09 ივლისი, 2014
გიორგი ყიფშიძე მეუღლესთან ერთად აღარ ცხოვრობს - '' არ ვიცი, ვიქნებით თუ არა მომავალში ერთად''...

სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება ჯულიანასა და გიორგის ერთად გადაღებული ფოტოები მსახიობ გიორგი ყიფშიძის პირად ცხოვრებაზე ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ. ამბობენ, გიორგი მეუღლეს - ანი ჩიკვილაძეს დაშორდა, მოცეკვავე ჯულიანა ბარ-გნარზეა შეყვარებული და მის ცოლად მოყვანას შემოდგომაზე აპირებსო. გიორგისა და ანის ერთი შვილი ჰყავთ - ალექსანდრე, რომელიც წყვილს რამდენიმეწლიანი ცოლქმრობის შემდეგ ეყოლა.
რა თქმა უნდა, ჟურნალისტები დავინტერესდით, დაშორების ამბავი უბრალოდ ჭორი იყო თუ ვინმემ რამე არასწორად გაიგო...

სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება ჯულიანასა და გიორგის ერთად გადაღებული ფოტოები,
თუმცა ჟურნალისტებთან საუბარში არც ერთი მხარე არ ადასტურებს, რომ გიორგი და ანი ერთმანეთს დაშორდნენ. ჯულიანა კი მხოლოდ იმას ამბობს, რომ შეყვარებულია და თავს ბედნიერად გრძნობს. შეყვარებულის ვინაობას, რასაკვირველია, არ ამხელს.
გიორგი ყიფშიძის მეუღლეს, ანი ჩიკვილაძეს, ბუკლიკო რამდენიმე კითხვით შეეხმიანა.
საუბარში ანიმ დაადასტურა, რომ მეუღლესთან ერთად აღარ ცხოვრობს.

- ანი, ბევრს ლაპარაკობენ, რომ თქვენ და გიორგი დაშორდით და ჯობია, თავად გვითხრათ - უარყოთ ან დაადასტუროთ ეს ამბავი.
- ამ ეტაპზე ერთად არ ვართ და არ ვიცი, ვიქნებით თუ არა მომავალში ერთად. საერთოდ არაფერზე არ მინდა ლაპარაკი და ამიტომ არ ვაკეთებ კომენტარს.

დიჯეი ''ბუკლე''
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
ლია
ყველამ თავის ოჯახს მიხედოს რა, იქნებ ქვეყანასაც ეშველოს რამე.
16:34 / 06-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
რა სისულელეა კრისტისტან ია სუხიტას გამო დაენგრა ოჯახი კაზანოვაა ტიპიური :D ეხლა ბარგნარს ანაცვალა ანი, მერე ბარგნარსაც მიაგდებს და ესე :)
13:27 / 29-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ANNI
შემდეგ სეზონზე რომ სხვაში გაცვალოს, მერე?ალბად ისევ ანის შეურიგდებააა
05:43 / 17-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ლიკუნა
ხალხო რა სისულელეა ადამიანი არაფრისგან არაა დაზღვეული და ჯობს გაეყარონ თუ აღარ უყვართ ერთმანეთი და გიორგის პირადი ცხოვრება ზურას საქმე საერთოდ არააა
01:54 / 17-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
რამდენი წელი ითმინა ამ გოგომ ავარდნილი ყიფშიძის ქცევები, სანამ წამალს გადააგდებდა, და სანაცვლოდ რა მიიღო!! უმადური ხარ გიორგი ყიფშიძევ
00:53 / 17-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS