09 ივლისი, 2014
სოფო შევარდნაძე კაბალისტურ სექტაში გაერთიანდა?

სპეციალისტის აზრით, სექტაა, რომელიც სრულიად ეწინააღმდეგება ჩვეულებრივ რელიგიებს, განსაკუთრებით - მართლმადიდებლობას

''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მეოთხე სეზონის ფინალზე ჩვენი ყურადღება, ცეკვებისა და შოუს სხვა ელემენტების გარდა, მიიპყრო სოფო შევარდნაძემ. არ ვიცით, აქამდე რატომ არავის შეუმჩნევია ეს ამბავი, მაგრამ ფაქტია, რომ სოფიკო შევარდნაძის ხელზეც გაჩნდა ''მისტიკური წითელი ძაფი'', რომელიც მსოფლიო ვარსკვლავებს ''ამშვენებთ'' და რომელიც კაბალურ მიმდინარეობასთან მათ კუთვნილებას ადასტურებს.

ვინც არ იცის, მათთვის ავხსნით, რომ კაბალა ეზოთერული მიმდინარეობაა იუდაიზმში, რომელიც XII საუკუნეში გაჩნდა და განსაკუთრებული პოპულარობა XVI საუკუნეში მოიპოვა.

თუმცა ის პოპულარობა ნამდვილად ვერ შეედრება იმ საყოველთაო ''ისტერიკას'', სხვას ვერაფერს დავარქმევთ, რაც გამოიწვია თანამედროვე შოუბიზნესურ თუ სხვა სფეროს გამოჩენილი ადამიანების წრეში.

Rating

კაბალისტური იდეები ჩანს ხორხე ლუის ბორხესის, უმბერტო ეკოს, მილორად პავიჩის შემოქმედებაში, ხოლო ყველაზე აქტიური და თვალსაჩინო წარმომადგენელი მადონაა, რომელიც არასდროს მალავდა ამ ამბავს და თავისი შვილებიც კაბალისტებად აქცია.

ბოლო პერიოდში კაბალისტები რუსეთშიც მომრავლდნენ. მაჯაზე წითელი ძაფები, რომლებსაც კაბალისტები იბამენ, რაც კაბალით გატაცების მაგიური სიმბოლოა და თითქოსდა შურისა და საფრთხისგან იცავს მფლობელს, თანდათან გაუჩნდათ ვერა ბრეჟნევას, ფილიპ კირკოროვს, ქსენია სობჩაკს...

Rating

საქართველოში ცნობილ სახეებს შორის აშკარა კაბალისტი ჯერ არავინ გამოჩენილა, თუმცა მისი მიმდევრები აქაც არიან. პირველი სოფო შევარდნაძის შემთხვევაა, როცა წითელი მაგიური ძაფით ქართველი ცნობილი სახე გამოჩნდა. თანაც, როგორც მისი ფოტოების გადახედვის შემდეგ დავრწმუნდით, ეს ამბავი არც ისე ახალია, ყოველ შემთხვევაში, ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' წინა სეზონზეც ეკეთა მას შედარებით უფრო წვრილი წითელი ძაფი.

ერთი შეხედვით, ამაში თითქოს არაფერია საგანგაშო, მაგრამ კაბალიზმი, ბევრი სპეციალისტის აზრით, სექტაა, რომელიც სრულიად ეწინააღმდეგება ჩვეულებრივ რელიგიებს, განსაკუთრებით - მართლმადიდებლობას, რადგან თავის თავში გულისხმობს მაგიას, ეზოთერიკას, მეტაფიზიკას, ასტროლოგიას.

Rating

ყველაზე ცნობილი კაბალისტი იყო ალისტერ კროული, რომელიც შემდეგ სატანიზმში გადავიდა და ძალიან საშიში სექტა დააარსა. და კიდევ - ადამიანები ხშირად ბრმად ჰბაძავენ ცნობილ ადამიანებს და მათ არჩევანსაც საკუთარ არჩევნად აქცევენ ხოლმე.

სამწუხაროა, რომ სოფო შევარდნაძე ქართულ პრესასთან არ ურთიერთობს და მასთან დაკავშირება ვერ შევძელით იმის გასარკვევად, მართლა უკავშირდება თუ არა კაბალას მისი წითელი სამაჯური...

თეკლა ჟვანია
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 24 /
თაკო
კაბალი არის კაცობრიობის ყველაზე უძველესი ნეცნიერება, რომელსაც ყველა ადამიანის გონება ვერ ჩაწვდება და რომელიც დღემდე არ არის ბოლომდე 'გაშიფრული'. ამ წითელ ძაფებს, აქაოდა თვალი არ გვეცესო.. კაბალისტიკასთან არანაირი საერთო არ აქვთ!!! განათლდით მცირედ მაინც სანამ რამეს დაწერთ რა !!!სასახილოა
19:21 / 20-11-2016
გამოხმაურება / 0 /
მაკო
ნუ სულელობთ რა.. კაბალა ქალებისთვის აკრძალულია.. თუ ესენი რაღაცას ხლაფორთობენ ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას რომ კაბალისტები არიან :)) წიტელი ძაფი მეც მეკეთა და ბევრ ებრაელსაც კეთია ეგ არაფერს ნიშნავს :)
14:16 / 21-09-2014
გამოხმაურება / 0 /
მართა
სატანისტებს წითელი ფერი არ უყვართ მგონი ძაფს გაიკეთებენ? :)ნუ იგონებთ ზღაპრებს და ლანძღავთ ტყუილად ადამიანს.
14:18 / 20-07-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
კაბალა ებრაელთა სამშობლოდან განდევნის შემდეგ იუდაიზმში მისტიკური მიმდინარეობები გავრცელდა საერთო დასახელებით კაბალა (გადმოცემა). კაბალიზმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ცენტრი XVII საუკუნეში გალილეის ქალაქ ცფათში ჩამოყალიბდა რაბინ იცხაკ ლურიას, ანუ არის (1536–1572) ხელმძღვანელობით. კაბალისტები თორისა და სხვა წმიდა წიგნების საკრალური აზრის წვდომას ცდილობდნენ, რაც, მათი აზრით, ღმერთისა და მისი განგების სიმბოლურ აღწერაში იყო ჩადებული. მათ განავითარეს მოძღვრება სფირონის – საკრალური ღმერთის ათი ჰიპოსტასის შესახებ, რომლის თანახმად, თითოეულ ჰიპოსტასს თავისი განსაკუთრებული თვისება გამოარჩევს. ეს თვისებები დინამიკურად თანაარსებობენ და მატერიალურ სამყაროს განაგებენ. კაბალისტები თავიანთ მთავარ თხზულებას ზოჰარს (ნათება) ისეთივე პატივს მიაგებენ, როგორსაც თორასა და თალმუდს. კაბალამ სხვა მისტიკური სკოლების განვითარებაზეც იქონია გავლენა, უპირველეს ყოვლისა, ხასიდიზმზე, რომელიც მე–18 საუკუნეში აღმოცენდა და ვოლინის, პოდოლისა და გალიციის ებრაელებს შორის გაიჩინა მიმდევრები. Source: რელიგიები საქართველოში: [კრებული/რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი]; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008. წიგნი, რომელმაც იუდაიზმის ისტორიაში თვალსაჩინო როლი შეასრულა. მას საფუძვლად დაედო რელიგიური ზეპირგადმოცემები. ამაზე მიანიშნებს თვით ტერმინი - კაბალა (ებრ. კაბ. ,,გადმოცემა’’). ეს წიგნი თარიღდება XIII -XIV სს-ით. მას ახასიათებს მისტიციზმი და ზოგიერთი თეოლოგიური საკითხების თავისებური ინტერპრეტაცია. მის მიმდევრებს სწამთ სულების გარდასახვის შესაძლებლობა (მეტემფსიქოზი), რის გამოც, როგორც ამბობენ, კაბალისტური მისტიკა იქცა ჯადოქრობისა და მაგიის იარაღად. Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
20:28 / 16-07-2014
გამოხმაურება / 0 /
;iona
მოვსესიან – გიტლინგის შთამომავლისა რა გიკვირთ ხალხო
04:29 / 11-07-2014
გამოხმაურება / 0 /
გურამ წერეთელი
მოვსესიან – გიტლინგის შთამომავლისა რა გიკვირთ ხალხო ?
18:30 / 10-07-2014
გამოხმაურება / 0 /
დალი
სატანისგან დასაცავად არის ლოცვა ნაკურთხი წყალი ჯვარი მფარველი ანგელოზი წითელი ძაფი და კიდევ რაღაც უცნაური ელემენტები ნამდვილად დასაეჭვებელი სხვა გზაა ღმერთის საპირისპიროს ჰგავს.........
17:49 / 10-07-2014
გამოხმაურება / 0 /
სოფო
ხალხნო, ჯერ წაიკითხეთ ვინმემ რამე ამ წითელ ძAფზე და მერე წერეთ, ეს უმეცრება და გაუნათლებლობა დაგვგუპავს ჩვენ !!! სამი სტატია წავიკითხე და სამივეგან წერია, რომ სატანის თვალისგან დასაცავად იკეთებენო ! და არანაირი სატანური არაა, მიუხედავად იმისა რომ ე.წ ელიტაში და ჰოლივუდში მასონების და სატანისტების გუგუნია. ამ ძაფს არაფერი აქვს საერთო სატანიზმთან. თუ ვცდები დადეთ ლინკი და წავიკითხავ. !
14:34 / 10-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ნიკე
ამ წითელ ძაფს სატანისტები ატარებენ! არც არის გასაკვირი იმ "ადამიანის" შვილიშვილისგან, ვინც იყო მასონი ილუმინატი (და არა უბრალოდ პატარა "ილუმინაწიკი"), სატანისტი, მართლმადიდებლობისა და სრულიად საქართველოს უპირველესი მტერი, უსაზიზღრესი, უბოროტესი და უკოშმარესი პიროვნება. გახსოვდეს სოფო,სატანის ეკლესიის დამაარსებელი და მერილინ მენსონის "სულიერი" ძმაკაცი და "მამა" ანტონ შანდორ ლავეი რომ კვდებოდა, მისი ბოლო სიტყვები იყოს ეს: ღმერთო მაპატიე! ჯერ კიდევ დრო გაქვს ტვინი გაანძრიო და გამოეთრიო იქიდან, სადაც თავი შეყავი - ესაა მასიური ორგიები, ცხოველებისა და ადამიანების მსხვერპლშეწირვა, ოკულტური რიტუალები, ნებაყოფლობითი შეპრყობილობა. ტვინი გაანძრიე და დროზე გამოეთრიე მაქედან!
11:16 / 10-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ამანათაშვილი
წარმოშობას არ ღალატობს!
08:58 / 10-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS