამ ბაჩოზე ნაკლებად მახსენდება, გარდა პრეზიდენტის რამდენიმე განცხადებისა.
- ეს, პირველ რიგში, ბაჩოს ბრალია, არასოდეს ჩნდებოდა კამერებთან. არქივიდან მასალების ამოღება მინდა მასზე და მარტო იქ ჩანს, სადაც პრეზიდენტია თავისი კამერით მისული. არავინ იცის დღეს, რომ თუნდაც ბავშვთა სახლი გაარემონტა, რადგან იქ კამერა არ ყოფილა.
Rating
- მისი ქველმოქმედების შესახებ არაფერი გვსმენია.

- დიახ, მისი ბრალი იყო და დღევანდელი გადასახედიდან ეს იყო ბაჩოს საბედისწერო შეცდომა.
- მაშინდელი მინისტრების მეორე ნახევრებთან ინტერვიუს ჩაწერა მედიისთვის ფუფუნება და წარმოუდგენელი რამ იყო, თქვენ მაინც არ გიცდიათ, რომ საზოგადოებისთვის სხვანაირად დაგენახვებინათ მეორე ნახევარი?
- არა, ეს ყველაფერი გამოცდილებაა და ახლა ვისწავლი ჭკუას. დიდი სანაცნობო წრე და ბევრი მეგობარი მყავს, მაშინ ვფიქრობდი, რომ ხალხს ეცოდინებოდა, არ ვიყავით მონსტრები, მაგრამ ასე არ ყოფილა. არასოდეს ვჩნდებოდი საზოგადოებრივ ადგილებში, არსად დავდიოდი.
- ბევრმა არ იცოდა, ვინ იყო ბაჩო ახალაიას მეუღლე.
- დიახ, ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობდით, მეუღლე ყოველთვის მუშაობდა და მე ვცდილობდი, მისთვის ხელი შემეწყო. მთელი ცხოვრება ვმუშაობდი, მაგრამ ბაჩოს რომ ცოლად გავყევი, სამსახურს თავი დავანებე, იმიტომ რომ მას ვეღარ ვნახავდი. ის ხშირად ბრუნდებოდა სახლში დილის 7-8 საათზე და მე რომ სამსახურში 9 საათზე წავსულიყავი, ერთმანეთს ავცდებოდით. შემდეგ იყო ფეხმძიმობა, ბავშვი გაჩნდა და მაინც მომიწევდა სახლში ყოფნა. ცალკე ვცხოვრობდით მე და ბაჩო.
- თქვენი სიყვარულის ამბავი მოგვიყევით.
- ერთმანეთი 2005 წლის ზაფხულში გავიცანით. 2004 წელს მამა გარდამეცვალა... ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ჭორი გავიგე, ვითომ მე რომ ბაჩოს გავყევი, მამა იმიტომ გარდაიცვალა. ყველაზე მეტად იმას განვიცდი, რომ მამა ბაჩოს ვერ მოესწრო, იმიტომ რომ ძალიან იამაყებდა მისით და ბედნიერი იქნებოდა, რომ ის ჩემი მეუღლეა. მე და ბაჩომ ერთმანეთი კურიოზულ სიტუაციაში გავიცანით. მე მაშინ პროკურატურაში ვმუშაობდი, ბაჩო სახალხო დამცველის მოადგილე იყო. ეუთო, სახალხო დამცველი და პროკურატურა ერთად ვახორციელებდით მონიტორინგს ციხეებსა და წინასწარი დაკავების იზოლატორებში. ერთ-ერთი მონიტორინგის დროს მე, ეუთოს წარმომადგენელი და ბაჩოს მხრიდან გოგა ონიანი ვიყავით ციხეში შესული. ინფორმაცია გვქონდა, რომ ვიღაცას ინსულინი სჭირდებოდა და არ აძლევდნენ. შევედით და ჩუმად გადავუღეთ ამ პატიმარს. დაგვინახეს და ძალიან დიდი ამბავი ატყდა. ციხეში ჩაგვკეტეს, რის შემდეგაც ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მოვიდა. იქ იყო ბაჩოც, მაშინ ვნახე პირველად. მაშინ დაიწყო ჩვენი მეგობრობა. მერე უკვე სიყვარულში გადაიზარდა და 2009 წელს დავქორწინდით. მე ვიცოდი, რომ ჩემი მეუღლე ღირსეული ადამიანი იყო და ამით ვამაყობდი. მამაჩემსაც ვამსგავსებდი, ერთნაირი ღირებულებები აერთიანებთ - სამშობლოს სიყვარული, პასუხისმგებლობა და თავდადება.
- ამბობთ, რომ ბაჩომ წელში გატეხა ქურდული სამყარო, მაგრამ ისინი არსად წასულან, მათი ხომ არ შეგშინებიათ?
- როდესაც ქალი ხარ, ასეთ რაღაცებზე ფიქრობ, მაგრამ პანიკაში არ ვყოფილვარ. ამის გამო დაცვით არასოდეს მივლია და არც ახლა დავდივარ. პირადად ჯერ არ მოსულა ადამიანი, რომელსაც უთქვამს, რომ ბაჩომ გაამწარა. როდესაც ამ თემაზე მწერენ და უნდათ, ნერვები მომიშალონ, მაგალითად მოჰყავთ, მათი მეზობლის რძლის ნათესავმა რა თქვა.
- მართალია, საზოგადოებრივი ცხოვრებით არ ცხოვრობდით, მაგრამ სხვა მინისტრების მეუღლეებთან თუ გქონიათ ახლო ურთიერთობა ან ხომ არ მეგობრობდით?
- არა, არანაირი. ბავშვობიდან რა წრიდანაც მოვდივარ, იქ ვტრიალებ. ცნობილი სახეებიდან აკო მინაშვილის ოჯახთან ვმეგობრობთ, აკო ბაჩოს სტუდენტობის მეგობარია, და გოგა ონიანთან. ასევე გიგი კალანდაძესთან, რომელთანაც სამსახურებრივად დამეგობრდა.
- როდესაც გიგი დაიჭირეს, პრეზიდენტი კამერების წინ შეხვდა მისი ოჯახის წევრებს, თქვენ შემთხვევაში ასეთი რამ არ მახსენდება.
- მე ტელეფონზე დამირეკა და მესაუბრა. ეს ინფორმაცია ოფიციალურადაც გავრცელდა.
- დღეს ამბობენ, რომ ნაციონალების ერთმა ფრთამ გაწირა ბაჩო ახალაია. მახსოვს, სოციალურ ქსელში თქვენი კომენტარი თამარ ჩერგოლეიშვილის სტატუსზე, მან ირონიით მოიხსენია ონისე გერგედავა, რომელმაც ბაჩო ახალაიას მხარდასაჭერად თაფლი წაისვა.
- მე იქ ჩემს ერთ ბავშვობის მეგობარს გამოვეხმაურე. თამარასთან არანაირი საუბარი არ მქონია, მას არ ვიცნობ და არც მინახავს ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე თავს უფლებას არ მივცემდი, მისთვის რამე შენიშვნა მიმეცა. უბრალოდ, ჩემი ბავშვობის მეგობარს გამოვეხმაურე, იმანაც ცოტა ისეთი პოზიცია დაიკავა, ოღონდ არა თამარას მსგავსი. არ მომეწონა, იმიტომ რომ იმ ადამიანს კარგად ვიცნობ და თავს უფლება მივეცი, მისთვის შენიშვნა მიმეცა. საერთოდ არ ვიცოდი, ვინ იყო ონისე გერგედავა, ახლა გავიცანი, ყოველთვის მოდის ბაჩოს პროცესზე. უბრალოდ აღვნიშნე, რომ არ შეიძლება, ადამიანი უმადური იყოს, მან ასე გამოხატა პროტესტი. აქედან გამომდინარე არ უნდა გააქილიკო, დასცინო და ირონიით არ უნდა მიუდგე.
- დღეს ბევრს ლაპარაკობენ ბაჩოსა და ვანო მერაბიშვილის დაპირისპირებაზე.
- მაგ საკითხზე ვერაფერს გეტყვით, ჩვენი ოჯახი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. ალბათ მოგვიანებით ვისაუბრებთ.
- აქვე გკითხავთ დათა ახალაიას ცნობილ განცხადებაზე, ვანო მერაბიშვილის შესახებ, რომელიც ადვოკატმა დაადასტურა. თქვენმა ოჯახმა არც დაადასტურა და არც უარყო...
- ახლაც ასე ვიტყვი, არც დავადასტურებ, არც უარვყოფ. რაც შეეხება დათას სახელით გავრცელებულ შემდეგ განცხადებებს, გეტყვით, რომ ეს ყველაფერი ჭორი იყო.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, დათა ახალაიას ბრალი მოეხსნას.
- არჩილ კბილაშვილმა თქვა რომელიღაც რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში, ბრალი მოეხსნება, თუ ჩამოვა და გამოძიებასთან ითანამშრომლებსო. იურისტი ვარ და საპროცესო შეთანხმების შედეგად ასეთი რამ მაშინ ხდება, როდესაც ადამიანი თავისზე დიდ თანამდებობის პირზე ჩვენებას მისცემს. კანონიდან გამომდინარე თქვა ასე, რამაც შემდეგ უამრავი ჭორი გამოიწვია გარიგებაზე.
- მართალია, დათა დაკავებული არ არის, მაგრამ მას ბრალი აქვს წაყენებული, თქვენგან განსხვავებით არ აქტიურობს მისი მეუღლე.
- დათას მეუღლე პატარაა, 20 წლის. ანი ბენიძე სწავლობს, ახლახან გააჩინა ბავშვი და იმიტომ ვერ ჩნდება საზოგადოებაში, თორემ ძალიან დიდი გულშემატკივარია და ერთი მთლიანი ოჯახი ვართ.
- ბაჩოს მისამართით წაყენებულმა ბრალდებებმა დიდი იმედგაცრუება გამოიწვია მოსახლეობაში. ამბობენ, რომ ბრალის დამძიმებისგან პროკურატურამ თავი იმიტომ შეიკავა, რომ პრეზიდენტი შეწყალებით გაათავისუფლებს. ახალი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კი ბრალს დაუმძიმებენ.
- ბაჩო 7 ნოემბერს დააკავეს. ადამიანის პატიმრობაში ყოფნის ვადა ცხრა თვეა, სასამართლომ 7 აგვისტომდე უნდა გამოიტანოს განაჩენი. ახალ ხელისუფლებას ძალიან ეჩქარებოდა ბაჩოს დაკავება, მოწმეები არ ჰყავდათ და მისი დაკავების ღამეს ჰკითხავდნენ მათ, ეს სასამართლოზეც დადასტურდა. როცა ნახეს, იმ დროისთვის პრეზიდენტი ისევ პრეზიდენტობდა და ალბათ შეიწყალებდა, კიდევ დაუმატეს რამდენიმე სულელური ბრალდება. სასამართლოში ბაჩოს წინააღმდეგ სულ სამი საქმეა. ერთ საქმეში არის სამი, მათ შორის ვაშლის გათლის ცნობილი ეპიზოდი. ვითომ ხუთ სამხედროს კაბინეტში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ერთ-ერთს ვაშლის გათლის დროს დანის ტარი ჩაარტყა თავში და უკნიდან ვიღაცას გიგი კალანდაძემ ყური აუწია. მეორე ეპიზოდია, სუტენიორ აბესაძეს რესტორანში წიწაკა ესროლა და მესამე, სენაკის ეპიზოდი, სადაც 19 გაფიცული დეზერტირი სამხედრო დაისაჯა, წელს ზევით შიშველი ავარჯიშეს სიცივეში და ეს წამებაში ჩათვალეს. მართალია, შემდეგ პროკურატურამ წამება მოუხსნა, მაგრამ უფრო დაუმძიმეს და წამების ორგანიზება დასდეს ბრალად. მეორეა შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს შვიდი სპეცრაზმელის საქმე. როგორც პროკურატურა ამბობს, ბაჩომ ისინი თათბირზე დაიბარა და რადგან ''ქართული ოცნების''მხარდამჭერები იყვნენ, მოღალატეები და პინგვინები უწოდა და თათბირი დატოვა. შემდეგ საქმეში ჩანს, რომ თავდაცვის სამინისტროდან და შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინსტრუქტორები სამხედროებს რეინჯერების კურსზე გზავნიან და ერთ თვემდე ეს ადამიანები იქ იმყოფებოდნენ. ამას მიიჩნევენ წამებად. იქ მათ გარდა კიდევ ბევრი გადიოდა ამ კურსს, მაგრამ მათ ჩათვალეს წამებად. სკანდალური ფოტოებიც მათ შესახებ გამოქვეყნდა, ვითომ ამ კურსის დროს მიიღეს დაზიანება. მესამე საქმეა ციხის ბუნტი, აქ ბრალი ქურდების ჩვენებაზეა აგებული და ეს ძალიან სამარცხვინოა, როდესაც ქურდის ჩვენებაზე ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალს უყენებენ.
- თუ ყველაფერი დაუმტკიცდა, რამდენწლიანი პატიმრობა ემუქრება?
- ვერ დაუმტკიცდება, მაგრამ თვითონ თუ ჩატოვეს ციხეში, შეიძლება, სამუდამოც მისცენ. თან ისეთი მუხლები აქვს წაყენებული, რომლებსაც ამნისტია არ ეხება. ყველაფერი კარგად არის გათვლილი, მაგრამ ბევრი რამეც შეეშალათ.
- ამბობენ, რომ ბაჩოს დაკავება მაინც საზოგადოების დაკვეთა იყო.
- რა თქმა უნდა, იმ ფონზე, როდესაც ვერ ახერხებენ სხვა დაპირებების შესრულებას, ეს იყო ერთ-ერთი ისეთი ღონისძიება, რომ ხალხი დროებით გაეჩუმებინათ. ჩემთვის ძალიან მძიმეა, როდესაც ჩემი მეუღლე ციხეშია, ბავშვიც არ უნახავს, ხუთი თვის იყო, როდესაც დააკავეს, მაგრამ ამას დადებითი მხარეც აქვს, საზოგადოებამ ნახა, რომ ბაჩო მონსტრი, სისხლისმსმელი და კაცის მკვლელი არ არის.
Rating
- დღეს როგორ ურთიერთობთ მეუღლესთან?

- მხოლოდ სასამართლოზე ვხედავ. კანონით უფლება აქვს, თვეში ერთხელ ოჯახის წევრებს შეხვდეს. ჩემმა მამამთილმა მიმართა პროკურატურას, მაგრამ პასუხიც არ გაგვცეს, არაფრად ჩაგვაგდეს.
- ანი, ამ პერიოდის განმავლობაში პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა არ გიცდიათ?
- როგორ არა, ბაჩოს საქმე მის რეზიდენციასთან მივიტანე და ველოდებოდი, იქნებ, არ იცის ბაჩოს საქმე და გადახედოს-მეთქი. ხომ უნდა იცოდეს, რაზე უზის ყოფილი მინისტრი ციხეში, მაგრამ ურეაქციოდ დამტოვა.
- წეღან ახსენეთ, ბაჩოს შეცდომა ის იყო, რომ მედიასთან არ კონტაქტობდა, არის თუ არა ''ნაციონალური მოძრაობის''შეცდომა, რომ დღეს ბაჩო ციხეშია? მას ყველაზე რთულ დავალებებს აძლევდნენ.
- ვერავის ვერაფერს დავაბრალებ, ამ შემთხვევაში ამ ყველაფერს ბაჩოს ვაბრალებ. არასოდეს უთქვამს ჩემთვის, რომ თვრამეტი ბავშვის სიცოცხლე აქვს გადარჩენილი. მათ კატეგორიულად აფრთხილებდა, რომ არავისთვის ეთქვათ ამის შესახებ. ერთმა ჯარისკაცმა ბენზინი მოიპარა და ქურდობისთვის იჭერდნენ. ბაჩოს შეეცოდა და მიზეზი რომ ჰკითხა აღმოჩნდა, რომ მეუღლის თვალის ოპერაციისთვის ფული სჭირდებოდა. ძალიან შეეცოდა, ჯიბიდან ამოღო ფული, რაც ჰქონდა და წამლებისთვის მისცა. შემდეგ ოპერაციაც დაუფინანსა. რა თქმა უნდა, არ დაუსჯია.
- დღეს მარტო იმყოფება საკანში, მახსოვს, ტელევიზიის პრობლემა ჰქონდა, თუ იცით, დრო რით გაჰყავს?
- მიუხედავად იმისა, რომ კანონით ეკუთვნოდა, სამი თვე ტელევიზორი არ მისცეს. შემდეგ უცხოელებიც ჩავრთეთ ამ ამბავში და ციხეში იყიდა ტელევიზორი. წიგნებს ვუგზავნი და კითხულობს, ასე გაჰყავს დრო.
- ''ქართული ოცნების''გამარჯვების შემდეგ, უთქვამს თქვენთვის, რომ დაიჭერდნენ?
- როდესაც საქართველოში დაბრუნდა, ნახევარი დღე ვნახე. განცხადება გააკეთა, რომ მზად იყო, საზოგადოების ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა. არ დააცადეს, რადგან არ აწყობდათ. იმ საღამოს მითხრა, რომ დაიჭერდნენ, ამისთვის მზად იყო.
- არ გიფიქრიათ, ნეტავ, არ დაბრუნებულიყოო?
- არა, რადგან ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთ ვიცხოვრებთ. არასოდეს წავსულვართ დასასვენებლად, ახალ წელს ერთად არ შევხვედრივართ, რადგან ბაჩოს შვებულება არასოდეს აუღია. როდესაც სადმე შეხვედრაზე უწევდა წასვლა, ყოველთვის მოადგილეს უშვებდა. თვითმფრინავით მგზავრობა არ უყვარს, რადგან ბევრს ეწევა. სულ საქმეზე ფიქრობს, ვერ ისვენებს. ზუსტად ვიცი, რომ არ ჩამოსულიყო და მთელი ოჯახი გადავხვეწილიყავით, ჯერ მას გაუსკდებოდა გული და მერე მე. ამიტომ სწორი გადაწყვეტილება იყო.
- დღეს სასამართლოში ხვდებით საყვარელ ადამიანს, სადაც მასთან საუბრის უფლებაც არ გაქვთ.
- პირველად დაკავებიდან ოთხი თვის შემდეგ ვნახე. გადაჭედილი დარბაზი დახვდა და ტაშით შევხვდით. მაშინ ბევრი ვიტირე და ყველანაირად ვცდილობდი, თავი ამერიდებინა და არ დაენახა, მაგრამ ერთ მომენტში ღიმილით შემომხედა, რომ დამინახა - ვტიროდი, გამიბრაზდა. შემდეგ შემომითვალა, ჩემზე ძალიან მოქმედებს და ასე ნუ ხარო. ბაჩო ძალიან მამხნევებს.
- ჯერ კიდევ მისი მინისტრობის დროს დადიოდა ჭორი, რომ მისი აგრესია ქურდული სამყაროს მიმართ ბავშვობას უკავშირდება. მისი ოჯახი დააყაჩაღეს და ის სკამზე დააბეს.
- ეგ ამბავი სადღაც წავიკითხე, მაგრამ სისულელეა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ბავშვობა სამეგრელოში რთულ პერიოდს დაემთხვა, მსგავსი რამ არ ყოფილა, არავინ შევარდნიათ ოჯახში. თვითონ არის ისეთი ტიპი, რომელიც ყოველთვის უკანონობას ებრძოდა.
- დღეს რისი იმედი გაქვთ?
- მხოლოდ ხალხის, რადგან ბევრი მიხვდა, რომ ბაჩო არ ყოფილა პირსისხლიანი კრიმინალი.
- ისევ ითხოვთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას?
- რა თქმა უნდა, კითხვა მაქვს, თუ იცის, რაზე უზის ციხეში ყოფილი მინისტრი? კარგად ხედავს ყველა, რა რეფორმები გაატარა იმ სამინისტროებში, სადაც მუშაობდა. ქურდული სამყარო წელში გატეხა და ჯარი ფეხზე დააყენა. 26 მაისსაც კარგად დავინახეთ ყველამ, რა გამოფინეს. ეს ჩემთვის ირონიული იყო, მაგრამ მაინც მეამაყება.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი რეიტინგი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 47 /
რეზო
ხალხი ისე ყავთ მაგათ გამწარებული სამეგრელოში რომ, რკინის ტრუსიკიც კი არ უშველის
18:12 / 09-08-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორ
ჰა,ჰა,ჰა კარგა ხანია ასე არ მიცინია. რა მაგრად იხუმრე
18:09 / 09-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ახალაია მარტო კაგი მინისტრი კი არა ის ნამდვილი გმირია ! ! !
13:31 / 12-07-2013
გამოხმაურება / 0 /
12345
აუ ეს რა მესია გვყოლია ბაჩოს სახით და არ ვიცოდი. ალბათ სწყალს არ ეძინა ღამღამობით იმ თავის დიდებულ კბინეტში:-) სულ გაჭირვებულების დამრებაზე ფიქრობდა. ვაი,ვაი......ეგ მისი უმანკო ცოლიც მგარი მოცვეთილია. ნეტა პირადად როგორ უნდაგვენახა სათითაოდ ყველას მისი დნშაულებრივი ქმედებები? გამოძიებ კი მალე გვიჩვენებს.
17:07 / 28-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკო
კარგიტ რა რამდენს ლაპარაკობტ,ტავს ცოდვებიტ რატომ იმძიმებტ,დარცმუნებული ვარ მისი მეუგლე სიმარტლეს ყვება,ცესიერი და კარგი ადამიანია,არ გავს სხვის აგვირ ახსნილ ცოლებს,რომ დატრაშუნობენ და მატ კიდევ დაამატეტ ეს მომგერლები ცურცუმიები ყველამ რომ მოინდომა ამატ ხელში კარგი ცხოვრება,ცარსული დაავიცყდატ და ინტელექტობა მოუნდატ.ასე რომ ბაჩო არარი მტავარი დამნაშავე,ალბად სადგაც დაუშვა შეცდომა.რაზეც ლაპარაკობტ კარგად შეისცავლეტ ისე ნუ ტლიკინებტ
07:54 / 13-06-2013
გამოხმაურება / 0 /
უსახელო
ისე გამიგია თავის ნათესავი რომ ჩორნი მუშად მუშაობდა....კი მეცოდება გალიისტვის ბაყაყივით რომ იყურება კლეტკებიდან მარა მაინც ბაჩოა რააააა :) :)
04:05 / 13-06-2013
გამოხმაურება / 0 /
უცნობი
მიკვირს ამდენს რომ ეხმარებოდა...... ახალაიებს გვერდით არ იკარებდა და ელემენტარული სამსახურის სათხოვნელათ არც მის დზმასთან არც მასთან და არც მამამისთან ხომ ზედმეტი იყო შესვვა. მიღEბითაც არც მიგიღEბდნენ და მიკვირს როგორ ეგ როგორ მიდიოდა ხალხი და როგორ ეხმარებოდა.
04:00 / 13-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ქართველი
ნათია, მედეა, თენგიზი, მარია, თქვენ თავში ჩამახედა ერთი რა გიდევთ რომელმა თქვენთაგანმა ნახეთ ახალაიას დანაშაული თქვენი თვალით? აქ რო ჭორიკნობთ მიდით და დაწერეთ საჩივარი მაგრამ ამას ვერ აკეთებთ რადგან ჭორს დამტკიცება სჭირდება თქვენ კი ეს არ შეგიძლიათ..... არ ვიცი რა ასაკის ხართ მაგრამ სამარაცხვინოდ იქცევით
22:26 / 12-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ქართველი
თქვე დედა დალოცვილებო პირადად ვინ ნახეთ ახალაის მონსტრობა, მიკვირს კაცების ჭორიკნობა, მოეშვით ჩუკენობას და რეალურად შეხედეთ ცხოვრებას.... ნუ ხართ პინგვინის ჭორებს აყოლილი
22:19 / 12-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ბაჩოს იმდენი ცოდვა აქვს ჩადენილი ხალხის წინაშე, რომ ორივე ძმა გასასახლებელია ქვეყნიდან.თავი არსად არ გამოგეყოფათ და არც მის შვილებს.ეგ არის მონსტრი და კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.
18:57 / 12-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS