04 ივლისი, 2014
გიგი გაჩეჩილაძე: ''სალომე ჭაჭუამ ჩვენგან ბევრი მოცეკვავე წაიყვანა, მაგრამ''...
სიმართლე გითხრა, შოუს მეორე დღიდან ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა გიგი გაჩეჩილაძე მართალია, თავად აღარ ცეკვავს, მაგრამ თავის სფეროში ფედერაციას ჩაუდგა სათავეში და საკმაოდ ბევრი სიახლეც დანერგა, რაზეც ინტერვიუში გვესაუბრა. მაგალითად, თუკი რომელიმე სტუდიას თავისი კონკურენტისგან სურს წყვილის გადაბირება, ამაში, არც მეტი, არც ნაკლები, რამდენიმე ათასი ლარის გადახდა მოუწევს.
გიგის პოპულარობის შესახებ სასაუბროდ ვეწვიეთ და რასაკვირველია, ჩვენი ინტერვიუ ''ცეკვავენ ვარსკვლავებით'' დაიწყო, სწორედ ამ პროექტიდან გავიგეთ გიგის შესახებ, როცა ის თიკო სადუნიშვილს უწევდა პარტნიორობას.

- პირველად როდის იგრძენი,
რომ შენი სახელი ბევრმა იცის?
- სიმართლე გითხრა, შოუს მეორე დღიდან ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. შოუ ეთერში გავიდა და მეორე დღეს ცხოვრება სულ სხვანაირი გახდა, რაც ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა - როცა ახალი სახე ხარ, მანამდე ნაკლებად გიცნობდნენ და უცებ ყველას აინტერესებს, ვინ ხარ. მე უფრო გამიმართლა, რადგან მანქანით დავდივარ. წარმომიდგენია, სამარშრუტო ტაქსით რომ მევლო ის პერიოდი, რა მოხდებოდა. ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' პირველი სეზონი, ჩემი აზრით, მაინც ყველაზე დიდი ბუმი იყო. ყველა ჩვენკენ გამორბოდა. მახსოვს, როცა ფინალში მე და თიკო და სამორი და ლიკა დავრჩით, თაყვანისმცემლებს შემდეგნაირად ვიშორებდით (იცინის) - როცა ბავშვები დაგვეხვეოდნენ თავს და გვეჩქარებოდა, შეკრებილებს ვეუბნებოდით ხოლმე, უი, გაიხედეთ, სამორი მოდისო და ჩვენ გავრბოდით. სამორი არ მოდიოდა, მაგრამ ყურადღება ასე გადაგვქონდა. ზოგჯერ ეს ყველაფერი შემაწუხებელი ხდებოდა, მხოლოდ ფოტოების გადაღებას არ ითხოვდნენ, ცოტა ზედმეტიც მოსდიოდათ. თავი ჯონ ლენონი მეგონა. მოვიდოდნენ, ჩაგეხუტებოდნენ და ითხოვდნენ, შემეხეო. როცა ცუდი დღე გვქონდა, აუტსაიდერებში ვიდექით, ცოტა ძნელი იყო უცებ ხასიათზე მოსვლა, მაგრამ მაინც გვიწევდა ამის კეთება.
- პირველი სეზონის შემდეგ ჩამოყალიბდი, როგორც პოპულარული სახე.
- პირველი სეზონის შემდეგ მართლაც ყველაფერი დარეგულირდა და არ არის ისეთივე ბუმი. ალბათ, ეს იმანაც განაპირობა, რომ პროექტში, როგორც მოცეკვავე, აღარ ვმონაწილეობ; ძალიან ვცდილობ და ჯერჯერობით კარგად გამომდის, რომ შოუებში ნაკლებად ჩავერთო და ინტერვიუებიც არ მივცე. ყველაფერს ჩემს ყოფილ ურთიერთობას უკავშირებდნენ. ვთქვათ, თქვენ წერთ ახლა ინტერვიუს და გარეკანზე რომ გამოიტანოთ სათაური, რას აკეთებს გიგი გაჩეჩილაძე სალომესთან დაშორების შემდეგ. ერთადერთი შოუ, რომელშიც ახლახან მივიღე მონაწილეობა, მეგობრობის თემას ეხებოდა, სადაც ნოდიკო ტატიშვილსა და ოთო ფოლადაშვილთან ერთად მივედი. რაც შეეხება სხვა თემებს, ჩემი ცხოვრება გრძელდება და წარსულზე საუბარი უკვე მომაბეზრებელია.
- პოპულარობის შენარჩუნება არ გინდა?
- ბევრი მუშაობს იმისთვის, რომ პოპულარობა შეინარჩუნოს, იგონებს ისტორიებს. მე ცოტა სხვანაირი ადამიანი ვარ და პოპულარობის გამო არ მიღირს ხელოვნურად რაღაცების კეთება, ამიტომაც შევეშვი ამ ყველაფერს. მგონია, რომ პოპულარობა ჯერ არ დამიკარგავს. ქუჩაში რომ გა-ვდივარ, ხალხი მცნობს. ძირითადად, ყოველთვის ზედმეტად თბილად მხვდებიან, რაც ძალიან მახარებს. ახლა უფრო ჩარჩოებში მოექცა. კი მცნობენ, მაგრამ ზოგი არ მოდის, ზოგიც მოდის და ჩვეულებრივად მესაუბრება. ასეთი პოპულარობა საკმარისია.
- ვიცი, რომ სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრი გიგი და გიორგი გაჩეჩილაძეა.
- მართლაც ასეა, თურმე მქონია ''ვკონტაქტეს'' გვერდიც და ''ოდნოკლასნიკები'', ასევე ''ლაიქ-გვერდები''. მხოლოდ ერთი, პირადი გვერდი მაქვს ''ფეისბუქზე''. საქართველოს სპორტული ცეკვების ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვარ და უცხოელებთან კონტაქტი მიწევს. ხშირად დაურეკავთ ჩემთვის და უთქვამთ, გუშინ სოციალურ ქსელში გესაუბრეო. ზოგიერთ გიგი გაჩეჩილაძეს ''ფეისბუქზე'' ჩემზე მეტი მეგობარი ჰყავს. ჟურნალისტებსაც ერევათ ხოლმე, მაგრამ ამ გვერდების ავტორები მწერენ ხოლმე და მეუბნებიან, ამა და ამ ჟურნალისტს ველაპარაკეო. ანუ მაფრთხილებენ და კარგად იქცევიან.
- ალბათ, ''ფეისბუქზე'' ბევრი უცნობი გწერს.
- ჩემი ინბოქსი მუდმივად გადავსებულია. უცნობი ადამიანების მონაწერს ძირითადად ვშლი. ვისაც არ ვიცნობ, მათთან კონტაქტი არ მინდა.
- მაღაზიებში ფასს გიკლებენ თუ გიმატებენ?
- მედალიონს ორი მხარე აქვსო, ნათქვამია. ყოფილა შემთხვევა, უფასოდ მიმგზავრია, ბევრი რამ უჩუქებიათ მაღაზიებში. მადლობელი ვარ ამ ყველაფრისთვის. მეორე მხრივ, მანქანა რომ გამიფუჭდება, თავად ხელოსანთან ვერ მიმყავს და ჩემს მეგობრებს ვატან. ცნობილ სახეს რომ ხედავენ, ხუთმაგ ფასს გართმევენ. შევაჭრება არ მიყვარს, ამიტომ ჩემს მანქანას სხვები აკეთებენ. ყველას ფულიანები ვგონივართ, რაც რეალობას არ შეესაბამება.
- საქართველოში პოპულარობას მოაქვს ფული?
- არის იმის შანსი, რომ პოპულარო ბით ფული იშოვო. თუკი ჭკუა გაქვს, რაღაცას მოახერხებ. ჩემი აზრით, რაც ამით შემეძლო, ყველაფერი ამოვიღე და დღეს არაფერი მჭირდება, ჩემი საქმე მაქვს, რომელიც ძალიან კარგად ვითარდება. ასევე ფინანსურად არაფერი უჭირთ და საკმაოდ კარგად არიან ჩემი მოცეკვავეები. მილიარდებს არ ვეთამაშებით, მაგრამ ცხოვრება არ გვიჭირს. ჩემი ნებისმიერ მოცეკვავე ისეთი დაკავებულია 6-7 ადგილას, რომ თავიანთი ცეკვისთვის ცოტა დრო რჩებათ. ეს მაშინებს, რადგან შესაძლოა, ამან ხარისხი დააგდოს. სამეჯლისო ცეკვის სტუდიები უკვე ყველგან გაიხსნა, რეალურად ბევრნი ვართ, მაგრამ ამ საქმის პროფესიონალი ძალიან ცოტაა. ამიტომაც მოთხოვნა პროფესიონალებზე შესაბამისად, დიდია. ვიცით, რომ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება, რადგან ცეკვის ხარისხი უნდა ავწიოთ, სიახლისკენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები.
შესაძლოა, პროდიუსერობის კუთხით არც ისე დიდი გამოცდილება მაქვს, მაგრამ მივიჩნევ, რომ საკმაოდ კარგად გამომდის ჩემი მოცეკვავეების კარიერის მართვა. თავად აღარ ვცეკვავ, მაგრამ ფედერაციის პრეზიდენტს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და მოვალეობები აკისრია. თითქმის ყველა მოცეკვავე, რომელიც რაღაცას წარმოადგენს, ჩემზეა დამოკიდებული, რომ არასწორ რამეში არ მიიღოს მონაწილეობა. თანხაზეც მე ვუთანხმდები.
- საკმაო კონკურენციაა სტუდიებს შორის. სალომესაც აქვს თავისი სტუდია, რამდენიმე სხვა მოცეკვავესაც. იყო საუბრები, რომ ''თელასგან'' მოცეკვავეებისა და მოსწავლეების წაყვანას ცდილობდა და წაიყვანა კიდეც.
- ყველა სტუდია ჩვენი ფედერაციის წევრია, მათ შორის სალომესიც. კონკურენცია არის და უნდა იყოს. რაც შეეხება დაპირისპირებას სტუდიებს შორის, არანაირი კონფლიქტი არ არის. უმეტეს სტუდიასთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ვმეგობრობთ, მაგალითად, ლევან ახვლედიანის, მზია ორველაშვილის სტუდიებთან. გადაბირების საკითხსაც შევეხები - იყო მცდელობა სალომეს მხრიდან, დიდი მოცეკვავეების, მაგალითად, რამაზ ლაზარიშვილისა და ოთო ფოლადაშვილის წაყვანა უნდოდა, მაგრამ მათ აქვთ საკუთარი მოსაზრებები და ხვდებიან, ვისთან შეიძლება სწავლა და ვისთან - არა, ამიტომაც დარჩნენ. სალომემ თავის სტუდიაში პატარა მოცეკვავეების საკმაო რაოდენობა ჩვენგან წაიყვანა, მაგრამ უმეტესობა ისევ უკან დაბრუნდა და ჩვენთან არის. სტუდიიდან სტუდიაში გადასვლა ყოველთვის იქნება და ეს სიახლე არავისთვისაა, ადამიანები ვართ.
ახლა ვმუშაობთ მექანიზმებზე, როგორ ავიცილოთ ეს ყველაფერი თავიდან - როცა მე აღვზრდი მოსწავლეს და მივიყვან რაღაც დონემდე, ის გახდება საქართველოს ჩემპიონი და დააპირებს სხვა სტუდიაში გადასვლას, ჩემთვის ფინანსური ანაზღაურება მაინც არის საჭირო. ასე რომ, საფეხბურთო პრინციპი შემოვიღეთ, დავაწესეთ თანხა, რომელიც სტუდიამ უნდა გადაიხადოს მოცეკვავეების გადაბირებაში. საუბარია ათასებზე. მაგალითად, ჩვენი წამყვანი წყვილის - ოთოსა და ჯულიანას წაყვანა რომ მოინდომოს რომელიმე სტუდიამ, უნდა გადამიხადოს დაახლოებით 5000 ლარი (იღიმის). თუმცა ეს ფედერაციის ფარგლებში და მოცეკვავეებთან შეთანხმებით მოხდება. ბევრი სხვა სიახლე გვაქვს, რომლებიც სხვადასხვა სპორტული ფედერაციიდან გადმოვიღე და თავადაც დავნერგე ინოვაციები.
- ისევ პოპულარობის თემას დავუბრუნდეთ - მისი კარგი შტრიხია ის, რომ გოგონები ადვილად მისაწვდომები ხდებიან.
- ასეა, მაგრამ ამას დადებით მხარედ არ მივიჩნევ. როცა ყველაფერი ზედმეტად ადვილია, ის უფასურდება. კარგია ერთი-ორი-სამი თვე, მაგრამ მერე უკვე გბეზრდება და აზრს კარგავს. თუნდაც იმიტომ, რომ საინტერესო ადამიანს ვერ პოულობ. ბევრს ეშინია, რომ დაგკარგავს და ამიტომაც ყველაფერზე თავს გიქნევენ, ჰგონიათ, ამით უფრო შეგინარჩუნებენ, მაგრამ პირიქით გამოდის. არც ერთ ჭკვიან ადამიანს არ მოსწონს, რომ მას სულ თავს უქნევენ. სერიოზულად ვერავის შეხედავ, რაც საკმაოდ ცუდია. მე ეს შეგრძნება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მქონდა, საბედნიეროდ, ახლა არ მაქვს, დამაძლევინეს.
- არის შენს ცხოვრებაში რჩეული?
- (იღიმის) არ მინდა ამ ყველაფერზე ლაპარაკი, რადგანაც როცა სალომეს დავშორდი, პირველი, რაც მოხდა - როგორც კი გოგონასთან დამინახეს, უკვე ქორწილი დანიშნეს და ბავშვიც ''შემეძინა''. პოპულარობამ ზუსტად ეს გააკეთა, ამის გამო დამენგრა ერთ გოგონასთან ურთიერთობა. არ გახლავართ ჩაკეტილი, მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, არაფერს ვმალავ. არც ის ურთიერთობა დავმალე და მერე გააზვიადეს, ზედმეტად გაასერიოზულეს. ამიტომაც დღეს კარგად ვარ, ზედმეტად კარგად, მაგრამ ვრცლად აღარ ვილაპარაკებ.
- შენი სფეროს წარმომადგენელია?
- სამწუხაროდ, არა. ცეკვა ეზიზღება, ვერ იტანს და არც იცოდა, ვინ ვიყავი და რას ვაკეთებდი. ადრე ვამბობდი, მოცეკვავის გარდა, ვერავის შევხედავ-მეთქი, მაგრამ შევხედე (იღიმის).
- საბოლოო ჯამში, შენი ძირითადი ურთიერთობა და სხვა დანარჩენიც, ალბათ, პოპულარობამ, მოარულმა ხმებმა დაანგრია, ყოველ შემთხვევაში, ამას ხელი შეუწყო.
- ასეა. ზედმეტად აქტუალურები ვიყავით და ჩემი თითოეული გავლა გოგონასთან აღიქმებოდა ღალატად, ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობდნენ, აი, გიგი ღალატობსო. არადა, გოგონებს შორის მეგობრები მყავს და ერთ-ერთი, როცა დაქორწინებას გადავწყვეტ, ჩემი მეჯვარეც იქნება.
მეორე მხრიდან რომ შევხედოთ პოპულარობას, ცუდიც მოაქვს, მაგრამ კარგიც ბევრია. ალბათ, გააჩნია ადამიანს. მე რა პოპულარობაც მინდოდა, ის მივიღე, არც მეტი მინდა და არც ნაკლები (იღიმის). ბევრი შესაძლოა, უარყოფითად აფასებდეს, მაგრამ მე ჩემი ურთიერთობების დანგრევას კარგად მივიჩნევ, რადგან თავიდანვე უნდა იცოდე, რასთან გაქვს საქმე, ეს რომ გვიან მომხდარიყო, უფრო ცუდი იქნებოდა (იღიმის). ცხოვრების ტესტები გამოცდილებას გაძლევს და ბევრს სწავლობ.

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
მარი
ნუ იფხრიწებით სალომე ჭაჭუას ქებაში. ეს გოგო შეპყრობილია ავადმყოფური ამბიციით და ზუსტად ამის გამოა, რომ მხოლოდ საკუთარ თავს ეცეკვება და პარტნიორისგან ძალიან შორს არის! "დაგუბებულ წყალში, გველ-ბაყაყო ბუდობს"*
03:24 / 01-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
გიგი ყველაფრისდამიუხედავად პატივს გცემ,მაგრამ კაცს არ შვენის ამდენი ტყუილების თქმა.სალომეს არავინ გადაუბირებია,ვინც ამ სფეროში ჩახედულია იმან უკეთ იცის სად ისწავლება ცეკვა ხარისხიანად.რაც შეეხება ოთოს და ჯულის სასაცილოა ეს ყველაფერი,ჯერ თვითონ ისწავლონ ცეკვა რომ მრე სხვას ასწავლონ.ერთია იყო კარგი მოცეკვავე და მეორე იყო კარგი პედაგოგი.სალომეში ეს ყველაფერი ერთად არის.რატო იმას არ ამბობ გიგი რომ სალომესტთვის გამარჯობის თქმას უკრძალავ შენს მოცეკვავეებს?ბოღმა და შური გალაპარაკებთ ამდენს.პირადად სალომეს შენი სტუდიის მოცეკვავეებისთვის არაფერი დაუშავებია ასე რომ მოექეცით,გრცხვენოდეთ.სრული პასუხისმგებლელობით ვაცხადებ დღესდღეობით საქართველოს არ ყავს არც სალომესნაირი მოცეკვავე და არც პედაგოგი.ბავშვები თელაში სალომეს სიყვარულით მოვიდნენ და არა თათიას საყურებლად,რომელიც ცეკვის გაგებაში არ არის.კარგად ვიცი როგორ გაკვეთილებს ატარებდით.და რაც შეეხება სალომეს სტიდიიდან უკან დაბრუნებულებს არის მტკნარი სიცრუე,მხოლოდ ერთადერთი ბავშვი გავიდა,რომელიც ჯერჯერობით არ დაბრუნებულა თელაში.ვისაც თამაში და გართობა უნდა ის შეიძლება წავიდეს სტუდიიდან და არა ნამდვილი მოცეკვავეები.გადაჭარბებულად ლაპარაკობ გიგი,სხვა თუ არაფერი საკუთარ მეს კითხე იქნებ შეგრცხვეს
13:09 / 08-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ტასო
სალომე უმაგრესი ადამიანია ყველასგან გამორჩეული და რო დაკარგე შენი უთავობით იბოგმები
15:39 / 07-07-2014
გამოხმაურება / 0 /
keti
ბავშვი "თელაში" მარტო იმიტომ უნდა მიიყვანო, რომ ლარისა გაჩეჩილაძემ ამეცადინოს? რა სულელური შეხედულებაა ხალხო. სხვა ქორეოგრაფები მისი ასისტენტები არიან და მათ რომ ამეცადინონ, ეს დანაშაულია? რა უაზრობას ამტკიცებთ! სალომეს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ "თელა" ხელწამოსაკრავი არაა, ბოლოსდაბოლოს სალომემ მანდ ისწავლა ყველაფერი და მერე გახსნა საკუთარი სტუდია.
20:15 / 06-07-2014
გამოხმაურება / 0 /
თიკო
თელას არ ყოლია ძლიერი ქორეოგრაფი ერ თის გარდა და ისიც ვერ შეინარჩუნეს.რატის ქორეოგრაფობა ხომ საერთოდ სასაცილოა ისევე როგორც სხვა დანარჩენების. იმიტომაც გარბიან ბავშვები ამ სტუდიიდან.
16:12 / 05-07-2014
გამოხმაურება / 0 /
gocha
ქეთი აუცილებელია შენს შვილს ვინმე ფეისმა ასწავლოს ცეკვა? თელას რატის და ლარისას გარდა არაერთი ძლიერი ქორეოგრაფი ჰყავს კიდე! ნინა ნახმარები შენს ოჯახში ეძებე,მე კი მარტო გოჩა მქვია და არა გიორგი!
13:09 / 05-07-2014
გამოხმაურება / 0 /
nina
გიგი ძალიან გვიყვარხარ.სალომე წარსულია, მისი სახელის ხსენებაც აღარ ღირს.ჩასაფრებულია გოჩა-გიორგი. შენ ხომ უკვე მოიხმარე,ახლა მას ღმერთმა მოახმაროს.შენ კი წარმატებას გისურვებ შენ საქმეში და რაღა თქმა უნდა პირადულში
11:53 / 05-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
სალომეს ძალით არავინ არ წაუყვანია.. ჩვენც წავედით.. სალომეს მერე რატის უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ რატის არ ეცალა, ქალბატონ ლარისას (რომელსაც დიდ პატივს ვცემ, შესანიშნავი ქალბატონია) არ ეცალა და ვიღაც თამთას ნასწავლში 70 ლარის გადახდა ზედმეტი იყო... სალომემ მხოლოდ თავისი ყოფილი ბავშვები მიიღო, სხვებს უარი უთხრა...ეხლა გონიოში ყავს 60 ბავშვი..რეს ბათუმში ჩატარდა კონკურსი და სალომემ ბარბარემ 1 ადგილი აიღო და ქეთიმ მესამე.. ვულოცავ ამ შესანიშნავ გოგოს, პედაგოგს, ქორეოგრაფს და უბრალოდ გემრიელ ადამიანს ამ გამარჯვებას... წარმატებებს ვუსურვებ
22:08 / 04-07-2014
გამოხმაურება / 0 /
დათა
სალომესთან ბავშვები თვითონ გადავიდნენ ისინი ცხვრები არ არიან რომ სალომეს თოკით გადაეყვანა.რაც შეეხება ოთოს და რამაზის დიდი ტყუილია არავის გადმობირება სალომეს არ სჭირდება თვითონ მოდიან მასიურად ბავშვები,იმდენად ძლიერი სტუდია შექმნადა ძლიერი ქორეოგრაფები ყავს ეს ბოლო შეჯიბრებებმაც დაამტკიცა. საერთოდ გამოირჩეოდნე დიდი თუ პატარა.აი რა ბოღმავს გიგის.ეშინია ერთდროს გაკოტრებული 'თელა',რომელიც სალომეს მეშვეობით ამოიქაჩა ისევ არ გაკოტრდეს.ამაზრზენია ასეთი სტატიების წერა.სალომეს წისქვილს წყლის დასხმა აღარ ჭირდება.
18:16 / 04-07-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
წარმოუდგენელია სალომესთან მისული ბავშვი ისევ უკან დაბრუნებულიყოს. ცეკვის სწავლა თუ უნდა ვინმეს სწორედაც სალომეს სტუდიას უნდა მიაშუროს. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, სალომეს არავინ გადაუბირებია, თავად აკითხავენ ცეკვის (და არა სვლების) შესწავლის მსურველები. მიმაჩნია, რომ თელა საკმაოდ საფასურს იღებს ბავშვის მომზადებაში და მისგან წასვლის შემთხვევაში ამხელა თანხის აღება კაბალური პირობებია და შიში კონკურენტი სტუდიების. წარმატებას ვუსურვებ ყველა სტუდიას.
17:45 / 04-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS