25 ივლისი, 2014
რა საერთო აქვთ თამთა გოდუაძესა და სამორი ბალდეს
საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ვარსკვლავები თავიანთი იმიჯის ამბებს თავად არასდროს წყვეტენ დრედები და აფრიკული ნაწნავები ბოლო დროს ქართველი თინეიჯერებისთვის, და არა მხოლოდ მათთვის, მოდურ გასართობად იქცა. სამორისა და თამთა გოდუაძეს ამ კუთხით პიარში ჯილდო ეკუთვნით და თავისებურ მოდის კანონმდებლებადაც იქცნენ საქართველოში, როდესაც მათი ვარცხნილობა უამრავმა ადამიანმა აიტაცა და აქტუალურად იქცა. სხვათა შორის, ცნობილ ადამიანებს ამ კუთხით საქართველოში ნაკლებად `იყენებენ~, ამ მხრივ ყველაზე კარგად საკუთარ თავს თიკო სადუნიშვილი `ყიდის~, სხვადასხვა ქართველი დიზაინერი ხშირად აცმევს მას ახალ
სამოსს გასარეკლამებლად. ასევე თიკომ გაიკეთა პირველმა მოკლე ვარცხნილობა და ხელზე ტატუ ხნით, რომელიც მოგვიანებით, მთელმა საქართველომ აიტაცა.

ცნობილი სარეკლამო ფანდია, როდესაც სხვადასხვა პოპულარული მომღერლის კლიპში ახალი ტრენდები შემოდის და შემდეგ მსოფლიოშიც აქტუალური ხდება. მაგალითად, პირველად ცნობილ სახეებს შორის ჯენიფერ ლოპესმა გაიკეთა ფრანგული მანიკიური, რომელიც შემდეგ ქალბატონების უმრავლესობამ აიტაცა, რიანამ გრძელი და მოხატული ფრჩხილები შემოიტანა მოდაში, მსოფლიო მოსახლეობის თმის ვარცხნილობა და სიგრძეც იმის მიხედვით იცვლება, რომელი ჰოლივუდელი ვარსკვლავი რომელ თმის ფერსა თუ სიგრძეს ამჯობინებს.

Rating

საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ვარსკვლავები თავიანთი იმიჯის ამბებს თავად არასდროს წყვეტენ და ახალი ტრენდის წარდგენისთვის დიდ ფულსაც იჯიბავენ.
რასაკვირველია, ამაში სამორის ფული არ აუღია, რადგან თავიდანვე დრედებით დადიოდა, მაგრამ ორი წლის წინ `ცეკვავენ ვარსკვლავებში~ მისი გამოჩენის შემდეგ დრედები თინეიჯერებმა აიტაცეს, თუმცა ცნობილი სახეებიდან ვერავინ გაბედა ამ რისკზე წასვლა. თამთა გოდუაძის შემთხვევაში კი პირიქით მოხდა, აფრიკული ნაწნავები ერთიმეორის მიყოლებით გაიკეთეს ნანიკო ხაზარაძემ, მისმა შვილმა, ყოფილმა დედამთილმა, ასევე ნინა სუბლატმა.

Rating

სოციალურ ქსელში გაჩნდა დრედებიანი ქართველებისა და აფრიკულნაწნავიანი გოგონების სპეციალური გვერდებიც. თუმცა, დრედებისგან განსხვავებით, ნაწნავებს, გარდა ვიზუალური დატვირთვისა, განსაკუთრებული ლეგენდა არ აქვს.
მაგალითად, რასტამანების სექტის წევრებისთვის დრედს ვარცხნილობაზე მეტი დატვირთვა აქვს. მათ სწამთ, რომ სიკვდილის შემდეგ მათი ღმერთი ჰაილე სელასი, ეთიოპიის იმპერატორი, დრედზე მოჰკიდებს ხელს და ისე წაიყვანს საიქიოში.

ვეკო გურული ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსია. საკუთარ თავზე ექსპერიმენტები მისი ცხოვრების ნაწილია. ორი წლის წინ აფრიკული ნაწნავები გაიკეთა, ხუთი თვის შემდეგ კიდევ ერთხელ გაიახლა ნაწნავები, შემდეგ კი მის ცხოვრებაში დრედების დრო დადგა. ახლა ექსპერიმენტებისგან ცოტა ხნით ისვენებს, მაგრამ გადავწყვიტეთ, ამ ორი საინტერესო ვარცხნილობის შესახებ გვესაუბრა.

- დრედები პირველად არქეოლოგიური გათხრების შედეგად ჩრდილოეთ აფრიკაში აღმოაჩინეს. როგორც აღმოჩნდა, პირველყოფილ წყობილებაშიც მოდური იყო. დრედებს ძირითადად მაინც აფრიკასა და აზიაში იკეთებდნენ. არსებობს დრედების სამი ტიპი. პირველ შემთხვევაში ადამიანები საერთოდ არ უვლიან თავს, არ იბანენ, არ ივარცხნიან და თმა თავისით იღებს დრედების ფორმას, მაგრამ ამის გამო ბევრს ტილი გასჩენია და სხვადასხვა დაავადებაც შეჰყრია.
21-ე საუკუნეში ასე აღარ ხდება. როდესაც ბუნებრივ თმაზე იკეთებ დრედს, იღებ სავარცხელს და თმას `იპუწავ~. მკითხველი რომ მარტივად მიხვდეს, `ნაჩოსს~ რომ იკეთებენ, ასეთი ფორმა უნდა მისცენ მთელ თმას. შემდეგ ყაისნაღით კეთდება დრედი. საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, შეიძლება, მთელი დღეც დაგჭირდეს. თბილისში ვიცნობ ადამიანს, რომელმაც ინტერნეტში უყურა ვიდეოს და იმის მიხედვით გაიკეთა საკუთარ თავზე დრედი.
გავრცელებულია მოსაზრება, რომ დრედების გაკეთების შემდეგ თავი უნდა გადაიპარსო, მაგრამ ასე არ არის, რადგან არსებობს დრედების უსაფრთხო სახეობა - დედრები. ამ დროს ხელოვნურ თმას იწერ სხვადასხვა საიტიდან, შემდეგ ხელოვნურ თმას წნავენ დრედებად და ბუნებრივ თმაში ჩაგაწნავენ. ადამიანი, რომელიც ვერ ერკვევა დრედებში, ვერც მიხვდება, რომ ხელოვნურია. სამი თვემდე შეგიძლია ატარო და შემდეგ მოიხსნა.
- გავრცელებულია მოსაზრება, რომ დრედებს არ იბანენ.
- საერთოდ, როგორც ჩვეულებრივ თმას სჭირდება, ისე ხშირად არ გიწევს დაბანა. დაახლოებითY კვირაში ორჯერ. შეგიძლია, საერთოდ არ დაიბანო, ერთ ასეთ ბიჭსაც ვიცნობ. საქართველოში ნაკლებად არის ისეთი სალონები, სადაც კარგ დრედებს აკეთებენ. იგივე შემიძლია ვთქვა აფრიკულ ნაწნავებზეც. მხოლოდ თმის დახვევას და გასწორებას არიან მიჩვეულები, თუმცა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, 400 ლარამდე მაინც ჯდება. ჯობს, მაინც იმ ადამიანს მიენდოთ, რომელიც კარგად ერკვევა. ესენი ძირითადად თვითნასწავლები არიან და სახლში ემსახურებიან ხალხს. ერთი წლის წინ დედრები გავიკეთე, ვერავინ ხვდებოდა, რომ ბუნებრივი არ იყო. ორი თვე ვატარე და მოვიხსენი.
- საზოგადოება როგორ გხვდებოდა ქუჩაში?
- ძირითადად, ინტერესდებოდნენ, ვიბანდი თუ არა, ან მეკითხებოდნენ, სად გავიკეთე. ისიც უკითხავთ, ტილები მყავდა თუ არა (იცინის). ამ დროს თმა რომ გეზრდება, შემდეგ ახალი ამოსული თმა ისევ უნდა ჩაიდრედო, თორემ ისეთივე ცუდი სანახავია, როგორც შეღებილზე ამოსული განსხვავებული ფერის თმა.
- როგორ შეხვდნენ მშობლები შენს ახალ ვარცხნილობას?
- არ მოეწონათ, ტილი გაგიჩნდებაო, მაგრამ ეს არის ჩემი თავი და რაც მინდა, იმას გავაკეთებ. იქამდე არ მისულა საქმე, რომ თუ არ გადავიპარსავდი, ვინმე თავს მოიკლავდა. მშობლები მიღებენ ისეთს, როგორიც ვარ.

Rating

- რა მისტიკური დატვირთვა აქვს დრედებს?
- სამწუხაროდ, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ ტომის შამანებს და მეთაურებს ჰქონდათ. საკუთარ თავზე რომ გითხრათ, ამ დროს განსხვავებულ ადამიანად ვგრძ-ნობდი თავს. აფრიკული ნაწნავებიც რომ მქონდა, ძალიან მაგარი შეგრძნება იყო. მომწონდა, რომ ხალხი მიყურებდა. ამ დროს რეგეისთან არავითარი შეხება არ მქონია, მომწონდა დრედები, თო-რემ საერთოდ სხვა მუსიკას ვუსმენ და ვაკეთებ. თუმცა საქართველოში არსებობს ჯგუფი, მოდას აყოლილი ხალხი, და სოციალურ ქსელში გვერდიც გააკეთეს დრედებიან ქართველებზე. მართლა ძალიან მოსახერხებელია, დილას რომ იღვიძებ, არ ფიქრობ, თმა როგორ გაიკეთო. შეიკრავ - გიხდება, გაიშლი – მაინც გიხდება.
- ცნობილი ქართველებიდან დრედებით მხოლოდ სამორი ბალდე მახსენდება.
- მას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ერთ მუსიკას ვაკეთებთ. საერთო ნაცნობიც გვყავს, მისი მეგობარი გოჩა ქუხური. გოჩა აკეთებს დრედებს და თავადაც აქვს. ერთ-ერთი ყველაზე კარგი ტიპია, რომელიც საქართველოში დრედებს აკეთებს.
- საქართველოში ცნობილ სახეებში თამთა გოდუაძის ეთერში გამოჩენის შემდეგ გახდა აფრიკული ნაწნავები პოპულარული.
- მართალია, მაგრამ მე დაახლოებით ორი თუ წელიწად-ნახევრის წინ მქონდა აფრიკული ნაწნავები. საქართველოში ძალიან ცუდი ვარიანტები მაქვს ნანახი, ძირითადად, ბუნებრივი თმით აქვთ გაკეთებული. ლამაზი მაშინ გამოდის, როდესაც შალის ძაფს ან ხელოვნურ თმას გაწნიან და ისე გიკეთებენ. საერთოდ, აჭრელებული აფრიკული ნაწნავი უკეთესად გამოიყურება.
მე ორმა სხვადასხვა გოგონამ გამიკეთა. პირველად ძაფი ჩამიწნა და მეორედ ხელოვნური თმა. ორივე ძალიან ეფექტური იყო. შეგიძლია, ნებისმიერი სიგრძის თმაზე გაიკეთო. სამი სანტიმეტრი თმა რომ გქონდეს, მაგ დროსაც შეგიძლია წელამდე აფრიკული ნაწნავის გაკეთება. სანამ ჩვენთან შემოვიდოდა დრედები და აფრიკული ნაწნავები, მანამდე ევროპასა და ამერიკაში უკვე ჩვეულებრივ ვარცხნილობად იქცა და ახლა მგონია, რომ საქართველოშიც ნორმად იქცევა და ხალხი ბევრ კითხვას აღარ დასვამს.
- ვეკო, ინტერვიუს დასასრულ, შენს მუსიკალურ კარიერაზე მოგვიყევი.
- ვარ ჰიპ-ჰოპის, რეპის და არ-ენ ბის შემსრულებელი. ვწერ სიმღერებს. ანდერგრაუნდ წრეებში კარგად მიცნობენ. ჩემი სცენური სახელია ბონი და ჩემი სიმღერები ინტერნეტქსელშიც დევს. ერთი სიმღერა მასტერის მუსიკაზე მაქვს გაკეთებული, ახლახან კლუბშიც გამოვედი. მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. სახლში ქიმიურ და ფიზიკურ ცდებს ვატარებდი, ვიდეოს ვიღებდი და ინტერნეტში ვათავსებდი. დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ცოტა ხნის წინ საკუთარი ხელით პირსინგი გავიკეთე და ვიდეო `იუთუბზე~ ავტვირთე. პროფესიით ეკონომისტი ვარ, საკმაოდ კრეატიული პიროვნება, სულ ვცდილობ, უჩვეულო რაღაცები გავაკეთო, მაგრამ ამ ეტაპზე უმუშევარი ვარ.

ჟურნალი ''რეიტინგი''
ნინო გიგიშვილი



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS