20 ივლისი, 2014
''არ შეიძლება, 50 სექსუალური პარტნიორი გყავდეს...''
ადრინდელი ''კარენნოი თბილისელი'' სულ სხვა იყო მერსი სულხანიშვილი რამდენიმე კვირის წინ გადაცემა ''პროფილში'' მაყურებლის წინაშე საკმაოდ განსხვავებული სახით წარდგა, ამბობდა, რომ ტრადიციული ადამიანია და ასეთივე ოჯახშია გაზრდილი. დავინტერესდით, რას გულისხმობს ტრადიციულობაში...

- ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახის კულტია, უფროსის პატივისცემა, ურთიერთპატივისცემა ძალიან ფასეულია. ჩვენთან, ბებიას გარდაცვალებამდე, ოჯახი მას ''ეჭირა'', მისი სიტყვა ყოველთვის გადამწყვეტი იყო. ახლა ცოცხალი რომ იყოს, შესაძლოა, რაღაცები შეეცვალა. თუმცა, ჩემი ც ხ ო ვ რ ე ბ ი ს ასე წარმართვა გარკვეულწილად ბებიამ
განაპირობა, რადგან მან მასწავლა კითხვა, მოდის სიყვარული, დაწყებით კლასებში თავის მკერავთან მიკერავდა კაბებს, რითაც ყოველთვის გამორჩეული ვიყავი. გარდა ზემოჩამოთვლილისა, პატივს ვცემ ახალი წლის ტრადიციას, აღდგომას და სხვა რელიგიურ დღესასწაულებს.
- მინდა გკითხო შენს მაისურზე, რომელსაც აწერია იესო... ესეც ეპატაჟის ნაწილია?
- ეს მაისური გახლავთ ძალიან ნიჭიერი დიზაინერის, ბესარიონის შემოქმედება. რატომ მაინცდამაინც იესო? იმიტომ რომ უფალია, არ ვიცი, რატომ ჩათვალა საზოგადოებამ ეს ეპატაჟის ნაწილად.
- მერსი, ახლა გადავინაცვლოთ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებზე და გვითხარი, რას ფიქრობ ქალიშვილობის ინსტიტუტზე?
- არაფერს განსაკუთრებულს, არც ისაა სირცხვილი, თუ გოგონა ქალიშვილია და არც ის, თუ საყვარელ ადამიანთან სრულყოფილი ურთიერთობა სურს და ამას აკეთებს. როცა ადამიანი ამბობს, შეყვარებული მყავსო და მასთან არაფერი აქვს, რას ნიშნავს ეს? თუ შეყვარებული ხარ და გაქვს ლტოლვა, უნდა გქონდეს სექსუალური კავშირიც, აბა, ხელიხელჩაკიდებულებმა უნდა იაროთ? ვერ ვხვდები, ამაზე რატომ უნდა კეთდებოდეს აქცენტი. ჩვენს ქვეყანაში პირადზე ძირითადად ისინი ჭორაობენ, ვისაც საკუთარი ცხოვრება არ აქვს მოწყობილი. ჩვენთან სექსი აღქმული აქვთ ძალიან მძაფრად და ეს თემა ზომიერების ფარგლებს გასცდა. ჩემი გადმოსახედიდან, ბევრი არაცნობილი ადამიანის ცხოვრება უფრო ბინძურია, ვიდრე სელებრითების. ქართველები ძალიან უცნაური ხალხი ვართ, ქალი რომ გათხოვდება, ხშირად მსმენია, მეორე დღეს უთქვამთ, უი, ეს ფეხებს უკვე სხვანაირად ადგამსო. აქედან გამომდინარე, ყველამ ისე უნდა განავითაროს ცხოვრება, როგორც მას უნდა.
- შეიძლება, ადამიანს ცხოვრებაში რამდენჯერმე შეუყვარდეს და რამდენიმე სექსუალური პარტნიორი ჰყავდეს, სად გადის ზღვარი, რომ ეს აღვირახსნილობაში არ გადავიდეს?
- თვითონ უნდა დაიცვას ზღვარი, რომ აჯაფსანდალი ცხოვრება არ გამოუვიდეს, არ შეიძლება, 50 სექსუალური პარტნიორი გყავდეს, ეს უკვე ცოტა სხვა რაღაცაში გადადის.
- რას ნიშნავს შენთვის მეძავობა, როდესაც თავისუფალ სექსუალურ ცხოვრებაზე ვსაუბრობთ?
- მეძავობა უძველესი და ყველაზე მდარე პროფესიაა, ესაა და ეს. ჩემთვისაც ისაა მეძავობა, რაც სხვისთვის.
- ტრადიციულად ოჯახის უფროსი კაცია, ეთანხმები ამ შეხედულებას?
- XXI საუკუნეში ყველფერი შეიცვალა, ქალი არ უნდა იყოს ძლიერი სქესის მონა. შეიძლება, ქმარმა ლამაზად გთხოვოს, იქნებ, დღეს იქ არ წახვიდეო და შენც გაითვალისწინო, მაგრამ როდესაც ამას ბრძანების ფორმა აქვს, საქმე სხვაგვარადაა. დღესაც სუფრის თავში მამაკაცი უნდა იჯდეს, ლამაზიცაა და ტრადიციულიც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მან უნდა იბატონოს ოჯახზე და ერთპიროვნულად გადაწყვიტოს, ვინ სად წავიდეს და რა გააკეთოს. ხშირია შემთხვევა, რომ ქალი დაჩაგრულია, მაგრამ ამასთანავე, არ მესმის, ქალმა როგორ უნდა აკადროს კაცს იმის თქმა, ჩემი ქმარი ჩემზე გათხოვდაო, იმ შემთხვევაში, თუ მამაკაცი ცოლის სახლში ცხოვრობს? თანამედროვე ქართველები ახლა გადიან ურთიერთობების ადაპტაციას.
- შენთვის ნამდვილი ქართველი მამაკაცი როგორია?
- ძლიერი, შრომისმოყვარე, უნდა იცოდეს, რა უნდა ცხოვრებაში. შეიძლება, რაღაც მომენტში მამაკაცზე მეტი შემოსავალი ქალს ჰქონდეს, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, ყოველთვის ცდილობდეს განვითარებას, ფული ყველაფერს განსაზღვრავს, ადამიანობის გარდა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ქალი ფინანსურად ქმარზე უნდა იყოს დამოკიდებული, ქმარიც ისეთივე ადამიანია, როგორიც შენ და რატომ უნდა იყო მასზე ჩამოკიდებული, ვერ ვხვდები. ორივე მხარე ერთმანეთს უნდა ავსებდეს. საქართველოში ბევრი ქალი სწავლობს იმიტომ, რომ სარფიანად გათხოვდეს, რაც დიდი პრობლემაა.
- რატომ მიიჩნევა ჩვენს ქვეყანაში გასათხოვარი ქალი უბედურად?
- არ ვიცი, ესეც სასაცილოა, თუმცა ვიცი ისეთი გოგონებიც, რომლებიც გათხოვების შემდეგ სახლში სხდებიან და საერთოდ არსად, მეგობრებთანაც კი აღარ გადიან, რაც მენტალობის ძალიან დიდი პრობლემაა.
- მერსი, რას ნიშნავს შენთვის სიტყვა გოიმი?
- გოიმი ნიშნავს მომთაბარე ტომს, მაგრამ, ჩემი აზრით, გოიმია ადამიანი, რომელსაც თავის თავზე ზედმეტად დიდი წარმოდგენა აქვს, ზედმეტად ცდილობს, თავი გამოიჩინოს ამა თუ იმ სიტუაციაში, ვფიქრობ, არასწორი ადგილისთვის არასწორად შერჩეული სამოსიც გოიმობაა.
- და როგორია სოფლელის შენეული დეფინიცია?
- მე პროვინციელ ადამიანს ამ გამოთქმით შეურაცხყოფას არ ვაყენებ, სოფელში ბევრი ერუდირებული ადამიანის ნახვა შეიძლება, მაგრამ სოფლელობას ვუწოდებ სიტუაციის მიხედვით არასათანადოდ მოქცევას.
- მიიქცევს შენს ყურადღებას არათბილისელი ბიჭი?
- თბილისელობამ ცოტა ღირებულება დაკარგა. ადრინდელი ''კარენნოი თბილისელი'' სულ სხვა იყო, დღეს ეს ცოტა გაუფასურდა, რადგან 3-4 თვის წინ ჩამოსულებიც კი თბილისელობას იბრალებენ, მართლა თბილისელები ძალიან ცოტა დავრჩით, თუმცა ადამიანის წარმომავლობას არ აქვს მნიშვნელობა.
- თამამი იმიჯის გამო პირადად შენ შეგქმნია პრობლემა პირად ცხოვრებაში?
- როგორი იმიჯიც უნდა გქონდეს, მთავარია, ბალიშზე თავს რომ დადებ, საკუთარ სინდისთან იყო მართალი, თორემ ვინ რას იტყვის, ეს მეორეხარისხოვანია და სიმართლე გითხრა, მიკვირს, ამ იმიჯს თამამს რომ უწოდებენ.
- თამამია იმიტომ, რომ ასე ქუჩაში არ დადიან... ყველა მეორეს შენნაირად არ აცვია, ამიტომაცაა თამამი და განსხვავებულიც.
- ასეა თუ ისე, ჩემ ირგვლივ ამას უარყოფითი რეაქცია არ გამოუწვევია და პირად ცხოვრებაშიც არ შეუშლია ხელი.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
ზურა
როგორც სხვა მრავალმა ათასმა ქართველმა და არაქართველმა, ამანაც თავისი სარწმუნოება ჩამოაყალიბა, რომელსაც შეიძლება პირობითად მერსიმართლმადიდებლობა დავარქვათ. მერე, რა არაჩვეულებრივად განმარტავს "გოიმს" (ოღონდ ამ განმარტებაში რატომღაც საკუთარ თავს ვერ ამჩნევს). ისე, კლასიკური (არამერსული) მართლმადიდებლური განმარტებით მაგ 'გოიმობას" ამპარტავნება ჰქვია და ყველაზე დიდ ცოდვადაა მიჩნეული. ისე რა მაგრები ვართ ქართველები - იქამდე ვართ მართლმადიდებლები, სადამდეც ჩვენ გვაწყობს. აი მერსისაც იქამდე აწყობს, სადამდეც მისი ზნეობა წვდება - ხან მოშიშვლებული მკერდით, ხან მკერდზე იესოთი. ფუჰჰჰ
13:29 / 20-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ანა
ამ ფოტოზე ალქაჯს ჰგავს, უთხრას ვინმემ რომ არ უხდება ასე თმები და მაკიაჟი
13:15 / 20-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ნ.მ.
ნუ, მერსის აზრი მართლა საინტერესოა. ჩვენი ცხოვრებისა და გემოვნების მეტრია. ხშირად დაბეჭდეთ ხოლმე რა მსგავსი ინტერვაი! (შემეშალა, ინტერვიუ უნდა დამეწერა).
13:03 / 20-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ყოვლისმნახველო მერსედეს, 49?
12:42 / 20-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS