13 ივლისი, 2014
რას გრძნობს პიკანტური სცენების გადაღებისას ვახო ჩაჩანიძე
მთლად უთავმოყვარეოც არ მგონია, მაგრამ ალბათ თავს იტყუებს უიღბლო, უფულო, ბრაზიანი, მაგრამ რომანტიკულია ვახო ჩაჩანიძის გმირი სერიალში ''ჩემი ცოლის დაქალები''. რომანტიკაც არის და რომანტიკაც. მიშკას უყვარს ანკა და ფიქრობს, რომ ყველაფერს აკეთებს მის დასაბრუნებლად. რეალურ ცხოვრებაში ვახო ჩაჩანიძეს სიყვარულში დასაბრუნებელი არაფერი აქვს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი, აქვს დატვირთული დღის რეჟიმი და გადაღლილობის მიუხედავად, ამაზე სულაც არ წუხს.
მსახიობს მოზარდ მაყურებელთა თეატრში რეპეტიციის წინ ვესტუმრეთ.

- ვახო, ძვირი სანახავი გახდი, ხან ნაბახუსევი გვიშლიდა ხელს, ხან
რეპეტიცია, ხან გადაღება. მართლა ასეთი დაკავებული ხარ?
- მართლა იმდენად დატვირთული ვარ, ვერც დაიჯერებ, ამდენ საქმეს ერთი ადამიანი თუ აკეთებს. ეს მხოლოდ მახარებს. ზოგჯერ თვეები გადის ისე, რომ არაფერს ვაკეთებ.
- ''ჩემი ცოლის დაქალების'' ტიტრებში წერია, დამდგმელი ოპერატორი - ვახო ჩაჩანიძე...
- არა, ეს სხვა ადამიანია, მე არ ვარ. ბევრი მეკითხება, ოპერატორობა დაიწყეო (იცინის)?
- დღეს რომელი სპექტაკლის რეპეტიცია გაქვს?
- ქალბატონი მანანა ბერიკაშვილი დგამს სპექტაკლს ''ჩვენ გველის დიდება''. მისივე სცენარია. ჩემი პერსონაჟი ტრაგიკული გმირია. სტუდენტები ვართ ყველა. კანის შეღებვა მომიწევს, თავზე გაცვენილი თმა რომ არ გამომიჩნდეს.
- შენი ახალგაზრდობა გერმანიას უკავშირდება.
- 22 წლის ვიყავი, რომ წავედი.
- საქართველოში დაბრუნების შემდეგ არაერთ ქართულ სერიალში ითამაშე. ''ჩემი ცოლის დაქალებში'' როგორ გრძნობ თავს მიშკას ამპლუაში?
- ხომ გაგიგიათ, კაცი უნდა ეყოს ჯამაგირს და არა ჯამაგირი კაცსო. როლია რა, უნდა მოირგო. შეიძლება, აბსოლუტურად განსხვავებული ტიპაჟი იყოს, სულ არ გგავდეს, მაგრამ უნდა შეძლო და მოირგო. საკუთარი თავის თამაში ყველას შეუძლია.
- მაგრამ ალბათ მაინც არის ხასიათის რამდენიმე თვისება, რომლითაც შენს პერსონაჟს ჰგავხარ...
- მოთმინებით ნამდვილად არ ვგავარ, არც მიამიტობით.
- რისი მოთმენა უწევს მიშკას?
- ანკასთან დამოკიდებულებაში უწევს თმენა. მთლად უთავმოყვარეოც არ მგონია, მაგრამ ალბათ თავს იტყუებს, რომ მისი თავმოყვარეობა არ შეილახოს. უნდა სჯეროდეს, რომ ანკას მისთვის არ უღალატია.
- თავად ეჭვიანი ხარ?
- არასდროს ვყოფილვარ. რაღაც მომენტში გავხდი ეჭვიანი, ეტყობა, სიტუაციამ მოიტანა, ბუნებით არ ვარ.
- უიღბლოა შენი გმირი?
- ამხელა კაცი ქუჩაში რომ დგას, ოქროებს ალომბარდებს და ფულს ასე შოულობს, უიღბლო ჰქვია, ალბათ. ახლა მგონი აღარ არის უიღბლო, ნელ-ნელა უმართლებს.
- სიყვარულისთვის ბევრ რამეს აკეთებს...
- ჰო, მაგრამ ჯობდა, ადრე გაეკეთებინა. უყვარს ანკა, მაგრამ თავმოყვარეობა მეტად აწუხებს.
- თვითონ ბევრი რამ გაგიკეთებია სიყვარულისთვის?
- რა ვიცი, ეს ჩემს სიყვარულებს უნდა ჰკითხო.
- სიყვარულებს?
- ჰო, მათ, ვინც მყვარებია. ალბათ გამიკეთებია, სიყვარულისთვის ყველა რაღაცას აკეთებს.
- მესმის, რომ მამაკაცისთვის რთულია ამით თავის მოწონება, მაგრამ ერთ-ერთი გამორჩეული იქნებ მოგვიყვე?
- მეორე კლასში ჩემი დამრიგებელი მიყვარდა, მთელი სერიოზულობით. სახლში რომ მაცილებდა, ხელს არ ვუშვებდი, ვიჭერდი და ბებიასა და ბაბუას ვეძახდი, არ მომყვება-მეთქი. მიმყავდა სახლში და ყოველდღე ასე ერთად ვსადილობდით. ერთხელ მასწავლებელმაც მიგვიპატიჟა სახლში. გადაპატიჟება მოხდა (იცინის). მე და დედაჩემი მივედით. დედა ხელოვნებათმცოდნეა, მხატვრობის განხრით. იმ პერიოდში კაკაბაძეზე, გუდიაშვილზე, ახვლედიანზე ჰქონდა დაცული დისერტაცია. ეს ყველაფერი ჩემ თვალწინ ხდებოდა და ალბათ ამიტომაც ჩათვალა, რომ მხატვრობაში ძალიან კარგად ვერკვეოდი. იფიქრა, მის ცოდნას გავამჟღავნებო და კედელზე დაკიდებულ რომელიღაც ცნობილი ქართველი მხატვრის ნახატზე მიმითითა, ეს ვისი ნახატიაო. მაია მასის-მეთქი, ვთქვი. ისეთი სახით შემომხედა, მივხვდი, შევცდი და გადავაკეთე, მაია მასის მამის-მეთქი (იცინის).
- ვახო, ბოლო დროს შენზე ქალაქში ასეთი ჭორი გავრცელდა, მეუღლეს გაშორდაო.
- არა, ტყუილია, ცრუ განგაშია. მე და ქეთი დაოჯახებიდან დღემდე ერთად ვართ.
- სხვადასხვა სერიალში საკმაოდ ბევრი პიკანტური სცენის თამაშმა მოგიწია. ქეთი როგორ ხვდება ამ ამბავს?
- ჩვეულებრივად. ეს ჩემი პროფესიაა. მესმის კითხვის არსი, მეც არ მომეწონებოდა, ჩემი ცოლი ეკრანზე სხვას რომ კოცნიდეს, ამიტომაც არ მყავს მსახიობი ცოლი. მაგრამ მერწმუნეთ, ჩემ შემთხვევაში იმ მომენტში არანაირი სურვილი არ ჩნდება. ეს მხოლოდ სცენაა და მეტი არაფერი.
- შენი გმირი მოსიყვარულე მამის შთაბეჭდილებას ტოვებს. თავად როგორი მამა ხარ?
- ალბათ, როგორიც ყველა, არანორმალურად მიყვარს ჩემი შვილები. უფროსი, ნატალია, 9 წლის არის, ნიკოლოზი - ექვსის, ილია - ოთხის. პატარა დაუმორჩილებელია. ადრე ბურატინოსი მაინც ეშინოდა, ახლა ვეღარაფრით ვაშინებთ.
- გუდიანი კაცი გამიგია, კუდიანი დედაბერიც გამიგია, ბურატინოთი როგორ აშინებდით ბავშვს?
- წარმოიდგინე, რა ზღაპარი აქვს ნანახი (იცინის), რომ შეეშინდა. ეს ჭრიდა, ვეუბნებოდით, ბურატინო მოვაო და გვიჯერებდა. ახლა აღარ ეშინია, გაიზარდა, მიხვდა, რომ არ მოდის.
- რა როლი გაქვს ბავშვების აღზრდაში, მოვლაში?
- სახლში არ ვარ. როცა თავისუფალი დრო მაქვს, ბავშვები სკოლიდან, ბაღიდან გამომყავს, ხან მიმყავს. ქეთი ბანკში მუშაობს. დედამისი გვეხმარება, მაგრამ ისიც მუშაობს. მოკლედ, ვახერხებთ მო-ნაცვლეობით ბავშვებთან ყოფნას.
- ვახო, ქართული ფილმებიდან არ მახსოვხარ.
- ახლა გამოვა ორი ფილმი, რომლებშიც ვმონაწილეობ. ერთი არის ლევან კოღუაშვილის ''შემთხვევითი პაემნები'', რომელმაც წარმატებით მოიარა ევროპის ფესტივალები, და მეორე, ლევან თუთბერიძის ''ფოლკლორი''. პირველ ფილმში ვარ თემო. მომწონს ეს ფილმი, ყველა გმირი დადებითი მხრიდან არის წარმოჩენილი. ფილმი არის 40 წლის უცოლო კაცზე, რომელსაც მშობლები უჩიჩინებენ, რომ ცოლი მოიყვანოს. შეუყვარდება ქმრიანი გოგო, რომლის ქმარიც არის ციხეში და გამოდის ციხიდან. ეს ქმარი ვარ მე. ჩემი ცოლი ია სუხიტაშვილია. ია არაჩვეულებრივი პარტნიორია.
- მეორე ფილმში რა ხდება?
- ''ფოლკლორში'' მოქმედება ხევში ხდება, ყაზბეგში. იქ ვარ ქისტი ყაჩაღი, სათარა, ცხენით და კალაშნიკოვით ხელში. თანამედროვე ყაჩაღი ვარ, სოფელი მმალავს. სამართალს ვემალები.
- გეგმებზე რას მეტყვი?
- ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმიდან მაქვს შემოთავაზება, ერთ ლიტვურ სერიალს ველოდები, ''იმედისთვის'' ქართული სერიალის გადაღებას აპირებს ოთარ შამათავა, ვნახოთ.
- ''ღვინის გზა'' ხომ არ გრძელდება?
- არა, სხვა სერიალს იღებენ.
- მგონი, შენ ცუდი ფეხი გაქვს.
- რატო, კაცო?! ეგ არ ''გააბაზრო'' (იცინის), რეჟისორები აღარ დამირეკავენ.
- ''კლინიკა'', ''გოგონა გარეუბნიდან'', ''ღვინის გზა'', ''პარადოქსი'', ყველაფერი დაიხურა, სადაც თამაშობდი.
- რაც შეეხება ''ღვინის გზას'', პირველი სეზონი მორჩა, გააგრძელებენ ალბათ. ''დეტექტივშიც'' ხომ ვიყავი, არ დახურულა, ''გოგონა გარეუბნიდან'' ჩემ დროს არ დახურულა, ''პარადოქსის'' დახურვაც ნამდვილად არ იყო ჩემი ბრალი.
- მოკლედ, დარბიხართ ეს მსახიობები ტელევიზიიდან ტელევიზიაში: ''იმედი'', ''რუსთავი 2'', ''ჯი-დი-ესი''...
- რა ვქნა, პოლიტიკაში წავიდე?
- ადრე მსახიობებს ასეთი თავისუფლება არ ჰქონდათ.
- მსგავსი პრობლემა მე არ მქონია, თუ მექნება, ძალიან გამიკვირდება.
- აპოლიტიკური ხარ?
- ზედმეტად.
- იმდენად, რომ არჩევნებზეც არ დადიხარ?
- არჩევნებზე მივდივარ და ყველა კანდიდატს ვხაზავ.
- ლექსებს არ წერ ხოლმე ბიულეტენზე?
- არა, ლექსებს საქველმოქმედო ორგანიზაციის საღამოებზე ვკითხულობ. ასე მსახიობები, ბექა ელბაქიძის ორგანიზებით, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ვეხმარებით. რეგონებშიც გავდივართ.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 41 /
მაცი
რა პატარაა ეს თბილისი...ყველაფერს აფიშირება არ ჭირდება ხალხნო.
12:53 / 17-07-2014
გამოხმაურება / 0 /
bruschette maretti
აქეთ არ აგაფრინო შენ! სალი ხარ თუ ვალი, გეტყობა მარიკუნა ოშხნელის დაქალი იქნები! დაიმალეთ მაინც თქვე პაპრაშაიკა ქალებო, ვიწვი სირცხვილით თქვენს მაგივრად ასე რომ ეტორღიალებით სხვის საკუთრებას- ნამდვილი ქურდბაცაცები ხართ სულით !!!
12:10 / 17-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ბაბულიკა9
ამ ბიჭს ბევრი სიყვარულები ყავს??
11:56 / 17-07-2014
გამოხმაურება / 0 /
აკა1
დეა ის გოგოა ამსათან ერთად რო თამაშობს მოკლემეტრაჟიანში? სექსი არ გვექნებაო თუ რა ქვია
11:42 / 17-07-2014
გამოხმაურება / 0 /
სალი8
მარეტი ცოტა სიტყვები შეარჩიე.აგაფრენ მე შენ.როცა არ იცი ენა გააჩუმე:))
11:07 / 17-07-2014
გამოხმაურება / 0 /
bruschette maretti
ეს მსახიობი მეც მომწონს მაგრამ,რა აქვს საბალეშიკო,რა სიყვარული ?! უცოლო კი არ არის,სამი შვილი მყავსო,ამბობს ბიჭი. სულ გააფრინეთ მგონი ...
21:30 / 16-07-2014
გამოხმაურება / 0 /
koba12345
მეც ვიცი ამ ბიჭის სიყვარულის ისტორიები.ვბალეშიკობ შორიდან.ცხოვრებაში ყველაფერი ხდება,სიყვარულმა არც ასაკი და არც დრო არ იცის...გაგიმარჯოს ვახო ძმა...
18:41 / 16-07-2014
გამოხმაურება / 0 /
სალი8
გაუმარჯოს უხმო სიყვარულს, უსიტყვო ალერსს, ცისფერ ოცნებას და სევდიან თვალებს.ამ ბიჭზეა ნათქვამი
18:32 / 16-07-2014
გამოხმაურება / 0 /
შალიკო ნათელაშვილი
მაგარი კაცი.უყვარს და ღმერთმა ხელი მოუმართოს .
18:05 / 16-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
სიყვარულსა მალვა უნდაოოო;)))))
14:50 / 16-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS