09 ივლისი, 2014
სოფო შევარდნაძე კაბალისტურ სექტაში გაერთიანდა?

სპეციალისტის აზრით, სექტაა, რომელიც სრულიად ეწინააღმდეგება ჩვეულებრივ რელიგიებს, განსაკუთრებით - მართლმადიდებლობას

''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მეოთხე სეზონის ფინალზე ჩვენი ყურადღება, ცეკვებისა და შოუს სხვა ელემენტების გარდა, მიიპყრო სოფო შევარდნაძემ. არ ვიცით, აქამდე რატომ არავის შეუმჩნევია ეს ამბავი, მაგრამ ფაქტია, რომ სოფიკო შევარდნაძის ხელზეც გაჩნდა ''მისტიკური წითელი ძაფი'', რომელიც მსოფლიო ვარსკვლავებს ''ამშვენებთ'' და რომელიც კაბალურ მიმდინარეობასთან მათ კუთვნილებას ადასტურებს.

ვინც არ იცის, მათთვის ავხსნით, რომ კაბალა ეზოთერული მიმდინარეობაა იუდაიზმში, რომელიც XII საუკუნეში გაჩნდა და განსაკუთრებული პოპულარობა XVI საუკუნეში მოიპოვა.

თუმცა ის პოპულარობა ნამდვილად ვერ შეედრება იმ საყოველთაო ''ისტერიკას'', სხვას ვერაფერს დავარქმევთ, რაც გამოიწვია თანამედროვე შოუბიზნესურ თუ სხვა სფეროს გამოჩენილი ადამიანების წრეში.

Rating

კაბალისტური იდეები ჩანს ხორხე ლუის ბორხესის, უმბერტო ეკოს, მილორად პავიჩის შემოქმედებაში, ხოლო ყველაზე აქტიური და თვალსაჩინო წარმომადგენელი მადონაა, რომელიც არასდროს მალავდა ამ ამბავს და თავისი შვილებიც კაბალისტებად აქცია.

ბოლო პერიოდში კაბალისტები რუსეთშიც მომრავლდნენ. მაჯაზე წითელი ძაფები, რომლებსაც კაბალისტები იბამენ, რაც კაბალით გატაცების მაგიური სიმბოლოა და თითქოსდა შურისა და საფრთხისგან იცავს მფლობელს, თანდათან გაუჩნდათ ვერა ბრეჟნევას, ფილიპ კირკოროვს, ქსენია სობჩაკს...

Rating

საქართველოში ცნობილ სახეებს შორის აშკარა კაბალისტი ჯერ არავინ გამოჩენილა, თუმცა მისი მიმდევრები აქაც არიან. პირველი სოფო შევარდნაძის შემთხვევაა, როცა წითელი მაგიური ძაფით ქართველი ცნობილი სახე გამოჩნდა. თანაც, როგორც მისი ფოტოების გადახედვის შემდეგ დავრწმუნდით, ეს ამბავი არც ისე ახალია, ყოველ შემთხვევაში, ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' წინა სეზონზეც ეკეთა მას შედარებით უფრო წვრილი წითელი ძაფი.

ერთი შეხედვით, ამაში თითქოს არაფერია საგანგაშო, მაგრამ კაბალიზმი, ბევრი სპეციალისტის აზრით, სექტაა, რომელიც სრულიად ეწინააღმდეგება ჩვეულებრივ რელიგიებს, განსაკუთრებით - მართლმადიდებლობას, რადგან თავის თავში გულისხმობს მაგიას, ეზოთერიკას, მეტაფიზიკას, ასტროლოგიას.

Rating

ყველაზე ცნობილი კაბალისტი იყო ალისტერ კროული, რომელიც შემდეგ სატანიზმში გადავიდა და ძალიან საშიში სექტა დააარსა. და კიდევ - ადამიანები ხშირად ბრმად ჰბაძავენ ცნობილ ადამიანებს და მათ არჩევანსაც საკუთარ არჩევნად აქცევენ ხოლმე.

სამწუხაროა, რომ სოფო შევარდნაძე ქართულ პრესასთან არ ურთიერთობს და მასთან დაკავშირება ვერ შევძელით იმის გასარკვევად, მართლა უკავშირდება თუ არა კაბალას მისი წითელი სამაჯური...

თეკლა ჟვანია
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 24 /
ქეტი
მე საჩუქრად რუსეთიდან მაზლის ცოლმა ჩამომიტანა,და შევიბი როგორც სურვილის ასასრულებლად ,შვილი ციხეში მყავს და დედა რას ჩაიპიქრებდა.ტუმცა დარწმუნებული ვარ მანაც არ იცოდა უბრალოდ უტხრეს,ჯანმრტელობისტვის კარგიაო
22:52 / 09-07-2014
გამოხმაურება / 0 /
Hiugo555
Hროდესაც სრულიად საქართველო ეკლესიისკენ შემოტრიალდა ,სატანისტურმა ხელისუფლებამ მართლმადიდებლობას გაუთანაბრა სხვა სარწმუნოებები(იაღოვა, სატანიზმი, იუდევა, და სხვა 0)სინოდი დაეთანხმა. მიიღეს ანტიდისკრიმინალური კანონი,ეკლესია დუმს,ეს პირველი იუდეისტი რომ მაგალითის მიმცემია სხვებისთვის ცხადია,ეს ეკლესიას არ ეხება.ხალხო----------ქრისტეს ღალატი სამშობლოს ღალატია,მისი მადლით მოვედით აქამდე,გონს მოდით ნუ დავღუპავთ ქვეყანას ,ქფარავდეთ ღმერთი.(ეკლესიას,ასევე სხვა სარწმუნოებებს აფინანსებს მტთავრობა ბიუჯეტიდან.(რატომ?))
17:54 / 09-07-2014
გამოხმაურება / 0 /
bubu
Es dzapi uketiat iluminatebs masonebs es aris carmatebis momtani vinc iluminatebtan cevriandeba am dzaps uketeben shemdeg modis dideba puli carmatebaas mec minda dideba da fuli da tundac viyo
17:39 / 09-07-2014
გამოხმაურება / 0 /
მაცაცო
ვაიმე რა სამარცხვინო ღმერთო, მე სრ ვიცი საერთოდ რას ფიქრობს ეს ხალხი, ღმერთის ნუთუ არ გეშინიათ? მეცოდებით მართლა გულწრფელად
16:35 / 09-07-2014
გამოხმაურება / 0 /
გოგო
ათეისტებო საერთოდ გაქრით ამ ქვეყნიერებიდან, ფუი ეშმაკს...ათეისტმა რა უნდა დაწეროს ეხლა რაც საღ გონებას შეეხება.
15:38 / 09-07-2014
გამოხმაურება / 0 /
მე
თეკლა ძალიან საინტერესო სტატიაა. მაგინებლებს კი ვკითხავდი, ახლა გაგახსენდათ რომ ჩვენი პრესა ჭორიკანა და გაუნათლებელ თავხედთა გაერთიანება ყოფილა? და ვინ მართავს ჩვენს პრესას? ის ძალა, რომელსაც ეს სტატია ამხელს!!!!
13:46 / 09-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ასაა
დარწმუნებული ვარ,მაგ "პოკაზუშკებს" საერთოდ წარმოდგენა არა აქვთ რა არის კაბალიზმი! ესენი ხომ მოდას აყოლილი სნობები არიან!
12:46 / 09-07-2014
გამოხმაურება / 0 /
მ-ს
სრულად გეთანხმები ჟურნალისტებთან მიმართებაში. აი, სოფოსთან დაკავშირებით - "ჯიში, ბატონო. ჯ ი შ ი! " ჯიში - მხოლოდ ცხოველებზე ითქმის? ჰო,ალბათ...
12:44 / 09-07-2014
გამოხმაურება / 0 /
კოსტა პროსტაიაშვილი
თეკლა ჟვანია მეუფე იობის მრევლია 100-იანი. აბა მიდი ახალ-ახალი ფუნდამეტალისტური სტატიები შემოაგდე. ბრავო.
12:42 / 09-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ათეისტი
თეკლა, ხომ ჯანმრთელად გრძნობ თავს? ნუ გადაიღლები პატარავ.
11:26 / 09-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS