კონკურსში მონაწილე ოჯახი
- ლევან, მშობლებს თავიანთი სიყვარულის ამბავი მოუყოლიათ შენთვის?
- პატარები იყვნენ, როცა შეუღლდნენ. მამა ჩემზე ჩვიდმეტ წლითაა უფროსი. თურმე დედას ცხენით აკითხავდა. როგორც პრინცი, ისე მივიდა და ნამდვილ
- მგონი, ასეთი რამ ყველა დროში გაამართლებს.
- ხომ წარმოგიდგენია, რამდენიმე წლის წინ დედაზე როგორ იმოქმედებდა. ძალიან მალე შეუღლდნენ და გავჩნდი მე. ჩემ მერე დაიბადა ძმა, რომელიც ექვსი თვის ასაკში დაიღუპა. მერე დაიბადა გიორგი და ძალიან დიდი ხნის შემდეგ - ნინო. მგონი, მეტი და- ძმა არ გვყავს. მამა ამ საკითხზე ჯერჯერობით არაფერს ამბობს. ფოტოზე მე და გიორგი ვართ.
- მომდევნო ფოტოზე და-ძმანი ხართ. როგორც ვიცი, და-ძმის ნიჭი შენც გაქვს და მღერი. რომელიმე კონკურსში მონაწილეობაზე არ გიფიქრია?
- კონკურსში არ მინდა გასვლა. სიამოვნებით ვიქნებოდი ისეთ პროექტში, სადაც მე და ჩემი ძმა ან ჩემი და ერთად ვიმღერებდით. მონაწილეობას მივიღებდი, მაგალითად, ''ორ ვარსკვლავში''. როგორც მომღერალს, არ მინდა კონკურსში მონაწილეობა. ქართველები ხომ ცოტა უცნაური ხალხი ვართ. ''ამტანში'' რომ გავიმარჯვე, რამდენიმე წლის მერე ჩემი ძმა გახდა ''ჯეოსტარი'' და მერე ჩემი დაც რომ გავიდა ''ჯეოსტარში'', ხალხმა დაიწყო ლაპარაკი, რა უბედურებაა, ყველა და-ძმა მონაწილეობს პროექტებშიო. არ მაქვს იმის ამბიცია, რომ ძალიან მაგარი მომღერალი ვარ, მაგრამ მაინც არ მსიამოვნებს ასეთი საუბარი.
- ''ამტანში'' მომავალი მეუღლე - მაკა ვასაძე გაიცანი. ფოტო ამ შოუშია გადაღებული. რეალური შოუს სხვა წევრებთან გაქვთ ურთიერთობა?
- მხოლოდ ლევან გიორგაძესთან მაქვს ურთიერთობა. დანარჩენებს იშვიათად ვხვდები.
- ასეთ პროექტში ძნელია მეგობრის პოვნა?
- ორგანიზატორები ცდილობენ, მსგავს პროექტებში განსხვავებული ფსიქიკის ადამიანები შეიყვანონ და ყველას ვერ დაუმეგობრდები. ძალიან დადებითი უნდა იყო, რომ ასეთ დახურულ სივრცეში შენი ცუდი დამალო, აუცილებლად გაიშიფრები.
როგორია არაჟურნალისტური ჟურნალისტი
- სკოლაში კარგად სწავლობდი?
- მეცხრე კლასში რომ ვიყავი, ერთი სული მქონდა, სკოლიდან წამოვსულიყავი. იმდენად მინდოდა წამოსვლა, რომ დაახლოებით ორ თვეში შევისწავლე, რაც სამედიცინოზე ბარდებოდა. ჩავაბარე სამედიცინო კოლეჯში, მაგრამ მოგვიანებით მივხვდი, რომ ექიმობა ჩემი საქმე არ იყო. ახლა ვინც არიან, შეიძლება, მათზე უკეთესი ექიმი ვყოფილიყავი, მაგრამ არ მიყვარს იქ ყოფნა, რასაც ბოლომდე თავს ვერ ვართმევ. სამედიცინოზე ოთხი წელი ვისწავლე და წამოვედი, მაგრამ მედძმის დიპლომი მაქვს.
გადავწყვიტე თეატრალურზე ჩაბარება, მაგრამ იქ ხომ ძალიან ადრე ბარდება გამოცდები. ერთი წელი ვსწავლობდი ჟურნალისტიკაზე.
მერე კიდევ ვერ მოვასწარი თეატრალურში ჩაბარება და ერთი წელი საესტრადო სასწავლებელში დავყავი. უკვე შემდეგ ჩავაბარე თეატრალურში და დავამთავრე.
- ახლა რას ფიქრობ, რა პროფესიაა შენთვის ყველაზე ახლობელი?
- ვერასდროს გავხდები ექიმი. მსახიობი ვარ. დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ჟურნალისტი, ოღონდ არაჟურნალისტური ჟურნალისტი.
- ეგ როგორი ჟურნალისტია?
- ჩვეულებრივ ინტერვიუებს არ ავიღებდი. სკანდალური ამბების გაშუქებაში მოვსინჯავდი თავს. გამოძიება ძალიან მიყვარს. სიამოვნებით გამოვიძიებდი თუნდაც იმას, ვინ ვისი საყვარელია. ეს ჩვენს ქვეყანაში ცოტა ბოზობად მიიჩნევა, ''ზატო'' მე მომწონს ასეთი რაღაცები. ''მაესტროზე'' მქონდა მსგავსი გადაცემის გაკეთების მცდელობა, არ გამოვიდა და მოგვიანებით ვნახოთ, შეიძლება გამოვიდეს.
სამი ცოლის მეგობრობის ამბავი
- როგორც შემდეგი ფოტოდანაც ჩანს, სამი ცოლი გყავს და სამივესთან კარგი ურთიერთობა გაქვს. სამივეს ფოტო გაქვს მაისურზე გადატანილი. მაკამ არ იეჭვიანა?
- არა. სამივე ცოლს კარგი ურთიერთობა აქვს ერთმანეთთან. მეგობრობენ.
- პირველად როდის მოიყვანე ცოლი?
- ბიჭო, ერთი რომ მოვიყვანე, მოჰყვა და მოჰყვა. მერე მეც უკან არ დავიხიე. მინდა გითხრა, ყველასთან მშვენიერი დამოკიდებულება მაქვს.
- როდესაც საქართველოში რომელიმე პროექტში გამოჩნდები, მაშინვე ყველა შენზე ლაპარაკობს და გოგონებიც უფრო მეტად გამოხატავენ ყურადღებას. მეუღლე არ ეჭვიანობს?
- მთავარია, მე ვიყო მოწოდების სიმაღლეზე. მაკაც ჩვეულებრივად უყურებს ამ ყველაფერს. როდესაც მაკა ცოლად მოვიყვანე, მაშინაც მსახიობი ვიყავი და მაშინაც გამოხატავდნენ გოგონები ყურადღებას.
- რამდენი შვილი გყავს?
- სამი. უფროსი - მარიამი, თორმეტი წლისაა, რომელიც პირველი ქორწინებისას დაიბადა. მე და მაკას ორი შვილი გვყავს. მომდევნო ფოტო სამივე შვილთან გვაქვს გადაღებული.
- ''ჩემი ცოლის დაქალებში'' შენს როლზე რას ფიქრობ?
- ჩვეულებრივი ტიპია. ვცდილობ, ინერტული არ იყოს და ცოტა კომიკური სახე მივცე, თუმცა სიუჟეტი ისე ვითარდება, კომიკურ სახეს ვეღარ მივცემ. შეიძლება, ვიღაცამ ''დამაგდოს''. ერთ-ერთ სერიაში სამ-სამი ათასი ავიღეთ საქმისთვის. მაშინ წერდნენ კომენტარებს, როგორ აიღეს ამ სირებმა საქმისთვის გადადებული თანხაო. კომენტარებზე ძალიან ვერთობი. ახლა კაზინოში ძალიან დიდ თანხას წავაგებ, ამას მაგრად განვიცდი. ჩემი სერიალის მეგობრის მართლა გამიტყდა. რომ შევხვდები, რა ნამუსით უნდა ჩავხედო თვალებში. როგორ ვუთხრა, რომ ფული წავაგე. თან მაყურებელზე ვფიქრობდი. მაყურებელი ყველაფერს პირდაპირ იგებს. ბოზს თუ თამაშობს ვინმე, ბოზი ჰგონიათ, მე სირობა რომ გავაკეთე, სირი ვარ. შემდეგ სეზონში გაგრძელდება ჩემი გმირის ამბავი და იქნებ, ჩემი გმირის რეა-ბილიტაცია მოვახდინო.
- რატომ ჰქვია შენს გმირს ჩაქუჩა?
- არ ვიცი, რატომ დაარქვეს.
- ამ სერიალში თამაშის გარდა შენს საქმიანობაში რა იგეგმება?
- ჩემს პროფესიულ საქმიანობაში ვეღარაფერს ვეღარ ვგეგმავ და ვერც ვერაფერს გამოვრიცხავ. ჩემს ცხოვრებაში ბევრი პრობლემაა, შარი და ხიფათი სულ დამდევს, მაგრამ სიურპრიზები მაქვს ხოლმე ძალიან კარგი. სერიალში რომ მიმიწვიეს, ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო.
- ჩაქუჩასნაირ ხიფათებსა და შარში გახვეულხარ?
- ჩაქუჩა მთლად ხელმოცარულია. მთლად ასეთიც არ ვარ. ბავშვობიდან ბევრ ხიფათში გავხვეულვარ. ბავშვობის ძმაკაცებთან ერთად რომ ვარ, განვიხილავთ ხოლმე, ვის რა გადაგვხდენია თავს. მე პროცენტულად ყველაზე წინ ვარ ხიფათების რაოდენობით. მერე ვმსჯელობთ, რატომ დამდევს ხიფათი და ჯერ ვერ ამოვხსენით.
- ყველაზე დიდ ხიფათში როდის გაეხვიე?
- არც ვიცი, რომელი გამოვარჩიო.
- გოგოს გამო უცემიხარ ვინმეს?
- ქმარსაც ვუცემივარ.
- ქმრიან გოგონებთან აბამდი რომანს?
- აბა, რა მექნა. უქმროები არ იძლეოდნენ.
- მოღალატე ცოლები არიან ჩვენს ქალაქში?
- რომ გითხრა, არა-მეთქი, დაიჯერებ? შენ არ იცი, რომ ასეა?
- სიმართლე გითხრა, მე არ შემხვედრია.
- შენ, როგორც ჩანს, კეთილშობილი რესპონდენტებისგან იღებ ინტერვიუებს.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''