09 ივლისი, 2014
გიორგი ყიფშიძე მეუღლესთან ერთად აღარ ცხოვრობს - '' არ ვიცი, ვიქნებით თუ არა მომავალში ერთად''...

სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება ჯულიანასა და გიორგის ერთად გადაღებული ფოტოები მსახიობ გიორგი ყიფშიძის პირად ცხოვრებაზე ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ. ამბობენ, გიორგი მეუღლეს - ანი ჩიკვილაძეს დაშორდა, მოცეკვავე ჯულიანა ბარ-გნარზეა შეყვარებული და მის ცოლად მოყვანას შემოდგომაზე აპირებსო. გიორგისა და ანის ერთი შვილი ჰყავთ - ალექსანდრე, რომელიც წყვილს რამდენიმეწლიანი ცოლქმრობის შემდეგ ეყოლა.
რა თქმა უნდა, ჟურნალისტები დავინტერესდით, დაშორების ამბავი უბრალოდ ჭორი იყო თუ ვინმემ რამე არასწორად გაიგო...

სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება ჯულიანასა და გიორგის ერთად გადაღებული ფოტოები,
თუმცა ჟურნალისტებთან საუბარში არც ერთი მხარე არ ადასტურებს, რომ გიორგი და ანი ერთმანეთს დაშორდნენ. ჯულიანა კი მხოლოდ იმას ამბობს, რომ შეყვარებულია და თავს ბედნიერად გრძნობს. შეყვარებულის ვინაობას, რასაკვირველია, არ ამხელს.
გიორგი ყიფშიძის მეუღლეს, ანი ჩიკვილაძეს, ბუკლიკო რამდენიმე კითხვით შეეხმიანა.
საუბარში ანიმ დაადასტურა, რომ მეუღლესთან ერთად აღარ ცხოვრობს.

- ანი, ბევრს ლაპარაკობენ, რომ თქვენ და გიორგი დაშორდით და ჯობია, თავად გვითხრათ - უარყოთ ან დაადასტუროთ ეს ამბავი.
- ამ ეტაპზე ერთად არ ვართ და არ ვიცი, ვიქნებით თუ არა მომავალში ერთად. საერთოდ არაფერზე არ მინდა ლაპარაკი და ამიტომ არ ვაკეთებ კომენტარს.

დიჯეი ''ბუკლე''
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
ბექას
ყიფშიძის ცოლის ქმართან ურთიერთობა ასე გაინტერესებს? რატომ? თვალი გაქვს დადგმული?
19:29 / 09-07-2014
გამოხმაურება / 0 /
შAღA
ეს პროექტი ბევრ ოჯახებს ანგრევს, პროდიუსერიც ხომ ამის მაგალითია
18:21 / 09-07-2014
გამოხმაურება / 0 /
სალი
ამ ვადალაზ ქმარს მისტირი ან რაში გადგებოდა ან რაში ვარგა მადლობა გადაუხადე თუ მოგაცილეს ანი იმ ბაგნარია თუ ბუჩქნარი ხოო გააბედნიერებს გავა დრო და ის თვითონ მოისვრის და არც შენ დაუბრუნდე და იქნება ესე ეული პატარა ნამუნამუს მოყვარული ვადალაზი ბიჭი
15:58 / 09-07-2014
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
ვაი! ეს მოცეკვავეები რამდენ ვინმესთან იცეკვებენ იმდენი რომანი უნდა გააბან და ანგრიონ ოჯახები?!
12:18 / 09-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ანი ჩიკვილაძეს !
ღმერთმა კარგად გიმყოფოს ალექსანდრე- ეგ არის უმთავრესი ცხოვრებაში! მაგ დიდთავა "ჟაბამ" ცეკვის მეტი ხო არაფერი იცის ქვეყნიერებაზე,ხოდა მიუშვი ანი მიუშვი, ისემც უქნიათ მიკვდომიან ერთმანეთს ცეკვა-ცეკვით !!! შენ არ იდარდო, ეგ ბებერი თინეიჯერი კიდევ ბევრს გამოიცვლის, მთავარია არ მიიღო უკან არასოდეს,სულ რომ ოთხზე დამდგარი მოგიცუცქდეს ...
11:33 / 09-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ბექა
ლელა ნეტა შენ ვის დაჰკარგვიხარ რომ გამოიძიონ ცხოვრობ თუ არა ქმართან.
09:40 / 09-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
დააკვირდით, რა ჟურნალისტის ნაგლობას, ''ჯობია თავად გვითხრა''-ო, თორემ ამაზე ვართ გადართულებიო. ნუ, რა არის ეს. მეც არ ვცხოვრობ ქმართან და მიდი, გამოიძიე ჟურნალისტო.
09:18 / 09-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS