09 ივლისი, 2014
გიორგი ყიფშიძე მეუღლესთან ერთად აღარ ცხოვრობს - '' არ ვიცი, ვიქნებით თუ არა მომავალში ერთად''...

სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება ჯულიანასა და გიორგის ერთად გადაღებული ფოტოები მსახიობ გიორგი ყიფშიძის პირად ცხოვრებაზე ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ. ამბობენ, გიორგი მეუღლეს - ანი ჩიკვილაძეს დაშორდა, მოცეკვავე ჯულიანა ბარ-გნარზეა შეყვარებული და მის ცოლად მოყვანას შემოდგომაზე აპირებსო. გიორგისა და ანის ერთი შვილი ჰყავთ - ალექსანდრე, რომელიც წყვილს რამდენიმეწლიანი ცოლქმრობის შემდეგ ეყოლა.
რა თქმა უნდა, ჟურნალისტები დავინტერესდით, დაშორების ამბავი უბრალოდ ჭორი იყო თუ ვინმემ რამე არასწორად გაიგო...

სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება ჯულიანასა და გიორგის ერთად გადაღებული ფოტოები,
თუმცა ჟურნალისტებთან საუბარში არც ერთი მხარე არ ადასტურებს, რომ გიორგი და ანი ერთმანეთს დაშორდნენ. ჯულიანა კი მხოლოდ იმას ამბობს, რომ შეყვარებულია და თავს ბედნიერად გრძნობს. შეყვარებულის ვინაობას, რასაკვირველია, არ ამხელს.
გიორგი ყიფშიძის მეუღლეს, ანი ჩიკვილაძეს, ბუკლიკო რამდენიმე კითხვით შეეხმიანა.
საუბარში ანიმ დაადასტურა, რომ მეუღლესთან ერთად აღარ ცხოვრობს.

- ანი, ბევრს ლაპარაკობენ, რომ თქვენ და გიორგი დაშორდით და ჯობია, თავად გვითხრათ - უარყოთ ან დაადასტუროთ ეს ამბავი.
- ამ ეტაპზე ერთად არ ვართ და არ ვიცი, ვიქნებით თუ არა მომავალში ერთად. საერთოდ არაფერზე არ მინდა ლაპარაკი და ამიტომ არ ვაკეთებ კომენტარს.

დიჯეი ''ბუკლე''
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
ლია
ყველამ თავის ოჯახს მიხედოს რა, იქნებ ქვეყანასაც ეშველოს რამე.
16:34 / 06-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
რა სისულელეა კრისტისტან ია სუხიტას გამო დაენგრა ოჯახი კაზანოვაა ტიპიური :D ეხლა ბარგნარს ანაცვალა ანი, მერე ბარგნარსაც მიაგდებს და ესე :)
13:27 / 29-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ANNI
შემდეგ სეზონზე რომ სხვაში გაცვალოს, მერე?ალბად ისევ ანის შეურიგდებააა
05:43 / 17-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ლიკუნა
ხალხო რა სისულელეა ადამიანი არაფრისგან არაა დაზღვეული და ჯობს გაეყარონ თუ აღარ უყვართ ერთმანეთი და გიორგის პირადი ცხოვრება ზურას საქმე საერთოდ არააა
01:54 / 17-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
რამდენი წელი ითმინა ამ გოგომ ავარდნილი ყიფშიძის ქცევები, სანამ წამალს გადააგდებდა, და სანაცვლოდ რა მიიღო!! უმადური ხარ გიორგი ყიფშიძევ
00:53 / 17-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
შენი მიზეზით არ უნდა დაინგრეს ოჯახი. და თუ მაინც ასე მოხდა შენც ღირსი ხარ მიტოვების.
23:40 / 16-07-2014
გამოხმაურება / 0 /
lol
ეს გოგო მგონი მაშინ უყვარდა როცა ჯერ კიდევ ქრისტის ცოლი იყო,ახლა იგივე გამეორდა ოღონდ როლები შეიცვალა
15:59 / 15-07-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
გიორგი ყიფშიძე არის არასერიოზული კაცი, რომელიც ვნებებას აყოლილ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება და ჩირად უღირს ქართული გირსეული ოჯახის დაფასება და პატივისცემა, პატივს ვცემ მის ნიჭს მაგრამ არა მის ადამიანობას, ის თუ მის პატარა ბიჭს და მის დედას გაიმეტებს ერთი გადაპრანჭული გოგოს გამო ზურა ყიფშიძე არ მდგარა ოჯახში თავის სიმაღლეზე რომ შვილს არაფერს ეუბნება გონს მოსასვლელად
12:42 / 14-07-2014
გამოხმაურება / 0 /
სოსო
მაგ მოცეკვავეებს არ უვარგოდათ ადრინდელი პარტნიორები, სხვა გზა არ ჰქონდათ. ახლა უკეთესი იპოვეს და სიტუაციას იყენებენ.
14:52 / 10-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ბექა
არა,უბრალოდ გიორგი ცნობილი მსახიობია და რათქმაუნდა სრულიად საქართველოს ცნობისმოყვარე საზოგადოებას აინტერესებს გიორგის(და არამარტო გიორგისი,ზოგადად ცნობილი ადამიანების)ცხოვრება,ხოდა ძალიან სასაცილოა ამ დროს ვინმე ლელას კომენტარი მეც არ ვცხოვრობ ქმართან და გამოიძიეო.ვის რაში აინტერესებს ლელა ან თუნდაც მე,ან ჩემი მეზობელი ჟენია ქმართან ცხოვრობს,საყვარელთან თუ დედ-მამასთან.გაუგებარია რამე?
00:05 / 10-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS