09 ივნისი, 2013
თბილისის მერიის თანამშრომლების ნათესაური კავშირები
ლელა კილაძის ახლო მეგობარია ასევე ლუბა კოზმავა, რომელიც გიგი უგულავას მერიის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა. მისი მეუღლე, ავთანდილ ფავლენიშვილი, წლების განმავ-ლობაში მერიის საორგანიზაციო სამსახურის უფროსი იყო. ეს სამსახური კი მერიის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაშია. თბილისის მერი გიგი უგულავა გასულ კვირას ახალი მთავრობის წინააღმდეგ კვლავ გააქტიურდა და სამართლიანობის აღდგენა იგვიანებსო, განაცხადა.
სანამ სხვა სტრუქტურებში სამართლიანობის აღდგენაზე ვისაუბრებთ, გიგი უგულავას მერობის პერიოდში თბილისის მერიაში „აღდგენილ სამართლიანობაზე გიამბობთ, თუმცა, ისიც ნაწილობრივ.

2005 წლიდან დღემდე, უგულავას რვაწლიანი მმართველობის პერიოდში, ქალაქის მუნიციპალიტეტის გარშემო
იმდენი ჭორ-მართალი ვრცელდებოდა, ყველას ჩამოთვლა ერთ მასალაში ძნელი იქნება, თუმცა ამჯერად იმ ფაქტების შესახებ გიამბობთ, რაზეც ქალაქში აქტიურად ლაპარაკობენ.

2006 წელს მერიაში საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სამსახური შეიქმნა. მას დაექვემდებარა მერიის ცხელი ხაზი, რომელიც, როგორც ამბობენ, „ნაციონალური მოძრაობის წევრების, ახლობლებისა და მერიის მაღალი თანამდებობის პირების ოჯახის წევრების დასაქმების ადგილად იქცა. როგორც ამბობენ, ასევე მეგობრული და ნათესაური კავშირების მიხედვით ინიშნებოდნენ მერიის აპარატში, ადმინისტრაციაში, იურიდიულ და არქიტექტურის სამსახურში, სადაც ძირითადად უგულავას მეუღლის, ლელა კილაძის მეგობრებმა დაიკავეს პოსტები. გასული წლის შემოდგომისთვის კი კადრებს კიდევ ერთხელ „გადახედეს და „არასაიმედო თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლეს.

მერიაში „სამართლიანობის აღდგენას შეეწირა მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი გიორგი ფიცხელაური, რომელთან დაკავშირებაც ვცადეთ, მაგრამ კომენტარზე უარი გვითხრა. ჩვენი წყარო და მერიის რამდენიმე ახლანდელი თანამშრომელი კი გვიყვება, რომ გიორგის ოჯახის წევრები ოქტომბრის არჩევნების წინა პერიოდში „ოცნების მხარდასაჭერ აქციებზე აქტიურობდნენ. მერიიდან ფიცხ-ელაურმა არაერთი გაფრთხილება მიიღო, მის ოჯახს „ოცნების მხარდაჭერა შეეწყვიტა, საბოლოოდ კი გიორგი ფიცხელაური დაკავებული თანამდებობიდან არჩევნებამდე გაათავისუფლეს.

სამაგიეროდ, მერიას მსგავსი „პრობლემები არ შექმნია თავიანთი ოჯახების წევრ თანამშრომლებთან. პარლამენტის ყოფილი წევრის, ნაციონალ ნაზი არონიას რძალი გახლავთ ელენე ბაშალეიშვილი, რომელიც ცხელ ხაზზე მუშაობს, ნაზი არონიას ქალიშვილი მარიამ საჯაია ამჟამად „ნაციონალების სიით პარლამენტის წევრია.

ლელა კილაძის მეგობარი ნანა ზაქარეიშვილი მერიის პრესსამსახურის თანამშრომელია, ასევე კილაძის ახლო და განუყრელი მეგობარია სოფიო დონდუა, რომელიც მერიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მრჩევლად მუშაობს. სწორედ სოფიო დონდუა და ნანუკა ჟორჟოლიანის ვიზაჟისტი, მარი გოშხეთელიანი დახვდნენ ვანო მერაბიშვილის მეუღლეს აეროპორტში, როცა მეუღლის დაკავების შემდეგ თაკო სალაყაია პარიზიდან ჩამოფრინდა.

ეს კადრები ტელევიზიითაც გავრცელდა. ლელა კილაძის კიდევ ერთი დაქალი, ნინო გვათუა, მერიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსია. როგორც ამბობენ, ამ ადგილის გამოთავისუფლებისთვის ლელამ სამსახურიდან პროფესიონალი კადრი გიორგი შარაშენიძე დაათხოვინა.

ლელა კილაძის ახლო მეგობარია ასევე ლუბა კოზმავა, რომელიც გიგი უგულავას მერიის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა. მისი მეუღლე, ავთანდილ ფავლენიშვილი, წლების განმავლობაში მერიის საორგანიზაციო სამსახურის უფროსი იყო. ეს სამსახური კი მერიის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაშია. მარტში ავთანდილ ფავლენიშვილმა საკრებულოში სევდია უგრეხელიძე ჩაანაცვლა და „ნაციონალების დეპუტატი გახდა. ქალბატონი სევდია კი ვიცე-მერად დაინიშნა.

მერიის საიტის მონაცემების თანახმად, ცხელი ხაზის განყოფილებაში მუშაობს ვინმე ბადრი ქორიძე, რომელიც, ცხელი ხაზის თანამშრომლების თქმით, თვალით საერთოდ არ უნახავთ.

მერიის პრესსამსახურის უფროსის თათა ქურხაშვილის დეიდა, მაია ხიზანიშვილი, ასევე ცხელ ხაზზე მუშაობს. ცხელი ხაზი პრესსამსახურს გამოეყო და ახლა ცალკე სამსახურია, მაგრამ თათამ დეიდა მაშინ დაასაქმა, როდესაც ცხელი ხაზი ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში იყო.

Rating

მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თეა შათირიშვილის მული ნინო ჩიბურდანიძეც ცხელ ხაზზე მუშაობს. ვახტანგ მჭედლიძე მერის მრჩეველი იყო და გიგი უგულავას ახლო მეგობარია. მან თავისი და, თიკო მჭედლიძე, ასევე ცხელ ხაზზე დაასაქმა.

მორაგბე ვახო მჭედლიძე შემდეგ საკრებულოს წევრი გახდა. ის „რუსთავი 2-ის წამყვანის გვანცა დარასელიას მეუღლეა. ვახო ირაკლი კოდუას ახლო მეგობარიცაა და, როგორც ამბობენ, ირაკლი კოდუა სწორედ ვახო მჭედლიძესთან ერთად იმყოფება პრაღაში. მჭედლიძე რამდენიმე წელი ჩეხეთში ცხოვრობდა და იქ სახლი აქვს. გავრცელებული ხმებით, მას საკრებულო მაშინ დაატოვებინეს, როცა ერთ-ერთი ქეიფის დროს „ნაციონალური მოძრაობის წევრებთან შელაპარაკება მოუვიდა და ისინი ირაკლი კოდუას „ბიჭებს აცემინა.


ცხელი ხაზის ხელმძღვანელი თეონა ხრიკული ლადო ვარძელაშვილის პირველი ცოლის და გახლავთ. მან თავისი რძალი, ნინო დვალი, ასევე ცხელ ხაზზე მიიყვანა სამუშაოდ. მერიის ადმინისტრაციის უფროსის ლუბა კოზმავას ბავშვობის დაქალი ქეთი კოჭლამაზაშვილი ასევე ცხელ ხაზზე მუშაობს. კოზმავას ახლობლები არიან მარი ზიმლინსკაია და თამარ ტაბაღუა, რომლებიც მერიაში რეფორმის შემდეგ ცხელ ხაზზე დაინიშნენ.

როგორც მერიის ერთ-ერთი თანამშრომელი გვიყვება, ამ კადრების მისაღებად მერიაში რეორგანიზაცია ჩაატარეს და ცხელი ხაზიდან ხუთი ადამიანი დაითხოვეს.

არადა, კანონი საჯარო სამსახურის შესახებ მკაცრად განსაზღვრავს საჯარო სამსახურში პირების მიღების წესს, რომლის მე-17 მუხლის თანახმად, საჯარო სამსახურში მუშაობის უფლება არ აქვს პირს, რომელიც თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს.

გიორგი მაისურაძე
ჟურნალი რეიტინგი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 46 /
ნინო
ბატონო ჟურნალისთქვენ ამ სატატიაში მოიხსენიეთ ისეთი პიროვნება რომელსაც მართლა არანეარტი კავშირი არაქვს არც უგულავასთან და არრც მის მეუღლესთან,ამიტომ ჩვენ ვთოვებთ უფლებას სასამართლოში შევიტანოთ საჩივარი და ავგძრათ საქმე ჩილისწამებაზე,არანაერი მორალური უფლება არ გაგაჩნიათ დარტყმა მიაყენთ უბრალო მარტლა პატიოსან ადამიანს დასაკმარისია უკვე,სამწუხაროა რამ იძულებული გავხდით ამ ზომისთვის მიგვემატთა,ყველაფერს აქვს საზღვარი,ამასთანავე დავზენ რომ ეგ პირივნება აბსოლიტურად აპოლიტიკური ადამიანი გახლავთ ანუ უბრალოდ მუშაა და არანაერ თანამდებობაზე არ არის
22:49 / 09-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მარინა
ვეთანხმები ნიას:)))))
17:05 / 09-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკო
ფუფ ამან ან ვინ უნდა დანიშნოს ან ვინ უნდა გაანტავისუფლოს,ეს არი ქალიი??
16:09 / 09-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
დროა გაიწმინდოსეს მერია საშინელი ქვეწარმავლებისგან.როდემდე უნდა ხრან ქვეყანა.ფუ მეზიზღებიან.რა კარგი ბიჭი იყო ეს უგულავა და ამ ბ---- ქალმა სულ გააფუჭა.ეს გოშხეთელიანი არ დაგავიწყდეთ კილაძის ბიძაშვილია.
16:07 / 09-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
აუ მასე პირველ ცოლებს თუ მივყევით თბილისში ყველა ერთმანეთის ნათესავი გამოდგება და დავრჩენილვართ უმუშევრები
15:35 / 09-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნნნ
ისე ალიგატორებსაც მალე დანიშნავენ, კილაძე ხომ ნიანგია :)))
14:19 / 09-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS