10 ივლისი, 2014
დაატოვებინეს თუ არა ''იმედი'' ნოე სულაბერიძეს
სანამ ფინალი გაიმართებოდა, ქალაქში ხმა გავრცელდა, რომ ნოე სულაბერიძე ''იმედიდან'' გაუშვეს ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მეოთხე სეზონს სკანდალების გარეშე არ ჩაუვლია. სიურპრიზები მიშა მესხის პროექტიდან წასვლით დაიწყო. მსახიობი აუტსაიდერებში იასენიასთან ერთად იდგა და სანამ წამყვანები საბოლოო შედეგებს გამოაცხადებდნენ, მიშამ წამყვანს მიკროფონი გამოართვა და მაყურებელს დაემშვიდობა. - იყო რაღაცები, რაც არ მომეწონა, ბევრი რამის თქმა არ მინდა... არ მინდა ეს ''სიაფანდი'' შედეგები, ღირსეულად მინდა წავიდეო, თქვა და შოუ საკუთარი სურვილით დატოვა.

სანამ ფინალი გაიმართებოდა, ქალაქში ხმა გავრცელდა, რომ ნოე
სულაბერიძე
''იმედიდან'' გაუშვეს. ამბობდნენ, რომ არხის ხელმძღვანელობამ ის ესემესებით მანიპულირებაში გამოიჭირა და ეს არ აპატია. მეორე ვერსიაც დაახლოებით პირველ ჭორს ჰგავს. იმასაც ჰყვებოდნენ რომ ნოემ იასენიასგან დიდი თანხა აიღო და ეს მონაწილეების ყურამდე მივიდა. ამას მოჰყვა კონკურსანტების მოთხოვნა ერთი ტელეფონიდან მხოლოდ ერთი ზარის განხორციელების შესაძლებლობაზე. ქალაქში მოარული ჭორების მიხედვით, ამ მექანიზმით ნოემ შედეგებზე გავლენა ვეღარ მოახდინა და იასენია პროექტს გამოეთიშა, შემდეგ კი განაწყენებული გადახდილ თანხაზე ალაპარაკდა.

ფინალის შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა. იასენიას სიტყვა, მისი გულისამაჩუყებელი მადლობები პროექტის მესვეურებისა და განსაკუთრებით ნოე სულაბერიძის მისამართით, სულ არ ტოვებდა იმის განცდას, რომ ის ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' პროდიუსერზე განაწყენებული იყო. ესეც რომ არა, აფხაზი გოგონა არცთუ ცუდი მოცეკვავე აღმოჩნდა და არ არის გამორიცხული, თავისი შესაძლებლობებითაც მოეგო პროექტი...

ჩვენ მიშა მესხს დავუკავშირდით და პროექტიდან წასვლის მიზეზებზე ვკითხეთ:

- ''ცეკვავენ ვარსკვლავებთან'' დაკავშირებით უნდა გკითხო.…
- (მაწყვეტინებს.) აუ, კაი რაა, საერთოდ არ ვაკეთებ კომენტარს. იმის მერე ასმა კაცმა დამირეკა, ხომ მოისმინეთ, რაც ვთქვი. აი, ეს კაცი ვარ მე. არ მიყვარს ზედმეტი ლაპარაკი.
- მაგრამ, ''სიაფანდი'' ზარები ახსენე გადაცემაში, ბევრი ეჭვი გაჩნდა, მგონი, უმჯობესია ახსნა, რას გულისხმობდი?
- არ მიყვარს ზედმეტი ლაპარაკი, ხომ გითხარით.
- ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ პროექტის ხელმძღვანელი ნოე სულაბერიძე ტელეკომპანია ''იმედიდან'' გაუშვეს, ამიტომაც გაჩნდა შენს მაშინდელ კომენტართან დაკავშირებით ხელახალი ინტერესი.

- და მე რა ვქნა?
- კითხვებზე მინდა გამცე პასუხი, თუ შეიძლება, სხვა არაფერი.

- არ ვაკეთებ კომენტარს, ჩემო კარგო. მე რასაც ვამბობ ხოლმე, ეგრე არის ხშირად და რა გავაკეთო (იცინის)?
- ე.ი. მაინც არ გვიხსნი კარტებს?
- არანაირ კარტებს არ ვხსნი არასდროს. ერთი უბრალო ბიჭი ვარ.
- პროექტის ფინალზე ყველა მოცეკვავე მიიწვიეს. შენ რატომ არ მიხვედი?
- ასე ჩავთვალე საჭიროდ.
- მადლობა კომენტარისთვის.
- მაპატიეთ რა, რომ ვერაფერი გითხარით. არ მეკადრება ბევრი ლაპარაკი. თავად ვაკრიტიკებ ხალხს, ''ნანუკას შოუში'' და ''პროფილში'' რომ დასხდებიან და ყველაფერს ჰყვებიან. პირადული პირადულია.

პროექტის პროდიუსერ ნოე სულაბერიძესაც, რასაკვირველია, ვკითხეთ ამ ჭორების შესახებ.
- ნოე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომდევნო სეზონიდან აღარ იქნებით ''იმედში''.
- უკვე ბევრმა ჟურნალისტმა დამირეკა ამ შეკითხვით. ტყუილია. მე ''იმედში'' ვრჩები.
- როგორ ფიქრობთ, ეს ჭორი მიშა მესხის სკანდალურმა წასვლამ გამოიწვია?
- არ ვიცი, შეიძლება. მილიონი ჭორი გადააბეს ერთმანეთს. მინდა დავამშვიდო ''იმედის'' მაყურებელი და ვუთხრა, რომ ყველაფერი კარგად არის. პროექტი გრძელდება და კიდევ დიდხანს გაგრძელდება.
- მიშას თუ ესაუბრეთ მისი წასვლის შემდეგ, თუ აგიხსნათ, რას გულისხმობდა მაშინდელ კომენტარში?
- მე და მიშას დალაგებული გვაქვს ურთიერთობა და ერთმანეთთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს.
- მიშა მესხის წასვლის შემდეგ კონკურსის წესები შეიცვალა, მონაწილეებმა მოითხოვეს, ერთი ტელეფონიდან მხოლოდ ერთი ზარის განხორციელება ყოფილიყო შესაძლებელი. რა გახდა ამის მიზეზი?
- ნახევარფინალი იყო, დაძაბულობამ მოიმატა. კონკურსანტებს ძირითადად მათი ახლობლები და მეგობრები უმესიჯებენ და რომ არ ყოფილიყო შანსი, ერთი ნომრიდან განუსაზღვრელი გზავნილები განხორციელებულიყო, მონაწილეებმა ეს მოთხოვნა წამოაყენეს. გადაცემის ფორმატი გვაძლევდა ამის საშუალებას და წესები შევცვალეთ.
- ნოე, ქალაქში ჭორაობენ, რომ თქვენ იასენიასგან ფული აიღეთ.
- ქალაქის ჭორებს არასდროს ვაქცევ ყურადღებას. აქ ყოველთვის იჭორავებენ. შენ არ გრცხვენია, ამ შეკითხვას რომ მისვამ?
- ნუ მიბრაზდებით, მე ვსვამ კითხვას, რომელიც არსებობს საზოგადოებაში და გაძლევთ საშუალებას, უარყოთ ან დაადასტუროთ.
- არ გიბრაზდები, უბრალოდ, არასწორ შეკითხვას მისვამ. სერიოზული შეკითხვები დამისვი, რა. ქალაქში ამბობენ, რომ წინა სეზონში გუგა კუზანოვის კლინიკის წილში ჩავჯექი ან სამორი ბალდეს ბინა გამოვართვი იმის სანაცვლოდ, რომ პროექტი მოეგო, უბრალოდ, სასაცილოა. ასეთი კითხვები არ მინდა.
- ბოლო კითხვას დაგისვამთ, ის, რომ თქვენ ''იმედის'' ხელმძღვანელობამ ბოლო სეზონზე ესემესებით მანიპულირებაში გამოგიჭირათ, ტყუილია?
- ''იმედის'' ხელმძღვანელობას ვინმე რამეში რომ გამოეჭირა, მერწმუნეთ, პროექტის გაგრძელების საშუალებას აღარ მისცემდა. არასწორია, აღარ მინდა საუბრის გაგრძელება...

ჟურნალი ''რეიტინგი''
ნინო მჭედლიშვილი
ნინო გიგიშვილი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
maia
ლელა, აბა ყიფშიძე? თუ მესხი იგულისხმე, როცა გავარდა მარი იყო მასთან ერთად აუტსაიდერებში და ვერ მივხვდი, იასენია რა შუაში იყო? რაღაცეები აგერია, ხო? :)))))))
18:45 / 12-07-2014
გამოხმაურება / 0 /
-----
ვფიქრობ ან მარიამს უნდა გაემარჯვა , ან იასენიას, ან ლევანს ... სამივეს ქონდა თანაბარი შანსი. მარის პლიუსი ის იყო რომ არასოდეს უცეკვია და უცებ შეძლო. სხვებს ასე თუ ისე ქონდათსხეულის პლასტიკასთან შეხება ....
10:53 / 11-07-2014
გამოხმაურება / 0 /
მანჩო
ამ პროექტის დამსახურებული გამარჯვებული არის იასენია, მართლა ყველაზე მომხიბველელი და ნიჭიერი, ფული ვინ გადაუხადა, ეს ძნელი მისახვედრი არაა:((((
17:03 / 10-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ყიფშიძე როცა გავარდა მაგ დროს მეორე აუტსაიდერი იასენია არ ყოფილა, მარიამი იყო.
15:20 / 10-07-2014
გამოხმაურება / 0 /
მე
მოცეკვავეებს დაელაპარაკეთ ყველაზე მეტ ინფორმაციას მათგან მიიღებთ. იმდენს აქვს ამოსული მაგათი ჩახლართული ინტრიგები ყელში. ყველაფრის დირიჟორი ეს ბატონი გახლავთ, ყოველ შემთხვევაში ბოლო სეზონამდე ასე იყო და ახლა ალბათ სამსახურის შენარჩუნებისა და სკანდალების თავიდან აცილებისთვის ყველაფერს იზამს. ისე აიღო იასენიას პროდუსერისგან რამდენიმე ათასი ევრო არც იცოდა იასენიამ და შემდეგ გასკდა ეგ ამბავი. კარგად თუ გადაამოწმებთ ნახავთ ყველაფერს. ჭორების საფუძველზე ასეთი სტატია არუნდა დაბეჭდოთ.
14:55 / 10-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS