17 ივლისი, 2014
''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' დაშორებული და შეყვარებული წყვილები
ყოველ ახალ სეზონზე მინიმუმ ერთი მონაწილე მაინც ანგრევს ოჯახს ბოლო ორი წელია, პროექტი ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' ქართულ სატელევიზიო ბაზარზე პოპუ-ლარული პროექტებისთვის კონკურენტად იქცა. პირველი, მეორე და მესამე სეზონი განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა, მეოთხე სეზონს კი ვარსკვლავების ნაკლებობას უწუნებდნენ.

ნებისმიერი გასართობი პროექტის დამთავრების შემდეგ ერთ კვირაში ხალხი გამარჯვებულსაც ნელ-ნელა ივიწყებს და მონაწილეებსაც, თუ მათ კარიერაში კიდევ უფრო ახალი და საინტერესო არ მოხდა, მაგრამ ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' სეზონიდან სეზონამდე არ კარგავს აქტუალობას, მიზეზი კი ამ პროექტში შექმნილი ოჯახებისა და დაშორებული
წყვილების ხშირ შემთხვევაში სკანდალური თავგადასავლებია.

''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' ერთგვარ ტრადიციად იქცა, რომ ყოველ ახალ სეზონზე მინიმუმ ერთი მონაწილე მაინც ანგრევს ოჯახს ან ახალი წყვილი იქმნება. ლენტი ამ კუთხით გიგი გაჩეჩილაძისა და სალომე ჭაჭუას წყვილმა გაჭრა.
მათი სიყვარულის ამბავზე ლეგენდები დადიოდა და თითქმის ყოველკვირა იბეჭდებოდა ინტერვიუები პრესაში. სოციალურ ქსელში წყვილი ერთად გადაღებულ რომანტიკულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებდა და მაყურებელი ვერ წარმოიდგენდა, რომ ერთ დღეს სალომესა და გიგის რვაწლიანი სასიყვარულო ურთიერთობა დასრულდებოდა. მიზეზი ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' აღმოჩნდა.

გიორგი ვარდოსანიძე და სალომე ჭაჭუა მეორე სეზონზე წყვილში ცეკვავდნენ. მართალია, დღემდე ამტკიცებენ, რომ ერთმანეთი პროექტში არ შეჰყვარებიათ, მაგრამ ფაქტია, რომ ცეკვის დროს გაიცნეს ერთმანეთი. საბოლოოდ, სალომე გიგის დაშორდა და ცოლად გიორგის გაჰყვა. ქორწილის შემდეგ კი მეოთხე სეზონში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

Rating

მოცეკვავე ანი ჯაჯანიძე მეუღლეს პროექტის მესამე სეზონში მონაწილეობისას დაშორდა. ''არის ერთი სერიოზული მიზეზი, რის გამოც დავშორდით...'' – განაცხადა ''რეიტინგთან'' ინტერვიუს დროს. ახლა თავს კარგად გრძნობს და ამბობს, რომ შეყვარებულია. მართალია, საყვარელი ადამიანის ვინაობას არ ასახელებს, მაგრამ ამბობენ, რომ ანის ახალი სიყვარული ასევე მოცეკვავე იაკობ ყუფუნიაა.

Rating

მეოთხე სეზონზე ყველაზე სკანდალური მაინც გიორგი ყიფშიძისა და ჯულიანა ბარ-გნარის ურთიერთობა აღმოჩნდა. ამბობენ, რომ მათ შორის სიმპათიები ჯერ კიდევ მესამე სეზონზე წყვილში ცეკვის დროს გაჩნდა. ახალ სეზონზე ჯულიანა მიშა მესხს უწევდა პარტნიორობას, გიორგი კი ერთ-ერთი წამყვანი იყო. ''რეიტინგთან'' ინტერვიუში გიორგის მეუღლე ანი ჩიკვილაძემ დაადასტურა, რომ გიორგისთან აღარ ცხოვრობს. ყიფშიძე ბოლო დროს ინტერვიუზე უარს ამბობს, ჯულიანა კი მხოლოდ ერთი სიტყვით შემოიფარგლება, რომ ბედნიერია.

Rating

მესამე სეზონის ერთ-ერთი ფინალისტი გახლდათ ჟურნალისტი თაკო ჩორგოლაშვილი, რომელმაც პროექტის დასრულების შემდეგ ''იმედის'' დილის ეთერში წამყვანად გადაინაცვლა. თაკოსთვის ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' კარიერული თვალსაზრისით ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, რასაც ვერ ვიტყვით პირად ცხოვრებაზე. უკვე რამდენიმე თვეა, მეუღლეს დაშორდა. დღეს ისიც კი არ იცის, სად არის, ყოფილ მეუღლესთან არანაირი ურთიერთობა აღარ აქვს.

Rating

მეოთხე სეზონის მიმდინარეობისას მეუღლეს დაშორდა პროექტის პროდიუსერი ნოე სულაბერიძეც. ტელეჟურნალისტმა ეკა სამხარაძემ ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ გაყრაზე განცხადება ოფიციალურად შეიტანა, თუმცა მეუღლე არ თანხმდებოდა. ნოეს პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს და ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ფაქტია, წყვილი დღემდე არ შერიგებულა.

აქვე აცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ პროექტის განმავლობაში მხოლოდ ოჯახები არ დანგრეულა. მაგალითად, ბოლო სეზონის ფინალისტი მოცეკვავე მზია ორველაშვილი უკვე ორი წელია, პროექტის ქორეოგრაფ საშა ოხრიმენკოზეა დანიშნული. წყვილი ერთად ცხოვრობს და ქორწილსაც მალე გადაიხდიან.

ბევრს ლაპარაკობენ ბოლო სეზონის გამარჯვებულ მარიამ კუბლაშვილისა და ვიქტორ ბურჭულაძის წყვილზეც. ამბობენ, რომ მათ შორის სიმპათია ჯერ კიდევ პროექტის დასაწყისში გაჩნდა. ფინალში მოგებული ბინა მარიამმა ვიქტორს გაუყო- სახლს გაყიდიან და ფულს გადაინაწილებენ. რუსეთში გასამგზავრებლად გამზადებული ვიქტორ ბურჭულაძე საქართველოში დარჩა. თუმცა, როგორც ამბობენ, ამის მიზეზი გაყოფილი ბინა კი არა, სწორედ მარიამის მიმართ გაჩენილი სიმპათია გახდა.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
gocha
არა ეგენი არც მე მადარდებს ისე უბრალოდ მოსაკითხად შეგეხმიანე,როგორ ხარ?
19:42 / 18-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთ
ხო გოგა აქ ვარ,მაგრამ თუ ღმერთი გწამს შენ რო იცი ხოლმე, პროექტებზე ცეკვებზე და რეიტინგებზე არაფერი მკითხო რა. არც კუბლაშვილები მადარდებს და არც ორველაშვილები- კარგად იცი თავადაც ...
18:08 / 18-07-2014
გამოხმაურება / 0 /
gocha
ქეთი აქ ხარ?
15:28 / 18-07-2014
გამოხმაურება / 0 /
: )
პირველ ფოტოზე რო მომწონს გიორგი (ვარდოსანიძეს ვგულისხმობ და არა ბებერ თინეიჯერ ყიფშიძეს), ასე თითქმის არცერთ ფოტოზე ... სიტყვებით ვერც გადმოვცემ რა შეგრძნება მეუფლება იმდენად საყვარელია- თან კაცურია თავის "საროჩკიანად",თან მიამიტურად იცქირება,თმაც მოზრდილი აქვს :))) მაბედნიერებს მისი არსებობა !!!
00:55 / 18-07-2014
გამოხმაურება / 0 /
gocha
იცით რა ჟურნალისტებო? ქართველებს აქვთ ასეთი გამოთქმა,სხვათა შორის ძალიან ბრძნული-თქვენ ვინ გ....ვთ?დაანებეთ სხვისი ლოგინის და პირადის განხილვას და თქვენსას მიხედეთ! ეს სტატია ალბათ ერთ-ერთი გამწარებული და ხახამშრალი ოჯახდანგრეულის დაზაკაზებულია!
18:02 / 17-07-2014
გამოხმაურება / 0 /
cico
ძალიან ცუდია რომ ოჯახები ინგრევა .ეს ღვთის რისხვაა აბა რაა.და საერტოდ ასეტ ტამამ პროექტში მონაწილეობას კარგი პირი რომ არ უჩანს ტQVENჩ XVDEBIტ GAUFღტXILDIტ OჟAXEBშ
16:27 / 17-07-2014
გამოხმაურება / 0 /
სასაცილოა
ავტორს დაავიწყდა, რომ ამ პროექტის მერე ნუკი კოშკელიშვილიც დაშორდა შეყვარებულს (უკვე მერამდენეს არ ვიცი, მაგრამ მაინც) :).. და მგონი რუსკა მაყაშვილიც პროექტის მერე, თუ პროექტამდე? თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს :)))
16:22 / 17-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS