09 ივლისი, 2014
სოფო შევარდნაძე კაბალისტურ სექტაში გაერთიანდა?

სპეციალისტის აზრით, სექტაა, რომელიც სრულიად ეწინააღმდეგება ჩვეულებრივ რელიგიებს, განსაკუთრებით - მართლმადიდებლობას

''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მეოთხე სეზონის ფინალზე ჩვენი ყურადღება, ცეკვებისა და შოუს სხვა ელემენტების გარდა, მიიპყრო სოფო შევარდნაძემ. არ ვიცით, აქამდე რატომ არავის შეუმჩნევია ეს ამბავი, მაგრამ ფაქტია, რომ სოფიკო შევარდნაძის ხელზეც გაჩნდა ''მისტიკური წითელი ძაფი'', რომელიც მსოფლიო ვარსკვლავებს ''ამშვენებთ'' და რომელიც კაბალურ მიმდინარეობასთან მათ კუთვნილებას ადასტურებს.

ვინც არ იცის, მათთვის ავხსნით, რომ კაბალა ეზოთერული მიმდინარეობაა იუდაიზმში, რომელიც XII საუკუნეში გაჩნდა და განსაკუთრებული პოპულარობა XVI საუკუნეში მოიპოვა.

თუმცა ის პოპულარობა ნამდვილად ვერ შეედრება იმ საყოველთაო ''ისტერიკას'', სხვას ვერაფერს დავარქმევთ, რაც გამოიწვია თანამედროვე შოუბიზნესურ თუ სხვა სფეროს გამოჩენილი ადამიანების წრეში.

Rating

კაბალისტური იდეები ჩანს ხორხე ლუის ბორხესის, უმბერტო ეკოს, მილორად პავიჩის შემოქმედებაში, ხოლო ყველაზე აქტიური და თვალსაჩინო წარმომადგენელი მადონაა, რომელიც არასდროს მალავდა ამ ამბავს და თავისი შვილებიც კაბალისტებად აქცია.

ბოლო პერიოდში კაბალისტები რუსეთშიც მომრავლდნენ. მაჯაზე წითელი ძაფები, რომლებსაც კაბალისტები იბამენ, რაც კაბალით გატაცების მაგიური სიმბოლოა და თითქოსდა შურისა და საფრთხისგან იცავს მფლობელს, თანდათან გაუჩნდათ ვერა ბრეჟნევას, ფილიპ კირკოროვს, ქსენია სობჩაკს...

Rating

საქართველოში ცნობილ სახეებს შორის აშკარა კაბალისტი ჯერ არავინ გამოჩენილა, თუმცა მისი მიმდევრები აქაც არიან. პირველი სოფო შევარდნაძის შემთხვევაა, როცა წითელი მაგიური ძაფით ქართველი ცნობილი სახე გამოჩნდა. თანაც, როგორც მისი ფოტოების გადახედვის შემდეგ დავრწმუნდით, ეს ამბავი არც ისე ახალია, ყოველ შემთხვევაში, ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' წინა სეზონზეც ეკეთა მას შედარებით უფრო წვრილი წითელი ძაფი.

ერთი შეხედვით, ამაში თითქოს არაფერია საგანგაშო, მაგრამ კაბალიზმი, ბევრი სპეციალისტის აზრით, სექტაა, რომელიც სრულიად ეწინააღმდეგება ჩვეულებრივ რელიგიებს, განსაკუთრებით - მართლმადიდებლობას, რადგან თავის თავში გულისხმობს მაგიას, ეზოთერიკას, მეტაფიზიკას, ასტროლოგიას.

Rating

ყველაზე ცნობილი კაბალისტი იყო ალისტერ კროული, რომელიც შემდეგ სატანიზმში გადავიდა და ძალიან საშიში სექტა დააარსა. და კიდევ - ადამიანები ხშირად ბრმად ჰბაძავენ ცნობილ ადამიანებს და მათ არჩევანსაც საკუთარ არჩევნად აქცევენ ხოლმე.

სამწუხაროა, რომ სოფო შევარდნაძე ქართულ პრესასთან არ ურთიერთობს და მასთან დაკავშირება ვერ შევძელით იმის გასარკვევად, მართლა უკავშირდება თუ არა კაბალას მისი წითელი სამაჯური...

თეკლა ჟვანია
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 24 /
გიორგი
აბა ჰე, აიტაცონ ეხლა ჩვენმა პერო გაყრილმა ხალხმა. ახალი ტრენდია და მაგარია, სვეტსკები კაბალისტები არიან. ვაი თქვენს პატრონს უბედურს
11:10 / 09-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ნიკი
ედუარდი მასონი იყო.ეს არაქრისტიანები.ვინ იცის რას ხლარტავს სოფი საქარტველოსჰი.
10:11 / 09-07-2014
გამოხმაურება / 0 /
არა ხართ ღირსი და არ ურთიერთობს. ქართული ჟურნალისტიკა დიიდი ჭორბიუროა. ჟურნალისტები კი ჭორიკანა, გაუნათლებელი და თავხედთა გაერთიანება...
09:21 / 09-07-2014
გამოხმაურება / 0 /
პანტას გულაბი მსხალი როდის მოუსხავს?
Яблоко от яблони недалеко падает!
08:40 / 09-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS