16 ივლისი, 2014
ვახტანგ რჩეულიშვილი შვილისა და ლელა კილაძის ურთიერთობაზე - ''გუკას ერთგულებაზე ვერ დავიფიცებ''
ლელას ქმარმა დააქცია ჩვენი ოჯახი ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების დღეს მისი პოლიტიკური პარტნიორი და მეგობარი ვახტანგ რჩეულიშვილი ტელეკომპანია ''კავკასიის'' ეთერში ღვინითა და შოთის პურით მივიდა. დავით აქუბარდიას გადაცემაში, ღია ეთერში, შოთი ამოიღო, ღვინო დაისხა და, როგორც თავადვე თქვა, ბაბუს შესანდობარი დალია.
ამ ჟესტს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი პოლიტიკოსის ამ ქმედებაზე დიდხანს ქილიკობდა. ეს ვიდეო ყველა იუმორისტულ გადაცემაში მოხვდა, აზიარებდნენ ფეისბუქგვერდები. ამდენად, ჩვენს რესპონდენტთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ.

- ბატონო ვახტანგ, ნახევარი საქართველო ქილიკობს თქვენ
მიერ ედუარდ შევარდნაძის მოგონებაზე ''კავკასიის'' ღია ეთერში. იმასაც ამბობენ, გადაცემაში ნასვამი მივიდაო, მართალია?
- რასაკვირველია, მართალია. მე და მაია თელავში გახლდით, ეს ამბავი რომ გავიგეთ. ედუარდთან მაიას განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირდებდა. წარმოიდგინეთ, ბიუჯეტის დამტკიცების დროს ედუარდი მაიას ურეკავდა. მერეც, როცა მე აღარ მქონდა ძალა, მაიას დარჩა ეს პოლიტიკური კავშირები. ჩემი ფიცხი ხასიათის გამო ყველა პოლიტიკურ ლიდერს მასთან ერჩივნა ურთიერთობა. ასე რომ, მან უფრო დაკარგა მეგობარი.
მაიას სოფო შვილივით უყვარს. სოფოსაც დედასავით უყვარს მაია. მამაჩემი, შალიკო, საავადმყოფოში რომ იწვა, უკვე მძიმედ იყო, სოფო მოვიდა მის სანახავად. ამ დროს შევარდნაძის ისეთი ოპოზიცია ვართ, ედუარდს სანაგვეზე ვაგზავნით მე, ჯუმბერ პატიაშვილი, ვახტანგ რაზმაძე. სამივე იქ ვდგავართ, მამაჩემთან პალატაში. შემოირბინა სოფომ, მოგვესალმა, მოეფერა მამაჩემს და გაიქცა. რაზმაძემ შემომხედა და მითხრა, მოვ..ან თქვენი ოპოზიციაო (იცინის)...
შორს წავედი... მე და მაიამ იმ დღეს სამ საათზე დავიწყეთ ედუარდის მოგონება თელავში. იქიდან უკვე ნასვამი წამოვედი. აქუბარდიამ დამირეკა, გადაცემაში უნდა მოხვიდეო. პური არის სხეული უფლისა, ღვინო - სისხლი. წამოვიღე ორივე თელავიდან და მოვიგონე ბაბუ აქუბარდიას ეთერში. აბა, მწვადს ხომ არ მივიტანდი გადაცემაში. ეს იყო შერიგებისა და პატიების სუფრა. სულ არ მაინტერესებს ის ადამიანები, რომლებიც ამის გამო მაქილიკებენ. რომ ვნახე, როგორ იწყევლებოდნენ ზვიადისტები, გულმა არ მომითმინა. ამის პასუხი იყო ჩემი ასეთი ჟესტი...
ერთხელ ედუარდმა მე და მაია კინაღამ გაგვალოთა. 1995 წელს, როცა უპირობო ლიდერი ვიყავი, ედუარდის მარჯვენა ხელი და ვიცე-სპიკერი, არჩევნების შემდეგ უპარტიოდ დავრჩი. ჩემმა პარტიამ ვერ გადალახა ბარიერი და პარლამენტის გარეთ აღმოვჩნდი. ჟვანიამ ჩამიჭრა გზები და ის გახდა პარლამენტის თავმჯდომარე. ამის მერე თითქმის მთელი წელი არ დაურეკავს ედუარდს ჩემთვის. ასე იცოდა ადამიანის გულიდან ამოგდება. მაშინ თბილისში სინათლე არ იყო, ''დვიჟოკის'' ენერგიაზე გვენთო ნათურა. ლობიოს მოხარშავდა ხოლმე მაია, დავიდგამდით წითელ ღვინოს, ვსვამდით და ვფიქრობდით, რა გაგვიკეთა ეს ედუარდმა. ძლივს გამოვედით მდგომარეობიდან (იცინის).
- მაიამ რა გითხრათ, ამ გადაცემას რომ უყურა?
- მისაყვედურა, შე კაცო, გეთქვა, ლამაზ ბოთლში მაინც ჩაგისხამდი იმ ღვინოსო (იცინის).
- ბატონო ვახტანგ, ''ორი ვარსკვლავის'' მერე აღარ გვინახავხართ, როგორ გრძელდება თქვენი მუსიკალური კარიერა?
- არასაკონკურსო დღეს ბოლო სიმღერა მე და ნინამ ხომ პლუსზე ვიმღერეთ. ეს ჩანაწერი მაქვს და ზოგჯერ მახინჯაურში, ჩემს რესტორანში ვმღერი ხოლმე ჩემს სტუმრებთან. ვმღერი კი არა, პირს ვაღებ. ლევან ჯავახიშვილი რომ იყო ამას წინათ მეუღლესთან ერთად ''უიქენდზე'', მაშინაც ვიმღერე. მაია დამცინის, რომ ვმღერი.
- თვითონ კარგად მღერის?
- თვითონ ცეკვავს კარგად.
- მერე შესაბამისი გადაცემაც ხომ არსებობს?
- ახლა ''ცენტრ პოინტის'' გამო ფეხები აქვს შეკრული. მოგვარდება, დალაგდება ყველაფერი და გათავისუფლდება მაიაც.
- ნინა თუ გინახავთ პროექტის მერე?
- არა. უფრო ფეისბუქური და სატელეფონო კავშირი გვაქვს. სხვათა შორის, ნინას არ მოეწონა ჩემი გუშინდელი გამოსვლა ''კავკასიაზე'', უხერხულად მეჩვენაო, მითხრა.
- ფეისბუქის აქტიური მომხმარებელი ხართ, ერთ-ერთ პოსტში ნინასაც საყვედურობდით...
- ჰო, ვურეკავდი და არ მიპასუხა, მერე საჯაროდ ვუსაყვედურე. ტელეფონი გამიფუჭდაო, ასე იმართლა თავი. კარგი გოგოა ნინა, თავისუფალი, შრომისმოყვარე, მიზანდასახული, ძალიან შემაყვარა თავი.
- მაიასაც შეაყვარა თავი?
- აბა, რა, ეჭვიანობა აქ გამორიცხულია. მაიამ იცის ჩემი ხასიათი, რომ მე მას შეურაცხყოფას არასდროს მივაყენებ იმით, რომ საყვარელი გავიჩინო. ესეც რომ არ იყოს, ამ პროექტის მონაწილეთაგან ყველა ბავშვია, გუკას ასაკის და კიდევ უფრო პატარებიც, ამაზე ფიქრიც სასაცილოა. უბრალოდ, მიხარია, ამდენ ლამაზ გოგოს რომ ვუყურებ, ვახალგაზრდავდები. სხვათა შორის, სალომე ღვინიაშვილი მაიას გუკასთვის უნდოდა. 7 წლის იყო სალომე, პირველად რომ ნახა მაიამ და ძალიან მოეწონა. სალომეს მამა ჩემი მეგობარია, დედა - მაიასი.

Rating

- ნუცაც მაიამ აურჩია შვილს?
- არა, ნუცა თვითონ გუკამ აარჩია, თავისი პროფესიული საქმიანობიდან. ნიკ ნოლტთან იყო ნუცა გადაღებული. ის მასტერკლასებს ატარებდა საქართველოში ნუცასთან ერთად და მაშინ გაიცნეს ერთმანეთი. ერთხელ სტუმრად იყო ჩამოსული ნიკ ნოლტი ჩვენთან, არმაზში, ჩვენს სახლში ცხოვრობდა. მოგეხსენებათ, ამერიკის ელჩი საქართველოში როგორი ფიგურაა, ნებისმიერი კაბინეტის კარს ფეხით აღებს. ელჩიც მოვიწვიეთ ფილმის პრეზენტაციაზე. ნიკს ვეუბნები, მოდი, ამერიკის ელჩი გაგაცნო-მეთქი. კაი ნასვამია ნიკი. ამერიკის ელჩი ნიკს ისე აინტერესებს, როგორც შენ ჩინეთის ეკონომიკის სამინისტროს უფროსი რეფერენტის გაცნობა. გინდა შარვალი ჩავიხადო, ტრაკზე მაკოცოსო, მითხრა. აუ, დავიღუპე-მეთქი, ვიფიქრე. ბეწვზე ვართ გადარჩენილი, რომ ეს სიტყვები ელჩმა ვერ გაიგონა. აი, ამით განსხვავდება საქართველო ამერიკისგან. სულ არ აინტერესებს შოუბიზნესის იქაურ ვარსკვლავს პოლიტიკური ვარსკვლავი.
- გუკასა და ლელა კილაძესთან დაკავშირებულ ჭორზეც გკითხავთ. ქალაქში ჭორაობენ, რომ რომანი აქვთ...
- ლელა არის ჩემი ძმაკაცის, შალვა კილაძის შვილი. სვანეთისუბნელია შალვა და ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. მიუხედავად იმისა, რომ ლელას ქმარმა დააქცია ჩვენი ოჯახი მერობის დროს, ამ გოგოსთან კარგი ურთიერთობა მაქვს და დღემდე მიყვარს. გიგი უცნაური ბიჭია, ფეხებზე ჰკიდია ოჯახიც და სხვა დანარჩენიც, დაანგრია ყველაფერი.
- გიგი და ლელა ერთად აღარ ცხოვრობენ?
- ეს არ ვიცი, მათი საქმეა და სულ არ მაინტერესებს. გუკასაც დაუსვეს ეს შეკითხვა და უხეშად უპასუხა ჟურნალისტს. მე ასე არ მოვიქცევი. გეტყვით, რომ ახლაც ნუცა და გუკა ერთად არიან ნეპალში ნუცას ფილმის გადაღებაზე.
- როგორ გგონიათ, რის საფუძველზე გაჩნდა ეს ჭორი?
- ნახავდნენ სადმე ერთად, რა საფუძველი უნდა მაგას? გუკაც ოთხ საათზე იძინებს და ლელაც, დაქრიან ბარებში. ან უცხოეთში შეხვდებოდნენ ერთმანეთს და ნახავდა ვინმე. გუკა მანქანით რომ მოძრაობს, ნახევარზე მეტს იმალება. ჩემი მძღოლი მიჰყვება ხოლმე. ქალებს აინტერესებთ. ნუცა ბეწვის ხიდზე დადის (იცინის). წესიერი კაცია გუკა.
- ერთგულია მამასავით?
- მის ერთგულებაზე ვერ დავიფიცებ, ყველას თავისი ცხოვრება აქვს, მაგრამ ძალიან მოსიყვარულე რომ არის, ამის თქმა დანამდვილებით შემიძლია. მე რატომ ვარ ასეთი ერთგული? მაიას დამსახურებაა, მან ისეთი ცოლობა გამიწია, რომ ღალატი გულშიც არ გამივლია. ასეთივე ცოლია ნუცაც. ბრილიანტია ნამდვილი და თუ უფალმა ასეთი ბრილიანტი მოგცა ცოლის სახით, იმას აუცილებლად უნდა გაუფრთხილდე. ყველაფერთან ერთად, ის ნამდვილი ვარსკვლავია. ''ორი ვარსკვლავის'' შემდეგ ''ბუდა ბარში'' ვიკრიბებოდით ხოლმე. ერთხელ გადავწყვიტე ოჯახიც წამეყვანა. ამ ლამაზი გოგონებისთვის ვინ შემეჯიბრებინა, არ ვიცოდი. მე მათ ვიზუალში ვერ ვაჯობებდი, მაია არ იყო წამომსვლელი...
- თორემ შეეჯიბრებოდა, ხომ?
- მაია? ჩაცმული, გაპრანჭული მაია, ასაკის მიუხედავად, ტოლს არავის დაუდებს. დღესაც ინარჩუნებს წონას, 50 კილოგრამია. ერთხელ მაიაზე მითხრეს, შვილიც რა ლამაზი გყოლიათო (იცინის). გულში ვიფიქრე, ოხ, შენი დედა... რაღაცის სათხოვნელად მოვიდა. ნათელია, აღარ დავეხმარე... მოკლედ, ერთხელ ამ ვარსკვლავების შეხვედრაზე ნუცა წავიყვანე. ბრწყინავდა.

Rating

- როგორი მამამთილი ხართ?
- საოცარი, ნუცა შვილივით მიყვარს. ყველა ვახოს მეძახის სახლში, შვილიშვილებიც. ზაზა დარასელი მაიას დის, რუსუდანის შვილიშვილია. მოგეხსენებათ, ნინოს მამა გარდაიცვალა, შესაბამისად, ამ ბავშვების ბაბუაც მე ვარ. ზაზუკამ ენა აიდგა თუ არა, ბრილიანტები თქვა. ეს იყო ბავშვი, რომელმაც თამაში დაიწყო ბრილიანტებით. ამას არ გაუფუჭებია. ის არის ყველაზე ღირსეული კაცი, ვისაც კი ცხოვრებაში შევხვედრივარ. 21 წლის არის ახლა. უკვე ცოლი მოიყვანა, 16 წლის მოდელი, და გაანებებინა მოდელობას თავი. მკაცრი აზიატები ვართ ჩვენ (იღიმება).
- არ მგონია, თქვენ აზიატი იყოთ.
- არა, არა. მართალი ხართ.
- გუკაც არ არის აზიატი.
- არა. ამას ნამდვილად ვერ იტყვი გუკაზე.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 20 /
ვახოს მაიას რუსოს გუკას დანარჩენ თქვენს მო მოდგმას
დადუმდით, გაჩუმდით გაქრით ყველანაირი სივრციდან, რათა არ გქონდეთ არანაირი შეხება ამ თქვენგან დაზარალებულ საზოგადოებასთან, რასაც შემდეგ ამდენი ლანძღვა და გინება მოსდევს. თუმცა ვასოს ნაირი მკიდია გახდით ალბათ მთელი თქვენი ჯიში და ჯილაგი.
08:59 / 18-01-2016
გამოხმაურება / 0 /
მაია
ან ეს ვინ არის ან მისი მაია? გოიმები და ხამები. ედუარდი თურმე ბიუჯეტს მაიას უთანხმებდა.... ძალიან სასაცილოა. მის ადგილას, სირცხვილით თავს ვერ გმოვყოფდი გარეთ. ერთი პიჟონი და თაღლითი ხარ შენი მაიათი რუსუდანთან ერთად. ამდენი ტრბახი კი გულისამრევია.
11:38 / 16-01-2016
გამოხმაურება / 0 /
ნაზი
ვეთანხმები ლალას ძალიან მაგარი კიტხვა დაუსვა გუკას
01:21 / 22-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ლალა
კარგი გუკა! გიგი ქმარია და ვალდებულია და შენ რა ძალა გადგა მაგნაირ ქალთან რომ წევხარ,ჰაააა?! აბა შენცა ხარ რა?!
09:42 / 17-07-2014
გამოხმაურება / 0 /
სვანი მირა
ბინა მინდა ვახო ძიაა!!!!!
01:41 / 17-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS