ნებისმიერი გასართობი პროექტის დამთავრების შემდეგ ერთ კვირაში ხალხი გამარჯვებულსაც ნელ-ნელა ივიწყებს და მონაწილეებსაც, თუ მათ კარიერაში კიდევ უფრო ახალი და საინტერესო არ მოხდა, მაგრამ ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' სეზონიდან სეზონამდე არ კარგავს აქტუალობას, მიზეზი კი ამ პროექტში შექმნილი ოჯახებისა და დაშორებული
''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' ერთგვარ ტრადიციად იქცა, რომ ყოველ ახალ სეზონზე მინიმუმ ერთი მონაწილე მაინც ანგრევს ოჯახს ან ახალი წყვილი იქმნება. ლენტი ამ კუთხით გიგი გაჩეჩილაძისა და სალომე ჭაჭუას წყვილმა გაჭრა.
მათი სიყვარულის ამბავზე ლეგენდები დადიოდა და თითქმის ყოველკვირა იბეჭდებოდა ინტერვიუები პრესაში. სოციალურ ქსელში წყვილი ერთად გადაღებულ რომანტიკულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებდა და მაყურებელი ვერ წარმოიდგენდა, რომ ერთ დღეს სალომესა და გიგის რვაწლიანი სასიყვარულო ურთიერთობა დასრულდებოდა. მიზეზი ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' აღმოჩნდა.
გიორგი ვარდოსანიძე და სალომე ჭაჭუა მეორე სეზონზე წყვილში ცეკვავდნენ. მართალია, დღემდე ამტკიცებენ, რომ ერთმანეთი პროექტში არ შეჰყვარებიათ, მაგრამ ფაქტია, რომ ცეკვის დროს გაიცნეს ერთმანეთი. საბოლოოდ, სალომე გიგის დაშორდა და ცოლად გიორგის გაჰყვა. ქორწილის შემდეგ კი მეოთხე სეზონში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
მოცეკვავე ანი ჯაჯანიძე მეუღლეს პროექტის მესამე სეზონში მონაწილეობისას დაშორდა. ''არის ერთი სერიოზული მიზეზი, რის გამოც დავშორდით...'' – განაცხადა ''რეიტინგთან'' ინტერვიუს დროს. ახლა თავს კარგად გრძნობს და ამბობს, რომ შეყვარებულია. მართალია, საყვარელი ადამიანის ვინაობას არ ასახელებს, მაგრამ ამბობენ, რომ ანის ახალი სიყვარული ასევე მოცეკვავე იაკობ ყუფუნიაა.
მეოთხე სეზონზე ყველაზე სკანდალური მაინც გიორგი ყიფშიძისა და ჯულიანა ბარ-გნარის ურთიერთობა აღმოჩნდა. ამბობენ, რომ მათ შორის სიმპათიები ჯერ კიდევ მესამე სეზონზე წყვილში ცეკვის დროს გაჩნდა. ახალ სეზონზე ჯულიანა მიშა მესხს უწევდა პარტნიორობას, გიორგი კი ერთ-ერთი წამყვანი იყო. ''რეიტინგთან'' ინტერვიუში გიორგის მეუღლე ანი ჩიკვილაძემ დაადასტურა, რომ გიორგისთან აღარ ცხოვრობს. ყიფშიძე ბოლო დროს ინტერვიუზე უარს ამბობს, ჯულიანა კი მხოლოდ ერთი სიტყვით შემოიფარგლება, რომ ბედნიერია.
მესამე სეზონის ერთ-ერთი ფინალისტი გახლდათ ჟურნალისტი თაკო ჩორგოლაშვილი, რომელმაც პროექტის დასრულების შემდეგ ''იმედის'' დილის ეთერში წამყვანად გადაინაცვლა. თაკოსთვის ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' კარიერული თვალსაზრისით ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, რასაც ვერ ვიტყვით პირად ცხოვრებაზე. უკვე რამდენიმე თვეა, მეუღლეს დაშორდა. დღეს ისიც კი არ იცის, სად არის, ყოფილ მეუღლესთან არანაირი ურთიერთობა აღარ აქვს.
მეოთხე სეზონის მიმდინარეობისას მეუღლეს დაშორდა პროექტის პროდიუსერი ნოე სულაბერიძეც. ტელეჟურნალისტმა ეკა სამხარაძემ ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ გაყრაზე განცხადება ოფიციალურად შეიტანა, თუმცა მეუღლე არ თანხმდებოდა. ნოეს პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს და ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ფაქტია, წყვილი დღემდე არ შერიგებულა.
აქვე აცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ პროექტის განმავლობაში მხოლოდ ოჯახები არ დანგრეულა. მაგალითად, ბოლო სეზონის ფინალისტი მოცეკვავე მზია ორველაშვილი უკვე ორი წელია, პროექტის ქორეოგრაფ საშა ოხრიმენკოზეა დანიშნული. წყვილი ერთად ცხოვრობს და ქორწილსაც მალე გადაიხდიან.
ბევრს ლაპარაკობენ ბოლო სეზონის გამარჯვებულ მარიამ კუბლაშვილისა და ვიქტორ ბურჭულაძის წყვილზეც. ამბობენ, რომ მათ შორის სიმპათია ჯერ კიდევ პროექტის დასაწყისში გაჩნდა. ფინალში მოგებული ბინა მარიამმა ვიქტორს გაუყო- სახლს გაყიდიან და ფულს გადაინაწილებენ. რუსეთში გასამგზავრებლად გამზადებული ვიქტორ ბურჭულაძე საქართველოში დარჩა. თუმცა, როგორც ამბობენ, ამის მიზეზი გაყოფილი ბინა კი არა, სწორედ მარიამის მიმართ გაჩენილი სიმპათია გახდა.
ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''